გაეროს უშიშროების საბჭოს №1373 (2001) რეზოლუციის შესრულებისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო ეროვნული ანტიტერორისტული კომისიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.12.2001 ძალადაკარგული 25.12.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№526
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 135, 25/12/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №526

2001 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

გაეროს უშიშროების საბჭოს №1373 (2001) რეზოლუციის შესრულებისა და  საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო ეროვნული ანტიტერორისტული კომისიის შექმნის შესახებ

2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ცივილიზებული ქვეყნების თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდაციის, გაეროს უშიშროების საბჭოს 2001 წლის 28 სექტემბრის №1373 რეზოლუციის შესრულების და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით:

1. შეიქმნას ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო ეროვნული ანტიტერორისტული კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ჯემალ გახოკიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

დავით ბაქრაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროების საკითხთა სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ირაკლი ალასანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე

გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

გიორგი ბურდული – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

დავით გულუა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

ბადრი დარჯანია – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე

გიორგი თვალავაძე – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

მერაბ კაკულია – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

გიორგი კაპანაძე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე

ზურაბ სოსელია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

გრიგოლ ტატიშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროების საკითხთა სამსახურის რეფერენტი, კომისიის მდივანი

მარინა ღუდუშაური – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ზურაბ ჩხაიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ოთარ ჩიხრაძე – საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

სერგო ძაგნიძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი

გიორგი წკრიალაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 მაისის ბრძანებულება №206 - სსმ III, №43, 08.05.2002 წ., მუხ.390

2. ეროვნული უშიშროების საბჭომ ექვს თვეში ერთხელ მოისმინოს კომისიის ანგარიში გაეროს უშიშროების საბჭოს №1373 (2001) რეზოლუციის შესრულების და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების შესახებ გაწეული მუშაობის თაობაზე.

3. კომისიამ აქტიურად ითანამშრომლოს გაეროს უშიშროების საბჭოს ანტიტერორისტულ კომიტეტთან.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 მაისის ბრძანებულება №206 - სსმ III, №43, 08.05.2002 წ., მუხ.390

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „გაეროს უშიშროების საბჭოს №1373 (2001) რეზოლუციის შესრულებისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო ეროვნული ანტიტერორისტული კომისიის შექმნის შესახებ“, №526, 21.12.2001, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.05.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1294667-1/