გაეროს უშიშროების საბჭოს №1373 (2001) რეზოლუციის შესრულებისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო ეროვნული ანტიტერორისტული კომისიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.12.2001 ძალადაკარგული 25.12.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№526
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 135, 25/12/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №526

2001 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

გაეროს უშიშროების საბჭოს №1373 (2001) რეზოლუციის შესრულებისა და  საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო ეროვნული ანტიტერორისტული კომისიის შექმნის შესახებ

2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ცივილიზებული ქვეყნების თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდაციის, გაეროს უშიშროების საბჭოს 2001 წლის 28 სექტემბრის №1373 რეზოლუციის შესრულების და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით:

1. შეიქმნას ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო ეროვნული ანტიტერორისტული კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ალასანია – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ამირან მესხელი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

გია გეწაძე – საქარველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

დავით გობეჩია – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს უფროსი

ვიქტორ დოლიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი

მერაბ კაკულია – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

ბესიკ ლოლაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გიორგი მჟავანაძე – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე

გენრიხ მურადიანი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

დავით სიხარულიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ნიკოლოზ ტაბატაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

არტემ ტოგონიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის სამართალდაცვისა და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი მრჩეველი, კომისიის მდივანი

დავით ჩიხლაძე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე

ნონა წოწორია – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

ლევან ჯუღელი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 მაისის ბრძანებულება №206 - სსმ III, №43, 08.05.2002 წ., მუხ.390

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 4 ივნისის ბრძანებულება №242 - სსმ III, №55, 13.06.2003 წ., მუხ.474

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №349 - სსმ III, №73, 21.07.2003 წ., მუხ.655

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება №375 - სსმ III, №98, 09.09.2004 წ., მუხ.836

2. ეროვნული უშიშროების საბჭომ ექვს თვეში ერთხელ მოისმინოს კომისიის ანგარიში გაეროს უშიშროების საბჭოს №1373 (2001) რეზოლუციის შესრულების და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების შესახებ გაწეული მუშაობის თაობაზე.

3. კომისიამ აქტიურად ითანამშრომლოს გაეროს უშიშროების საბჭოს ანტიტერორისტულ კომიტეტთან.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 მაისის ბრძანებულება №206 - სსმ III, №43, 08.05.2002 წ., მუხ.390

2. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 4 ივნისის ბრძანებულება №242 - სსმ III, №55, 13.06.2003 წ., მუხ.474

3. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №349 - სსმ III, №73, 21.07.2003 წ., მუხ.655

4. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება №375 - სსმ III, №98, 09.09.2004 წ., მუხ.836

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „გაეროს უშიშროების საბჭოს №1373 (2001) რეზოლუციის შესრულებისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო ეროვნული ანტიტერორისტული კომისიის შექმნის შესახებ“, №526, 21.12.2001, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1294667-4/