„საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის” შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.09.2004 ძალადაკარგული 25.12.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№372
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 09/09/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №372

2004 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის” შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ

ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების, შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლების, მისი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის, თავდაცვის სისტემის რეფორმირებისა და შემდგომი განვითარების, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირების პროცესის დაჩქარების მიზნით:

1. შეიქმნას „საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის” შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი ბარამიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე

ირაკლი ალასანია          – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

პაატა გაფრინდაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ კაპანაძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

დავით ნაირაშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე

ვასილ სიხარულიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ნიკოლოზ ტაბატაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ბათუ ქუთელია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი

კახაბერ ჩიქოვანი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი

ნატო ჯავახიშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე – კომისიის მდივანი.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №391-სსმIII,№101,16.09.

2004წ.,მუხ.862

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი თარგამაძეს მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში.

3. კომისიამ 2005 წლის 1 სექტემბრამდე წარმოადგინოს „საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვა” და უზრუნველყოს კონცეპტუალური დოკუმენტების, სათანადო რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების მომზადება და მათი, შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს მთავრობისათვის დასამატკიცებლად წარდგენა.

4. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა (გ. ბეჟუაშვილი) სამ თვეში ერთხელ მოისმინოს კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №391-სსმIII,№101,16.09.

2004წ.,მუხ.862

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის” შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ, №372, 07.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1294968-1/