„საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის” შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.09.2004 ძალადაკარგული 25.12.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№372
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 09/09/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №372

2004 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის” შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ

ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების, შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლების, მისი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის, თავდაცვის სისტემის რეფორმირებისა და შემდგომი განვითარების, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირების პროცესის დაჩქარების მიზნით:

1.შეიქმნას „საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის” შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე

ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

დავით ნაირაშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე

მაკა პეტრიაშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი – კომისიის მდივანი

ვასილ სიხარულიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

კარლო სიხარულიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ბათუ ქუთელია – საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი

კახაბერ ჩიქოვანი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი

ლევან ჭოლაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე

ნოდარ ხარშილაძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №391-სსმIII,№101,16.09.

2004წ.,მუხ.862

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულება №451-სსმIII,№113,15.10.

2004წ.,მუხ.1003

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი თარგამაძეს მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში.

3. კომისიამ 2005 წლის 1 სექტემბრამდე წარმოადგინოს „საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვა” და უზრუნველყოს კონცეპტუალური დოკუმენტების, სათანადო რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების მომზადება და მათი, შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს მთავრობისათვის დასამატკიცებლად წარდგენა.

4. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა (გ. ბეჟუაშვილი) სამ თვეში ერთხელ მოისმინოს კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №391-სსმIII,№101,16.09.

2004წ.,მუხ.862

2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულება №451-სსმIII,№113,15.10.

2004წ.,მუხ.1003

3. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 4 ივლისის ბრძანებულება №566-სსმIII,№80,05.07.

2005წ.,მუხ.853

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის” შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ, №372, 07.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1294968-3/