სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.04.2011 ბოლო ცვლილება 13.02.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№174
სარეგისტრაციო კოდი
240140000.10.003.016334
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110415018, 15/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №174

2011 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი –     კომისიის წევრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი –    კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი

სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე –    კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №20 1 - ვებგვერდი, 17.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №396 - ვებგვერდი, 25.10.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ივლისის დადგენილება №249 - ვებგვერდი,12.07.2012წ.

    მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №201 - ვებგვერდი, 17.05.2011წ.

2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №306 – ვებგვერდი, 09.08.2011წ.

3. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №396 - ვებგვერდი, 25.10.2011წ.

4. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ივლისის დადგენილება №249 - ვებგვერდი,12.07.2012წ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისია (შემდგომში – კომისია) წარმოადგენს სათათბირო ორგანოს.

3. კომისია თავისი მუშაობისას ხელმძღვანელობს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, კომისიის გადაწყვეტილებებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 2. კომისიის მუშაობის რეგლამენტი

1. კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე.

2. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, საჭიროების მიხედვით.

3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიას უფლება აქვს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას მოიწვიოს საწარმოს (ორგანიზაციის), შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ასევე სხვა პირები.

5. კომისიის სხდომა წარიმართება კომისიის მიერ დამტკიცებული დღის წესრიგის შესაბამისად.

6. საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარ უგზავნის :

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თავის მართვაში არსებულ საწარმოსთან და ამ საწარმოს დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით;

ბ) შესაბამისი სამინისტრო, თავის მართვაში არსებულ საწარმოსთან შეთანხმებით.

6 ​1 . იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენილი წინადადება მოიცავს საწარმოს მიერ მიღებული წმინდა მოგების ან წმინდა მოგების ნაწილის საწარმოს განკარგულებაში დატოვების აუცილებლობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენილი წინადადება უნდა შეიცავდეს საწარმოს განკარგულებაში დასატოვებელი წმინდა მოგების ან მისი ნაწილის მიზნობრიობის დასაბუთებას და მისი ხარჯვის გეგმას.

6 ​2 . საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს შესაბამისი საწარმოების საფინანსო-ეკონომიკური და სხვა დოკუმენტაცია.

7. საკითხებს საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ კომისიის სხდომაზე წარსადგენად ამზადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი/ერთეულ(ებ)ი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან/და შესაბამისი სამინისტრო(ები)ს მიერ წარდგენილი წინადადებების მიხედვით.

8. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

9. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა, ხოლო ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს კომისიის თავმჯდომარე.

10. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ოქმის სახით. ოქმს ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

11. უარყოფითი პოზიციის შემთხვევაში კომისიის წევრი უფლებამოსილია თავისი უარყოფითი პოზიცია დააფიქსიროს წერილობითი ფორმით, რომელიც დაერთვება კომისიის სხდომის ოქმს.

12. კომისიის სხდომის ოქმში მიეთითება საწარმოს წმინდა მოგების განაწილების შედეგად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 26​1​ მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის ოდენობა და გადახდის ვადები ან/და საწარმოების წმინდა მოგებიდან საწარმოს განკარგულებაში დატოვებული თანხის გახარჯვის მიზნობრიობა.

13. კომისიის სხდომის ოქმის ასლი ეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შესაბამის სამინისტროებს, რომელთა მართვაში არსებული საწარმოების წმინდა მოგების განაწილების/გამოყენების საკითხებიც განიხილა კომისიამ.

14. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომისიის სხდომის ოქმის მიღებიდან 5 დღის ვადაში ვალდებულია საწარმოს წმინდა მოგების განაწილების/გამოყენების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მოამზადოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმოსაწერად წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმების პროექტი.

15. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტომ უნდა უზრუნველყონ კომისიის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაფორმებული ერთობლივი შეთანხმების შესრულება და ყოველი წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის განმავლობაში წარუდგინონ ინფორმაცია კომისიას (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს) კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ერთობლივი შეთანხმების შესრულების თაობაზე.

16. სამინისტრო, რომელსაც მართვაში აქვს გადაცემული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო, კომისიის სხდომის ოქმის მიღებიდან 5 დღის ვადაში ვალდებულია საწარმოს წმინდა მოგების განაწილების/გამოყენების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მოამზადოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ხელმოსაწერად წარადგინოს ამ სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმების პროექტი.

17. სამინისტრომ, რომელსაც მართვაში აქვს გადაცემული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო, უნდა უზრუნველყოს კომისიის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაფორმებული ერთობლივი შეთანხმების შესრულება და ყოველი წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის განმავლობაში წარუდგინოს ინფორმაცია კომისიას (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს) კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ერთობლივი შეთანხმების შესრულების თაობაზე.

18. ამ მუხლის მე-14 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან სხვა სამინისტროებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმება უნდა შეიცავდეს კომისიის ოქმით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის ოდენობას, გადარიცხვის ვადების მითითებით. 

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №306 – ვებგვერდი, 09.08.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“, №174, 12.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.016334 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1297518-4/