საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.08.2004 ძალადაკარგული 03.12.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№74
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 97, 08/09/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №74

2004 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ

1. საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი ხაინდრავა – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარე

მერაბ ანთაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში

თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში

ზინაიდა ბესტაევა – რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ეკატერინე გურეშიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე

მალხაზ მაისურაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი იმნაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

ზაურ კვარაცხელია – ეროვნული თანხმობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქართველოდან ემიგრირებულ მოქალაქეთა ინტერესების დაცვის და საინფორმაციო-ანალიტიკურ საკითხთა უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი

თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე

ნუგზარ სარჯველაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ბათუ ქუთელია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე

მირზა ქოჩიაშვილი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №87-სსმIII,№120,26.10. 2004წ.,მუხ.1038

2. უწყებათაშორისი საბჭოს მთავარ ფუნქციებად განისაზღვროს:

ა) ერთიანი სახელმწიფო პოზიციის შემუშავება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება;

გ) ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების გადაწყვეტის ფორმატში არსებული კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;

დ) საერთაშორისო და ცალკეული დონორების ხელშეწყობით კონფლიქტის ზონებში განსახორციელებელი სოციალურ-ეკონომიკური პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგის განხორციელება;

ე) ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად გაეროს, გაეროს განვითარების პროგრამის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების მიერ პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ვ) უწყებრივი მასალების გაანალიზება შექმნილ ვითარებაზე ოპერატიული რეაგირებისა და სამთავრობო დონეზე განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადების მიზნით.

3. საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გ.ხაინდრავამ კოორდინაცია გაუწიოს უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობას.

4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გ. ხაინდრავამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ს. ზურაბიშვილმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში თ. ბერუჩაშვილმა უზრუნველყონ დაქვემდებარებულ უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების პოლიტიკური გადაწყვეტის პროცესის მონაწილე ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №87-სსმIII,№120,26.10. 2004წ.,მუხ.1038

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“, №74, 31.08.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1297627-1/