საჯარო სამართლის იურიდიული პირის–სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.04.2011 ბოლო ცვლილება 09.03.2026
ნომერი
№1-1/591
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016062
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110415023, 15/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (21)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (18)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/591

2011 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

 „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-9  მუხლის მე -3 პუნქტისა და მე -10 მუხლის მე -5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1.  დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები“.

2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლი 15 აპრილიდან.

ვ. ქობალია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები, ვადები, საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების (შემდგომ – წესი) მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სამართლებრივი მოწესრიგების, სახმელეთო ტრანსპორტის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, მომსახურების მაღალი ხარისხის, გადამზიდველთა და მომხმარებელთა უფლებების (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ) დაცვის ფინანსური უზრუნველყოფა.

2. ეს წესი განსაზღვრავს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს, საფასურების განაკვეთებს, მათი გადახდის და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა – დადგენილი წესის მიხედვით გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაბამისობას სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან;

ბ) ECMT-ს სერტიფიკატი – დადგენილი წესის მიხედვით გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური მდგომარეობის შესატყვისობას  ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის/საერთაშორისო სატრანსპორტო  ფორუმის (ECMT/ITF) (შემდგომ – ECMT)  მოთხოვნებთან;

გ) მომსახურება – სატრანსპორტო პროცესების შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების მიზნით სააგენტოზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა-რეგისტრაციასთან და გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესებში მონაწილე სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და/ან მინიჭება/აღიარებასთან, რომლის გაწევისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაუხადოს სააგენტოს საფასური;

გ.ა) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო  სამგზავრო რეგულარული გადაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურება - მოიცავს სააგენტოს მიერ მთავრობათაშორისი შეთანხმებებით განსაზღვრული დოკუმენტაციის (მოძრაობის განრიგი, ტარიფი, გაჩერების პუნქტები და სქემა) განხილვის და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მათი დამოწმების, ქართველი გადამზიდველის სახელზე სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადების და ხელშემკვრელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსათვის გადაგზავნის, საპასუხოდ მისგან მიღებული ქართველი გადამზიდველის სახელზე მომზადებული სანებართვო დოკუმენტაციის შესაბამისი გადამზიდველისთვის გადაცემის პროცედურებს, ასევე აღნიშნული საქმიანობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ყოველწლიურ მომსახურებას ნებართვის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში;

დ) საფასური – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა;

ე) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაზე უფრო შემჭიდროებულ დროში;

ვ) ინსპექტირების ცენტრი – საწარმო, რომელიც ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას და აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) ტრანსპორტის მენეჯერის (შემდგომ – მენეჯერი) პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატი (CPC) – სააგენტოს მიერ, დადგენილი წესით, განმცხადებელზე შესაბამისი ტრენინგის და ტესტირების გავლის შედეგად გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მენეჯერის პროფესიულ კვალიფიკაციას;

თ) მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატი (CPC) – სააგენტოს მიერ, დადგენილი წესით, განმცხადებელზე შესაბამისი ტრენინგის და ტესტირების გავლის შედეგად გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მძღოლის პროფესიულ კვალიფიკაციას.

ი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვა – საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველის  მფლობელობაში არსებული დატვირთული ან დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ერთი პარტნიორი ქვეყნიდან მეორე პარტნიორი ქვეყნის დანიშნულებით და უკუმიმართულებით, ან ამ ქვეყნიდან სხვა მესამე ქვეყანაში, ამ ქვეყნებში დატვირთვა-გადმოტვირთვის უფლებით, ან საქართველოსკენ (ტვირთის გარეშე).

2.  ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონებში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 16 ივლისის ბრძანება №1-1/195 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №-1/396 - ვებგვერდი, 31.08.2021 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 მარტის ბრძანება №1-1/100 - ვებგვერდი, 11.03.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №1-1/450 - ვებგვერდი, 25.10.2022 წ.

 

მუხლი 3. სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეები, საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები

1. მომსახურების სახეები და საფასურის განაკვეთებია:

ა) განსაზღვრულ ქვეყანაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის (გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – დადებითი გადაწყვეტილების 1 სამუშაო დღეში გაფორმებისას – 100 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმებისას – 70 ლარი;

ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის დადებითი გადაწყვეტილების 1 სამუშაო დღეში გაფორმებისას – 200 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმებისას – 140 ლარი;

გ) საქართველოს მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით – შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) შეთანხმებით და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) შეთანხმებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის დადებითი გადაწყვეტილების 1 სამუშაო დღეში გაფორმებისას – 200 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმებისას – 140 ლარი;

დ) განსაზღვრულ ქვეყანაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის (გარდა ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – მომსახურების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 70 ლარი;

ე) რუსეთის ფედერაციაში საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის მომსახურების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 200 ლარი;

ვ) უკრაინაში საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის  – მომსახურების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 100 ლარი;

ზ) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის ECMT კვოტების სისტემაში განსახორციელებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ზ.ა) იმ ქვეყნებში, რომლებისთვისაც არ არის დაწესებული კვოტების შეზღუდვები – კვოტის მოქმედების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 200 ლარი;

ზ.ბ) იმ ქვეყანაში, რომლისთვისაც დაწესებულია კვოტების შეზღუდვა – ამ მუხლის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაკვეთზე დამატებით 100 ლარი კვოტის მოქმედების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე;

თ) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო   სამგზავრო რეგულარული გადაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

თ.ა) საქართველოს საზღვრიდან 100 კმ-მდე სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 400 ლარი;

თ.ბ) საქართველოს საზღვრიდან 100-დან 1000 კმ-მდე სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 2000 ლარი;

თ.გ) საქართველოს საზღვრიდან 1000 კმ-ზე მეტი სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 3000 ლარი;

ი) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – თითოეულ ქვეყანაზე 70 ლარი;

კ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დაჩქარებული მომსახურებისათვის – 1 სამუშაო დღეში გაცემისას – 100 ლარი;

ლ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვის გაცემა – 10 ლარი;

მ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემა – 10 ლარი; 

ნ) სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 60 ლარი;

ო) სატვირთო ავტომობილის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ს სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 200 ლარი;

პ) მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ს სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 100 ლარი;

ჟ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფირნიშის ბლანკების დამზადებასა და დადგენილი წესით აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოებისათვის  გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 1 ცალზე – 2 ლარი;

რ) განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 70 ლარი;

ს) სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემასთან დაკავშირებული დაჩქარებული მომსახურებისათვის – 1 სამუშაო დღეში გაცემისას – 10 ლარი;

ტ) დაშვების მოწმობის და სერტიფიკატის დუბლიკატების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 10 ლარი;

უ)  „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების სასწავლო ცენტრებისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის:

უ. ა) ციფრული ტაქოგრაფის შესახებ სწავლება – 500  ლარი;

უ. ბ) მენეჯერის პროფესიული კომპეტენციის სწავლება – 3000 ლარი;

უ. გ) მძღოლის პროფესიული კომპეტენციის სწავლება:

უ.გ.ა) სრული კურსი – 3000 ლარი;

უ.გ.ბ) შემოკლებული კურსი – 800  ლარი;

უ.გ.გ) პერიოდული გადამზადების კურსი – 1000 ლარი;

უ.დ) სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლის სპეციალური სწავლება:

უ.დ.ა) საბაზო მომზადება – 2000 ლარი;

უ.დ.ბ) ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი – 500 ლარი;

უ.დ.გ) პირველი კლასის ნივთიერებათა გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 500 ლარი;

უ.დ.დ) მე-7 კლასის რადიოაქტიური მასალის გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 500 ლარი;

უ.ე) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის სპეციალური სწავლება – 500 ლარი;

ფ) ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის მისაღებად, ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ფ.ა) კომპანიის ბარათი – 150 ლარი;

ფ.ბ) მძღოლის ბარათი – 150 ლარი;

ქ) ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის მისაღებად ტესტირების ორგანიზებისათვის დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ქ.ა) კომპანიის ბარათი –  50 ლარი;

ქ.ბ) მძღოლის ბარათი – 50 ლარი;

ქ.გ) განმეორებითი ტესტირება უფასო;

ღ) ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების დამზადებასა და  გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ღ.ა) მძღოლის ბარათი – 1 ცალი – 100 ლარი;

ღ.ბ) მაკონტროლებლის ბარათი:

ღ.ბ.ა) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში პირველი 100 ცალი ბარათი – უფასო;

ღ.ბ.ბ)  ყოველი მომდევნო ბარათი – 1 ცალი – 50 ლარი;

ღ.გ) სახელოსნოს ბარათი – 1 ცალი – 300 ლარი;

ღ.დ) კომპანიის ბარათი – 1 ცალი – 80 ლარი;

ღ.ე) ციფრული ტაქოგრაფის ბარათის მფლობელ მძღოლს, ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი ვადით ბარათის მისაღებად უფლება აქვს ტრენინგის გარეშე გაიაროს მხოლოდ ერთჯერადი ტესტირება, რომლის ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა მძღოლის ბარათი ამ პუნქტის „ღ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. ტესტირების ჩაუბარებლობის შემდეგ მძღოლი თავიდან გაივლის ტრენინგს;

ყ) მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) მისაღებად, ტრენინგების  ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ყ.ა) სააგენტოს თანამშრომლებზე და ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე – 200 ლარი;

ყ.ბ) დანარჩენ მაძიებლებზე – 550 ლარი;

შ) მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) მისაღებად, ტესტირების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

შ.ა) სააგენტოს თანამშრომლებზე და ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე – 100 ლარი;

შ.ბ) დანარჩენ მაძიებლებზე – 100 ლარი;

შ.გ) განმეორებითი ტესტირება უფასო;

ჩ) მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის მისაღებად, ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ჩ.ა) 5 წლის ვადით საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში ყველა მძღოლისათვის – 750 ლარი;

ჩ.ბ) შემოკლებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად, 2015 წლამდე გაცემული მართვის მოწმობის მფლობელი მძღოლებისათვის, 5 წლის ვადით საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში – 100 ლარი;

ჩ.გ)  5 წლის ვადით პერიოდული კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში – 350 ლარი;

ც) მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის მისაღებად ტესტირების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ც.ა) 5 წლის ვადით საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში ყველა მძღოლისათვის – 200 ლარი;

ც.ბ) შემოკლებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად, 2015 წლამდე გაცემული მართვის მოწმობის მფლობელი მძღოლებისათვის, 5 წლის ვადით საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში – 50 ლარი;

ც.გ) 5 წლის ვადით პერიოდული კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში – 100 ლარი;

ც.დ) განმეორებითი ტესტირება უფასო;

ც.ე)  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ც.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძღოლების მიერ ამავე პუნქტის „ც.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირების, სატრანსპორტო საშუალებების მართვის – პრაქტიკული გამოცდის ნაწილში,  ჩაუბარებლობის  შემთხვევაში – დამატებით ორი განმეორებითი ტესტირება თითო 100 ლარი;

ძ) მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატისა (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის დამზადებასა და გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 50 ლარი;

წ) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვების განსახორციელებლად სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად მძღოლების სპეციალური მომზადებისთვის ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

წ.ა) საბაზო მომზადება – 130 ლარი;

წ.ბ) ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი – 80 ლარი;

წ.გ) პირველი კლასის ნივთიერებათა გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 60 ლარი;

წ.დ) მე-7 კლასის რადიოაქტიური მასალის გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 60 ლარი;

ჭ) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვების განსახორციელებლად სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად მძღოლების სპეციალური მომზადებისთვის ტესტირების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ჭ.ა) საბაზო მომზადება –  50 ლარი;

ჭ.ბ) ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი – 50 ლარი;

ჭ.გ) პირველი კლასის ნივთიერებათა გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 50 ლარი;

ჭ.დ) მე-7 კლასის რადიოაქტიური მასალის გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 50 ლარი;

ჭ.ე) განმეორებითი ტესტირება უფასო;

ხ) სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის დამზადებასა და გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 20 ლარი;

ჯ) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის სპეციალური მომზადებისთვის ტესტირების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 50 ლარი;

ჯ.ა) განმეორებითი ტესტირება უფასო;

ჰ) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მოწმობის დამზადებასა და გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 10 ლარი.

ჰ​​1) სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის, ცალკეული ტექნიკური ერთეულების ტიპის დამტკიცების სერტიფიკატის გაცემასთან ან მასში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ჰ​​1.ა) გაცემა – 5000 ლარი;

ჰ​​1.ბ) ცვლილების შეტანა - 2500 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ქ“, „შ“, „ც“, „ჭ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განმეორებითი ტესტირების ჩაუბარებლობის შემდეგ პრეტენდენტი თავიდან გაივლის ტრენინგს.

3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადები განისაზღვრება ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით.

4. მომსახურების ვადების ათვლა იწყება მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №1-1/2512 - ვებგვერდი, 30.11.2011 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №1-1/322 - ვებგვერდი, 19.11.2013 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №1-1/344 - ვებგვერდი, 12.08.2015 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 13 იანვრის ბრძანება №1-1/9 - ვებგვერდი, 14.01.2016 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1-1/417 - ვებგვერდი, 27.09.2017 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 19 მარტის ბრძანება №1-1/123 - ვებგვერდი, 22.03.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №1-1/511 - ვებგვერდი, 14.11.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 11 ივნისის ბრძანება №1-1/242 - ვებგვერდი, 14.06.2021 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №-1/396 - ვებგვერდი, 31.08.2021 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №1-1/500 - ვებგვერდი, 26.11.2021 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 მარტის ბრძანება №1-1/100 - ვებგვერდი, 11.03.2022 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №1-1/450 - ვებგვერდი, 25.10.2022 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №1-1/465  - ვებგვერდი, 30.11.2023 წ.

    მუხლი 4. საფასურის გადახდის წესი

1. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონით დაწესებული საფასური, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში.

2. დაჩქარებული მომსახურების შემთხვევაში დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადასახდელთან ერთად დამატებით იხდის დაჩქარებული მომსახურებისათვის დადგენილ შესაბამის საფასურს.

3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასური გადაიხდება მომსახურების გაწევაზე სააგენტოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ამავე პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასური გადაიხდება, სააგენტოს საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ საოქმო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი მომსახურების სახეებზე საფასური გადაიხდება წინასწარ, მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

3​1. ერთ წელზე მეტი ვადით საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო რეგულარული გადაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის საფასური გადაიხდება ყოველწლიურად, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით.

4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

6. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №1-1/2512 - ვებგვერდი, 30.11.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 16 ივლისის ბრძანება №1-1/195 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1-1/417 - ვებგვერდი, 27.09.2017 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №1-1/450 - ვებგვერდი, 25.10.2022 წ.

    მუხლი 5. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთს შორის. საფასურის გადამხდელის მოთხოვნით, სააგენტო უფლებამოსილია ზედმეტად, ან წინასწარ გადახდილი თანხა ჩათვალოს სხვა მომსახურების ანგარიშში.

2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:

ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე;

ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;

გ) სააგენტომ მომსახურება არ განახორციელა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

3. გადახდილი საფასურის ნაწილობრივი ან სრულად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3​​1. დაუშვებელია გასულ საანგარიშსწორებო წლის 1 ნოემბრამდე ჩარიცხული თანხების სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება ან სხვაგვარად გამოყენება. ამასთან, 1 ნოემბრიდან წლის ბოლომდე ჩარიცხული თანხების დაბრუნების/გამოყენების ვადად განისაზღვროს მომდევნო საანგარიშო პერიოდის 31 დეკემბერი.

4. თუ მომსახურების გაწევისას სააგენტომ დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტი შედგენილი ან/და გაცემული იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური.

5. საფასურთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №1-1/2512 - ვებგვერდი, 30.11.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 16 ივლისის ბრძანება №1-1/195 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის2023 წლის 9 მარტის ბრძანება №1-1/91 - ვებგვერდი, 10.03.2023 წ.

 

მუხლი 6. გარდამავალი დებულებები

1. სააგენტოს მიერ 2020 წლის პირველი სექტემბრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე გაწეული, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისთვის საფასური არ გადაიხდება.

2. 3-წლიანი პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის საფუძველზე 2021 წლის 14 ივნისამდე გაცემული მძღოლის ბარათის (ე.წ. „კოდი 95“-ს პლასტიკური ბარათი) მოქმედების ვადა გაიზარდოს 2 წლით, სწავლების გავლის და სწავლების საფასურის გადახდის გარეშე. გადაიხდება მხოლოდ მძღოლის ბარათის საფასური.

3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება უნგრეთში 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე განსახორციელებელ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №1-1/511 - ვებგვერდი, 14.11.2018 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №1-1/336 - ვებგვერდი, 26.08.2020 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბის ბრძანება №1-1/457 - ვებგვერდი, 28.10.2020 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 14 იანვრის ბრძანება №1-1/6 - ვებგვერდი, 15.01.2021 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 11 ივნისის ბრძანება №1-1/242 - ვებგვერდი, 14.06.2021 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №1-1/465  - ვებგვერდი, 30.11.2023 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის–სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №1-1/591, 15.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016062 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1297662-18/