სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.06.2004 ძალადაკარგული 12.02.2008
ნომერი
№437
სარეგისტრაციო კოდი
190040000.11.117.006541
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 66, 02/07/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  190.040.000.11.117.006.541

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №437

2004 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების თანდართული წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 ივნისის ბრძანება №478-სსმIII,№79,04.07.2005წ., მუხ.844

სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი

    მუხლი 1.

1. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.

2. წესი განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.

3. მხარჯავი დაწესებულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნების 10 პროცენტის ფარგლებში.

4. წლიური საბიუჯეტო კანონის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება უნდა განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად.

6. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მხარჯავ დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურულ ერთეულებს, ასევე მხარჯავი დაწესებულების ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის.

 ამ პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 ივნისის ბრძანება №478-სსმIII,№79,04.07.2005წ., მუხ.844

     მუხლი 2.

1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ მოთხოვნას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

2. მოთხოვნა წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება წერილობითი სახით მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით. წერილში აუცილებელია მოყვანილ იქნეს სათანადო არგუმენტაცია (მათ შორის ნორმატიული აქტი) და შესაბამისი დასაბუთება მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ასიგნებათა გადანაწილებაზე. ასევე, წერილს უნდა დაერთოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცნობა (ამონაწერი) აღნიშნულ ასიგნებებზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.

3. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ მოთხოვნაზე პასუხის მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ სახაზინო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულებების დოკუმენტი იმ ასიგნებებზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე.

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, საბიუჯეტო დეპარტამენტი ამზადებს ცვლილებას წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების შესახებ.

6. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით (სამ ეგზემპლარად). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სახაზინო სამსახურს.

სახაზინო სამსახური საბიუჯეტო ასიგნებების გაცემას ახორციელებს საბიუჯეტო დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით მხარჯავი დაწესებულებების დაზუსტებული გეგმის შესაბამისად.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ასიგნებების გადანაწილებაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 ივნისის ბრძანება №478-სსმIII,№79,04.07.2005წ., მუხ.844

     მუხლი 3.

1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით ასევე ზუსტდება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდით და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული ასიგნებები და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნობრივი გასაცემლები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნებების გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნობრივი გასაცემლებიდან ასიგნებების გამოყოფის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ნორმატიული ან ინდივიდუალური აქტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 ივნისის ბრძანება №478-სსმIII,№79,04.07.2005წ., მუხ.844

 

 

       საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი

                ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა №

 

20--- წლის ------ ---------------

__________________________________________________________________________________

   (მხარჯავი დაწესებულება, ორგ. კოდი)

 

__________________________________________________________________________________

              (დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, მინისტრის თანხმობა წერილზე)

 

    20---№

__________________________________________________________

   (ცვლილების შინაარსი)

 

                                                                                                                                            /ლარებში/

საბიუჯეტო ორგანიზაცია, პროგრამა ან ღონისძიება

ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი

ცვლილების თანხა +/-                                              (გადიდებული, შემცირებული)

დასახელება

ორგანიზაციული კოდი

დასახელება

წლიური თანხა

მ.შ. კვარტალები

 

 

 

 

1 კვ.

2 კვ.

3 კვ.

4 კვ.

 

 

 

 

 

 

 

 

 დაფარვის ან სახსრების მიმართვის წყაროები:

 

1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან

2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი

3. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი

4. დავალიანების დაფარვა

5. დანარჩენი ცვლილება

 

სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო დეპარტამენტის  

სამმართველოს უფროსი: უფროსი:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 ივნისის ბრძანება №478-სსმIII,№79,04.07.2005წ., მუხ.844

 

                                            

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“, №437, 28.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 190040000.11.117.006541 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1352406-1/