საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2004 ძალადაკარგული 18.01.2006
ნომერი
№174
სარეგისტრაციო კოდი
480040050.22.030.006964
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 156, 31/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.050.22.030.006.964

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №174

2004 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ საქართველოს  დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მოვლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების მოწესრიგებასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №617 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმების გაანგარიშების წესის შესახებ” ინსტრუქცია №1 დანართის თანახმად;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმები (პროცენტებში) №2 დანართის თანახმად;

გ) ადგილსამყოფელი ქვეყნების მაკორექტირებელი კოეფიციენტები №3 დანართის თანახმად.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

ს. ზურაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ს აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის ბრძანება №39 – სსმIII, №31, 18.03.2005წ., მუხ.299

დანართი №1

ინსტრუქცია

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ

    მუხლი 1

დაფინანსების სისტემის რეგულირების კოეფიციენტების გამოანგარიშებისათვის გამოიყენება სამომხმარებლო კალათის შემდეგი ძირითადი ელემენტები:

ა) კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები;

ბ) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო;

გ) ფეხსაცმელი და ტანსაცმელი;

დ) ბინის ქირისა და ექსპლუატაციის ხარჯები;

ე) ბინის ინვენტარი;

ვ) სამედიცინო დაზღვევა;

ზ) განათლების ხარჯები;

თ) სატრანსპორტო ხარჯები;

ი) კულტურულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ხარჯები;

კ) გაუთვალისწინებელი ხარჯები.

    მუხლი 2

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების შემადგენელი ძირითადი ელემენტებია:

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების დაფინანსებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საბაზისო თანხა.

2. დაფინანსების მარეგულირებელი კოეფიციენტები:

ა) ადგილსამყოფელი ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი (დგინდება გაეროს მიერ ყოველი წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ცირკულარის საფუძველზე);

ბ) ბინის ქირის  კოეფიციენტი (დგინდება გაეროს მიერ ყოველი წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ცირკულარის საფუძველზე).

    მუხლი 3

გაეროს რეგულირების კოეფიციენტების ადაპტირების მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს ცალკეული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების დაფინანსებისათვის გამოიყენება შემდეგი კორექტირებული კოეფიციენტები:

 

ა) K=K1-0.5

– საელჩო აზერბაიჯანში                    – 0.894

– საელჩო სომხეთში                      – 0.803

– საელჩო უზბეკეთში                    – 0.786

– საელჩო უკრაინაში                      – 0.884

– საელჩო ყაზახეთში                          – 0.792

– საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთში   – 1.047

– გენ. საკონსულო ქ. ოდესაში          – 0.884

 

ბ) K=K1-0.25.

– საელჩო რუსეთის ფედერაციაში        – 1.232

– საელჩო ეგვიპტეში                           – 0.974

– საელჩო ირანში                           – 1.117

– გენ. საკონსულო ქ. ტრაპიზონში        – 1.016

– საელჩო იორდანიაში                       – 0.995

– საელჩო ბულგარეთში                     – 1.002

– საელჩო ჩინეთში                         – 1.188

 

გ) K=K1+0.25

– საელჩო  აშშ-ში                            – 1.648                 

– წარმომადგენლობა გაეროში               – 1.873

 

დ) K=K1+0.1

– საელჩო  დიდ ბრიტანეთში                 – 1.676

სადაც K1 არის გაეროს დაფინანსების სისტემის რეგულირების შესაბამისი კოეფიციენტი.

ს აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის ბრძანება №39 – სსმIII, №31, 18.03.2005წ., მუხ.299

    მუხლი 4

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი წესით:

 1. სამივლინებო თანხა გაიანგარიშება ფორმულით:

D =        H x A x B   + C x Q x H x A x B

100                10000

სადაც:

H - არის საბაზისო თანხა;

A - თანამდებობრივი განაკვეთი პროცენტებში;

B- ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი;

C- ოჯახის წევრთა რაოდენობა;

Q - ოჯახის თითოეულ წევრზე პროცენტული დანამატი (Q = 5%);

D- პერსონალური სამივლინებო თანხის განაკვეთი.

2 . ბინის სუბსიდია გაინგარიშება ფორმულით:

T= D x E

     100

სადაც T - ქირავნობის წილია;

D – პერსონალური სამივლინებო თანხის განაკვეთია;

E - სამივლინებო თანხაში ბინის ქირის სუბსიდიის ხვედრითი წილია პროცენტებში.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ბინის ქირა (G) ნულის ტოლია, მივლინების თანხის საბოლოო განაკვეთი გაინგარიშება ფორმულით:

S = D – T

4. იმ შემთხვევაში, როდესაც G < T, მაშინ

S = D

5. იმ შემთხვევაში, როდესაც G>T, დაწესებულების ხელმძღვანელზე გაიცემა ბინის ქირის სუბსიდია სხვაობის (G - T) 80%-ის ოდენობით, დანარჩენ მოსამსახურეებზე – 50%-ის ოდენობით:

S(1)= D+4/5x(G-T) – დიპ. დაწესებულების ხელმძღვანელზე;

S(2)=D+1/2x(G-T) – დიპ. დაწესებულების თანამშრომელზე.

6. ბინის ქირის სუბსიდიაზე დანამატის თანხა არ უნდა აღემატებოდეს: 

ა) დიპ. დაწესებულების ხელმძღვანელზე ქირავნობის წილის 200%-ს, ანუ

4/5x(G-T)≤2 xT;

ბ) დიპ. დაწესებულების თანამშრომელზე ქირავნობის წილის 100%-ს, ანუ

1/2x(G-T) ≤T.

7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში ორი ან მეტი ოჯახის წევრის მუშაობის შემთხვევაში, ოჯახის სხვა წევრებზე დანამატს მიიღებს ერთ-ერთი მათგანი, რომელიც უფრო მაღალანაზღაურებად თანამდებობაზეა დიპლომატიურ სამსახურში.

8. გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარიშებისას გამოიყენება საანგარიშგებო წლის დასაწყისისათვის დამტკიცებული კურსი, რომელიც მოქმედებს მომდევნო საანგარიშგებო წლის დაწყებამდე.

9. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე პირის მიერ ბინის შეცვლისას ან მისი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის ცვლილებისას გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გადაანგარიშება ხორციელდება განმეორებით.

10. გადაანგარიშებული გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის განმეორებითი გადაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობა სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტებით.

    მუხლი 5

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირი ვალდებულია სამინისტროში სამი დღის ვადაში წარმოადგინოს ინფორმაცია მისი ბინის ქირის ოდენობის ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შესახებ.

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გადაანგარიშება განხორციელდება მისი ბინის ქირის ოდენობის ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შემდეგ მომდევნო საანგარიშგებო თვის პირველი რიცხვიდან.

დანართი №2

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებათა ანაზღაურების ნორმები პროცენტებში ამ დაწესებულებათა  ხელმძღვანელების ანაზღაურების ნორმასთან მიმართებაში

№

თანამდებობის დასახელება

ნორმები პროცენტებში ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელების ანაზღაურების ნორმის მიმართ

1

2

3

1

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი.

100

2

გენერალური კონსული

70

3

დესპანი, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე

70

4

უფროსი მრჩეველი, კონსული

65

5

მრჩეველი, სამხედრო, საზღვაო და საჰაერო ატაშე, ვიცე-კონსული, საკონსულო აგენტი

60

6

პირველი მდივანი

57

7

მთავარი ბუღალტერი

55

8

მეორე მდივანი

54

9

მესამე მდივანი

51

10

ატაშე

48

11

რეფერენტი

45

12

კანცელარიის გამგე

43

13

სამეურნეო ნაწილის გამგე

41

14

მძღოლი

39

 

 

 

    

დანართი №3

 

 

დაწესებულების დასახელება

ადგილსამყოფელი ქვეყნის მაკორექტირებელი  კოეფიციენტი

საცხოვრებელი ფართის კოეფიციენტი

%-ში

 1

2

3

4

1

ქ. ვენა, ავსტრია

1,496

19

2

ქ. ბაქო, აზერბაიჯანი

0,894

24

3

ქ. ვაშინგტონი, (DC)  აშშ                                                                                    

1,648

26

4

ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო

1,461

17

5

ქ. ბერლინი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

1,529

21

6

ქ. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია

1,676

24

7

ქ. კაირო, ეგვიპტე

0,974

22

8

ქ. ანკარა, თურქეთი

1,266

22

9

ქ. აშხაბადი, თურქმენეთი

1,047

13

10

ქ. თეირანი, ირანის ისლამური სახელმწიფო

1,117

28

11

ქ. ტელ-ავივი, ისრაელის სახელმწიფო

1,359

23

12

ქ. რომი, იტალია

1,493

22

13

ქ. ვილნიუსი, ლიტვა

1.301

19

14

ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია

1,232

27

15

ქ. ათენი, საბერძნეთი

1,372

19

16

ქ. პარიზი, საფრანგეთი

1,534

23

17

ქ. ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა

0,803

20

18

ქ. ტაშკენტი, უზბეკეთი

0,786

22

19

ქ. კიევი, უკრაინა

0,884

24

20

ქ. ასტანა, ყაზახეთი

0,792

19

21

ქ. ჟენევა, შვეიცარია

1,671

26

22

ქ. ვენა, ავსტრია

1.496

19

23

ქ. ნიუ-იორკი, აშშ

1,873

29

24

ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი

1.502

23

25

ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო

1.461

17

26

ქ. ოდესა, უკრაინა

0,884

24

27

ქ. სტამბოლი, თურქეთი

1,266

22

28

ქ. ტრაპიზონი, თურქეთი

1,016

22

29

ქ. სოფია, ბულგარეთი

1,002

12

30

ქ. ბუქარესტი, რუმინეთი

1,300

23

31

ქ. ვარშავა, პოლონეთი

1,319

19

32

ა. ამანი, იორდანია

0,995

17

33

ქ. პეკინი, ჩინეთი

1.188

27

34

ქ. პრაღა, ჩეხეთი

1,417

22

35

ქ. ბრატისლავა, სლოვენია

1.396

23

36

ქ. რომი, იტალია

1,493

22

37

ქ. მადრიდი, ესპანეთი

1,460

24

38

ქ. ნიქოზია, კვიპროსი

1,391

20

 

ს აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის ბრძანება №39 – სსმIII, №31, 18.03.2005წ., მუხ.299

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“, №174, 29.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 480040050.22.030.006964 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1355679-1/