სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.08.2004 ძალადაკარგული 29.01.2008
ნომერი
№570
სარეგისტრაციო კოდი
190020060.11.117.006651
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 97, 08/09/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  190.020.060.11.117.006.651

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №570

2004 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის შესახებ

„საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-19 პუნქტის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-3 მუხლის „ძ” ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის და ხარჯვის წესი“ №1 დანართის მიხედვით და „სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ“ ხარჯთაღრიცხვის ცნობა №2 დანართის მიხედვით.

2. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების მიერ მიღებული გრანტების აღრიცხვა და განკარგვა განხორციელდეს ამ წესის შესაბამისად.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 22 მარტის №170 ბრძანება „ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების მიერ მიღებული გრანტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესის შესახებ”;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 27 თებერვლის №99 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების და სპეციალურ ი სახელმწიფო ფონდებისათვის დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების (ფულადი გრანტების) აღრიცხვის და ხარჯვის წესის შესახებ”.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004  წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №657-სსმIII,№112,10.10.2004წ., მუხ.999

2.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004  წლის 31 დეკემბრის ბრძანება №887-სსმIII,№1,10.01.2005წ., მუხ.15

3.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005  წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №1020-სსმIII,№122,24.10.2005წ., მუხ.1368

დანართი №1

 

სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის

წ ე ს ი

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის მექანიზმს. ეს წესი აგრეთვე ვრცელდება სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებულ მონეტიზირებულ გრანტებზე.

2. ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მონეტიზ ირ ებული“ ნიშნავს სამინისტროების და უწყებების მიერ სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებული გრანტის რეალიზაციის შედეგად ამონაგებ თანხას.

    მუხლი 2. გრანტის აღრიცხვა

1. გრანტების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები აღრიცხება სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – გრანტების აღრიცხვის ჟურნალი).

2. გრანტების აღრიცხვის ჟურნალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) გრანტის მიმღები და/ან განმკარგავი ორგანიზაციის დასახელება;

ბ) გრანტის მიმღები და/ან განმკარგავი ორგანიზაციის მისამართი (ადგილმდებარეობა) და საკონტაქტო ტელეფონები;

გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი;

დ) გრანტის ხელშეკრულების თარიღი (ნომერი);

ე) გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოცულობა;

ვ) გრანტის გამცემის (დონორის) დასახელება;

3. გრანტების აღრიცხვის ჟურნალში ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტი შეიძლება არ იქნეს შეტანილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას (მ.შ. კანონს „გრანტების შესახებ“).

4. „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ“ ხარჯთაღრიცხვის ცნობა დასტურდება გრანტების აღრიცხვის ჟურნალში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების შეტანის შემდეგ.

5. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტში სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შემოსულობებში და გადასახდელებში აღირიცხება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი წერილობითი ხელშეკრულებისა და აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე.

6. სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე აღირიცხება სახელმწიფო კონსოლიდირებული ფონდის ქვეანგარიშზე (სპეციალურ ანგარიშზე).

7. წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ სპეციალურ ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული გრანტის მოცულობის მიხედვით ან საგრანტო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის და წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ზუსტდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები.

8. 1 იანვრისათვის არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები რჩება გრანტის მიმღების/ განმკარგავის განკრგულებაში და ახალ საბიუჯეტო კანონში იგი აისახება ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების ნაწილში.

9. წლის განმავლობაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები, ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონის დაზუსტების შემდგომ, აისახება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში.

10. სახაზინო სამსახური გრანტის მიმღები სამინისტროსა და უწყებიდან მიღებული ინფორმაციისა და ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კვარტალური განწერის დაზუსტების შემდგომ უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნულ ბანკში შესაბამისი საბანკო ოპერაციების განხორციელებას თანხების ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელებში ასახვის მიზნით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005  წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №1020-სსმIII,№122,24.10.2005წ., მუხ.1368

    მუხლი 3. გრანტის განკარგვა

1. სახაზინო სამსახურისათვის გრანტის გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წლიური საბიუჯეტო კანონის ან/და საგრანტო ხელშეკრულების და აღრიცხვის მონაცემების შესაბამისად დადასტურებული „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ” ხარჯთაღრიცხვის ცნობა (დანართი №2).

2. „სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ” ხარჯთაღიცხვის ცნობაში გრანტი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით გაიწერება გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე.

3. წლის განმავლობაში საგრანტო ხელშეკრულების ცვლილების და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად გრანტის მიმღების/განმკარგავის მიერ ფინანსთა სამინისტროში წინადადებების წარმოდგენის შესაბამისად, დადგენილი წესის მიხედვით, შესაძლებელია ხარჯთაღრიცხვის ცნობით დადასტურებული ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის ნაწილობრივი ურთიერთგადანაწილება.

4. გრანტის გაცემა ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით.

5. წლიური საბიუჯეტო კანონის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაუმტკიცებლობის შემთხვევაში გრანტების გაცემა ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულების პირობებისა და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

6. ახალი საბიუჯეტო წლიდან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის გრანტის გაცემა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადასტურებული „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ” ხარჯთაღრიცხვის ცნობის საფუძველზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005  წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №1020-სსმIII,№122,24.10.2005წ., მუხ.1368

დანართი №2

ხარჯთაღრიცხვის ცნობა

სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ

 

გრანტის მიმღები ორგანიზაციის                               საქართველოს ფინანსთა

ხელმძღვანელი                                              მინისტრის მოადგილე

     _______________________                                     _______________________

                   ბ.ა.                                                                  ბ.ა.

 

_____________200  წელი                                 _____________200  წელი

 

გრანტის განმკარგავი ორგანიზაციის

ხელმძღვანელი  _______________________

                         ბ.ა.

 

_____________200  წელი

 

___________________________________________________________________________________

გრანტის მიმღების ან/და განმკარგავის დასახელება

___________________________________________________________________________________

გრანტის გამცემი (დონორი) ორგანიზაცია

___________________________________________________________________________________

ხელშეკრულების რეკვიზიტები: დასახელება, ნომერი, თარიღი

___________________________________________________________________________________

გრანტის რეკვიზიტები (ივსება ფინანსთა სამინისტროს მიერ)

 

_______________________________________

                                                         ვალუტის დასახელება

 

1

გრანტის მთლიანი მოცულობა

ვალუტაში

ჩარიცხვის დღეს არსებული კურსი ლართან

2

მ.შ. მიღებული თანხა

 

 

3

მ.შ. უკანასკნელი ჩარიცხვა

 

 

 

ლარებში

1

გრანტის სავარაუდო მთლიანი მოცულობა

 

2

მ.შ. ნაშთი პერიოდის დასაწყისში

 

3

მ.შ. მიმდინარე წლის მოცულობა

 

4

სულ მიმდინარე წლის შემოსავალი (2+3)

 

5

მუშა-მოსამს ა ხურეთა შრომის ანაზღაურება

 

6

დამქირავებლიდან ანარიცხები

 

7

მივლინებები

 

8

სხვა საქონელი და მომსახურება

 

9

მ.შ. კვების ხარჯები

 

10

პროცენტის გადახდა

 

11

სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერები

 

12

კაპიტალური ხარჯები

 

13

დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით

 

14

სულ მიმდინარე წლის ხარჯი

 

15

სულ ჩარიცხული თანხა

 

16

სულ დამტკიცებული მოცულობა

 

                                          

_________________________________________

               საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004  წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №657-სსმIII,№112,10.10.2004წ., მუხ.999

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004  წლის 31 დეკემბრის ბრძანება №887-სსმIII,№1,10.01.2005წ., მუხ.15

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005  წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №1020-სსმIII,№122,24.10.2005წ., მუხ.1368

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის შესახებ“, №570, 30.08.2004, სარეგისტრაციო კოდი 190020060.11.117.006651 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.10.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1356428-3/