აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.06.2005 ძალადაკარგული 31.12.2008
ნომერი
№1064
სარეგისტრაციო კოდი
010240040.22.07.007480
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 15/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.22.027.007.480

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1064

2005 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 13 სექტემბრის №1108 ბრძანება (სსმ III, 2005 წ., №100, მუხ. 855).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 21 ივლისის ბრძანება №671-სსმIII,№98,25.07.2006წ., მუხ.1341

2.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 3 ივნისის ბრძანება №159-სსმIII,№80,04.06.2008წ.,მუხ.863

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით“, ამ დებულებით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, სამინისტროს მიერ გაცემული ბეჭედი თავისი სახელწოდებით და საკორესპოდენტო ანგარიში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის აჭარის რეგიონალურ ხაზინაში.

4. დეპარტამენტის დაფინანსება ხდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, ხოლო ხარჯთაღრიცხვა მტკიცდება სამინისტროს მიერ.

5. დეპარტამენტს გააჩნია იურიდიული მისამართი. ის ფლობს და სარგებლობს სახელმწიფო ქონებას უზუფრუქტის წესით, რომელიც სათანადოდ ასახულია მის ბალანსში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 3 ივნისის ბრძანება №159-სსმIII,№80,04.06.2008წ.,მუხ.863

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნების მომზადება უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის თაობაზე;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების რეგისტრაცია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული, საზღვარგარეთ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტების მიღება, სალეგალიზაციოდ მომზადება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტისათვის წარდგენა;

ზ) სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის მიერ ლეგალიზებული დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა.

2. დეპარტამენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სარეკომენდაციო ხასიათის სამართლებრივი დასკვნების მომზადებას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის თაობაზე;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭებას;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო სამართლებრივი დასკვნის მომზადებას;

დ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმებისათვის უფლებამოსილ თანამდებობის პირებისადმი მიმართვას ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით;

ე)(ამოღებულია);

ვ)(ამოღებულია);

ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) გადაწყვეტილების შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერტორიაზე სამინისტროს სისტემის სტრუქტურულ ერთეულებში სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული მკაცრი აღრიცხვაანგარიშგების დოკუმენტების, ინფორმაციისა და სხვა მასალების გავრცელებას;

ი) დეპარტამენტში შემოსული საჩივრების, განცხადებების, ინფორმაციების გაანალიზებას და შესაბამის რეაგირებას;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დეპარტამენტის კოორდინაციას დაქვემდებარებულ ორგანოებში არესებული პრობლემატური საკითხების ეფექტური გადაწყვეტისა და საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის არასამთავრობო ოგანიზაციებთან თანამშრომლობას;

ლ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას და გაწეული მუშაობის შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირებას;

მ) სამინისტროს პოლიტიკის გატარებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განთავსებულ სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში;

ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ წარსადგენ სალეგალიზაციო დოკუმენტთა მიღებას, მათ სალეგალიზაციოდ მომზადებას და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტისათვის ხელმოსაწერად წარდგენას;

ო) დადგენილი წესით ლეგალიზებული დოკუმენტების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 21 ივლისის ბრძანება №671-სსმIII,№98,25.07.2006წ., მუხ.1341

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 3 ივნისის ბრძანება №159-სსმIII,№80,04.06.2008წ.,მუხ.863

    მუხლი 3. დეპარტამენტის მოვალეობები

დეპარტამენტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მინისტრის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა და მითითებების შესრულება;

ბ) ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა, სამინისტროში წარმოადგინოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის მონაცემები, დეპარტამენტის მიერ რეგისტრირებული ნორმატიული აქტების თითო ეგზემპლარი დეპარტამენტის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად და ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის თაობაზე;

გ)(ამოღებულია);

დ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას, დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამინისტროს დამატებითი ინფორმაცია დეპარტამენტის საქმიანობის სხვა საკითხების თაობაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 3 ივნისის ბრძანება №159-სსმIII,№80,04.06.2008წ.,მუხ.863

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და პერსონალი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და სამინისტროს მმართველობის სფეროს განაწილების მიხედვით – მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას და დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს;

ე) მოქმედებს დეპარტამენტის სახელით და სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას უფლება აქვს სასამართლოში გამოვიდეს სათანადო მინდობილობის გარეშე ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს მისცეს მინდობილობა სასამართლოში საქმის წარმოების ყველა სტადიაზე;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მოხელეების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) განკარგავს დეპარტამენტისათვის გამოყოფილ სახსრებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში. პასუხისმგებელია ამ სახსრების ეფექტურად ხარჯვაზე და დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

ი) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამინისტროს ფუნქციების სრულყოფილად განხორციელების ხელშეწყობისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით მართავს შეხვედრებს;

კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) შუამდგომლობს სამინისტროს წინაშე იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

მ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვის კონტროლს;

ნ) სამინისტროს ფუნქციების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებთან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისაგან მოითხოვს მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სათანადო ინფორმაციას;

პ) ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით, მინისტრთან შეთანხმებით, უფლება აქვს შექმნას სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი და მათი საქმიანობის შესახებ პერიოდულად ანგარიში წარუდგინოს მინისტრს;

ჟ) პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის;

რ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ცალკეულ ფუნქციებსა და დავალებებს;

ს) სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ წარსადგენ სალეგალიზაციო დოკუმენტებს.

4. დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

ა) ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის სამმართველო;

ბ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების კოორდინაციის განყოფილება;

გ)(ამოღებულია).

5. ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მინისტრების ნორმატიული აქტების პროექტებზე სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნების მომზადებას, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის თაობაზე;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების რეგისტრაციას ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და ბეჭდვითი და ელექტრონული წესით ნორმატიული აქტების დარგობრივი კლასიფიკატორის მიხედვით სისტემატიზაციას;

დ) ნორმატიული აქტების ბეჭდვითი ეგზემპლარების საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანას;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში;

ვ)(ამოღებულია);

ზ)(ამოღებულია).

6. ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი იმავდროულად არის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მისი მოადგილე.

7. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას და მათი მუშაობის შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირებას;

ბ) ტერიტორიული ორგანოების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას; ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;

გ) სამინისტროს პოლიტიკის გატარებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განთავსებულ სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ, საზღვარგარეთ წარსადგენ სალეგალიზაციო დოკუმენტთა მიღებას და სალეგალიზაციოდ მათ მომზადებას;

ე) განცხადების წარდგენიდან 5-დღიან ვადაში დაინტერესებულ პირთათვის ლეგალიზებული დოკუმენტების გადაცემას.

8. (ამოღებულია).

9. დეპარტამენტის საშტატო შემადგენლობაში არიან:

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) სამმართველოს უფროსი;

გ) განყოფილების უფროსი;

დ) დეპარტამენტის მრჩევლები;

ე) დეპარტამენტის სპეციალისტები.

10. დეპარტამენტის მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხს კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს მინისტრი.

11. დეპარტამენტის საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 21 ივლისის ბრძანება №671-სსმIII,№98,25.07.2006წ., მუხ.1341

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 3 ივნისის ბრძანება №159-სსმIII,№80,04.06.2008წ.,მუხ.863

    მუხლი 6. დასკვითი დებულებანი

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №1064, 15.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 010240040.22.07.007480 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1357050-2/