საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (13)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.009.188
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 712
2006 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„პატიმრობის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს № 70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის “კ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ :
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის № 464 ბრძანება “სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №776-სსმIII,№159,27.11.2006წ., მუხ.2186
2.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №785-სსმIII,№160,29.11.2006წ., მუხ.2192
3.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის ბრძანება №15-სსმIII,№7,17.01.2007წ., მუხ.57
4.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
5.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №114-სსმIII,№59,27.04.2007წ., მუხ.647
6.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მაისის ბრძანება №128-სსმIII,№63,08.05.2007წ., მუხ.708
7.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №248-სსმIII,№108,01.08.2007წ., მუხ.1197
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებას და დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2. დეპარტამენტის სტატუსი
1. დეპარტამენტი წარმოადგენს სასჯელაღსრულების ორგანოს, რომელიც შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „პატიმრობის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილს.
4. დეპარტამენტს გააჩნია ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დეპარტამენტის აღნიშვნით.
5. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების, სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საჯაროობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებით.
6. დეპარტამენტის დებულებას და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი.
7. მოსამსახურეების საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
მუხლი 3. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისა და მოხდის რეჟიმის განსაზღვრა ან მისი შეცვლა;
ბ) მსჯავრდებულთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, აგრეთვე დაპატიმრების სახით აღკვეთის ღონისძიების აღსრულება;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების, მსჯავრდებულთა და მოსამსახურეთა დაცვის, მსჯავრდებულთა ბადრაგირების ორგანიზება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელაღსრულების დაწესებულებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების წარმოება, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარი გამოძიება;
ე) მსჯავრდებულთათვის დადგენილი საყოფაცხოვრებო, კომუნალური, სანიტარიულ-ჰიგიენური, სამედიცინო და სხვა პირობების უზრუნველყოფა;
ვ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანები.
2. დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით დეპარტამენტი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საქმიანობას, განსაზღვრავს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, დასმული ამოცანების გადაჭრისათვის შეიმუშავებს შესაბამის მეთოდებსა და ღონისძიებებს, უზრუნველყოფს საკონსულტაციო, მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას;
ბ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების სისტემაში შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულებას, განაზოგადებს მათი გამოყენების პრაქტიკას, შეიმუშავებს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე, ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს;
გ) შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს სასჯელაღსრულების ორგანოებში სამართალდარღვევების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარ გამოძიებას;
ე) სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ახორციელებს ღონისძიებებს მსჯავრდებულთა და პატიმართა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და დაწესებულებათა მოსამსახურეების გადაყვანას განსაკუთრებულ რეჟიმზე;
ვ) აყალიბებს და განაგებს საინფორმაციო ბანკს, აწარმოებს სტატისტიკას და შესაბამის ანალიზს, ახდენს მსჯავრდებულების და პატიმრების რეგისტრაციას;
ზ) ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა მიერ დადგენილი წესებისა და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე კონტროლს;
თ) ამყარებს ურთიერთობებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას სხვა სახელმწიფოთა სასჯელაღსრულების ორგანოებთან;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის ბრძანება №15-სსმIII,№7,17.01.2007წ., მუხ.57
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
2. თავმჯდომარე:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, წარმართავს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობას, ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით;
დ)წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;
ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დებს ხელშეკრულებებს;
ვ) დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, შიდა საკითხების განხილვის და სათანადო დასკვნის მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები;
ზ) ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტთან ან სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეუძლია შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისა და მოხდის რეჟიმს. დაწესებულების დირექტორის წარდგინებით მსჯავრდებულს უცვლის რეჟიმს;
ი) განსაზღვრავს იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც უნდა გაიგზავნოს მსჯავრდებული;
კ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, ამოწმებს მათ შესრულებას;
ლ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და შტატების შესახებ;
მ) ამტკიცებს მოსამხურეების საშტატო ნუსხას იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით;
ნ) იუსტიციის მინისტრის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების გადასაწყეტად, პასუხისმგებელია ბიუჯეტის შესრულებასა და დამტკიცებული ასიგნებების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ო) ზედამხედველობს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებულ დაწესებულებათა საქმიანობას;
პ) ძალადაკარგულად ცნობს სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მიერ გამოცემულ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს, პრეზიდენტის ბრძანებულებას, სხვა ნორმატიულ აქტებს ან დეპარტამენტის უფროსის ბრძანებებს;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების საშტატო ნუსხებით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა სამსახურში მიღებას, თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სხვა სამუშაოზე გადაყვანას, სამსახურში აღდგენას, მათ წახალისებას, პრემირებას და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას; გასცემს დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობებს;
რ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს;
ს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ტ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორებს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით;
უ) თანამდებრბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილეებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით;
ფ) სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეებს ანიჭებს უმცროს და მორიგ საშუალო სპეციალურ წოდებებს, თავისი ნომენკლატურის ფარგლებში;
ქ) დადგენილი წესით წარადგენს განსაკუთრებით წარჩინებულ თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე;
ღ) კვირაში ერთხელ ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების ანგარშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
ყ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
შ) დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის პასუხს აგებს იუსტიციის მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. წელიწადში ორჯერ მაინც მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
21. თავმჯდომარე უფლებამოსილია სამსახურებრივი პირადობის მოწმობაზე ხელმოწერის უფლებამოსილება დააკისროს დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეს.
3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობას თავმჯდომარესთან ერთად შეადგენენ თავმჯდომარის მოადგილეები. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ან იუსტიციის მინისტრი.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე, თანაშემწე და მრჩეველი.
ა) თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ოპერატიული საქმიანობისა და რეჟიმის დარგში;
ბ) თავმჯდომარის მოადგილე – სპეციალური დაცვისა და ბადრაგირების დარგში;
გ) თავმჯდომარის მოადგილე – პატიმართა უფლებების დაცვის და სოციალურ საკითხთა დარგში;
დ) თავმჯდომარის მოადგილე – ფინანსურ დარგში;
ე) თავმჯდომარის თანაშემწე – უშუალოდ ემორჩილება დეპარტამენტის თავმჯდომარეს. თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით. ასრულებს თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ დავალებებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე
ვ) თავმჯდომარის მრჩეველი – უშუალოდ ემორჩილება თავმჯდომარეს. მრჩეველი თანამდებობაზე ინიშნება თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით. ასრულებს და კონტროლს უწევს ეკონომიკის დარგში თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ დავალებებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის პასუხს აგებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობებს ასრულებს მისი პირველი მოადგილე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №776-სსმIII,№159,27.11.2006წ., მუხ.2186
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №114-სსმIII,№59,27.04.2007წ., მუხ.647
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მაისის ბრძანება №128-სსმIII,№63,08.05.2007წ., მუხ.708
მუხლი 5. უფლებამოსილებათა განაწილება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის
1. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს უსაფრთხოების, სპეციალური აღრიცხვის, საგამოძიებო სამსახურებს და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და რეჟიმის მოთხოვნათა განხორციელებას; ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევაში ხელმძღვანელობს სათანადო ოპერატიულ-სარეჟიმო ღონისძიებების გატარებას; წარმართავს სპეციალური სამსახურის მუშაობას.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დაცვისა და ბადრაგირების დარგში ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის და საბადრაგო სამსახურებს და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხთა დარგში ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს სოციალურ სამსახურსა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა, მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს; უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას მსჯავრდებულთა საჩივრებზე; წარმართავს მუშაობას სასჯელაღსრულების დაწესებულებების კომისიებთან, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფინანსურ დარგში ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს საფინანსო განყოფილებისა და ბუღალტერიის საქმიანობას.

მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) უსაფრთხოების სამსახური;
ბ) საგამოძიებო სამსახური;
გ) სპეციალური აღრიცხვის სამსახური;
დ) გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახური;
ე) საბადრაგო სამსახური;
ვ) სოციალური სამსახური;
ზ) მომარაგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
თ) სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური;
ი) შტაბი;
კ) იურიდიული განყოფილება;
ლ) კადრების განყოფილება;
მ) რეფორმებისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება;
ნ) საფინანსო განყოფილება;
ო) ბუღალტერია;
პ) საზოგადოებრივი მისაღები;
ჟ) პრეს-სამსახური;
რ) კანცელარია;
ს) ექიმ-ექსპერტთა ჯგუფი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №785-სსმIII,№160,29.11.2006წ., მუხ.2192

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №248-სსმIII,№108,01.08.2007წ., მუხ.1197
მუხლი 7. შტაბი
1. შტაბი ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. შტაბის შემადგენლობაშია:
ა) სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება;
ბ) სამორიგეო.
3. შტაბი:
ა) აკონტროლებს დეპარტამენტის სისტემაში ნორმატიული აქტების, მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შესრულების მიმდინარეობას;
ბ) აწარმოებს სასჯელაღსრულების სისტემის ქვედანაყოფების ინსპექტირებას, აანალიზებს მათ გაწეულ საქმიანობას, ამზადებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმებს;
გ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ოპერატიული თათბირების მომზადებასა და ჩატარებას, ახორციელებს კონტროლს თათბირზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
დ) სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება აკონტროლებს სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ მე-17 მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
ე) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და იღებს ზომებს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების თავიდან ასაცილებლად;
ვ) აწარმოებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების შიდა რეესტრს და ბეჭდის დასმას;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

მუხლი 8. უსაფრთხოების სამსახური
1. უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) სარეჟიმო განყოფილება;
ბ) ოპერატიული განყოფილება;
გ) ანალიტიკური განყოფილება;
დ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
2. უსაფრთხოების სამსახურის ამოცანები და ფუნქციები განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით "სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ".

მუხლი 9.(ამოღებულია)

მუხლი 10. სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური
სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის ფუნქციები და ამოცანები განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით ”სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“
მუხლი 11. ეკონომიკური სამსახური
1. ეკონომიკური სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
ბ) საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
2. ეკონომიკური სამსახური:
ა) წარმოადგენს წინადადებებს სასჯელაღსრულების ორგანოთა და მსჯავრდებულთა კვების პროდუქტებით, ინვენტარით, სამშენებლო-ტექნიკური, ელექტრომასალებითა და მოწყობილობებით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, იარაღითა და სპეციალური დანიშნულების ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემის მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას;
ბ) უზრუნველყოფს დაწესებულებების მოწყობილობების, საინჟინრო ქსელების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების სისტემის ტექნიკურად გამართულ მუშაობას და ახორციელებს კონტროლს მათ სწორ ექსპლუატაციაზე;
გ) უფლებმოსილების ფარგლებში ახორციელებს საფინანსო-სააღრიცხვო საქმიანობას, აკონტროლებს საფინანსო-სააღრიცხვო საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შესაბამის ქვედანაყოფებში, საქმიანობის პროცესში ასრულებს დეპარტამენტისა და სამინისტროს მითითებებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ატარებს ამ მიმართულებით პრაქტიკულ ღონისძიებებს;
დ) კონტროლს აწესებს და აწესრიგებს სასჯელაღსრულების სისტემაზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების და შეიარაღების აღრიცხვიანობაზე;
ე) განსაზღვრავს წლის განმავლობაში მოთხოვნების საფუძველზე შესასყიდ მომსახურებასა და საქონელს, ადგენს გეგმას და წარადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ყოველთვიურად წარადგენს სტატისტიკური ანგარიშის ფორმას;
ვ) ახორციელების ტენდერებისა და ფასთა კოტირების ჩატარების ტექნიკურ ორგანიზაციას და უზრუნველყოფას;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარადგენს ყოველკვარტალურ ანგარიშებს ხელშეკრულებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
თ) შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირების შედეგების აღრიცხვასა და რეაგირებას;
ი) ახორციელებს მონიტორინგს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე.

მუხლი 12. სპეციალური-აღრიცხვის სამსახური
1. სპეციალური აღრიცხვის სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) ბრალდებულთა და განსასჯელთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
ბ) მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება.
2. სპეციალური-აღრიცხვის სამსახური:
ა) ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სპეციალური ნაწილების საქმიანობას, მსჯავრდებულთა პირადი საქმის წარმოებას და აღრიცხვას;
ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ მასალების მომზადებასა და გაგზავნას;
გ) ამზადებს მსჯავრდებულთა მიმართ რეჟიმის განსაზღრის მასალებს და წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
დ) წარუდგენს დეპარტამენტის მუდმივმოქმედ კომისიას სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე მასალებს;
ე) ორგანიზებას უკეთებს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებისა და ამნისტიის აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
ვ) აწარმოებს მსჯავრდებულთა ერთიან რეესტრს და ქმნის მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკს;
ზ) წარადგენს მსჯავრდებულთა სიას მსჯავრდებულთა განაწილების კომისიის წინაშე;
თ) ამზადებს მასალებს მსჯავრდებულის იმავე რეჟიმის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე;
ი) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 121. რეფორმისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება
1. რეფორმისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის წინაშე.
2. რეფორმისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება:
ა) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოვლენა/აღმოფხვრას. ამ მიზნით სისტემის სამართლებრივი და ორგანიზაციული რეფორმის, პრიორიტეტებისა და კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე შეიმუშავებს წინადადებებს და ამზადებს დასკვნებს;
ბ) ახორციელებს რეფორმების მიმდინარეობისა და საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის მონიტორინგს, ანალიზს, პროგნოზს, აგრეთვე ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად ამზადებს შესაბამის დასკვნებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №785-სსმIII,№160,29.11.2006წ., მუხ.2192
მუხლი 13. სოციალური სამსახური
1. სოციალური სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებათა დაცვის განყოფილება;
ბ) მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის განყოფილება;
გ) განათლებისა და პროფესიული სწავლების განყოფილება.
2. სოციალური სამსახური:
ა) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სოციალური ადაპტაციის ჯგუფების, სარეაბილიტაციო ცენტრების, მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული მომზადების სამსახურის საქმიანობას. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა მართლშეგნების ამაღლების, საზოგადოების წარმომადგენლებთან მათი ურთიერთობის ხელშეწყობის ღონისძიებებს;
გ) ახდენს მსჯავრდებულისა და პატიმრის მდგომარეობის შესწავლას, ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს მათი უფლებისა და თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად;
დ) მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე ადრე გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში მსჯავრდებულის შესახებ აგზავნის ინფორმაციას ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოში;
ე) გეგმავს ღონისძიებებს მსჯავრდებულთა შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად და ამ მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს წარმოების განვითარებისა და მატერიალური ბაზის სრულყოფისათვის;
ვ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს საწარმოო უბნების საქმიანობას;
ზ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა შრომით რეაბილიტაციას;
თ) შეისწავლის და შეიმუშავებს მსჯავრდებულთა კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და განათლების მიღების პირობებს, შეხვედრების განხორციელების, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების, ამანათების და გზავნილების მიღების პრაქტიკას, მის შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ი) გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ურთიერთობებს ამყარებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დასაქმებულ საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
კ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 131. ექიმ-ექსპერტთა ჯგუფი
პატიმართა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების და პატიმართა და მსჯავრდებულთა მკურნალობის მიზნით დეპარტამენტში იქმნება ექიმ-ექსპერტთა ჯგუფი, რომლის დებულებას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №248-სსმIII,№108,01.08.2007წ., მუხ.1197
მუხლი 14. იურიდიული განყოფილება
1. იურიდიული განყოფილება ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. იურიდიული განყოფილება:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს სასჯელაღსრულების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე და ამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს; ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ამზადებს დასკვნებს;
გ) ადებს ვიზას დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების, დეპარტამენტში მომზადებული სამართლებრივი ხასიათის დასკვნების და წინადადებების პროექტებს;
დ) ამოწმებს დაწესებულების თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების იურიდიულ მხარეს; შემოწმების შედეგებზე აკეთებს შესაბამის დასკვნებს და წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 141. საზოგადოებრივი მისაღები
1. საზოგადოებრივი მისაღები უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი უფლება-მოვალეობის განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. საზოგადოებრივი მისაღები:
ა) ორგანიზებას უწევს, აწესრიგებს დეპარტამენტში პატიმართა და მსჯავრდებულთა ახლობლების, ადვოკატების, სხვა დაინტერესებული პირების და მათი განცხადება-საჩივრების მიღებას; დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან მათ შეხვედრას;
ბ) აწარმოებს ადვოკატთა, მოქალაქეთა განცხადება-საჩივრებზე დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რეაგირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას და საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის შესაბამისი ქვედანაყოფისათვის მიწოდებას;
გ) ახორციელებს დეპარტამენტის ცხელი ხაზის მომსახურებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 15. კადრების განყოფილება
1. კადრების განყოფილება ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. კადრების განყოფილება:
ა) თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ატარებს დეპარტამენტში ერთიან საკადრო პოლიტიკას, განსაზღვრავს მისი რეალიზაციის ეფექტურ ფორმებსა და მეთოდებს;
ბ) ნომენკლატურის ფარგლებში განიხილავს, ამზადებს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს მასალებს თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ;
გ) აწარმოებს მოსამსახურეთა პირად საქმეებს (ნომენკლატურის ფარგლებში) და საკადრო-სტატისტიკურ აღრიცხვიანობას;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების თანამშრომლებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების გაცემას;
ე) განიხილავს საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ წერილებსა და განცხადებებს;
ვ) ნომენკლატურის ფარგლებში ამზადებს მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მასალებს;
ზ) ამზადებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ანგარიშებს სამინისტროსათვის წარსადგენად;
თ) კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საკადრო ქვედანაყოფების საქმიანობას;
ი) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 16. კანცელარია
1. კანცელარია ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. კანცელარია:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვას, დამუშავებას, განაწილებას, საიდუმლო საქმისწარმოებას;
ბ) კონტროლს აწესებს დოკუმენტაციის დროულად შესრულებასა და ჩამოწერაზე, ახორციელებს დოკუმენტაციის საარქივო დამუშავებას;
გ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 17. პრესსამსახური
1. პრესსამსახური ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. პრესსამსახური:
ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გამართულ საჯარო შეხვედრათა მსვლელობის გაშუქების და ამ შეხვედრებზე დამსწრე მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციას;
ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სახელით ამზადებს მიმართვებსა და განცხადებებს, აგრეთვე სხვა საჭირო ინფორმაციას, ორგანიზებას უწევს მათ გავრცელებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №114-სსმIII,№59,27.04.2007წ., მუხ.647
მუხლი 18. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახური
1. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახური ახორციელებს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებისა და მსჯავრებულების დაცვას.
2. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო სტატუსის მქონე პირი და მასზე ვრცელდება ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს სამხედრო წვევამდელი, რომელიც არის სამსახურის მოსამსახურე და ახორციელებს დაწესებულებების დაცვას, მსჯავდრებულებისა და პატიმრების დაცვას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, კანონით გათვალისწინებულ სხვა ადგილებში და ბადრაგირებისას.
3. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) სპეციალური დაცვის განყოფილება;
გ) გარე დაცვის №1 განყოფილება;
დ) გარე დაცვის №2 განყოფილება;
ე) გარე დაცვის №3 განყოფილება;
ვ) გარე დაცვის №4 განყოფილება;
ზ) გარე დაცვის №5 განყოფილება;
თ) გარე დაცვის №6 განყოფილება;
ი) გარე დაცვის №7 განყოფილება;
კ) გარე დაცვის №8 განყოფილება;
ლ) გარე დაცვის №9 განყოფილება;
მ) გარე დაცვის №10 განყოფილება;
ნ) გარე დაცვის №11 განყოფილება;
ო) გარე დაცვის №12 განყოფილება;
პ) გარე დაცვის №13 განყოფილება;
ჟ) გარე დაცვის №14 განყოფილება;
რ) გარე დაცვის №15 განყოფილება;
ს) დეპარტამენტის გამშვები საგუშაგო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №114-სსმIII,№59,27.04.2007წ., მუხ.647
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №248-სსმIII,№108,01.08.2007წ., მუხ.1197
მუხლი 181. საგამოძიებო სამსახური
1. საგამოძიებო სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწე-სებულების ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულების წინასწარ გამოძიებას;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულების ჩადენის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საგამოძიებო სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრთან.
3. საგამოძიებო სამსახურში შედის აღმოსავლეთის განყოფილება და დასავლეთის განყოფილება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის ბრძანება №15-სსმIII,№7,17.01.2007წ., მუხ.57
მუხლი 182. საბადრაგო სამსახური
1. საბადრაგო სამსახური უზრუნველყოფს პატიმართა და მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე, საგამოძიებო ღონისძიებებზე, მოკლევადიან გასვლებზე, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ სხვა შემთხვევებში ბადრაგირებას.
2. საბადრაგო სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) საბადრაგო სამსახურის შტაბი;
ბ) საბადრაგო სამსახურის სამორიგეო;
გ) საბადრაგო სამსახურის კანცელარია;
დ) ექსტრადაციის განყოფილება;
ე) საბადრაგო სამსახურის თბილისის №I განყოფილება;
ვ) საბადრაგო სამსახურის თბილისის №II განყოფილება;
ზ) საბადრაგო სამსახურის ქუთაისის განყოფილება;
თ) საბადრაგო სამსახურის ზუგდიდის განყოფილება;
ი) საბადრაგო სამსახურის ბათუმის განყოფილება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 183. ბუღალტერია
1. ბუღალტერია უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ფინანსურ დარგში და სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. ბუღალტერია:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საბუღალტრო საქმიანობას;
ბ) აკონტროლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საბუღალტრო საქმიანობას;
გ) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემაზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, შეიარაღების, სასჯელაღსრულების სისტებისათვის განხორციელებული მომსახურების ხარჯებისა და ანგარიშგების აღრიცხვიანობას;
დ) იღებს ან/და ადგენს დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბუღალტრულ ანგარიშებს და, შესაბამისად, ადგენს ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშებს;
ე) ახორციელებს ანგარიშსწორებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და ასრულებს მოქმედ კანონმდებლობით გათვალიწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 184. საფინანსო განყოფილება
1. საფინანსო განყოფილება უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ფინანსურ დარგში და სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. საფინანსო განყოფილება:
ა) უფლებმოსილების ფარგლებში ახორციელებს საფინანსო საქმიანობას;
ბ) აკონტროლებს საფინანსო საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შესაბამის ქვედანაყო-ფებში;
გ) საქმიანობის პროცესში ასრულებს დეპარტამენტისა და სამინისტროს მითითებებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ატარებს ამ მიმართულებით პრაქტიკულ ღონისძიებებს;
დ) ახორციელებს წინა და მიმდინარე პერიოდის მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებასა და ანალიზს; დეპარტამენტის საფინანსო საქმიანობის სრულფასოვან პროგნოზს;
ე) ადგენს მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ხაზინასა და იუსტიციის სამინისტროსთან ურთიერთობებში;
ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 19. დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
+

რ) კანცელარია.
რ) კანცელარია;
ს) ექიმ-ექსპერტთა ჯგუფი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №785-სსმIII,№160,29.11.2006წ., მუხ.2192
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის ბრძანება №15-სსმIII,№7,17.01.2007წ., მუხ.57
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №114-სსმIII,№59,27.04.2007წ., მუხ.647
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №248-სსმIII,№108,01.08.2007წ., მუხ.1197
მუხლი 7. შტაბი
1. შტაბი ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. შტაბის შემადგენლობაშია:
ა) სამორიგეო;
ა) სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება;
ბ) გამშვები საგუშაგო.
ბ) სამორიგეო.
3. შტაბი:
ა) აკონტროლებს დეპარტამენტის სისტემაში ნორმატიული აქტების, მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შესრულების მიმდინარეობას;
ბ) აწარმოებს სასჯელაღსრულების სისტემის ქვედანაყოფების ინსპექტირებას, აანალიზებს მათ გაწეულ საქმიანობას, ამზადებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმებს;
გ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ოპერატიული თათბირების მომზადებასა და ჩატარებას, ახორციელებს კონტროლს თათბირზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
დ) ორგანიზაციას უწევს სამორიგეოს და გამშვები საგუშაგოს მუშაობას და ახორციელებს კონტროლს მათ საქმიანობაზე;
დ) სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება აკონტროლებს სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ მე-17 მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
ე) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და იღებს ზომებს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების თავიდან ასაცილებლად;
ვ) აწარმოებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების შიდა რეესტრს და ბეჭდის დასმას;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №248-სსმIII,№108,01.08.2007წ., მუხ.1197
მუხლი 8. უსაფრთხოების სამსახური
1. უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) სარეჟიმო განყოფილება;
ბ) ოპერატიული განყოფილება;
გ) ანალიტიკური განყოფილება.
გ) ანალიტიკური განყოფილება;
დ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
2. უსაფრთხოების სამსახურის ამოცანები და ფუნქციები განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით "სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ".
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №248-სსმIII,№108,01.08.2007წ., მუხ.1197
მუხლი 9.(ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 10. სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური
სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის ფუნქციები და ამოცანები განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით ”სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“
მუხლი 11. ეკონომიკური სამსახური
1. ეკონომიკური სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
ბ) საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
2. ეკონომიკური სამსახური:
ა) წარმოადგენს წინადადებებს სასჯელაღსრულების ორგანოთა და მსჯავრდებულთა კვების პროდუქტებით, ინვენტარით, სამშენებლო-ტექნიკური, ელექტრომასალებითა და მოწყობილობებით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, იარაღითა და სპეციალური დანიშნულების ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემის მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას;
ბ) უზრუნველყოფს დაწესებულებების მოწყობილობების, საინჟინრო ქსელების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების სისტემის ტექნიკურად გამართულ მუშაობას და ახორციელებს კონტროლს მათ სწორ ექსპლუატაციაზე;
გ) უფლებმოსილების ფარგლებში ახორციელებს საფინანსო-სააღრიცხვო საქმიანობას, აკონტროლებს საფინანსო-სააღრიცხვო საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შესაბამის ქვედანაყოფებში, საქმიანობის პროცესში ასრულებს დეპარტამენტისა და სამინისტროს მითითებებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ატარებს ამ მიმართულებით პრაქტიკულ ღონისძიებებს;
დ) კონტროლს აწესებს და აწესრიგებს სასჯელაღსრულების სისტემაზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების და შეიარაღების აღრიცხვიანობაზე;
ე) განსაზღვრავს წლის განმავლობაში მოთხოვნების საფუძველზე შესასყიდ მომსახურებასა და საქონელს, ადგენს გეგმას და წარადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ყოველთვიურად წარადგენს სტატისტიკური ანგარიშის ფორმას;
ვ) ახორციელების ტენდერებისა და ფასთა კოტირების ჩატარების ტექნიკურ ორგანიზაციას და უზრუნველყოფას;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარადგენს ყოველკვარტალურ ანგარიშებს ხელშეკრულებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
თ) შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირების შედეგების აღრიცხვასა და რეაგირებას;
ი) ახორციელებს მონიტორინგს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 12. სპეციალური-აღრიცხვის სამსახური
1. სპეციალური აღრიცხვის სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) ბრალდებულთა და განსასჯელთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
ბ) მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება.
2. სპეციალური-აღრიცხვის სამსახური:
ა) ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სპეციალური ნაწილების საქმიანობას, მსჯავრდებულთა პირადი საქმის წარმოებას და აღრიცხვას;
ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ მასალების მომზადებასა და გაგზავნას;
გ) ამზადებს მსჯავრდებულთა მიმართ რეჟიმის განსაზღრის მასალებს და წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
დ) წარუდგენს დეპარტამენტის მუდმივმოქმედ კომისიას სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე მასალებს;
ე) ორგანიზებას უკეთებს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებისა და ამნისტიის აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
ვ) აწარმოებს მსჯავრდებულთა ერთიან რეესტრს და ქმნის მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკს;
ზ) წარადგენს მსჯავრდებულთა სიას მსჯავრდებულთა განაწილების კომისიის წინაშე;
თ) ამზადებს მასალებს მსჯავრდებულის იმავე რეჟიმის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე;
ი) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 121. რეფორმისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება🔗
1. რეფორმისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის წინაშე.
2. რეფორმისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება:
ა) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოვლენა/აღმოფხვრას. ამ მიზნით სისტემის სამართლებრივი და ორგანიზაციული რეფორმის, პრიორიტეტებისა და კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე შეიმუშავებს წინადადებებს და ამზადებს დასკვნებს;
ბ) ახორციელებს რეფორმების მიმდინარეობისა და საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის მონიტორინგს, ანალიზს, პროგნოზს, აგრეთვე ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად ამზადებს შესაბამის დასკვნებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №785-სსმIII,№160,29.11.2006წ., მუხ.2192
მუხლი 13. სოციალური სამსახური
1. სოციალური სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებათა დაცვის განყოფილება;
ბ) მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის განყოფილება;
გ) განათლებისა და პროფესიული სწავლების განყოფილება.
2. სოციალური სამსახური:
ა) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სოციალური ადაპტაციის ჯგუფების, სარეაბილიტაციო ცენტრების, მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული მომზადების სამსახურის საქმიანობას. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა მართლშეგნების ამაღლების, საზოგადოების წარმომადგენლებთან მათი ურთიერთობის ხელშეწყობის ღონისძიებებს;
გ) ახდენს მსჯავრდებულისა და პატიმრის მდგომარეობის შესწავლას, ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს მათი უფლებისა და თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად;
დ) მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე ადრე გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში მსჯავრდებულის შესახებ აგზავნის ინფორმაციას ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოში;
ე) გეგმავს ღონისძიებებს მსჯავრდებულთა შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად და ამ მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს წარმოების განვითარებისა და მატერიალური ბაზის სრულყოფისათვის;
ვ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს საწარმოო უბნების საქმიანობას;
ზ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა შრომით რეაბილიტაციას;
თ) შეისწავლის და შეიმუშავებს მსჯავრდებულთა კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და განათლების მიღების პირობებს, შეხვედრების განხორციელების, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების, ამანათების და გზავნილების მიღების პრაქტიკას, მის შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ი) გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ურთიერთობებს ამყარებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დასაქმებულ საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
კ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 131. ექიმ-ექსპერტთა ჯგუფი🔗
პატიმართა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების და პატიმართა და მსჯავრდებულთა მკურნალობის მიზნით დეპარტამენტში იქმნება ექიმ-ექსპერტთა ჯგუფი, რომლის დებულებას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №248-სსმIII,№108,01.08.2007წ., მუხ.1197
მუხლი 14. იურიდიული განყოფილება
1. იურიდიული განყოფილება ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. იურიდიული განყოფილება:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს სასჯელაღსრულების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე და ამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს; ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ამზადებს დასკვნებს;
გ) ადებს ვიზას დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების, დეპარტამენტში მომზადებული სამართლებრივი ხასიათის დასკვნების და წინადადებების პროექტებს;
დ) ამოწმებს დაწესებულების თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების იურიდიულ მხარეს; შემოწმების შედეგებზე აკეთებს შესაბამის დასკვნებს და წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 141. საზოგადოებრივი მისაღები🔗
1. საზოგადოებრივი მისაღები უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი უფლება-მოვალეობის განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. საზოგადოებრივი მისაღები:
ა) ორგანიზებას უწევს, აწესრიგებს დეპარტამენტში პატიმართა და მსჯავრდებულთა ახლობლების, ადვოკატების, სხვა დაინტერესებული პირების და მათი განცხადება-საჩივრების მიღებას; დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან მათ შეხვედრას;
ბ) აწარმოებს ადვოკატთა, მოქალაქეთა განცხადება-საჩივრებზე დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რეაგირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას და საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის შესაბამისი ქვედანაყოფისათვის მიწოდებას;
გ) ახორციელებს დეპარტამენტის ცხელი ხაზის მომსახურებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 15. კადრების განყოფილება
1. კადრების განყოფილება ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. კადრების განყოფილება:
ა) თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ატარებს დეპარტამენტში ერთიან საკადრო პოლიტიკას, განსაზღვრავს მისი რეალიზაციის ეფექტურ ფორმებსა და მეთოდებს;
ბ) ნომენკლატურის ფარგლებში განიხილავს, ამზადებს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს მასალებს თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ;
გ) აწარმოებს მოსამსახურეთა პირად საქმეებს (ნომენკლატურის ფარგლებში) და საკადრო-სტატისტიკურ აღრიცხვიანობას;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების თანამშრომლებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების გაცემას;
ე) განიხილავს საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ წერილებსა და განცხადებებს;
ვ) ნომენკლატურის ფარგლებში ამზადებს მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მასალებს;
ზ) ამზადებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ანგარიშებს სამინისტროსათვის წარსადგენად;
თ) კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საკადრო ქვედანაყოფების საქმიანობას;
ი) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 16. კანცელარია
1. კანცელარია ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. კანცელარია:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვას, დამუშავებას, განაწილებას, საიდუმლო საქმისწარმოებას;
ბ) კონტროლს აწესებს დოკუმენტაციის დროულად შესრულებასა და ჩამოწერაზე, ახორციელებს დოკუმენტაციის საარქივო დამუშავებას;
გ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 17. პრესსამსახური
1. პრესსამსახური ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. პრესსამსახური:
ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გამართულ საჯარო შეხვედრათა მსვლელობის გაშუქების და ამ შეხვედრებზე დამსწრე მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციას;
ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სახელით ამზადებს მიმართვებსა და განცხადებებს, აგრეთვე სხვა საჭირო ინფორმაციას, ორგანიზებას უწევს მათ გავრცელებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №114-სსმIII,№59,27.04.2007წ., მუხ.647
მუხლი 18. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახური
1. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახური ახორციელებს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებისა და მსჯავრებულების დაცვას.
2. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო სტატუსის მქონე პირი და მასზე ვრცელდება ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს სამხედრო წვევამდელი, რომელიც არის სამსახურის მოსამსახურე და ახორციელებს დაწესებულებების დაცვას, მსჯავდრებულებისა და პატიმრების დაცვას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, კანონით გათვალისწინებულ სხვა ადგილებში და ბადრაგირებისას.
3. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) სპეციალური დაცვის განყოფილება;
გ) გარე დაცვის №1 განყოფილება;
დ) გარე დაცვის №2 განყოფილება;
ე) გარე დაცვის №3 განყოფილება;
ვ) გარე დაცვის №4 განყოფილება;
ზ) გარე დაცვის №5 განყოფილება;
თ) გარე დაცვის №6 განყოფილება;
ი) გარე დაცვის №7 განყოფილება;
კ) გარე დაცვის №8 განყოფილება;
ლ) გარე დაცვის №9 განყოფილება;
მ) გარე დაცვის №10 განყოფილება;
ნ) გარე დაცვის №11 განყოფილება;
ო) გარე დაცვის №12 განყოფილება;
პ) გარე დაცვის №13 განყოფილება;
ჟ) გარე დაცვის №14 განყოფილება;
რ) გარე დაცვის №15 განყოფილება.
რ) გარე დაცვის №15 განყოფილება;
ს) დეპარტამენტის გამშვები საგუშაგო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №114-სსმIII,№59,27.04.2007წ., მუხ.647
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №248-სსმIII,№108,01.08.2007წ., მუხ.1197
მუხლი 181. საგამოძიებო სამსახური🔗
1. საგამოძიებო სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწე-სებულების ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულების წინასწარ გამოძიებას;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულების ჩადენის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საგამოძიებო სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრთან.
3. საგამოძიებო სამსახურში შედის აღმოსავლეთის განყოფილება და დასავლეთის განყოფილება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის ბრძანება №15-სსმIII,№7,17.01.2007წ., მუხ.57
მუხლი 182. საბადრაგო სამსახური🔗
1. საბადრაგო სამსახური უზრუნველყოფს პატიმართა და მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე, საგამოძიებო ღონისძიებებზე, მოკლევადიან გასვლებზე, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ სხვა შემთხვევებში ბადრაგირებას.
2. საბადრაგო სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) საბადრაგო სამსახურის შტაბი;
ბ) საბადრაგო სამსახურის სამორიგეო;
გ) საბადრაგო სამსახურის კანცელარია;
დ) ექსტრადაციის განყოფილება;
ე) საბადრაგო სამსახურის თბილისის №I განყოფილება;
ვ) საბადრაგო სამსახურის თბილისის №II განყოფილება;
ზ) საბადრაგო სამსახურის ქუთაისის განყოფილება;
თ) საბადრაგო სამსახურის ზუგდიდის განყოფილება;
ი) საბადრაგო სამსახურის ბათუმის განყოფილება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 183. ბუღალტერია🔗
1. ბუღალტერია უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ფინანსურ დარგში და სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. ბუღალტერია:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საბუღალტრო საქმიანობას;
ბ) აკონტროლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საბუღალტრო საქმიანობას;
გ) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემაზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, შეიარაღების, სასჯელაღსრულების სისტებისათვის განხორციელებული მომსახურების ხარჯებისა და ანგარიშგების აღრიცხვიანობას;
დ) იღებს ან/და ადგენს დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბუღალტრულ ანგარიშებს და, შესაბამისად, ადგენს ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშებს;
ე) ახორციელებს ანგარიშსწორებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და ასრულებს მოქმედ კანონმდებლობით გათვალიწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 184. საფინანსო განყოფილება🔗
1. საფინანსო განყოფილება უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ფინანსურ დარგში და სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. საფინანსო განყოფილება:
ა) უფლებმოსილების ფარგლებში ახორციელებს საფინანსო საქმიანობას;
ბ) აკონტროლებს საფინანსო საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შესაბამის ქვედანაყო-ფებში;
გ) საქმიანობის პროცესში ასრულებს დეპარტამენტისა და სამინისტროს მითითებებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ატარებს ამ მიმართულებით პრაქტიკულ ღონისძიებებს;
დ) ახორციელებს წინა და მიმდინარე პერიოდის მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებასა და ანალიზს; დეპარტამენტის საფინანსო საქმიანობის სრულფასოვან პროგნოზს;
ე) ადგენს მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ხაზინასა და იუსტიციის სამინისტროსთან ურთიერთობებში;
ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 19. დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.009.188
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 712
2006 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„პატიმრობის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს № 70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის “კ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ :
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის № 464 ბრძანება “სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №776-სსმIII,№159,27.11.2006წ., მუხ.2186
2.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №785-სსმIII,№160,29.11.2006წ., მუხ.2192
3.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის ბრძანება №15-სსმIII,№7,17.01.2007წ., მუხ.57
4.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
5.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №114-სსმIII,№59,27.04.2007წ., მუხ.647
6.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მაისის ბრძანება №128-სსმIII,№63,08.05.2007წ., მუხ.708
7.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №248-სსმIII,№108,01.08.2007წ., მუხ.1197
8.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 12 ივნისის ბრძანება №171-სსმIII,№84,13.06.2008წ., მუხ.903
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებას და დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2. დეპარტამენტის სტატუსი🔗
1. დეპარტამენტი წარმოადგენს სასჯელაღსრულების ორგანოს, რომელიც შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „პატიმრობის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილს.
4. დეპარტამენტს გააჩნია ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დეპარტამენტის აღნიშვნით.
5. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების, სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საჯაროობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებით.
6. დეპარტამენტის დებულებას და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი.
7. მოსამსახურეების საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
მუხლი 3. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები🔗
1. დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისა და მოხდის რეჟიმის განსაზღვრა ან მისი შეცვლა;
ბ) მსჯავრდებულთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, აგრეთვე დაპატიმრების სახით აღკვეთის ღონისძიების აღსრულება;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების, მსჯავრდებულთა და მოსამსახურეთა დაცვის, მსჯავრდებულთა ბადრაგირების ორგანიზება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელაღსრულების დაწესებულებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების წარმოება, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარი გამოძიება;
ე) მსჯავრდებულთათვის დადგენილი საყოფაცხოვრებო, კომუნალური, სანიტარიულ-ჰიგიენური, სამედიცინო და სხვა პირობების უზრუნველყოფა;
ვ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანები.
2. დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით დეპარტამენტი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საქმიანობას, განსაზღვრავს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, დასმული ამოცანების გადაჭრისათვის შეიმუშავებს შესაბამის მეთოდებსა და ღონისძიებებს, უზრუნველყოფს საკონსულტაციო, მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას;
ბ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების სისტემაში შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულებას, განაზოგადებს მათი გამოყენების პრაქტიკას, შეიმუშავებს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე, ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს;
გ) შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს სასჯელაღსრულების ორგანოებში სამართალდარღვევების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარ გამოძიებას;
ე) სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ახორციელებს ღონისძიებებს მსჯავრდებულთა და პატიმართა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და დაწესებულებათა მოსამსახურეების გადაყვანას განსაკუთრებულ რეჟიმზე;
ვ) აყალიბებს და განაგებს საინფორმაციო ბანკს, აწარმოებს სტატისტიკას და შესაბამის ანალიზს, ახდენს მსჯავრდებულების და პატიმრების რეგისტრაციას;
ზ) ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა მიერ დადგენილი წესებისა და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე კონტროლს;
თ) ამყარებს ურთიერთობებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას სხვა სახელმწიფოთა სასჯელაღსრულების ორგანოებთან;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის ბრძანება №15-სსმIII,№7,17.01.2007წ., მუხ.57
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
2. თავმჯდომარე:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, წარმართავს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობას, ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით;
დ)წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;
ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დებს ხელშეკრულებებს;
ვ) დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, შიდა საკითხების განხილვის და სათანადო დასკვნის მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები;
ზ) ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტთან ან სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეუძლია შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისა და მოხდის რეჟიმს. დაწესებულების დირექტორის წარდგინებით მსჯავრდებულს უცვლის რეჟიმს;
ი) განსაზღვრავს იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც უნდა გაიგზავნოს მსჯავრდებული;
კ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, ამოწმებს მათ შესრულებას;
ლ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და შტატების შესახებ;
მ) ამტკიცებს მოსამხურეების საშტატო ნუსხას იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით;
ნ) იუსტიციის მინისტრის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების გადასაწყეტად, პასუხისმგებელია ბიუჯეტის შესრულებასა და დამტკიცებული ასიგნებების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ო) ზედამხედველობს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებულ დაწესებულებათა საქმიანობას;
პ) ძალადაკარგულად ცნობს სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მიერ გამოცემულ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს, პრეზიდენტის ბრძანებულებას, სხვა ნორმატიულ აქტებს ან დეპარტამენტის უფროსის ბრძანებებს;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების საშტატო ნუსხებით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა სამსახურში მიღებას, თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სხვა სამუშაოზე გადაყვანას, სამსახურში აღდგენას, მათ წახალისებას, პრემირებას და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას; გასცემს დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობებს;
რ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს;
ს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ტ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორებს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით;
უ) თანამდებრბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილეებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით;
ფ) სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეებს ანიჭებს უმცროს და მორიგ საშუალო სპეციალურ წოდებებს, თავისი ნომენკლატურის ფარგლებში;
ქ) დადგენილი წესით წარადგენს განსაკუთრებით წარჩინებულ თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე;
ღ) კვირაში ერთხელ ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების ანგარშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
ყ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
შ) დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის პასუხს აგებს იუსტიციის მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. წელიწადში ორჯერ მაინც მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
21. თავმჯდომარე უფლებამოსილია სამსახურებრივი პირადობის მოწმობაზე ხელმოწერის უფლებამოსილება დააკისროს დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეს.
3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობას თავმჯდომარესთან ერთად შეადგენენ თავმჯდომარის მოადგილეები. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ან იუსტიციის მინისტრი.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე, თანაშემწე და მრჩეველი.
ა) თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ოპერატიული საქმიანობისა და რეჟიმის დარგში;
ბ) თავმჯდომარის მოადგილე – სპეციალური დაცვისა და ბადრაგირების დარგში;
გ) თავმჯდომარის მოადგილე – პატიმართა უფლებების დაცვის და სოციალურ საკითხთა დარგში;
დ) თავმჯდომარის მოადგილე – ფინანსურ დარგში;
ე) თავმჯდომარის თანაშემწე – უშუალოდ ემორჩილება დეპარტამენტის თავმჯდომარეს. თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით. ასრულებს თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ დავალებებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე
ვ) თავმჯდომარის მრჩეველი – უშუალოდ ემორჩილება თავმჯდომარეს. მრჩეველი თანამდებობაზე ინიშნება თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით. ასრულებს და კონტროლს უწევს ეკონომიკის დარგში თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ დავალებებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის პასუხს აგებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობებს ასრულებს მისი პირველი მოადგილე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №776-სსმIII,№159,27.11.2006წ., მუხ.2186
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №114-სსმIII,№59,27.04.2007წ., მუხ.647
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მაისის ბრძანება №128-სსმIII,№63,08.05.2007წ., მუხ.708
მუხლი 5. უფლებამოსილებათა განაწილება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის🔗
1. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს უსაფრთხოების, სპეციალური აღრიცხვის, საგამოძიებო სამსახურებს და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და რეჟიმის მოთხოვნათა განხორციელებას; ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევაში ხელმძღვანელობს სათანადო ოპერატიულ-სარეჟიმო ღონისძიებების გატარებას; წარმართავს სპეციალური სამსახურის მუშაობას.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დაცვისა და ბადრაგირების დარგში ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის და საბადრაგო სამსახურებს და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხთა დარგში ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს სოციალურ სამსახურსა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა, მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს; უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას მსჯავრდებულთა საჩივრებზე; წარმართავს მუშაობას სასჯელაღსრულების დაწესებულებების კომისიებთან, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფინანსურ დარგში ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს საფინანსო განყოფილებისა და ბუღალტერიის საქმიანობას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურა🔗
დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) უსაფრთხოების სამსახური;
ბ) საგამოძიებო სამსახური;
გ) სპეციალური აღრიცხვის სამსახური;
დ) გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახური;
ე) საბადრაგო სამსახური;
ვ) სოციალური სამსახური;
ზ) მომარაგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
თ) სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური;
ი) შტაბი;
კ) იურიდიული განყოფილება;
ლ) კადრების განყოფილება;
მ) რეფორმებისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება;
ნ) საფინანსო განყოფილება;
ო) ბუღალტერია;
პ) საზოგადოებრივი მისაღები;
ჟ) პრეს-სამსახური;
რ) კანცელარია;
ს) ექიმ-ექსპერტთა ჯგუფი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №785-სსმIII,№160,29.11.2006წ., მუხ.2192
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის ბრძანება №15-სსმIII,№7,17.01.2007წ., მუხ.57
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №114-სსმIII,№59,27.04.2007წ., მუხ.647
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №248-სსმIII,№108,01.08.2007წ., მუხ.1197
მუხლი 7. შტაბი🔗
1. შტაბი ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. შტაბის შემადგენლობაშია:
ა) სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება;
ბ) სამორიგეო.
3. შტაბი:
ა) აკონტროლებს დეპარტამენტის სისტემაში ნორმატიული აქტების, მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შესრულების მიმდინარეობას;
ბ) აწარმოებს სასჯელაღსრულების სისტემის ქვედანაყოფების ინსპექტირებას, აანალიზებს მათ გაწეულ საქმიანობას, ამზადებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმებს;
გ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ოპერატიული თათბირების მომზადებასა და ჩატარებას, ახორციელებს კონტროლს თათბირზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
დ) სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება აკონტროლებს სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ მე-17 მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
ე) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და იღებს ზომებს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების თავიდან ასაცილებლად;
ვ) აწარმოებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების შიდა რეესტრს და ბეჭდის დასმას;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №248-სსმIII,№108,01.08.2007წ., მუხ.1197
მუხლი 8. უსაფრთხოების სამსახური🔗
1. უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) სარეჟიმო განყოფილება;
ბ) ოპერატიული განყოფილება;
გ) ანალიტიკური განყოფილება;
დ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
დ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
2. უსაფრთხოების სამსახურის ამოცანები და ფუნქციები განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით "სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ".
ე) კინოლოგიური მომსახურების განყოფილება.
2. უსაფრთხოების სამსახურის ამოცანები და ფუნქციები განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №248-სსმIII,№108,01.08.2007წ., მუხ.1197
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 12 ივნისის ბრძანება №171-სსმIII,№84,13.06.2008წ., მუხ.903
მუხლი 9.(ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 10. სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური🔗
სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის ფუნქციები და ამოცანები განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით ”სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“
მუხლი 11. ეკონომიკური სამსახური🔗
1. ეკონომიკური სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
ბ) საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
2. ეკონომიკური სამსახური:
ა) წარმოადგენს წინადადებებს სასჯელაღსრულების ორგანოთა და მსჯავრდებულთა კვების პროდუქტებით, ინვენტარით, სამშენებლო-ტექნიკური, ელექტრომასალებითა და მოწყობილობებით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, იარაღითა და სპეციალური დანიშნულების ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემის მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას;
ბ) უზრუნველყოფს დაწესებულებების მოწყობილობების, საინჟინრო ქსელების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების სისტემის ტექნიკურად გამართულ მუშაობას და ახორციელებს კონტროლს მათ სწორ ექსპლუატაციაზე;
გ) უფლებმოსილების ფარგლებში ახორციელებს საფინანსო-სააღრიცხვო საქმიანობას, აკონტროლებს საფინანსო-სააღრიცხვო საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შესაბამის ქვედანაყოფებში, საქმიანობის პროცესში ასრულებს დეპარტამენტისა და სამინისტროს მითითებებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ატარებს ამ მიმართულებით პრაქტიკულ ღონისძიებებს;
დ) კონტროლს აწესებს და აწესრიგებს სასჯელაღსრულების სისტემაზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების და შეიარაღების აღრიცხვიანობაზე;
ე) განსაზღვრავს წლის განმავლობაში მოთხოვნების საფუძველზე შესასყიდ მომსახურებასა და საქონელს, ადგენს გეგმას და წარადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ყოველთვიურად წარადგენს სტატისტიკური ანგარიშის ფორმას;
ვ) ახორციელების ტენდერებისა და ფასთა კოტირების ჩატარების ტექნიკურ ორგანიზაციას და უზრუნველყოფას;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარადგენს ყოველკვარტალურ ანგარიშებს ხელშეკრულებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
თ) შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირების შედეგების აღრიცხვასა და რეაგირებას;
ი) ახორციელებს მონიტორინგს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 12. სპეციალური-აღრიცხვის სამსახური🔗
1. სპეციალური აღრიცხვის სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) ბრალდებულთა და განსასჯელთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
ბ) მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება.
2. სპეციალური-აღრიცხვის სამსახური:
ა) ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სპეციალური ნაწილების საქმიანობას, მსჯავრდებულთა პირადი საქმის წარმოებას და აღრიცხვას;
ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ მასალების მომზადებასა და გაგზავნას;
გ) ამზადებს მსჯავრდებულთა მიმართ რეჟიმის განსაზღრის მასალებს და წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
დ) წარუდგენს დეპარტამენტის მუდმივმოქმედ კომისიას სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე მასალებს;
ე) ორგანიზებას უკეთებს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებისა და ამნისტიის აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
ვ) აწარმოებს მსჯავრდებულთა ერთიან რეესტრს და ქმნის მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკს;
ზ) წარადგენს მსჯავრდებულთა სიას მსჯავრდებულთა განაწილების კომისიის წინაშე;
თ) ამზადებს მასალებს მსჯავრდებულის იმავე რეჟიმის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე;
ი) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 121. რეფორმისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება🔗
1. რეფორმისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის წინაშე.
2. რეფორმისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება:
ა) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოვლენა/აღმოფხვრას. ამ მიზნით სისტემის სამართლებრივი და ორგანიზაციული რეფორმის, პრიორიტეტებისა და კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე შეიმუშავებს წინადადებებს და ამზადებს დასკვნებს;
ბ) ახორციელებს რეფორმების მიმდინარეობისა და საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის მონიტორინგს, ანალიზს, პროგნოზს, აგრეთვე ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად ამზადებს შესაბამის დასკვნებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №785-სსმIII,№160,29.11.2006წ., მუხ.2192
მუხლი 13. სოციალური სამსახური🔗
1. სოციალური სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებათა დაცვის განყოფილება;
ბ) მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის განყოფილება;
გ) განათლებისა და პროფესიული სწავლების განყოფილება.
2. სოციალური სამსახური:
ა) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სოციალური ადაპტაციის ჯგუფების, სარეაბილიტაციო ცენტრების, მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული მომზადების სამსახურის საქმიანობას. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა მართლშეგნების ამაღლების, საზოგადოების წარმომადგენლებთან მათი ურთიერთობის ხელშეწყობის ღონისძიებებს;
გ) ახდენს მსჯავრდებულისა და პატიმრის მდგომარეობის შესწავლას, ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს მათი უფლებისა და თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად;
დ) მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე ადრე გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში მსჯავრდებულის შესახებ აგზავნის ინფორმაციას ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოში;
ე) გეგმავს ღონისძიებებს მსჯავრდებულთა შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად და ამ მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს წარმოების განვითარებისა და მატერიალური ბაზის სრულყოფისათვის;
ვ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს საწარმოო უბნების საქმიანობას;
ზ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა შრომით რეაბილიტაციას;
თ) შეისწავლის და შეიმუშავებს მსჯავრდებულთა კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და განათლების მიღების პირობებს, შეხვედრების განხორციელების, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების, ამანათების და გზავნილების მიღების პრაქტიკას, მის შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ი) გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ურთიერთობებს ამყარებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დასაქმებულ საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
კ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 131. ექიმ-ექსპერტთა ჯგუფი🔗
პატიმართა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების და პატიმართა და მსჯავრდებულთა მკურნალობის მიზნით დეპარტამენტში იქმნება ექიმ-ექსპერტთა ჯგუფი, რომლის დებულებას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №248-სსმIII,№108,01.08.2007წ., მუხ.1197
მუხლი 14. იურიდიული განყოფილება🔗
1. იურიდიული განყოფილება ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. იურიდიული განყოფილება:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს სასჯელაღსრულების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე და ამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს; ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ამზადებს დასკვნებს;
გ) ადებს ვიზას დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების, დეპარტამენტში მომზადებული სამართლებრივი ხასიათის დასკვნების და წინადადებების პროექტებს;
დ) ამოწმებს დაწესებულების თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების იურიდიულ მხარეს; შემოწმების შედეგებზე აკეთებს შესაბამის დასკვნებს და წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 141. საზოგადოებრივი მისაღები🔗
1. საზოგადოებრივი მისაღები უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი უფლება-მოვალეობის განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. საზოგადოებრივი მისაღები:
ა) ორგანიზებას უწევს, აწესრიგებს დეპარტამენტში პატიმართა და მსჯავრდებულთა ახლობლების, ადვოკატების, სხვა დაინტერესებული პირების და მათი განცხადება-საჩივრების მიღებას; დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან მათ შეხვედრას;
ბ) აწარმოებს ადვოკატთა, მოქალაქეთა განცხადება-საჩივრებზე დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რეაგირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას და საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის შესაბამისი ქვედანაყოფისათვის მიწოდებას;
გ) ახორციელებს დეპარტამენტის ცხელი ხაზის მომსახურებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 15. კადრების განყოფილება🔗
1. კადრების განყოფილება ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. კადრების განყოფილება:
ა) თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ატარებს დეპარტამენტში ერთიან საკადრო პოლიტიკას, განსაზღვრავს მისი რეალიზაციის ეფექტურ ფორმებსა და მეთოდებს;
ბ) ნომენკლატურის ფარგლებში განიხილავს, ამზადებს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს მასალებს თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ;
გ) აწარმოებს მოსამსახურეთა პირად საქმეებს (ნომენკლატურის ფარგლებში) და საკადრო-სტატისტიკურ აღრიცხვიანობას;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების თანამშრომლებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების გაცემას;
ე) განიხილავს საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ წერილებსა და განცხადებებს;
ვ) ნომენკლატურის ფარგლებში ამზადებს მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მასალებს;
ზ) ამზადებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ანგარიშებს სამინისტროსათვის წარსადგენად;
თ) კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საკადრო ქვედანაყოფების საქმიანობას;
ი) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 16. კანცელარია🔗
1. კანცელარია ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. კანცელარია:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვას, დამუშავებას, განაწილებას, საიდუმლო საქმისწარმოებას;
ბ) კონტროლს აწესებს დოკუმენტაციის დროულად შესრულებასა და ჩამოწერაზე, ახორციელებს დოკუმენტაციის საარქივო დამუშავებას;
გ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 17. პრესსამსახური🔗
1. პრესსამსახური ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. პრესსამსახური:
ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გამართულ საჯარო შეხვედრათა მსვლელობის გაშუქების და ამ შეხვედრებზე დამსწრე მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციას;
ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სახელით ამზადებს მიმართვებსა და განცხადებებს, აგრეთვე სხვა საჭირო ინფორმაციას, ორგანიზებას უწევს მათ გავრცელებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №114-სსმIII,№59,27.04.2007წ., მუხ.647
მუხლი 18. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახური🔗
1. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახური ახორციელებს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებისა და მსჯავრებულების დაცვას.
2. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო სტატუსის მქონე პირი და მასზე ვრცელდება ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს სამხედრო წვევამდელი, რომელიც არის სამსახურის მოსამსახურე და ახორციელებს დაწესებულებების დაცვას, მსჯავდრებულებისა და პატიმრების დაცვას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, კანონით გათვალისწინებულ სხვა ადგილებში და ბადრაგირებისას.
3. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) სპეციალური დაცვის განყოფილება;
გ) გარე დაცვის №1 განყოფილება;
დ) გარე დაცვის №2 განყოფილება;
ე) გარე დაცვის №3 განყოფილება;
ვ) გარე დაცვის №4 განყოფილება;
ზ) გარე დაცვის №5 განყოფილება;
თ) გარე დაცვის №6 განყოფილება;
ი) გარე დაცვის №7 განყოფილება;
კ) გარე დაცვის №8 განყოფილება;
ლ) გარე დაცვის №9 განყოფილება;
მ) გარე დაცვის №10 განყოფილება;
ნ) გარე დაცვის №11 განყოფილება;
ო) გარე დაცვის №12 განყოფილება;
პ) გარე დაცვის №13 განყოფილება;
ჟ) გარე დაცვის №14 განყოფილება;
რ) გარე დაცვის №15 განყოფილება;
ს) დეპარტამენტის გამშვები საგუშაგო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის ბრძანება №114-სსმIII,№59,27.04.2007წ., მუხ.647
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №248-სსმIII,№108,01.08.2007წ., მუხ.1197
მუხლი 181. საგამოძიებო სამსახური🔗
1. საგამოძიებო სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწე-სებულების ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულების წინასწარ გამოძიებას;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულების ჩადენის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საგამოძიებო სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრთან.
3. საგამოძიებო სამსახურში შედის აღმოსავლეთის განყოფილება და დასავლეთის განყოფილება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის ბრძანება №15-სსმIII,№7,17.01.2007წ., მუხ.57
მუხლი 182. საბადრაგო სამსახური🔗
1. საბადრაგო სამსახური უზრუნველყოფს პატიმართა და მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე, საგამოძიებო ღონისძიებებზე, მოკლევადიან გასვლებზე, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ სხვა შემთხვევებში ბადრაგირებას.
2. საბადრაგო სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) საბადრაგო სამსახურის შტაბი;
ბ) საბადრაგო სამსახურის სამორიგეო;
გ) საბადრაგო სამსახურის კანცელარია;
დ) ექსტრადაციის განყოფილება;
ე) საბადრაგო სამსახურის თბილისის №I განყოფილება;
ვ) საბადრაგო სამსახურის თბილისის №II განყოფილება;
ზ) საბადრაგო სამსახურის ქუთაისის განყოფილება;
თ) საბადრაგო სამსახურის ზუგდიდის განყოფილება;
ი) საბადრაგო სამსახურის ბათუმის განყოფილება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 183. ბუღალტერია🔗
1. ბუღალტერია უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ფინანსურ დარგში და სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. ბუღალტერია:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საბუღალტრო საქმიანობას;
ბ) აკონტროლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საბუღალტრო საქმიანობას;
გ) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემაზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, შეიარაღების, სასჯელაღსრულების სისტებისათვის განხორციელებული მომსახურების ხარჯებისა და ანგარიშგების აღრიცხვიანობას;
დ) იღებს ან/და ადგენს დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბუღალტრულ ანგარიშებს და, შესაბამისად, ადგენს ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშებს;
ე) ახორციელებს ანგარიშსწორებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და ასრულებს მოქმედ კანონმდებლობით გათვალიწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 184. საფინანსო განყოფილება🔗
1. საფინანსო განყოფილება უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ფინანსურ დარგში და სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. საფინანსო განყოფილება:
ა) უფლებმოსილების ფარგლებში ახორციელებს საფინანსო საქმიანობას;
ბ) აკონტროლებს საფინანსო საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შესაბამის ქვედანაყო-ფებში;
გ) საქმიანობის პროცესში ასრულებს დეპარტამენტისა და სამინისტროს მითითებებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ატარებს ამ მიმართულებით პრაქტიკულ ღონისძიებებს;
დ) ახორციელებს წინა და მიმდინარე პერიოდის მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებასა და ანალიზს; დეპარტამენტის საფინანსო საქმიანობის სრულფასოვან პროგნოზს;
ე) ადგენს მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ხაზინასა და იუსტიციის სამინისტროსთან ურთიერთობებში;
ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №68-სსმIII,№32,12.03.2007წ., მუხ.394
მუხლი 19. დასკვნითი დებულებები🔗
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №712, 06.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.009188 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1358846-7/