„საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2001 ძალადაკარგული 14.07.2003
ნომერი
№112
სარეგისტრაციო კოდი
310120000.11.115.005101
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 137, 28/12/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.11.115.005.101

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №112

2001 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-14 მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.

მ. ადეიშვილი

    შეტანილი ცვლილებები:

     1. საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002  წლი ს 4 თებერვლის ბრძანება №13 -სსმIII,№12,07.02.2002წ.,მუხ.92

     2. საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002  წლი ს 30 აპრილის ბრძანება №41 -სსმIII,№42,02.05.2002წ.,მუხ.388

დებულება

„საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მოცემული დებულება შემუშავებულია „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-14 მუხლების შესაბამისად.

2. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში რეგულირების ყოველწლიური საფასური წარმოადგენს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ საფასურს, რომელიც საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაციის) ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, დაკავშირებული ადმინისტრაციისათვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციის შესრულებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს.

    მუხლი 2. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი

ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) საანგარიშო პერიოდი – კალენდარული თვე;

ბ) ავტოსატრანსპორტო საწარმო - ფიზიკური ან იურიდიული პირი, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ახორციელებს მგზავრების გადაყვანას, ტვირთების გადატანას ან/და სხვა ავტოსატრანსპორტო საქმიანობას;

გ) შემოსავალი – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე) და სხვა შემოსავლები ავტოსატრანსპორტო საწარმოს ხარჯების დასაფარავად (სუბსიდია, საბიუჯეტო ასიგნებები და სხვა);

დ) რეისი – მარშრუტის საწყისი პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაადგილება;

ე) მარშრუტი – პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი.

    მუხლი 3. საფასურის გადამხდელები

ავტოსატრანსპორტო საწარმოების საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადამხდელები არიან:

ა) ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის შიდა საავტომობილო გადაზიდვებს (ადგილობრივის გარდა);

ბ) ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებს;

გ) უცხო ქვეყნის ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიაზე, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული კვოტების ფარგლებს ზემოთ;

დ) ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვებს;

ე) (ამოღებულია);

ვ) ავტოვაგზალი, ავტოსადგური, ავტოსალარო (შემდგომში – ავტოსადგური);

ზ)  (ამოღებულია);

თ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების საწარმო;

ი) ადმინისტრაციის რეგულირების სფეროში მოქმედი სხვა საწარმო, რომელიც ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საქმიანობას.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002  წლი ს 30 აპრილის ბრძანება №41 -სსმIII, №42, 02.05.2002წ.,მუხ.388

    მუხლი 4. რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობა და გადახდის წესი

1. ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის შიდა საავტომობილო გადაზიდვებს (ადგილობრივის გარდა), იხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს შემდეგი წესის შესაბამისად:

გ=ა X 1,0                                                      (ლარი),

სადაც გ არის რეგულირების საფასური;

ა – სატრანსპორტო საგზაო ბარათის მოქმედების ვადით განსაზღვრული მუშა ავტომობილ-დღეების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში;

1,0 – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.

1​1. ავტოსადგური იხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს შემდეგი წესის შესაბამისად:

გ= რX0,08                                                        (ლარი),

სადაც გ არის რეგულირების საფასური;

რ – საანგარიშო პერიოდში ავტოსადგურის მიერ მომსახურებული რეისების რაოდენობა;

0,08 – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.

2. ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო სატვირთო და არარეგულარულ სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვებს, იხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს შემდეგი წესის შესაბამისად:

 

ა) გ=ა X ქ X 25                                           (აშშ დოლარი),

 

სადაც გ არის რეგულირების საფასური;

ა – ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს;

ქ – ქვეყნის რაოდენობა, რომელთა ტერიტორიაზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული სანებართვო სისტემის საფუძველზე, ხორციელდება საერთაშორისო სატვირთო და არარეგულარული სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვები;

25 – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.

ბ) თანხა გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის განხორციელების შესახებ განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას.

3. უცხო ქვეყნის ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიაზე, რეგულირების ყოველწლიურ საფასურს იხდის საავტომობილო სასაზღვრო გადასასვლელებზე წარმომადგენლის (მძღოლის) მეშვეობით შემდეგი წესის შესაბამისად:

ა) გ=ა x 25 აშშ დოლარი.

სადაც გ არის რეგულირების საფასური;

ა – 1 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საწარმოს ავტომობილების შემოსვლათა რაოდენობა;

25 – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.

ბ) თანხა გადაიხდება ავტომობილის ყოველი შემოსვლისას ეროვნულ ვალუტაში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.

3​1. ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვებს, იხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს შემდეგი წესის შესაბამისად:

 

გ=მ X 0,01                                                       (ლარი),

 

სადაც გ არის რეგულირების საფასური;

მ-საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო მარშრუტებზე ავტობუსების საერთო გარბენა, კილომეტრებში;

0,01 – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.

4. ამ დებულების 1-ლი მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებში მოყვანილი ავტოსატრანსპორტო საწარმოების საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური განისაზღვრება მათ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 3%-ის ოდენობით.

5. საწარმო, რომელიც ახორციელებს ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სხვადასხვა სახის ავტოსატრანსპორტო საქმიანობას, რეგულირების ყოველწლიურ საფასურს იხდის ერთ-ერთი საქმიანობიდან, რომლის რეგულირების საფასურის ოდენობა აღემატება თითოეული დანარჩენი საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობას.

6. ამ დებულების მე-4 მუხლის 1-ლი, 1​1, 3​1 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საწარმოების მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა.

7. გასული საანგარიშო პერიოდის მიხედვით ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები ჩაითვლება ყოველი მომდევნო პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული საფასურის თანხაში.

8. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადმინისტრაციის ანგარიშზე და ადმინისტრაცია განკარგავს ამ თანხას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, რეგულირების ყოველწლიური საფასური შეიტანება მომსახურების ტარიფში, რითაც ავტოსატრანსპორტო საწარმოს საშუალება ეძლევა დაფაროს ეკონომიკურად გამართლებული ხარჯები.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002  წლი ს 4 თებერვლის ბრძანება №13 -სსმIII,№12,07.02.2002წ.,მუხ.92

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002  წლი ს 30 აპრილის ბრძანება №41 -სსმIII, №42, 02.05.2002წ.,მუხ.388

    მუხლი 5. ადმინისტრაციასა და ავტოსატრანსპორტო საწარმოებს შორის ანგარიშსწორება

1. ავტოსატრანსპორტო საწარმოები ვალდებულნი არიან ადმინისტრაციასთან მოახდინონ ურთიერთშედარება რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

2. ურთიერთშედარება ადმინისტრაციასა და ავტოსატრანსპორტო საწარმოებს შორის უნდა მოხდეს 6 თვის – არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე და წლიური – არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 თებერვლამდე.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002  წლი ს 4 თებერვლის ბრძანება №13 -სსმIII, №12,07.02.2002წ.,მუხ.92

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002  წლი ს 30 აპრილის ბრძანება №41 -სსმIII, №42, 02.05.2002წ.,მუხ.388

    მუხლი 6. გადამხდელის პასუხისმგებლობა

რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადის დარღვევისათვის საფასურის გადამხდელი პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 7. ავტოსატრანსპორტო საწარმოს ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია, პროფილის შეცვლა ან საქმიანობის შეწყვეტა

1. ავტოსატრანსპორტო საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში ადმინისტრაციას წარუდგენს ინფორმაციას რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობაზე.

2. ავტოსატრანსპორტო საწარმოს მიერ საქმიანობის პროფილის შეცვლის ან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობის პროფილის შეცვლის ან საქმიანობის შეწყვეტიდან 30 დღის ვადაში ადმინისტრაციას წარუდგინოს ინფორმაცია რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობაზე.

    მუხლი 8. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით.

 

დანართი № 1

(ამოღებულია)

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002  წლი ს 30 აპრილის ბრძანება №41 -სსმIII, №42, 02.05.2002წ.,მუხ.388

 

 

 დანართი №2

(ამოღებულია)

 

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002  წლი ს 30 აპრილის ბრძანება №41 -სსმIII, №42, 02.05.2002წ.,მუხ.388

 

 დანართი N 3

(ამოღებულია)

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002  წლი ს 30 აპრილის ბრძანება №41 -სსმIII, №42, 02.05.2002წ.,მუხ.388

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, №112, 28.12.2001, სარეგისტრაციო კოდი 310120000.11.115.005101 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1359897-2/