საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №19 „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.06.2004 ძალადაკარგული 03.05.2007
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
220010000.08.009.006505
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 61, 15/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.08.009.006.505

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №19

2004 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

კომერციული ბანკების მიერ   საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების, ფინანსურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობისა და ლარზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8, 30-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 26 აგვისტოს №38 დადგენილებით მიღებული ,,მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის” თანახმად, დადგინდეს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემდეგი ნორმები:

ა) ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 0 პროცენტი;

ბ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 11 პროცენტი;

 გ) ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 2 პროცენტი;

დ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 2 პროცენტი.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 21 ივნისის დადგენილება №22-სსმIII,№64, 25.06.2004წ.,მუხ.563

1​1. მიმდინარე წლის ივნისის მესამე დეკადის განმავლობაში კომერციული ბანკებისათვის უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე ზედმეტად რიცხული თანხის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაბრუნებამდე, საკორესპონდენტო ანგარიშზე საშუალო ნაშთის გაანგარიშებაში ჩაითვალოს უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხული თანხები, უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების 2%-ის ოდენობით.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 21 ივნისის დადგენილება №22-სსმIII,№64, 25.06.2004წ.,მუხ.563

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 12 სექტემბრის №40 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2004 წლის 10 ივნისიდან.

ი. მანაგაძე

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 21 ივნისის დადგენილება №22-სსმIII,№64, 25.06.2004წ.,მუხ.563

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №19 „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ“, №19, 07.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 220010000.08.009.006505 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1363709-1/