საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №19 „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.06.2004 ძალადაკარგული 03.05.2007
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
220010000.08.009.006505
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 61, 15/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.08.009.006.505

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №19

2004 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

კომერციული ბანკების მიერ   საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების, ფინანსურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობისა და ლარზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8, 30-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 26 აგვისტოს №38 დადგენილებით მიღებული ,,მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის” თანახმად, დადგინდეს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემდეგი ნორმები:

ა) ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 0 პროცენტი;

ბ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 13 პროცენტი;

გ) ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 2 პროცენტი;

დ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 0 პროცენტი.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 21 ივნისის დადგენილება №22-სსმIII,№64, 25.06.2004წ.,მუხ.563

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №31-სსმIII,№102, 20.98.2004წ.,მუხ.878

1​1. (ამოღებულია).

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 21 ივნისის დადგენილება №22-სსმIII,№64, 25.06.2004წ.,მუხ.563

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №31-სსმIII,№102, 20.09.2004წ.,მუხ.878

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 12 სექტემბრის №40 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2004 წლის 10 ივნისიდან.

ი. მანაგაძე

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 21 ივნისის დადგენილება №22-სსმIII,№64, 25.06.2004წ.,მუხ.563

2.საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №31-სსმIII,№102, 20.09.2004წ.,მუხ.878

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №19 „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ“, №19, 07.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 220010000.08.009.006505 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1363709-2/