,,ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების” დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.152.225.006.549
დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ს , საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის
ბრძანება №2
2004 წლი ს 30 ივნისი
ქ. თბილისი
,,ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების” დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონების ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-13 მუხლის, ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” მე-9 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული “ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.
პირველი მოადგილე მ. არაბიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2-სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
2.საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონების: ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მე-9 მუხლის, ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” მე-9 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად და არეგულირებს ავტოსადგურების საქმიანობას, ადგენს მათი ფუნქციონირების წესსა და პირობებს.
2. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება ავტოსადგურებზე, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოში და ახორციელებ ს მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურებას საერთაშორისო და ერთიან (საქალაქთაშორისო, საგარეუბნო) სამგზავრო რეგულარულ გადაყვანაზე.
3. წესის მიზანია:
ა) ავტოსატრანსპორტო ბაზრის რეგულირება და მისი განვითარების ხელშეწყობა;
ბ) მგზავრებისა და გადამზიდველთა ინტერესების დაცვა;
გ) მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოების დაცვა;
დ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.
მუხლი 2. ტერმინების განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსადგური – საწარმო, რომელსაც გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისი პროექტის საფუძველზე მოწყობილი შენობა-ნაგებობების, ტერიტორიის და ტექნოლოგიური აღჭურვილობის კომპლექსი, სადაც, როგორც წესი, ხორციელდება საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზე მგზავრთა რეგულარულ გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურება;
ბ) სამგზავრო ბილეთი – საბუთი, რომელიც ადასტურებს გადამზიდველსა და მგზავრს შორის გადაყვანის ხელშეკრულების არსებობას;
გ) დაჯავშნა – მგზავრის გადასაყვანად ავტობუსში ადგილის წინასწარი გამოყოფა, გადაყვანის ხელშეკრულების გაუფორმებლად;
დ)(ამოღებულია);
ე) მოძრაობის განრიგი – სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტზე მოძრაობის დაწყება-დამთავრების, მიმოსვლის პერიოდულობისა და შუალედურ პუნქტებში გაჩერების დროის განმსაზღვრელი ცხრილი;
ვ) ბარგი – მგზავრებისაგან განცალკევებულად, ავტობუსის (მსუბუქი ტაქსის) საბარგულში მოსათავსებელი ნივთი ან საგანი, რომლის გაბარიტები არ აღემატება 100X50X30 სანტიმეტრს, ხოლო წონა 30 კილოგრამს;
ზ) ავტოსადგურის მგზავრთტევადობა – მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია ერთდროულად განთავსდეს ავტოსადგურის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატივების დაცვით;
თ) ავტობუსის ბაქანი – მგზავრების ავტობუსში ჩასხდომის/ჩამოსხდომის მიზნით სპეციალურად მოწყობილი პლატფორმა;
ი) ავტოსადგურის გამტარუნარიანობა (სიმძლავრე) – მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებსაც შესაძლებელია მოემსახუროს ავტოსადგური დღეღამეში დადგენილი ნორმატივების დაცვით;
კ) ავტობუსი – მგზავრთა გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით მძღოლის ადგილის გარდა;
ლ) ხელბარგი – ავტობუსის (მსუბუქი ტაქსის) სალონში განსათავსებელი მცირე ზომის (არა უმეტეს 50X40X20 სანტიმეტრი) და წონის (არა უმეტეს 8 კილოგრამი) ნივთი ან საგანი;
მ) გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ან განკარგავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და ახორციელებს მგზავრების გადაყვანას და ტვირთების გადაზიდვას;
ნ) საბარგო ქვითარი – საბუთი, რომელიც ადასტურებს მგზავრის ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობას;
ო) საბილეთო უწყისი – კონკრეტული ფორმის, ზომისა და შინაარსის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, შესაბამისად შევსებული რეკვიზიტებით, რომელიც ადასტურებს ავტობუსზე რეალიზებულ ბილეთებს, თანხობრივ მონაცემებს, ხოლო საერთაშორისო მარშრუტზე – მგზავრის საპასპორტო მონაცემებს;
პ) რეისი – მარშრუტზე საწყისი პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე მოძრაობის განრიგით შესრულებული (ან შესასრულებელი) ავტოსატრანსპორტო პროცესი;
ჟ) მარშრუტი – პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
მუხლი 3. ავტოსადგურების კლასიფიკაცია და მოწყობა
1. ავტოსადგური ეწყობა ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ უფლებამოსილების ფარგლებში დამტკიცებული მარშრუტის საფუძველზე.
1 1 . ავტოსადგურები სიმძლავრის შესაბამისად იყოფა სამ კლასად:
ა) 1-ლ კლასს განეკუთვნება ავტოსადგური (ავტოვაგზალი), რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 100-ზე მეტ რეისს;
ბ) მე-2 კლასს განეკუთვნება ავტოსადგური რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 20-დან 100-მდე რეისს;
გ) მე-3 კლასს განეკუთვნება ავტოსადგური (ავტოსალარო), რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 20-მდე რეისს.
1 2 . ავტოსადგურების ფუნქციური დანიშნულება კლასების მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრება:
ა) 1-ლი კლასის ავტოსადგური წარმოადგენს საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და საგარეუბნო მარშრუტების საწყის (საბოლოო), აგრეთვე რეგულარულ მარშრუტებზე ტრანზიტული მომსახურების პუნქტს;
ბ) მე-2 კლასის ავტოსადგური (გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), წარმოადგენს მხოლოდ საქალაქთაშორისო და საგარეუბნო მარშრუტების საწყის (საბოლოო), აგრეთვე რეგულარულ მარშრუტებზე ტრანზიტული მომსახურების პუნქტებს;
გ) მე-3 კლასის ავტოსადგური (გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), წარმოადგენს მხოლოდ საგარეუბნო მარშრუტების საწყის (საბოლოო), აგრეთვე რეგულარულ მარშრუტებზე ტრანზიტული მომსახურების პუნქტს;
დ) მე-2 კლასის ავტოსადგური შეიძლება წარმოადგენდეს საერთაშორისო რეისის საწყის პუნქტს იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ დასახლებულ პუნქტში არ ფუნქციონირებს 1-ლი კლასის ავტოსადგური;
ე) მე-3 კლასის ავტოსადგური (ავტოსალარო) შეიძლება წარმოადგენდეს საერთაშორისო და/ან საქალაქთაშორისო მარშრუტის საწყის (საბოლოო) პუნქტს იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ დასახლებულ პუნქტში არ ფუნქციონირებს 1-ლი ან მე-2 კლასის ავტოსადგური. იგი ეწყობა სოფლებში (დაბებში) და საავტომობილო მაგისტრალების გასწვრივ მცირე მგზავრთშეყრის ადგილებში (იქ, სადაც არ არის ავტოვაგზალი და /ან ავტოსადგური).
1 3 . ავტოსადგურს კლასიფიკაციის და ტექნოლოგიის შესაბამისად უნდა გააჩნდეს სათანადოდ აღჭურვილი შემდეგი სათავსები და საშუალებები:
ა) პირველი კლასის ავტოსადგურს (ავტოვაგზალს) – შესაბამისი რაოდენობისა და ფართის: საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შემნახველი საკანი, სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ბლოკი, ცნობათა ბიურო, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბაქნები, სადისპეტჩერო, საინფორმაციო სამსახური, კვების ბლოკი, რეისებს შორის ავტობუსების სადგომი ტერიტორია, დედათა და ბავშვთა ოთახი, ავტობუსების წინასარეისო მომსახურების პოსტი, საგზაო მოძრაობიდან იზოლირებული მიმდებარე ტერიტორია საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ტაქსების გასაჩერებლად, ავტონომიური დენის წყარო;
ბ) მე-2 კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შემნახველი საკანი, სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ბლოკი, ცნობათა ბიურო, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბაქნები, სადისპეტჩერო, საინფორმაციო სამსახური, ბუფეტი, რეისებს შორის ავტობუსების სადგომი ტერიტორია, დედათა და ბავშვთა ოთახი, ავტონომიური დენის წყარო;
დ) მე-3 კლასის ავტოსადგურს (ავტოსალაროს) – საბილეთო სალარო, გადახურული ნაგებობა არანაკლებ 15 მ 2 ფართის და 10 დასაჯდომი ადგილის მქონე მოსაცდელი დარბაზით, ბაქნები და საპირფარეშო.
2. ავტოსადგურის საექსპლუატაციო-ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრება დანართი 1-ის მიხედვით.
3. ავტოსადგურში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტობუსების გაჩერება და დგომა საავტომობილო გზის გამოყენების გარეშე.
4. ავტოსადგურის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება არ უნდა ხდებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ზოლზე, დაცული უნდა იყოს მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნები;
5. პირველი კლასის ავტოსადგურში მოსაცდელი დარბაზიდან ავტობუსში ჩასასხდომად მგზავრის გადაადგილება უნდა ხდებოდეს გადახურული კონსტრუქციის ქვეშ;
6. ავტოსადგურში დაცული უნდა იყოს სანიტარიული, ეკოლოგიური და ხანძარსაწინაარმდეგო უსაფრთხოების ნორმები.
7. ავტოსადგურს ფასადის მხრიდან უნდა გააჩნდეს შესაბამისი წარწერა ,,ავტოსადგური” და მისი საფირმო დასახელება.
8. ავტოსადგურის მოსაცდელი დარბაზი, საბილეთო სალაროები, ტექნოლოგიური დანიშნულების სათავსები, ბაქნები და ტერიტორია გაფორმებული და ეკიპირებული უნდა იყოს წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად.
9. ავტოსადგურის მოსაცდელი დარბაზი, დედათა და ბავშვთა ოთახი, საბილეთო სალაროები, შემნახველი საკანი, ცნობათა ბიურო, კვების ბლოკი და საპირფარეშო განთავსებული უნდა იყოს შენობის ერთ კომპლექსში, დაუშვებელია შენობის სარდაფსა და ნახევარსარდაფში მათი განთავსება.
10. ავტოსადგურის შენობაში ტექნოლოგიური დანიშნულების კვანძები და მათი მიმანიშნებელი მაჩვენებლები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ შენობაში შესული მგზავრი უმოკლესი გზით მოხვდეს საბილეთო სალაროსთან, შემდეგ მოსაცდელ დარბაზში და იქიდან ავტობუსში ჩაჯდომის მიზნით – ბაქანთან.
11) ავტოსადგურის მოსაცდელი დარბაზის, სამუშაო ადგილების, სათავსების და ტერიტორის განათება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი სანიტარიული და სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს;
12. ავტოსადგურის ტერიტორიის სავალი ნაწილი დაფარული უნდა იყოს ასფალტით, ბეტონით ან სხვა, სამშენებლო ნორმებით დადგენილი, მყარი საფარით.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
მუხლი 4. (ამოღებულია)

მუხლი 5. მოსაცდელი დარბაზი
1. მოსაცდელი დარბაზის დანიშნულებაა უზრუნველყოს რეისის მოლოდინში მყოფი მგზავრების მოცდა-დასვენებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების პირობები.
2. მოსაცდელი დარბაზის ფასადის მხარე განთავსებული უნდა იყოს ავტობუსების სადგომი ბაქნების მიმართულებით, რათა მგზავრებს საშუალება ჰქონდეთ ვიზუალურად მიიღონ ინფორმაცია ავტობუსების ბაქანზე ჩამოდგომის შესახებ.
3. მოსაცდელ დარბაზში მგზავრებს უნდა მიეწოდებოდეს ხმოვანი და ვიზუალური ინფორმაცია მარშრუტებზე ავტობუსების მიმოსვლის, განრიგებში ცვლილებების, მგზავრობასთან დაკავშირებული პირობებისა და მომსახურების დამატებითი პირობების შესახებ.
4. მოსაცდელი დარბაზიდან ბაქანზე გასასვლელად მგზავრი არ უნდა კვეთდეს ავტობუსის მანევრირების ტრაექტორიას.
5. მოსაცდელ დარბაზში გამოკრული უნდა იყოს:
ა) სამარშრუტო სქემა;
ბ) მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის განრიგები;
გ) ამონაწერი მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესიდან მგზავრის უფლება-მოვალეობების შესახებ;
დ) მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის ტარიფები;
ე) ცალკეული კატეგორიის პირთა ნუსხა და მათი შეღავათიანი მგზავრობის პირობები;
ვ) ბაქნების, საბილეთო სალაროების, შემნახველი საკნისა და სხვა საყოფაცხოვრებო და ტექნოლოგიური დანიშნულების კვანძების განლაგების საინფორმაციო მაჩვენებლები;
ზ)(ამოღებულია);
თ) ავტობუსების მარშრუტზე მიმოსვლის საინფორმაციო ტაბლო;
ი) საათი.
6. მოსაცდელი დარბაზის კონსტრუქციამ, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებმა უნდა უზრუნველყოს მგზავრებისათვის სასურველი მიკროკლიმატი.
7. მოსაცდელ დარბაზი უნდა იყოს დასუფთავებული და იდგეს სანაგვე ურნები.
8. მოსაცდელი დარბაზი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სატელეფონო კავშირით.
9. მოსაცდელ დარბაზში განთავსებული უნდა იყოს სკამები, რაოდენობით არანაკლებ მისი მგზავრთტევადობის (დანართი №1) 20%-ისა.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტის
ბრძანება №2-სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 6. საბილეთო სალარო
1. საბილეთო სალაროში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მგზავრებზე ბილეთების გაფორმება, რეალიზაცია და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
2. საბილეთო სალაროები იზოლირებული უნდა იყოს ერთმანეთისაგან და ტექნოლოგიური დანიშნულების სხვა სათავსებისაგან.
3. საბილეთო სალაროს ფართი არ უნდა იყოს 1.8 X 1.8 მ-ზე ნაკლები.
4. საბილეთო სალაროს უნდა გააჩნდეს:
ა) დადგენილი წესით დამზადებული სამგზავრო ბილეთების ბლანკები;
ბ) მაგიდა;
გ) სავარძელი;
დ) დამოუკიდებელი კარი და ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაცია;
ე) მგზავრთან ორმხრივი საინფორმაციო კავშირი.
5. საბილეთო სალაროს მუშაობა შეიძლება ორგანიზებული იქნეს მარშრუტების ,,მიმართულების მიხედვით” ან ,,ყველა სალარო ყველა მიმართულებით” პრინციპით.
6.(ამოღებულია).
7. სამგზავრო ბილეთისა და საბილეთო უწყისის ბლანკების შევსება, გაცემა და აღრიცხვა წარმოებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №54 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესის” მე-3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
8. საბილეთო სალაროს მოლარის მიერ ავტობუსზე რეალიზებული ბილეთების აღრიცხვის ძირითადი დოკუმენტია საბილეთო უწყისი, რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.
9. საბილეთო სალარო შესაძლებელია ფუნქციონირებდეს ბილეთების წინასწარი და მიმდინარე გაყიდვის რეჟიმში.
10. ბილეთების წინასწარი გაყიდვა იწყება ავტობუსის რეისში გასვლამდე 5 დღით ადრე და წყდება ერთი დღით ადრე.
11. ბილეთების მიმდინარე გაყიდვა იწყება ავტობუსის რეისში გასვლის დღეს და წყდება ავტობუსის რეისში გასვლამდე 5 წუთით ადრე.
12. წინასწარი გაყიდვის სალაროს მოლარე სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ აჯამებს საბილეთო უწყისში რეალიზებულ ბილეთების რაოდენობას, შესაბამის თანხებს, ადასტურებს ხელმოწერით, შტამპით და გადასცემს მიმდინარე გაყიდვის სალაროს.
13. ყოველი დღის ბოლოს ავტოსადგურში დგება საბილეთო უწყისების დღიური ჯამური უწყისი (დანართი 2) და ინახება ბუღალტერიაში.
14. ბილეთების დაჯავშნა, ბინაზე მიტანა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება ხორციელდება გადამზიდველის (ავტოსადგურის) მიერ მომსახურების დადგენილი ტარიფების შესაბამისად, რომელიც გამოკრული უნდა იყოს ავტოსადგურში.
15. (ამოღებულია).
16. საბილეთო სალაროს უნდა ჰქონდეს წარწერა ,,საბილეთო სალარო”, ,,№” და გამოკრული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სალაროს მუშაობის რეჟიმი;
ბ) მოლარის გვარი და სახელი;
გ) ავტობუსის სალონში სავარძლების განლაგებისა და მათი ნუმერაციის სქემა;
დ) მარშრუტზე მგზავრობისა და ბარგის გადატანის ღირებულებები;
ე) ,,ხურდა დაითვალეთ სალაროსთან”;
ვ) ,,ბილეთი შეიძინეთ სალაროში”;
ზ) გადამზიდველის მიერ დამატებითი მომსახურების პირობები.
17. ავტოსადგურში საბილეთო სალაროების რაოდენობა კლასიფიკაციის შესაბამისად უნდა იყოს:
ა) 1-ლი კლასის ავტოსადგურში – არანაკლებ 4;
ბ) მე-2 კლასის ავტოსადგურში – არანაკლებ 3;
გ) მე-3 კლასის ავტოსადგურში არანაკლებ ერთისა.
დ)(ამოღებულია).

მუხლი 7. ბილეთების უკან დაბრუნების პირობები
1. მგზავრს უბრუნდება ბილეთის სრული ღირებულება, თუ:
ა) რეისი არ შედგება გადამზიდველის მიზეზით ან მგზავრობის ხელშემშლელი საგზაო-კლიმატური თუ სხვა პირობების გამო;
ბ) ბილეთს დააბრუნებს ავტობუსის რეისში გასვლამდე ერთი საათით ადრე;
გ) ავტობუსის რეისში გასვლა დაგვიანდება ნახევარი საათითა და მეტი დროით.
2. ბილეთის დაკარგვის ან რეისზე დაგვიანების შემთხვევაში მგზავრს ბილეთის ღირებულება არ უბრუნდება, არ გაიცემა დუბლიკატი და პრეტენზიები არ მიიღება.
მუხლი 8. ცნობათა ბიუროს ფუნქციონირების წესი და პირობები
1. ცნობათა ბიუროს მეშვეობით მგზავრებს დროულად და ამომწურავად უნდა მიეწოდებოდეს მგზავრობასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოქმედი მარშრუტების შესახებ;
ბ) ავტობუსების მიმოსვლის განრიგების შესახებ;
გ) მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის პირობების შესახებ;
დ) ავტობუსის გასვლის დროისა და ბაქნის ნომერის შესახებ;
ე) მგზავრობის ღირებულების შესახებ;
ვ) რეისის შემსრულებელი გადამზიდველის შესახებ;
ზ) მოძრაობის განრიგში ცვლილებებისა და ავტობუსის მიმოსვლის შეფერხების შესახებ;
თ) პირველი კლასის ავტოსადგურში მგზავრებს უნდა მიეწოდებოდეს მათთვის საჭირო ინფორმაცია აღნიშნული სადგურიდან სხვა სატრანსპორტო კვანძებამდე (რკინიგზის სადგური, აეროპორტი, ავტოსადგური, მეტრო) მისვლის თაობაზე.
2. ცნობათა ბიუროს სამუშაო დღის რეჟიმს ადგენს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.
3. ცნობ ა თა ბიუროს ფართი არ უნდა იყოს ნაკლები 3,5 მ 2 -ზე.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 9. საინფორმაციო სამსახურის ფუნქციონირების წესი და პირობები
1. საინფორმაციო სამსახურის დანიშნულებაა მგზავრებსა და გადამზიდველებს მიაწოდოს მგზავრობის პროცესთან დაკავშირებული მიმდინარე ინფორმაცია.
2. ინფორმაციის გამოცხადებას აწარმოებს დიქტორი ან დისპეტჩერი რადიო ქსელის მეშვეობით.
3. სავალდებულოა მგზავრებზე შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:
ა) რეისზე ავტობუსში ჩასხდომის დაწყების, ბაქნის ნომრისა და ავტობუსის განრიგით გასვლის დროის შესახებ;
ბ) ავტობუსის გასვლამდე 5 წუთით ადრე განმეორებით უნდა გამოცხადდეს ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია;
გ) მარშრუტზე რეისიდან ავტოსადგურში ჩამოსული ავტობუსის შესახებ;
დ) გადამზიდველის დასახელება, რომელიც ემსახურება მარშრუტს;
ე) დამატებითი რეისის დანიშვნის შესახებ და სხვა;
ვ) მოძრაობის არსებულ განრიგებში და საბილეთო სალაროების მუშაობაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
ზ) ავტობუსის გასვლისა ან მოსვლის დაგვიანების შესახებ.
თ) რეისის გადადების შესახებ, რომელიც უნდა განმეორდეს 30 წუთის ინტერვალით;
ი) ბილეთების სხვა რეისზე გადააფორმების, უკან დაბრუნების ან გადადებული რეისის შესრულების დროის შესახებ;
კ) ავტობუსის ტიპის შესახებ;
ლ) დამატებითი რეისის დანიშვნის, ავტობუსის გასვლის დროის და ბილეთის შესაძენად საბილეთო სალაროს ნომრის შესახებ.
4. საინფორმაციო სამსახური აგრეთვე ახორციელებს ერთჯერადი ინფორმაციის გამოცხადებას.
5. ყველა ინფორმაციის გამოცხადება წარმოებს ქართულ ენაზე, ხოლო საერთაშორისო მარშრუტზე – ერთ-ერთ უცხო ენაზეც.
6. მე-3 კლასის ავტოსადგურში მგზავრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას მგზავრებზე აწარმოებს საბილეთო სალარო ან დისპეტჩერი.
7. სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ავტოსადგურმა გადამზიდველი უნდა უზრუნველყოს ინფორმაციით მარშრუტებზე მეტეოროლოგიური პირობების და საავტომობილო მაგისტრალების მდგომარეობის შესახებ.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
მუხლი 10. შემნახველი საკნის ფუნქციონირების წესი და პირობებები
1. მგზავრების კუთვნილი ხელბარგისა და ბარგის დროებითი შენახვა ავტოსადგურებში ორგანიზებული უნდა იყოს შემნახველი საკნის მეშვეობით.
2. შემნახველ საკანში ბარგის ჩაბარებულ და თითოეულ მიღებულ ნაჭერზე მგზავრს ეძლევა ჟეტონი, რომლის დუბლიკატი უნდა დამაგრდეს ბარგზე. ბარგის უკან დაბრუნება ხდება შესაბამისი ჟეტონის წარმოდგენის შემთხვევაში.
3. შემნახველ საკანში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბარგისა და ხელბარგის მიღება, შენახვა, დაცვა და შესაბამისი ჟეტონის წარმოდგენისთანავე და მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ მისი უდანაკარგოდ დაბრუნება.
4. შემნახველი საკნის მუშაობა შესაძლებელია ორგანიზებულ იქნეს თვითმომსახურების პრინციპით – ავტომატური შემნახველი კამერების მეშვეობით.
5. შემნახველ საკანში მიღებული ბარგის დაკარგვისას მისი ანაზღაურება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. მგზავრის მიერ ჟეტონის დაკარგვისას შემნახველ საკანში მიღებულ ბარგს მფლობელს გადასცემენ მას შემდეგ, როდესაც იგი წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ ბარგი მას ეკუთვნის.
7. მგზავრის მიერ დაკარგული ჟეტონის სანაცვლოდ გადასახდელი საფასურის ოდენობა განისაზღვრება ავტოსადგურის ადმინისტრაციის მიერ.
8. შესანახად ჩაბარებული მალეფუჭებადი პროდუქტების ბუნებრივი მიზეზებით გაფუჭებისას შემნახველ საკანს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
9. აკრძალულია ცხოველებისა და ფრინველების, ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი, ცეცხლსაშიში, ადვილაალებადი, მომწამვლელი ნივთიერებების, აგრეთვე იმ ბარგის (ხელბარგის) შესანახად ჩაბარება და მიღება, რომელმაც შეიძლება დააბინძუროს ან დააზიანოს სხვა მგზავრთა ბარგი (ხელბარგი).
10. შემნახველ საკანში ბარგის (ხელბარგის) შენახვისათვის ანაზღაურების ფორმასა და ოდენობას განსაზღვრავს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.
11. შემნახველ საკანის ფუნქციონალური ფართის მნიშვნელობა (მ 2 -ში) არ უნდა იყოს ავტოსადგურის სიმძლავრის 2%-ზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 6 მ 2 -ი სა.
12. შემნახველ საკანში უნდა იყოს:
ა) ბარგის მისაღები საოპერაციო მაგიდა;
ბ) ბარგის შესანახი თაროები ადგილების რაოდენობით არანაკლებ ავტოსადგურის სიმძლავრის 5%-ი სა;
გ) საათი.
13. შემნახველი საკანი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი საინფორმაციო მაჩვენებლებით:
ა) წარწერა ,,შემნახველი საკანი”;
ბ) ინფორმაცია ბარგის (ხელბარგის) შენახვის ტარიფების შესახებ;
გ) ბარგის და ხელბარგის შენახვის წესი და პირობები;
დ) შემნახველი საკნის მუშაობის რეჟიმი;
ე) მომსახურე პერსონალის გვარი და სახელი.
14. შემნახველი საკნის მუშაობის რეჟიმს აწესებს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 11. კვების ბლოკის ფუნქციონირების წესი და პირობები
1. კვების ბლოკში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მგზავრების მინიმალური დროის დანახარჯებით მომსახურება.
2. კვების ბლოკში დაცული უნდა იყოს სანიტარიული ნორმები.
3. კვების ბლოკში გამოკრული უნდა იყოს ინფორმაცია:
ა) სამუშაოს დაწყება-დამთავრების შესახებ;
ბ) მენიუ და ფასები;
გ) მომსახურების პირობები.
მუხლი 12. სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკის ფუნქციონირების წესი და პირობები
1. ავტოსადგურში მგზავრებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საპირფარეშოთი მომსახურება მთელი სამუშაო დღის განმავლობაში.
2. ყოველ 100 მგზავრზე (ავტოსადგურის მგზავრთტევადობიდან გამომდინარე) სანიტარიულ ბლოკში უნდა იყოს მამაკაცებისათვის არანაკლებ 2, ხოლო ქალებისათვის – 3 კაბინა.
3. საპირფარეშოში კაბინის გაბარიტები და ვენტილაცია უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ ნორმებს.
4. საპირფარეშოში უნდა იყოს წყლის ნიჟარა.
5. საპირფარეშოთი სარგებლობისათვის მომსახურების ფორმას აწესებს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.

მუხლი 13. მძღოლების ოთახის ფუნქციონირების წესი და პირობები
მძღოლების ოთახში უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეისებს შორის მათი დასვენების პირობები, მძღოლების დასასვენებელი ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს დასაჯდომი სავარძლებითა (ან სკამებით) და მაგიდით.
მუხლი 14. დედათა და ბავშვთა ოთახის მუშაობის წესი და პირობები
1. დედათა და ბავშვთა ოთახში უზრუნველყოფილი უნდა იყოს 5 წლამდე ასაკის ბავშვიანი მგზავრების მომსახურება.
2. დედათა და ბავშვთა ოთახში განთავსებული უნდა იყოს საწოლი ბავშვისათვის, მაგიდა და სავარძლები.
3. დედათა და ბავშვთა ოთახი უნდა ფუნქციონირებდეს ავტოსადგურის სამუშაო დღის მთელი პერიოდის განმავლობაში.
4. დედათა და ბავშვთა ოთახის ფართობი 1-ლი კლასის ავტოსადგურში არ უნდა იყოს 15 მ2-ზე ნაკლები, ხოლო მე-2 კლასის ავტოსადგურში – 10 მ2-ზე ნაკლები.
მუხლი 15. სადისპეტჩერო მართვის სამსახურის მუშაობის წესი და პირობები
1. სადისპეტჩერო მართვის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს:
ა) ავტოსადგურში ავტობუსების მოძრაობის რეგულირება;
ბ) საგზაო კლიმატური პირობების შესახებ ინფორმაციის მიღება და ამ ინფორმაციის მიწოდება მგზავრებზე და გადამზიდველებზე;
გ) ინფორმაციის მიწოდება საბილეთო სალაროებისთვის ავტობუსის ბაქანზე ჩამოდგომის, მოძრაობის განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ და ა.შ;
დ) ავტობუსების ტექნიკურ გაუმართაობის ან სხვა გარემოებების შემთხვევაში გადამზიდველთან დაკავშირება და მასთან ერთად რეისის ჩაშლის თავიდან აცილების მიზნით ზომების მიღება;
ე) გადამზიდველების მიერ შესრულებული რეისებისა და გადაყვანილი მგზავრების შესახებ ყოველდღიური აღრიცხვის წარმოება;
ვ) ავტოსადგურში მოძრაობის განრიგების დაცვაზე ზედამხედველობა და საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციის გაფორმება დადგენილი წესით;
ზ) მუდმივი კავშირი გადამზიდველებთან გადაზიდვების უზრუნველყოფისა და რეგულირების მიზნით;
თ) აუცილებლობის შემთხვევაში ავტობუსის შეჩერება არა უმეტეს 5 წუთისა და სათანადო ზომების მიღება.
2. სადისპეტჩეროს უნდა გააჩნდეს:
ა) სამარშრუტო სქემა;
ბ) ავტობუსების მოძრაობის განრიგი;
გ) მაინფორმირებელი მოწყობილობა;
დ) ტელეფონი;
ე) სამუშაო მაგიდა და სავარძელი;
ვ) შესაბამისი შტამპი.
ზ) გვერდებდანომრილი, ზონარგაყრილი და ბეჭდით დამოწმებული სადისპე ტ ჩერო ჟურნალი, რომელშიც უნდა დაფიქსირდეს:
ზ.ა. მარშრუტის დასახელება;
ზ.ბ. ავტობუსის მარკა და სახელმწიფო ნომერი;
ზ.გ. მძღოლის გვარი;
ზ.დ. გადამზიდველის დასახელება;
ზ.ე. ავტობუსის გასვლის დრო;
ზ.ვ. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ნომერი;
ზ.ზ. საბილეთო უწყისის ნომერი;
ზ.თ. გაყიდული ბილეთების ჯამური რაოდენობა;
ზ.ი. რეალიზებული ბილეთების ჯამური თანხობრივი მაჩვენებელი;
ზ.კ. განსაკუთრებული აღნიშვნები.
3. დისპეტჩერი სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ სადისპეტჩერო ჟურნალში აჯამებს შესრულებულ რეისებს, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას, გაყიდული ბილეთების თანხობრივ სიდიდეებს და ადასტურებს ხელმოწერით.
4. დისპეტჩერს უნდა გააჩნდეს შესაბამისი განათლება ან/და კვალიფიკაცია, რომელიც საჭიროა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.
მუხლი 16. ბაქნების ფუნქციონირების წესი და პირობები
1. ავტოსადგურის ტერიტორიაზე ბაქნები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მგზავრების ავტობუსში უსაფრთხო და მოხერხებული ჩასხდომა-ჩამოსხდომა და ავტობუსების თავისუფალი მანევრირება.
2. ბაქნები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ ავტობუსის ბაქანზე შესვლა და გამოსვლა მოხდეს მარჯვნივ მოხვევით, მინიმალური მანევრით.
3. ბაქანთან ავტობუსის მისვლა უნდა განხორციელდეს წინა სვლით.
4. ბაქნები უნდა იყოს დანომრილი.
5. ბაქნები უნდა იყოს დასუფთავებული და იდგეს სანაგვე ურნები.
6. ბაქანი შეიძლება მოეწყოს სწორხაზოვნად და საფეხურებრივად შესაბამისი ზომებისა და პარამეტრების დაცვით.
7.(ამოღებულია) .
8. მგზავრების ჩასასხდომად ავტობუსის ბაქანზე ჩამოდგომა ხდება მოძრაობის განრიგით განსაზღვრული დროის შესაბამისად.
9. ბაქნის გამტარუნარიანობა განისაზღვრება დამტკიცებული მოძრაობის განრიგების შესაბამისად.
10. ბაქანი გზის სავალი ნაწილიდან ამაღლებული უნდა იყოს 0,15 – 0,20 მ-ით.
11. ავტოსადგურში ბაქნების განლაგების სქემები და ზომები მოცემულია დანართებში №3, №4 და №5.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 17. ავტობუსების სადგომი მოედნის მოწყობის წესი და პირობები
1) ავტობუსების სადგომი მოედნის დანიშნულებაა უზრუნველყოს რეისის მოლოდინში მყოფი ავტობუსების ავტოსადგურის ტერიტორიაზე განთავსება და დგომა.
2) სადგომ მოედანზე შესაძლებელი უნდა იყოს ავტობუსის თავისუფალი მანევრირება.
3. სადგომ მოედანზე ერთი ავტობუსის სადგომის გაბარიტები უნდა იყოს არანაკლებ:
ა) სიგრძე 15 მ;
ბ) სიგანე 3,2 მ;
გ) პარალელურად მდგომ ავტობუსებს შორის დაცილება 0.8 მ;
დ) ავტობუსის სადგომიდან ავტოსადგურის საზღვრამდე დაცილება 0.7 მ.

მუხლი 18. ავტობუსის წინასარეისო მომსახურების პოსტი
1. ავტოსადგურში ავტობუსის წინასარეისო მომსახურების პოსტი ეწყობა რეისებს შორის ავტობუსის დაგვის, დასუფთავების, გარეცხვის და მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
2. წინასარეისო მომსახურების პოსტი განთავსებული უნდა იყოს ავტოსადგურის ტერიტორიაზე და იზოლირებული უნდა იყოს სხვა ობიექტებიდან.
მუხლი 19. ავტოსადგურის მუშაობის რეჟიმი
1. ავტოსადგურის მუშაობის რეჟიმი განისაზღვრება მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის განრიგის შესაბამისად.
2. ავტოსადგურის მუშაობა იწყება პირველი ავტობუსის გასვლამდე არა უგვიანეს 1/2 საათისა და წყდება ბოლო ავტობუსის გასვლიდან ან მოსვლიდან არა უგვიანეს 1/3 საათისა.
3. ბოლო ავტობუსის დაგვიანების შემთხვევაში ავტოსადგურის სამუშაო დრო შესაბამისად ხანგრძლივდება.
4. მგზავრების მოსაცდელი დარბაზი და საპირფარეშო ღია უნდა იყოს მგზავრებისათვის ავტოსადგურის მთელი სამუშაო დროის განმავლობაში.
5. შემნახველი საკნის, კვების ბლოკის, ცნობათა ბიუროს, საბილეთო სალაროების და სხვა კვანძების მუშაობის რეჟიმს აწესებს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.
მუხლი 20. მომსახურების საპროცენტო განაკვეთი
ავტოსადგურის მიერ გადამზიდავის მომსახურებასთან დაკავშირებული ტარიფი განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 21. ავტოსადგურის უფლებები
1. ავტოსადგურს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურება წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობების დაცვით;
ბ) მოითხოვოს ავტოსადგურის საქმიანობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
გ) გადამზიდველთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად აწარმოოს სამგზავრო ბილეთების დაჯავშნა, წინასწარი და მიმდინარე გაყიდვის ორგანიზება;
დ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობები;
ე) განახორციელოს ავტოსადგურის ტერიტორიაზე სავაჭრო, სანიტარიული, საყოფაცხოვრებო, კვების და სხვა მომსახურება, თუ ეს ხელს არ უშლის მის ძირითად საქმიანობას;
ვ) დასვას საკითხი საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის წინაშე გადამზიდველის მიერ მარშრუტზე რეისების დადგენილი პირობებით მომსახურების დარღვევების ფაქტებზე რეაგირებისათვის;
ზ) განსაზღვროს საფასური შემნახველი საკნით და საპირფარეშოთი მგზავრებისათვის გაწეული სავალდებულო მომსახურებისათვის.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
მუხლი 22. ავტოსადგურის ვალდებულებები
ავტოსადგური ვალდებულია:
ა)(ამოღებულია) ;
ბ) (ამოღებულია) ;
გ) ერთიან საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზე რეისის მომსახურება განახორციელოს საავტომობილი ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული მოძრაობის განრიგის შესაბამისად;
დ) დაიცვას ამ წესით დადგენილი და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები;
ე) დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას და დაინტერესებულ გადამზიდველებს იმ ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ბილეთების რეალიზაციის და გადამზიდველების მომსახურების ტექნოლოგიაზე;
ვ) მიაწოდოს მგზავრებს სამგზავრო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
თ) იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მომხმარებელს:
თ.ა) მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო, საკარანტინო და სხვა მაკონტროლებელი სამსახურების მომსახურების ძირითადი მოთხოვნები;
თ.ბ) გადამზიდველის, მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესის ძირითადი მოთხოვნები.
კ) უზრუნველყოს მარშრუტზე ავტობუსების მიმოსვლის განრიგის დაცვა და მომსახურების ხარისხის სტაბილურობა.
ლ) ხელი შეუწყოს თავისი მოვალეობის შესრულებაში საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის იმ უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ინფრასტრუქტურის ობიექტის საქმიანობაზე ზედამხედველობას და კონტროლს;
მ) ფლობდეს ინფორმაციას საგზაო და მეტეოროლოგიური პირობების შესახებ და აცნობოს გადამზიდველს დროულად.

მუხლი 23. ავტოსადგურის სერტიფიცირება
ავტოსადგურების სერტიფიცირება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 24. კონტროლი
ავტოსადგურების მიერ ამ წესისა და სხვა მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების დაცვაზე კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს ახორციელებს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია.
დანართი 1
ავტოსადგურების საექსპლუატაციო-ტექნიკური პარამეტრები
| ავტოსადგუ - რის კლასი | სადღეღამისო გამტარუნარია - ნობა (სიმძლავრე) მგზ/დღ | ავტოსადგურის მგზავრთტევა - დობა (მგზ) არანაკლები | მოსაცდელი დარბაზის მგზავრთტევა - დობა (მგზ) არანაკლები | მოსაცდელი დარბაზის ფართობი (კვ.მ) არანაკლები | სადღეღამისო გასვლე ბ ისა და შემოსვლების ჯამური რაოდენობა (ავტ/დღ) | ბაქნების რაოდენობა არანაკლები |
| III | 200-მდე | 15 | 10 | 15 | 20-მდე | 2 |
| II | 2000-მდე | 100 | 80 | 120 | 100-მდე | 5 |
|
I | 3000- მდე | 150 | 120 | 180 | 140-მდე | 7 |
| 4000-მდე | 200 | 160 | 240 | 185-მდე | 10 | |
| 6000-მდე | 250 | 200 | 300 | 280-მდე | 15 | |
| 8000-მდე | 300 | 240 | 360 | 370-მდე | 20 | |
| 10000-მდე | 400 | 320 | 480 | 460-მდე | 24 | |
| 15000-მდე | 500 | 400 | 580 | 690-მდე | 36 |
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
დანართი 2
-------------------------------------------------------------------------
(ავტოსადგურის დასახელება)
რეალიზებული ბილეთების დღიური ჯამური უწყისი
„--------“-----------------------------200 წ.
| № | მ ა რ შ რ უ ტ ი | გასვლის დრო (სთ) | უწყისის № | გადამზიდველი | გაყიდული ბილეთები (ცალი) | თანხა |
|
|
|
|
|
|
|
|
პასუხისმგებელი პირის
ხელმოწერა
დანართი 3
დანართი 4
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.152.225.006.549
დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს , საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის
ბრძანება №2
2004 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
,,ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების” დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონების ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-13 მუხლის, ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” მე-9 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული “ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.
პირველი მოადგილე მ. არაბიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტის
ბრძანება №2-სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
2.საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონების: ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მე-9 მუხლის, ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” მე-9 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად და არეგულირებს ავტოსადგურების საქმიანობას, ადგენს მათი ფუნქციონირების წესსა და პირობებს.
2. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება ავტოსადგურებზე, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოში და ახორციელებს მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურებას საერთაშორისო და ერთიან (საქალაქთაშორისო, საგარეუბნო) სამგზავრო რეგულარულ გადაყვანაზე.
3. წესის მიზანია:
ა) ავტოსატრანსპორტო ბაზრის რეგულირება და მისი განვითარების ხელშეწყობა;
ბ) მგზავრებისა და გადამზიდველთა ინტერესების დაცვა;
გ) მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოების დაცვა;
დ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.
მუხლი 2. ტერმინების განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსადგური – კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისი პროექტის საფუძველზე მოწყობილი შენობა-ნაგებობების, ტერიტორიისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის კომპლექსი, სადაც ხორციელდება მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურება;
ა) ავტოსადგური – საწარმო, რომელსაც გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისი პროექტის საფუძველზე მოწყობილი შენობა-ნაგებობების, ტერიტორიის და ტექნოლოგიური აღჭურვილობის კომპლექსი, სადაც, როგორც წესი, ხორციელდება საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზე მგზავრთა რეგულარულ გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურება;
ბ) სამგზავრო ბილეთი – საბუთი, რომელიც ადასტურებს მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულების არსებობას;
ბ) სამგზავრო ბილეთი – საბუთი, რომელიც ადასტურებს გადამზიდველსა და მგზავრს შორის გადაყვანის ხელშეკრულების არსებობას;
გ) დაჯავშნა – მგზავრის გადასაყვანად ავტობუსში ადგილის წინასწარი გამოყოფა, გადაყვანის ხელშეკრულების გაუფორმებლად;
დ) შესაბამისობის სერტიფიკატი – სერტიფიკაციის სისტემის წესების შესაბამისად გაცემული დოკუმენტი;
დ)(ამოღებულია);
ე) მოძრაობის განრიგი – სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტზე მოძრაობის დაწყება-დამთავრების, მიმოსვლის პერიოდულობისა და შუალედურ პუნქტებში გაჩერების დროის განმსაზღვრელი ცხრილი;
ვ) ბარგი – მგზავრებისაგან განცალკევებულად, ავტობუსის (მსუბუქი ტაქსის) საბარგულში მოსათავსებელი ნივთი ან საგანი, რომლის გაბარიტები არ აღემატება 100X50X30 სანტიმეტრს, ხოლო წონა 30 კილოგრამს;
ზ) ავტოსადგურის მგზავრთტევადობა – მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია ერთდროულად განთავსდეს ავტოსადგურის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატივების დაცვით;
თ) ავტობუსის ბაქანი – მგზავრების ავტობუსში ჩასხდომის/ჩამოსხდომის მიზნით სპეციალურად მოწყობილი პლატფორმა;
ი) ავტოსადგურის გამტარუნარიანობა (სიმძლავრე) – მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებსაც შესაძლებელია მოემსახუროს ავტოსადგური დღეღამეში დადგენილი ნორმატივების დაცვით;
კ) ავტობუსი – მგზავრთა გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით მძღოლის ადგილის გარდა;
ლ) ხელბარგი – ავტობუსის (მსუბუქი ტაქსის) სალონში განსათავსებელი მცირე ზომის (არა უმეტეს 50X40X20 სანტიმეტრი) და წონის (არა უმეტეს 8 კილოგრამი) ნივთი ან საგანი;
მ) გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ან განკარგავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და ახორციელებს მგზავრების გადაყვანას და ტვირთების გადაზიდვას;
ნ) საბარგო ქვითარი – საბუთი, რომელიც ადასტურებს მგზავრის ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობას;
ო) საბილეთო უწყისი – კონკრეტული ფორმის, ზომისა და შინაარსის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, შესაბამისად შევსებული რეკვიზიტებით, რომელიც ადასტურებს ავტობუსზე რეალიზებულ ბილეთებს, თანხობრივ მონაცემებს, ხოლო საერთაშორისო მარშრუტზე – მგზავრის საპასპორტო მონაცემებს;
პ) რეისი – მარშრუტზე საწყისი პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე მოძრაობის განრიგით შესრულებული (ან შესასრულებელი) ავტოსატრანსპორტო პროცესი;
ჟ) მარშრუტი – პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 3. ავტოსადგურის მოწყობა🔗
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
1. ავტოსადგური ეწყობა დასახლებულ პუნქტებში კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტისა და საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სამარშრუტო სქემის საფუძველზე.
მუხლი 3. ავტოსადგურების კლასიფიკაცია და მოწყობა
1. ავტოსადგური ეწყობა ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ უფლებამოსილების ფარგლებში დამტკიცებული მარშრუტის საფუძველზე.
11 . ავტოსადგურები სიმძლავრის შესაბამისად იყოფა სამ კლასად:
ა) 1-ლ კლასს განეკუთვნება ავტოსადგური (ავტოვაგზალი), რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 100-ზე მეტ რეისს;
ბ) მე-2 კლასს განეკუთვნება ავტოსადგური რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 20-დან 100-მდე რეისს;
გ) მე-3 კლასს განეკუთვნება ავტოსადგური (ავტოსალარო), რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 20-მდე რეისს.
12 . ავტოსადგურების ფუნქციური დანიშნულება კლასების მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრება:
ა) 1-ლი კლასის ავტოსადგური წარმოადგენს საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და საგარეუბნო მარშრუტების საწყის (საბოლოო), აგრეთვე რეგულარულ მარშრუტებზე ტრანზიტული მომსახურების პუნქტს;
ბ) მე-2 კლასის ავტოსადგური (გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), წარმოადგენს მხოლოდ საქალაქთაშორისო და საგარეუბნო მარშრუტების საწყის (საბოლოო), აგრეთვე რეგულარულ მარშრუტებზე ტრანზიტული მომსახურების პუნქტებს;
გ) მე-3 კლასის ავტოსადგური (გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), წარმოადგენს მხოლოდ საგარეუბნო მარშრუტების საწყის (საბოლოო), აგრეთვე რეგულარულ მარშრუტებზე ტრანზიტული მომსახურების პუნქტს;
დ) მე-2 კლასის ავტოსადგური შეიძლება წარმოადგენდეს საერთაშორისო რეისის საწყის პუნქტს იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ დასახლებულ პუნქტში არ ფუნქციონირებს 1-ლი კლასის ავტოსადგური;
ე) მე-3 კლასის ავტოსადგური (ავტოსალარო) შეიძლება წარმოადგენდეს საერთაშორისო და/ან საქალაქთაშორისო მარშრუტის საწყის (საბოლოო) პუნქტს იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ დასახლებულ პუნქტში არ ფუნქციონირებს 1-ლი ან მე-2 კლასის ავტოსადგური. იგი ეწყობა სოფლებში (დაბებში) და საავტომობილო მაგისტრალების გასწვრივ მცირე მგზავრთშეყრის ადგილებში (იქ, სადაც არ არის ავტოვაგზალი და /ან ავტოსადგური).
13 . ავტოსადგურს კლასიფიკაციის და ტექნოლოგიის შესაბამისად უნდა გააჩნდეს სათანადოდ აღჭურვილი შემდეგი სათავსები და საშუალებები:
ა) პირველი კლასის ავტოსადგურს (ავტოვაგზალს) – შესაბამისი რაოდენობისა და ფართის: საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შემნახველი საკანი, სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ბლოკი, ცნობათა ბიურო, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბაქნები, სადისპეტჩერო, საინფორმაციო სამსახური, კვების ბლოკი, რეისებს შორის ავტობუსების სადგომი ტერიტორია, დედათა და ბავშვთა ოთახი, ავტობუსების წინასარეისო მომსახურების პოსტი, საგზაო მოძრაობიდან იზოლირებული მიმდებარე ტერიტორია საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ტაქსების გასაჩერებლად, ავტონომიური დენის წყარო;
ბ) მე-2 კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შემნახველი საკანი, სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ბლოკი, ცნობათა ბიურო, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბაქნები, სადისპეტჩერო, საინფორმაციო სამსახური, ბუფეტი, რეისებს შორის ავტობუსების სადგომი ტერიტორია, დედათა და ბავშვთა ოთახი, ავტონომიური დენის წყარო;
დ) მე-3 კლასის ავტოსადგურს (ავტოსალაროს) – საბილეთო სალარო, გადახურული ნაგებობა არანაკლებ 15 მ2 ფართის და 10 დასაჯდომი ადგილის მქონე მოსაცდელი დარბაზით, ბაქნები და საპირფარეშო.
2. ავტოსადგურის საექსპლუატაციო-ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრება დანართი 1-ის მიხედვით.
3. ავტოსადგურში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტობუსების გაჩერება და დგომა საავტომობილო გზის გამოყენების გარეშე.
4. ავტოსადგურის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება არ უნდა ხდებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ზოლზე, დაცული უნდა იყოს მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნები;
5. პირველი კლასის ავტოსადგურში მოსაცდელი დარბაზიდან ავტობუსში ჩასასხდომად მგზავრის გადაადგილება უნდა ხდებოდეს გადახურული კონსტრუქციის ქვეშ;
6. ავტოსადგურში დაცული უნდა იყოს სანიტარიული, ეკოლოგიური და ხანძარსაწინაარმდეგო უსაფრთხოების ნორმები.
7. ავტოსადგურს ფასადის მხრიდან უნდა გააჩნდეს შესაბამისი წარწერა ,,ავტოსადგური” და მისი საფირმო დასახელება.
8. ავტოსადგურის მოსაცდელი დარბაზი, საბილეთო სალაროები, ტექნოლოგიური დანიშნულების სათავსები, ბაქნები და ტერიტორია გაფორმებული და ეკიპირებული უნდა იყოს წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად.
9. ავტოსადგურის მოსაცდელი დარბაზი, დედათა და ბავშვთა ოთახი, საბილეთო სალაროები, შემნახველი საკანი, ცნობათა ბიურო, კვების ბლოკი და საპირფარეშო განთავსებული უნდა იყოს შენობის ერთ კომპლექსში, დაუშვებელია შენობის სარდაფსა და ნახევარსარდაფში მათი განთავსება.
10. ავტოსადგურის შენობაში ტექნოლოგიური დანიშნულების კვანძები და მათი მიმანიშნებელი მაჩვენებლები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ შენობაში შესული მგზავრი უმოკლესი გზით მოხვდეს საბილეთო სალაროსთან, შემდეგ მოსაცდელ დარბაზში და იქიდან ავტობუსში ჩაჯდომის მიზნით – ბაქანთან.
11) ავტოსადგურის მოსაცდელი დარბაზის, სამუშაო ადგილების, სათავსების და ტერიტორის განათება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი სანიტარიული და სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს;
12. ავტოსადგურის ტერიტორიის სავალი ნაწილი დაფარული უნდა იყოს ასფალტით, ბეტონით ან სხვა, სამშენებლო ნორმებით დადგენილი, მყარი საფარით.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 4. ავტოსადგურების კლასიფიკაცია🔗
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
1. ავტოსადგურები იყოფა ხუთ კლასად, რომლებსაც გააჩნია შესაბამისი სიმძლავრე:
მუხლი 4. (ამოღებულია)
ა) 1-ლ კლასს განეკუთვნება ავტოსადგური, რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 100-ზე მეტ რეისს;
ბ) მე-2 კლასს განეკუთვნება ავტოსადგური, რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 50-დან 100-მდე რეისს;
გ) მე-3 კლასს განეკუთვნება ავტოსადგური, რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 30-დან 50-მდე რეისს;
დ) მე-4 კლასს განეკუთვნება ავტოსადგური, რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 10-დან 30-მდე რეისს;
ე) მე-5 კლასს განეკუთვნება ავტოსადგური, რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 10-მდე რეისს.
2. ავტოსადგურს კლასიფიკაციისა და ტექნოლოგიის შესაბამისად უნდა გააჩნდეს სათანადოდ აღჭურვილი შემდეგი სათავსები და საშუალებები:
ა) პირველი კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შემნახველი საკანი, სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ბლოკი, ცნობათა ბიურო, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბაქნები, სადისპეტჩერო, საინფორმაციო სამსახური, კვების ბლოკი, რეისებს შორის ავტობუსების სადგომი ტერიტორია, მძღოლების დასასვენებელი ოთახი, დედათა და ბავშვთა ოთახი, ავტობუსების წინასარეისო მომსახურების პოსტი, საგზაო მოძრაობიდან იზოლირებული მიმდებარე ტერიტორია საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ავტომობილებისათვის, ავტონომიური დენის წყარო;
ბ) მე-2 კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შემნახველი საკანი, სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ბლოკი, ცნობათა ბიურო, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბაქნები, სადისპეტჩერო, საინფორმაციო სამსახური, ბუფეტი, რეისებს შორის ავტობუსების სადგომი ტერიტორია, დედათა და ბავშვთა ოთახი, ავტონომიური დენის წყარო;
გ) მე-3 კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, სადისპეტჩერო, მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შემნახველი საკანი, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, სანიტარიული მომსახურების ბლოკი, ბაქნები ავტობუსებისათვის;
დ) მე-4 კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი გადახურული ნაგებობა არანაკლებ 15 მ2 ფართით და 10 დასაჯდომი ადგილით, ბაქანი (ბაქნები) და საპირფარეშო;
ე) მე-5 კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი გადახურული ნაგებობა არანაკლებ 5 დასაჯდომი ადგილით და ბაქანი.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
მუხლი 5. მოსაცდელი დარბაზი
1. მოსაცდელი დარბაზის დანიშნულებაა უზრუნველყოს რეისის მოლოდინში მყოფი მგზავრების მოცდა-დასვენებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების პირობები.
2. მოსაცდელი დარბაზის ფასადის მხარე განთავსებული უნდა იყოს ავტობუსების სადგომი ბაქნების მიმართულებით, რათა მგზავრებს საშუალება ჰქონდეთ ვიზუალურად მიიღონ ინფორმაცია ავტობუსების ბაქანზე ჩამოდგომის შესახებ.
3. მოსაცდელ დარბაზში მგზავრებს უნდა მიეწოდებოდეს ხმოვანი და ვიზუალური ინფორმაცია მარშრუტებზე ავტობუსების მიმოსვლის, განრიგებში ცვლილებების, მგზავრობასთან დაკავშირებული პირობებისა და მომსახურების დამატებითი პირობების შესახებ.
4. მოსაცდელი დარბაზიდან ბაქანზე გასასვლელად მგზავრი არ უნდა კვეთდეს ავტობუსის მანევრირების ტრაექტორიას.
5. მოსაცდელ დარბაზში გამოკრული უნდა იყოს:
ა) სამარშრუტო სქემა;
ბ) მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის განრიგები;
გ) ამონაწერი მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესიდან მგზავრის უფლება-მოვალეობების შესახებ;
დ) მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის ტარიფები;
ე) ცალკეული კატეგორიის პირთა ნუსხა და მათი შეღავათიანი მგზავრობის პირობები;
ვ) ბაქნების, საბილეთო სალაროების, შემნახველი საკნისა და სხვა საყოფაცხოვრებო და ტექნოლოგიური დანიშნულების კვანძების განლაგების საინფორმაციო მაჩვენებლები;
ზ)(ამოღებულია) ;
ზ)(ამოღებულია);
თ) ავტობუსების მარშრუტზე მიმოსვლის საინფორმაციო ტაბლო;
ი) საათი.
6. მოსაცდელი დარბაზის კონსტრუქციამ, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებმა უნდა უზრუნველყოს მგზავრებისათვის სასურველი მიკროკლიმატი.
7. მოსაცდელ დარბაზი უნდა იყოს დასუფთავებული და იდგეს სანაგვე ურნები.
8. მოსაცდელი დარბაზი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სატელეფონო კავშირით.
9. მოსაცდელ დარბაზში განთავსებული უნდა იყოს სკამები, რაოდენობით არანაკლებ მისი მგზავრთტევადობის (დანართი №1) 20%-ისა.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტის
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
ბრძანება №2-სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 6. საბილეთო სალარო
1. საბილეთო სალაროში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მგზავრებზე ბილეთების გაფორმება, რეალიზაცია და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
2. საბილეთო სალაროები იზოლირებული უნდა იყოს ერთმანეთისაგან და ტექნოლოგიური დანიშნულების სხვა სათავსებისაგან.
3. საბილეთო სალაროს ფართი არ უნდა იყოს 1.8 X 1.8 მ-ზე ნაკლები.
4. საბილეთო სალაროს უნდა გააჩნდეს:
ა) დადგენილი წესით დამზადებული სამგზავრო ბილეთების ბლანკები;
ბ) მაგიდა;
გ) სავარძელი;
დ) დამოუკიდებელი კარი და ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაცია;
ე) მგზავრთან ორმხრივი საინფორმაციო კავშირი.
5. საბილეთო სალაროს მუშაობა შეიძლება ორგანიზებული იქნეს მარშრუტების ,,მიმართულების მიხედვით” ან ,,ყველა სალარო ყველა მიმართულებით” პრინციპით.
6.(ამოღებულია) .
6.(ამოღებულია).
7. სამგზავრო ბილეთისა და საბილეთო უწყისის ბლანკების შევსება, გაცემა და აღრიცხვა წარმოებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №54 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესის” მე-3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
8. საბილეთო სალაროს მოლარის მიერ ავტობუსზე რეალიზებული ბილეთების აღრიცხვის ძირითადი დოკუმენტია საბილეთო უწყისი, რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.
9. საბილეთო სალარო შესაძლებელია ფუნქციონირებდეს ბილეთების წინასწარი და მიმდინარე გაყიდვის რეჟიმში.
10. ბილეთების წინასწარი გაყიდვა იწყება ავტობუსის რეისში გასვლამდე 5 დღით ადრე და წყდება ერთი დღით ადრე.
11. ბილეთების მიმდინარე გაყიდვა იწყება ავტობუსის რეისში გასვლის დღეს და წყდება ავტობუსის რეისში გასვლამდე 5 წუთით ადრე.
12. წინასწარი გაყიდვის სალაროს მოლარე სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ აჯამებს საბილეთო უწყისში რეალიზებულ ბილეთების რაოდენობას, შესაბამის თანხებს, ადასტურებს ხელმოწერით, შტამპით და გადასცემს მიმდინარე გაყიდვის სალაროს.
13. ყოველი დღის ბოლოს ავტოსადგურში დგება საბილეთო უწყისების დღიური ჯამური უწყისი (დანართი 2) და ინახება ბუღალტერიაში.
14. ბილეთების დაჯავშნა, ბინაზე მიტანა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება ხორციელდება გადამზიდველის (ავტოსადგურის) მიერ მომსახურების დადგენილი ტარიფების შესაბამისად, რომელიც გამოკრული უნდა იყოს ავტოსადგურში.
15. (ამოღებულია) .
15. (ამოღებულია).
16. საბილეთო სალაროს უნდა ჰქონდეს წარწერა ,,საბილეთო სალარო”, ,,№” და გამოკრული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სალაროს მუშაობის რეჟიმი;
ბ) მოლარის გვარი და სახელი;
გ) ავტობუსის სალონში სავარძლების განლაგებისა და მათი ნუმერაციის სქემა;
დ) მარშრუტზე მგზავრობისა და ბარგის გადატანის ღირებულებები;
ე) ,,ხურდა დაითვალეთ სალაროსთან”;
ვ) ,,ბილეთი შეიძინეთ სალაროში”;
ზ) გადამზიდველის მიერ დამატებითი მომსახურების პირობები.
17. ავტოსადგურში საბილეთო სალაროების რაოდენობა კლასიფიკაციის შესაბამისად უნდა იყოს:
ა) 1-ლი კლასის ავტოსადგურში – არანაკლებ 4;
ბ) მე-2 კლასის ავტოსადგურში – არანაკლებ 3;
გ) მე-3 კლასის ავტოსადგურში – არანაკლებ 2;
გ) მე-3 კლასის ავტოსადგურში არანაკლებ ერთისა.
დ) მე-4 და მე-5 კლასის ავტოსადგურში – 1.
დ)(ამოღებულია).
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტის
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
ბრძანება №2-სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
მუხლი 7. ბილეთების უკან დაბრუნების პირობები
1. მგზავრს უბრუნდება ბილეთის სრული ღირებულება, თუ:
ა) რეისი არ შედგება გადამზიდველის მიზეზით ან მგზავრობის ხელშემშლელი საგზაო-კლიმატური თუ სხვა პირობების გამო;
ბ) ბილეთს დააბრუნებს ავტობუსის რეისში გასვლამდე ერთი საათით ადრე;
გ) ავტობუსის რეისში გასვლა დაგვიანდება ნახევარი საათითა და მეტი დროით.
2. ბილეთის დაკარგვის ან რეისზე დაგვიანების შემთხვევაში მგზავრს ბილეთის ღირებულება არ უბრუნდება, არ გაიცემა დუბლიკატი და პრეტენზიები არ მიიღება.
მუხლი 8. ცნობათა ბიუროს ფუნქციონირების წესი და პირობები
1. ცნობათა ბიუროს მეშვეობით მგზავრებს დროულად და ამომწურავად უნდა მიეწოდებოდეს მგზავრობასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოქმედი მარშრუტების შესახებ;
ბ) ავტობუსების მიმოსვლის განრიგების შესახებ;
გ) მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის პირობების შესახებ;
დ) ავტობუსის გასვლის დროისა და ბაქნის ნომერის შესახებ;
ე) მგზავრობის ღირებულების შესახებ;
ვ) რეისის შემსრულებელი გადამზიდველის შესახებ;
ზ) მოძრაობის განრიგში ცვლილებებისა და ავტობუსის მიმოსვლის შეფერხების შესახებ;
თ) პირველი კლასის ავტოსადგურში მგზავრებს უნდა მიეწოდებოდეს მათთვის საჭირო ინფორმაცია აღნიშნული სადგურიდან სხვა სატრანსპორტო კვანძებამდე (რკინიგზის სადგური, აეროპორტი, ავტოსადგური, მეტრო) მისვლის თაობაზე.
2. ცნობათა ბიუროს სამუშაო დღის რეჟიმს ადგენს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.
3. ცნობათა ბიუროს ფართი არ უნდა იყოს ნაკლები 3,5 მ2 -ზე.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 9. საინფორმაციო სამსახურის ფუნქციონირების წესი და პირობები
1. საინფორმაციო სამსახურის დანიშნულებაა მგზავრებსა და გადამზიდველებს მიაწოდოს მგზავრობის პროცესთან დაკავშირებული მიმდინარე ინფორმაცია.
2. ინფორმაციის გამოცხადებას აწარმოებს დიქტორი ან დისპეტჩერი რადიო ქსელის მეშვეობით.
3. სავალდებულოა მგზავრებზე შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:
ა) რეისზე ავტობუსში ჩასხდომის დაწყების, ბაქნის ნომრისა და ავტობუსის განრიგით გასვლის დროის შესახებ;
ბ) ავტობუსის გასვლამდე 5 წუთით ადრე განმეორებით უნდა გამოცხადდეს ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია;
გ) მარშრუტზე რეისიდან ავტოსადგურში ჩამოსული ავტობუსის შესახებ;
დ) გადამზიდველის დასახელება, რომელიც ემსახურება მარშრუტს;
ე) დამატებითი რეისის დანიშვნის შესახებ და სხვა;
ვ) მოძრაობის არსებულ განრიგებში და საბილეთო სალაროების მუშაობაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
ზ) ავტობუსის გასვლისა ან მოსვლის დაგვიანების შესახებ.
თ) რეისის გადადების შესახებ, რომელიც უნდა განმეორდეს 30 წუთის ინტერვალით;
ი) ბილეთების სხვა რეისზე გადააფორმების, უკან დაბრუნების ან გადადებული რეისის შესრულების დროის შესახებ;
კ) ავტობუსის ტიპის შესახებ;
ლ) დამატებითი რეისის დანიშვნის, ავტობუსის გასვლის დროის და ბილეთის შესაძენად საბილეთო სალაროს ნომრის შესახებ.
4. საინფორმაციო სამსახური აგრეთვე ახორციელებს ერთჯერადი ინფორმაციის გამოცხადებას.
5. ყველა ინფორმაციის გამოცხადება წარმოებს ქართულ ენაზე, ხოლო საერთაშორისო მარშრუტზე – ერთ-ერთ უცხო ენაზეც.
6. მე-3, მე-4 და მე-5 კლასის ავტოსადგურში მგზავრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას მგზავრებზე აწარმოებს საბილეთო სალაროს მოლარე ან დისპეტჩერი.
6. მე-3 კლასის ავტოსადგურში მგზავრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას მგზავრებზე აწარმოებს საბილეთო სალარო ან დისპეტჩერი.
7. სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ავტოსადგურმა გადამზიდველი უნდა უზრუნველყოს ინფორმაციით მარშრუტებზე მეტეოროლოგიური პირობების და საავტომობილო მაგისტრალების მდგომარეობის შესახებ.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
მუხლი 10. შემნახველი საკნის ფუნქციონირების წესი და პირობებები
1. მგზავრების კუთვნილი ხელბარგისა და ბარგის დროებითი შენახვა ავტოსადგურებში ორგანიზებული უნდა იყოს შემნახველი საკნის მეშვეობით.
2. შემნახველ საკანში ბარგის ჩაბარებულ და თითოეულ მიღებულ ნაჭერზე მგზავრს ეძლევა ჟეტონი, რომლის დუბლიკატი უნდა დამაგრდეს ბარგზე. ბარგის უკან დაბრუნება ხდება შესაბამისი ჟეტონის წარმოდგენის შემთხვევაში.
3. შემნახველ საკანში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბარგისა და ხელბარგის მიღება, შენახვა, დაცვა და შესაბამისი ჟეტონის წარმოდგენისთანავე და მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ მისი უდანაკარგოდ დაბრუნება.
4. შემნახველი საკნის მუშაობა შესაძლებელია ორგანიზებულ იქნეს თვითმომსახურების პრინციპით – ავტომატური შემნახველი კამერების მეშვეობით.
5. შემნახველ საკანში მიღებული ბარგის დაკარგვისას მისი ანაზღაურება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. მგზავრის მიერ ჟეტონის დაკარგვისას შემნახველ საკანში მიღებულ ბარგს მფლობელს გადასცემენ მას შემდეგ, როდესაც იგი წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ ბარგი მას ეკუთვნის.
7. მგზავრის მიერ დაკარგული ჟეტონის სანაცვლოდ გადასახდელი საფასურის ოდენობა განისაზღვრება ავტოსადგურის ადმინისტრაციის მიერ.
8. შესანახად ჩაბარებული მალეფუჭებადი პროდუქტების ბუნებრივი მიზეზებით გაფუჭებისას შემნახველ საკანს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
9. აკრძალულია ცხოველებისა და ფრინველების, ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი, ცეცხლსაშიში, ადვილაალებადი, მომწამვლელი ნივთიერებების, აგრეთვე იმ ბარგის (ხელბარგის) შესანახად ჩაბარება და მიღება, რომელმაც შეიძლება დააბინძუროს ან დააზიანოს სხვა მგზავრთა ბარგი (ხელბარგი).
10. შემნახველ საკანში ბარგის (ხელბარგის) შენახვისათვის ანაზღაურების ფორმასა და ოდენობას განსაზღვრავს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.
11. შემნახველ საკანის ფუნქციონალური ფართის მნიშვნელობა (მ2 -ში) არ უნდა იყოს ავტოსადგურის სიმძლავრის 2%-ზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 6 მ2 -ისა.
12. შემნახველ საკანში უნდა იყოს:
ა) ბარგის მისაღები საოპერაციო მაგიდა;
ბ) ბარგის შესანახი თაროები ადგილების რაოდენობით არანაკლებ ავტოსადგურის სიმძლავრის 5%-ისა;
გ) საათი.
13. შემნახველი საკანი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი საინფორმაციო მაჩვენებლებით:
ა) წარწერა ,,შემნახველი საკანი”;
ბ) ინფორმაცია ბარგის (ხელბარგის) შენახვის ტარიფების შესახებ;
გ) ბარგის და ხელბარგის შენახვის წესი და პირობები;
დ) შემნახველი საკნის მუშაობის რეჟიმი;
ე) მომსახურე პერსონალის გვარი და სახელი.
14. შემნახველი საკნის მუშაობის რეჟიმს აწესებს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 11. კვების ბლოკის ფუნქციონირების წესი და პირობები
1. კვების ბლოკში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მგზავრების მინიმალური დროის დანახარჯებით მომსახურება.
2. კვების ბლოკში დაცული უნდა იყოს სანიტარიული ნორმები.
3. კვების ბლოკში გამოკრული უნდა იყოს ინფორმაცია:
ა) სამუშაოს დაწყება-დამთავრების შესახებ;
ბ) მენიუ და ფასები;
გ) მომსახურების პირობები.
მუხლი 12. სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკის ფუნქციონირების წესი და პირობები
1. ავტოსადგურში მგზავრებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საპირფარეშოთი მომსახურება მთელი სამუშაო დღის განმავლობაში.
2. ყოველ 100 მგზავრზე (ავტოსადგურის მგზავრთტევადობიდან გამომდინარე) სანიტარიულ ბლოკში უნდა იყოს მამაკაცებისათვის არანაკლებ 2, ხოლო ქალებისათვის – 3 კაბინა.
3. საპირფარეშოში კაბინის გაბარიტები და ვენტილაცია უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ ნორმებს.
4. საპირფარეშოში უნდა იყოს წყლის ნიჟარა.
5. საპირფარეშოთი სარგებლობისათვის მომსახურების ფორმას აწესებს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 13. მძღოლების ოთახის ფუნქციონირების წესი და პირობები
მძღოლების ოთახში უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეისებს შორის მათი დასვენების პირობები, მძღოლების დასასვენებელი ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს დასაჯდომი სავარძლებითა (ან სკამებით) და მაგიდით.
მუხლი 14. დედათა და ბავშვთა ოთახის მუშაობის წესი და პირობები
1. დედათა და ბავშვთა ოთახში უზრუნველყოფილი უნდა იყოს 5 წლამდე ასაკის ბავშვიანი მგზავრების მომსახურება.
2. დედათა და ბავშვთა ოთახში განთავსებული უნდა იყოს საწოლი ბავშვისათვის, მაგიდა და სავარძლები.
3. დედათა და ბავშვთა ოთახი უნდა ფუნქციონირებდეს ავტოსადგურის სამუშაო დღის მთელი პერიოდის განმავლობაში.
4. დედათა და ბავშვთა ოთახის ფართობი 1-ლი კლასის ავტოსადგურში არ უნდა იყოს 15 მ2-ზე ნაკლები, ხოლო მე-2 კლასის ავტოსადგურში – 10 მ2-ზე ნაკლები.
მუხლი 15. სადისპეტჩერო მართვის სამსახურის მუშაობის წესი და პირობები
1. სადისპეტჩერო მართვის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს:
ა) ავტოსადგურში ავტობუსების მოძრაობის რეგულირება;
ბ) საგზაო კლიმატური პირობების შესახებ ინფორმაციის მიღება და ამ ინფორმაციის მიწოდება მგზავრებზე და გადამზიდველებზე;
გ) ინფორმაციის მიწოდება საბილეთო სალაროებისთვის ავტობუსის ბაქანზე ჩამოდგომის, მოძრაობის განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ და ა.შ;
დ) ავტობუსების ტექნიკურ გაუმართაობის ან სხვა გარემოებების შემთხვევაში გადამზიდველთან დაკავშირება და მასთან ერთად რეისის ჩაშლის თავიდან აცილების მიზნით ზომების მიღება;
ე) გადამზიდველების მიერ შესრულებული რეისებისა და გადაყვანილი მგზავრების შესახებ ყოველდღიური აღრიცხვის წარმოება;
ვ) ავტოსადგურში მოძრაობის განრიგების დაცვაზე ზედამხედველობა და საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციის გაფორმება დადგენილი წესით;
ზ) მუდმივი კავშირი გადამზიდველებთან გადაზიდვების უზრუნველყოფისა და რეგულირების მიზნით;
თ) აუცილებლობის შემთხვევაში ავტობუსის შეჩერება არა უმეტეს 5 წუთისა და სათანადო ზომების მიღება.
2. სადისპეტჩეროს უნდა გააჩნდეს:
ა) სამარშრუტო სქემა;
ბ) ავტობუსების მოძრაობის განრიგი;
გ) მაინფორმირებელი მოწყობილობა;
დ) ტელეფონი;
ე) სამუშაო მაგიდა და სავარძელი;
ვ) შესაბამისი შტამპი.
ზ) გვერდებდანომრილი, ზონარგაყრილი და ბეჭდით დამოწმებული სადისპეტ ჩერო ჟურნალი, რომელშიც უნდა დაფიქსირდეს:
ზ.ა. მარშრუტის დასახელება;
ზ.ბ. ავტობუსის მარკა და სახელმწიფო ნომერი;
ზ.გ. მძღოლის გვარი;
ზ.დ. გადამზიდველის დასახელება;
ზ.ე. ავტობუსის გასვლის დრო;
ზ.ვ. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ნომერი;
ზ.ზ. საბილეთო უწყისის ნომერი;
ზ.თ. გაყიდული ბილეთების ჯამური რაოდენობა;
ზ.ი. რეალიზებული ბილეთების ჯამური თანხობრივი მაჩვენებელი;
ზ.კ. განსაკუთრებული აღნიშვნები.
3. დისპეტჩერი სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ სადისპეტჩერო ჟურნალში აჯამებს შესრულებულ რეისებს, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას, გაყიდული ბილეთების თანხობრივ სიდიდეებს და ადასტურებს ხელმოწერით.
4. დისპეტჩერს უნდა გააჩნდეს შესაბამისი განათლება ან/და კვალიფიკაცია, რომელიც საჭიროა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.
მუხლი 16. ბაქნების ფუნქციონირების წესი და პირობები
1. ავტოსადგურის ტერიტორიაზე ბაქნები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მგზავრების ავტობუსში უსაფრთხო და მოხერხებული ჩასხდომა-ჩამოსხდომა და ავტობუსების თავისუფალი მანევრირება.
2. ბაქნები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ ავტობუსის ბაქანზე შესვლა და გამოსვლა მოხდეს მარჯვნივ მოხვევით, მინიმალური მანევრით.
3. ბაქანთან ავტობუსის მისვლა უნდა განხორციელდეს წინა სვლით.
4. ბაქნები უნდა იყოს დანომრილი.
5. ბაქნები უნდა იყოს დასუფთავებული და იდგეს სანაგვე ურნები.
6. ბაქანი შეიძლება მოეწყოს სწორხაზოვნად და საფეხურებრივად შესაბამისი ზომებისა და პარამეტრების დაცვით.
7.(ამოღებულია) .
8. მგზავრების ჩასასხდომად ავტობუსის ბაქანზე ჩამოდგომა ხდება მოძრაობის განრიგით განსაზღვრული დროის შესაბამისად.
9. ბაქნის გამტარუნარიანობა განისაზღვრება დამტკიცებული მოძრაობის განრიგების შესაბამისად.
10. ბაქანი გზის სავალი ნაწილიდან ამაღლებული უნდა იყოს 0,15 – 0,20 მ-ით.
11. ავტოსადგურში ბაქნების განლაგების სქემები და ზომები მოცემულია დანართებში №3, №4 და №5.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 17. ავტობუსების სადგომი მოედნის მოწყობის წესი და პირობები
1) ავტობუსების სადგომი მოედნის დანიშნულებაა უზრუნველყოს რეისის მოლოდინში მყოფი ავტობუსების ავტოსადგურის ტერიტორიაზე განთავსება და დგომა.
2) სადგომ მოედანზე შესაძლებელი უნდა იყოს ავტობუსის თავისუფალი მანევრირება.
3. სადგომ მოედანზე ერთი ავტობუსის სადგომის გაბარიტები უნდა იყოს არანაკლებ:
ა) სიგრძე 15 მ;
ბ) სიგანე 3,2 მ;
გ) პარალელურად მდგომ ავტობუსებს შორის დაცილება 0.8 მ;
დ) ავტობუსის სადგომიდან ავტოსადგურის საზღვრამდე დაცილება 0.7 მ.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 18. ავტობუსის წინასარეისო მომსახურების პოსტი
1. ავტოსადგურში ავტობუსის წინასარეისო მომსახურების პოსტი ეწყობა რეისებს შორის ავტობუსის დაგვის, დასუფთავების, გარეცხვის და მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
2. წინასარეისო მომსახურების პოსტი განთავსებული უნდა იყოს ავტოსადგურის ტერიტორიაზე და იზოლირებული უნდა იყოს სხვა ობიექტებიდან.
მუხლი 19. ავტოსადგურის მუშაობის რეჟიმი
1. ავტოსადგურის მუშაობის რეჟიმი განისაზღვრება მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის განრიგის შესაბამისად.
2. ავტოსადგურის მუშაობა იწყება პირველი ავტობუსის გასვლამდე არა უგვიანეს 1/2 საათისა და წყდება ბოლო ავტობუსის გასვლიდან ან მოსვლიდან არა უგვიანეს 1/3 საათისა.
3. ბოლო ავტობუსის დაგვიანების შემთხვევაში ავტოსადგურის სამუშაო დრო შესაბამისად ხანგრძლივდება.
4. მგზავრების მოსაცდელი დარბაზი და საპირფარეშო ღია უნდა იყოს მგზავრებისათვის ავტოსადგურის მთელი სამუშაო დროის განმავლობაში.
5. შემნახველი საკნის, კვების ბლოკის, ცნობათა ბიუროს, საბილეთო სალაროების და სხვა კვანძების მუშაობის რეჟიმს აწესებს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.
მუხლი 20. მომსახურების საპროცენტო განაკვეთი
ავტოსადგურის მიერ გადამზიდავის მომსახურებასთან დაკავშირებული ტარიფი განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 21. ავტოსადგურის უფლებები
1. ავტოსადგურს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურება წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობების დაცვით;
ბ) მოითხოვოს ავტოსადგურის საქმიანობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
გ) გადამზიდველთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად აწარმოოს სამგზავრო ბილეთების დაჯავშნა, წინასწარი და მიმდინარე გაყიდვის ორგანიზება;
დ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობები;
ე) მიიღოს შემოსავლები კუთვნილ შენობასა და ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო, სანიტარიული, საყოფაცხოვრებო, კვებისა და სხვა მომსახურების ობიექტებიდან;
ე) განახორციელოს ავტოსადგურის ტერიტორიაზე სავაჭრო, სანიტარიული, საყოფაცხოვრებო, კვების და სხვა მომსახურება, თუ ეს ხელს არ უშლის მის ძირითად საქმიანობას;
ვ) დასვას საკითხი საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის წინაშე გადამზიდველის მიერ მარშრუტზე რეისების დადგენილი პირობებით მომსახურების დარღვევების ფაქტებზე რეაგირებისათვის;
ზ) განსაზღვროს მომსახურების საფასური: შემნახველი საკნით, საპირფარეშოთი, დედათა და ბავშვთა ოთახით და მგზავრებისათვის გაწეული სხვა არასავალდებულო მომსახურებისათვის.
ზ) განსაზღვროს საფასური შემნახველი საკნით და საპირფარეშოთი მგზავრებისათვის გაწეული სავალდებულო მომსახურებისათვის.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
მუხლი 22. ავტოსადგურის ვალდებულებები
ავტოსადგური ვალდებულია:
ა) აწარმოოს მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურება მხოლოდ შესაბამისობის სერტიფიკატის მიღების შემდეგ დადგენილი წესით;
ა)(ამოღებულია) ;
ბ) რეგულარულ მარშრუტზე მომსახურება გაუწიოს და ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ იმ გადამზიდველთან, რომელსაც გააჩნია ამ მარშრუტზე საქმიანობის შესაბამისი ნებართვა;
ბ) (ამოღებულია) ;
გ) ერთიან საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზე რეისის მომსახურება განახორციელოს საავტომობილი ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული მოძრაობის განრიგის შესაბამისად;
დ) დაიცვას ამ წესით დადგენილი და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები;
ე) დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას და დაინტერესებულ გადამზიდველებს იმ ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ბილეთების რეალიზაციის და გადამზიდველების მომსახურების ტექნოლოგიაზე;
ვ) მიაწოდოს მგზავრებს სამგზავრო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
თ) იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მომხმარებელს:
თ.ა) მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო, საკარანტინო და სხვა მაკონტროლებელი სამსახურების მომსახურების ძირითადი მოთხოვნები;
თ.ბ) გადამზიდველის, მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესის ძირითადი მოთხოვნები.
კ) უზრუნველყოს მარშრუტზე ავტობუსების მიმოსვლის განრიგის დაცვა და მომსახურების ხარისხის სტაბილურობა.
ლ) ხელი შეუწყოს თავისი მოვალეობის შესრულებაში საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის იმ უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ინფრასტრუქტურის ობიექტის საქმიანობაზე ზედამხედველობას და კონტროლს;
მ) ფლობდეს ინფორმაციას საგზაო და მეტეოროლოგიური პირობების შესახებ და აცნობოს გადამზიდველს დროულად.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 23. ავტოსადგურის სერტიფიცირება
ავტოსადგურების სერტიფიცირებას ახორციელებენ საავტომობილო ტრანსპორტის სერტიფიკაციის სისტემაში აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები დადგენილი წესით.
ავტოსადგურების სერტიფიცირება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
მუხლი 24. კონტროლი
ავტოსადგურების მიერ ამ წესისა და სხვა მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების დაცვაზე კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს ახორციელებს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია.
დანართი 1
ავტოსადგურების საექსპლუატაციო- ტექნიკური პარამეტრები
ავტოსადგურების საექსპლუატაციო-ტექნიკური პარამეტრები
ავტოსადგუ -რის
ავტოსადგუ - რის კლასი
კლასი
სადღეღამისო გამტარუნარია -ნობა
სადღეღამისო
(სიმძლავრე)
გამტარუნარია - ნობა
მგზ/დღ
(სიმძლავრე) მგზ/დღ
ავტოსადგურის
მგზავრთ -
მგზავრთტევა - დობა (მგზ)
ტევადობა
(მგზ)
არანაკლები
მოსაცდელი
მოსაცდელი დარბაზის
დარბაზის
მგზავრთტევა - დობა (მგზ)
მგზავრთ -
ტევადობა
(მგზ)
არანაკლები
მოსაცდელი დარბაზის ფართობი
მოსაცდელი დარბაზის ფართობი (კვ.მ) არანაკლები
(კვ.მ)
არანაკლები
სადღეღამისო გასვლებისა და შემოსვლების ჯამური რაოდენობა
სადღეღამისო გასვლე ბ ისა და შემოსვლების ჯამური რაოდენობა (ავტ/დღ)
(ავტ/დღ)
ბაქნების რაოდენობა
ბაქნების
რაოდენობა
არანაკლები
III
V
200-მდე
10
15
8
10
15
10-მდე
1
IV
400-მდე
25
20
30
20-მდე
1
600-მდე
50
40
60
30-მდე
2
III
1000-მდე
75
60
95
50-მდე
3
II
2000-მდე
100
80
120
100-მდე
5
I
3000-მდე
3000- მდე
150
120
180
140-მდე
7
4000-მდე
200
160
240
185-მდე
10
6000-მდე
250
200
300
280-მდე
15
8000-მდე
300
240
360
370-მდე
20
10000-მდე
400
320
480
460-მდე
24
15000-მდე
500
400
580
690-მდე
36
20000-მდე
600
480
680
920-მდე
48 და მეტი
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
20000 და მეტი
600 და მეტი
480 და მეტი
680 და მეტი
920 და მეტი
დანართი 2
-------------------------------------------------------------------------
(ავტოსადგურის დასახელება)
რეალიზებული ბილეთების დღიური ჯამური უწყისი
„ --------“ -----------------------------200 წ.
№
მ ა რ შ რ უ ტ ი
გასვლის
დრო (სთ)
უწყისის №
გადამზიდველი
გაყიდული ბილეთები (ცალი)
თანხა
პასუხისმგებელი პირის
ხელმოწერა
დანართი 3
დანართი 4
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.152.225.006.549
დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს , საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.152.225.006.549
დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს
, საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის
ბრძანება №2
2004 წლის 30 ივნისი
2004 წლის
30 ივნისი
ქ. თბილისი
,,ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების” დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონების ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-13 მუხლის, ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” მე-9 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული “ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.
პირველი მოადგილე
მ. არაბიძე
პირველი მოადგილე მ. არაბიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტის
ბრძანება №2-სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
2.საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი🔗
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონების: ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მე-9 მუხლის, ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” მე-9 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად და არეგულირებს ავტოსადგურების საქმიანობას, ადგენს მათი ფუნქციონირების წესსა და პირობებს.
2. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება ავტოსადგურებზე, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოში და ახორციელებს მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურებას საერთაშორისო და ერთიან (საქალაქთაშორისო, საგარეუბნო) სამგზავრო რეგულარულ გადაყვანაზე.
2. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება ავტოსადგურებზე, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოში და ახორციელებს
მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურებას საერთაშორისო და ერთიან (საქალაქთაშორისო, საგარეუბნო) სამგზავრო რეგულარულ გადაყვანაზე.
3. წესის მიზანია:
ა) ავტოსატრანსპორტო ბაზრის რეგულირება და მისი განვითარების ხელშეწყობა;
ბ) მგზავრებისა და გადამზიდველთა ინტერესების დაცვა;
გ) მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოების დაცვა;
დ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.
მუხლი 2. ტერმინების განმარტება🔗
მუხლი 2. ტერმინების განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსადგური – საწარმო, რომელსაც გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისი პროექტის საფუძველზე მოწყობილი შენობა-ნაგებობების, ტერიტორიის და ტექნოლოგიური აღჭურვილობის კომპლექსი, სადაც, როგორც წესი, ხორციელდება საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზე მგზავრთა რეგულარულ გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურება;
ბ) სამგზავრო ბილეთი – საბუთი, რომელიც ადასტურებს გადამზიდველსა და მგზავრს შორის გადაყვანის ხელშეკრულების არსებობას;
ა) ავტოსადგური – კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადოდ მოწყობილი შენობა-
ნაგებობების, ტერიტორიისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის კომპლექსი, სადაც ხორციელდება მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურება;
ბ) სამგზავრო ბილეთი – საბუთი, რომელიც ადასტურებს მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულების არსებობას;
გ) დაჯავშნა – მგზავრის გადასაყვანად ავტობუსში ადგილის წინასწარი გამოყოფა, გადაყვანის ხელშეკრულების გაუფორმებლად;
დ) შესაბამისობის სერტიფიკატი – სერტიფიკაციის სისტემის წესების შესაბამისად გაცემული დოკუმენტი;
დ)(ამოღებულია);
ე) მოძრაობის განრიგი – სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტზე მოძრაობის დაწყება-დამთავრების, მიმოსვლის პერიოდულობისა და შუალედურ პუნქტებში გაჩერების დროის განმსაზღვრელი ცხრილი;
ვ) ბარგი – მგზავრებისაგან განცალკევებულად, ავტობუსის (მსუბუქი ტაქსის) საბარგულში მოსათავსებელი ნივთი ან საგანი, რომლის გაბარიტები არ აღემატება 100X50X30 სანტიმეტრს, ხოლო წონა 30 კილოგრამს;
ზ) ავტოსადგურის მგზავრთტევადობა – მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია ერთდროულად განთავსდეს ავტოსადგურის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატივების დაცვით;
ვ) ბარგი – მგზავრებისაგან განცალკევებულად, ავტობუსის (მსუბუქი ტაქსის) საბარგულში მოსათავსებელი ნივთი ან საგანი, რომლის გაბარიტები არ აღემატება 100-50-30 სანტიმეტრს, ხოლო წონა – 30 კილოგრამს;
ზ) ავტოსადგურის ტევადობა – მგზავრების რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია ერთდროულად იმყოფებოდეს ავტოსადგურის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატივების გათვალისწინებით;
თ) ავტობუსის ბაქანი – მგზავრების ავტობუსში ჩასხდომის/ჩამოსხდომის მიზნით სპეციალურად მოწყობილი პლატფორმა;
ი) ავტოსადგურის გამტარუნარიანობა (სიმძლავრე) – მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებსაც შესაძლებელია მოემსახუროს ავტოსადგური დღეღამეში დადგენილი ნორმატივების დაცვით;
ი) ავტოსადგურის გამტარუნარიაობა – მგზავრების რაოდენობა, რომლებსაც შესაძლებელია მოემსახუროს ავტოსადგური დღე-ღამეში;
კ) ავტობუსი – მგზავრთა გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით მძღოლის ადგილის გარდა;
ლ) ხელბარგი – ავტობუსის (მსუბუქი ტაქსის) სალონში განსათავსებელი მცირე ზომის (არა უმეტეს 50X40X20 სანტიმეტრი) და წონის (არა უმეტეს 8 კილოგრამი) ნივთი ან საგანი;
ლ) ხელბარგი – მცირე ზომის (არა უმეტეს 50X40X20 სანტიმეტრის) და წონის (არა უმეტეს 8 კილოგრამი) ნივთი ან საგანი, რომელიც თავსდება ავტობუსის (მსუბუქი ტაქსის) სალონში და არ ავიწროებს სხვა მგზავრებს;
მ) გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ან განკარგავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და ახორციელებს მგზავრების გადაყვანას და ტვირთების გადაზიდვას;
ნ) საბარგო ქვითარი – საბუთი, რომელიც ადასტურებს მგზავრის ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობას;
ო) საბილეთო უწყისი – კონკრეტული ფორმის, ზომისა და შინაარსის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, შესაბამისად შევსებული რეკვიზიტებით, რომელიც ადასტურებს ავტობუსზე რეალიზებულ ბილეთებს, თანხობრივ მონაცემებს, ხოლო საერთაშორისო მარშრუტზე – მგზავრის საპასპორტო მონაცემებს;
პ) რეისი – მარშრუტის საწყისი პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე ავტობუსის გადაადგილება.
მუხლი 3. ავტოსადგურის მოწყობა
პ) რეისი – მარშრუტზე საწყისი პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე მოძრაობის განრიგით შესრულებული (ან შესასრულებელი) ავტოსატრანსპორტო პროცესი;
ჟ) მარშრუტი – პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
მუხლი 3. ავტოსადგურების კლასიფიკაცია და მოწყობა
1. ავტოსადგური ეწყობა ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ უფლებამოსილების ფარგლებში დამტკიცებული მარშრუტის საფუძველზე.
11 . ავტოსადგურები სიმძლავრის შესაბამისად იყოფა სამ კლასად:
ა) 1-ლ კლასს განეკუთვნება ავტოსადგური (ავტოვაგზალი), რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 100-ზე მეტ რეისს;
ბ) მე-2 კლასს განეკუთვნება ავტოსადგური რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 20-დან 100-მდე რეისს;
გ) მე-3 კლასს განეკუთვნება ავტოსადგური (ავტოსალარო), რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 20-მდე რეისს.
12 . ავტოსადგურების ფუნქციური დანიშნულება კლასების მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრება:
ა) 1-ლი კლასის ავტოსადგური წარმოადგენს საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და საგარეუბნო მარშრუტების საწყის (საბოლოო), აგრეთვე რეგულარულ მარშრუტებზე ტრანზიტული მომსახურების პუნქტს;
ბ) მე-2 კლასის ავტოსადგური (გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), წარმოადგენს მხოლოდ საქალაქთაშორისო და საგარეუბნო მარშრუტების საწყის (საბოლოო), აგრეთვე რეგულარულ მარშრუტებზე ტრანზიტული მომსახურების პუნქტებს;
გ) მე-3 კლასის ავტოსადგური (გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), წარმოადგენს მხოლოდ საგარეუბნო მარშრუტების საწყის (საბოლოო), აგრეთვე რეგულარულ მარშრუტებზე ტრანზიტული მომსახურების პუნქტს;
დ) მე-2 კლასის ავტოსადგური შეიძლება წარმოადგენდეს საერთაშორისო რეისის საწყის პუნქტს იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ დასახლებულ პუნქტში არ ფუნქციონირებს 1-ლი კლასის ავტოსადგური;
ე) მე-3 კლასის ავტოსადგური (ავტოსალარო) შეიძლება წარმოადგენდეს საერთაშორისო და/ან საქალაქთაშორისო მარშრუტის საწყის (საბოლოო) პუნქტს იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ დასახლებულ პუნქტში არ ფუნქციონირებს 1-ლი ან მე-2 კლასის ავტოსადგური. იგი ეწყობა სოფლებში (დაბებში) და საავტომობილო მაგისტრალების გასწვრივ მცირე მგზავრთშეყრის ადგილებში (იქ, სადაც არ არის ავტოვაგზალი და /ან ავტოსადგური).
13 . ავტოსადგურს კლასიფიკაციის და ტექნოლოგიის შესაბამისად უნდა გააჩნდეს სათანადოდ აღჭურვილი შემდეგი სათავსები და საშუალებები:
ა) პირველი კლასის ავტოსადგურს (ავტოვაგზალს) – შესაბამისი რაოდენობისა და ფართის: საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შემნახველი საკანი, სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ბლოკი, ცნობათა ბიურო, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბაქნები, სადისპეტჩერო, საინფორმაციო სამსახური, კვების ბლოკი, რეისებს შორის ავტობუსების სადგომი ტერიტორია, დედათა და ბავშვთა ოთახი, ავტობუსების წინასარეისო მომსახურების პოსტი, საგზაო მოძრაობიდან იზოლირებული მიმდებარე ტერიტორია საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ტაქსების გასაჩერებლად, ავტონომიური დენის წყარო;
ბ) მე-2 კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შემნახველი საკანი, სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ბლოკი, ცნობათა ბიურო, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბაქნები, სადისპეტჩერო, საინფორმაციო სამსახური, ბუფეტი, რეისებს შორის ავტობუსების სადგომი ტერიტორია, დედათა და ბავშვთა ოთახი, ავტონომიური დენის წყარო;
დ) მე-3 კლასის ავტოსადგურს (ავტოსალაროს) – საბილეთო სალარო, გადახურული ნაგებობა არანაკლებ 15 მ2 ფართის და 10 დასაჯდომი ადგილის მქონე მოსაცდელი დარბაზით, ბაქნები და საპირფარეშო.
1. ავტოსადგური ეწყობა დასახლებულ პუნქტებში კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტისა და საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სამარშრუტო სქემის საფუძველზე.
2. ავტოსადგურის საექსპლუატაციო-ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრება დანართი 1-ის მიხედვით.
3. ავტოსადგურში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტობუსების გაჩერება და დგომა საავტომობილო გზის გამოყენების გარეშე.
4. ავტოსადგურის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება არ უნდა ხდებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ზოლზე, დაცული უნდა იყოს მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნები;
5. პირველი კლასის ავტოსადგურში მოსაცდელი დარბაზიდან ავტობუსში ჩასასხდომად მგზავრის გადაადგილება უნდა ხდებოდეს გადახურული კონსტრუქციის ქვეშ;
4. ავტოსადგურის ტერიტორიაზე მგზავრების გადაადგილება არ უნდა ხდებოდეს სადგომებზე და ბაქნებზე ავტობუსების შესვლა-გამოსვლის მოძრაობის ხაზის გადაკვეთით, დაცული უნდა იყოს მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნები, დაბრკოლება არ უნდა შეექმნას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
5. 1-ლი, მე-2 და მე-3 კლასის ავტოსადგურებში მოსაცდელი დარბაზიდან ავტობუსში ჩასასხდომად მგზავრის მოძრაობა არ უნდა ხდებოდეს ღია ცის ქვეშ.
6. ავტოსადგურში დაცული უნდა იყოს სანიტარიული, ეკოლოგიური და ხანძარსაწინაარმდეგო უსაფრთხოების ნორმები.
7. ავტოსადგურს ფასადის მხრიდან უნდა გააჩნდეს შესაბამისი წარწერა ,,ავტოსადგური” და მისი საფირმო დასახელება.
8. ავტოსადგურის მოსაცდელი დარბაზი, საბილეთო სალაროები, ტექნოლოგიური დანიშნულების სათავსები, ბაქნები და ტერიტორია გაფორმებული და ეკიპირებული უნდა იყოს წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად.
9. ავტოსადგურის მოსაცდელი დარბაზი, დედათა და ბავშვთა ოთახი, საბილეთო სალაროები, შემნახველი საკანი, ცნობათა ბიურო, კვების ბლოკი და საპირფარეშო განთავსებული უნდა იყოს შენობის ერთ კომპლექსში, დაუშვებელია შენობის სარდაფსა და ნახევარსარდაფში მათი განთავსება.
10. ავტოსადგურის შენობაში ტექნოლოგიური დანიშნულების კვანძები და მათი მიმანიშნებელი მაჩვენებლები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ შენობაში შესული მგზავრი უმოკლესი გზით მოხვდეს საბილეთო სალაროსთან, შემდეგ მოსაცდელ დარბაზში და იქიდან ავტობუსში ჩაჯდომის მიზნით – ბაქანთან.
11. ავტოსადგურის მოსაცდელი დარბაზის, სამუშაო ადგილების, სათავსებისა და ტერიტორიის განათება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი სანიტარიული და სამშენებლო ნორმების მოთხოვნებსა და უნდა უზრუნველყოფდეს განათების საჭირო სიკაშკაშესა და კონტრასტულობას.
მუხლი 4. ავტოსადგურების კლასიფიკაცია
11) ავტოსადგურის მოსაცდელი დარბაზის, სამუშაო ადგილების, სათავსების და ტერიტორის განათება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი სანიტარიული და სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს;
1. ავტოსადგურები იყოფა ხუთ კლასად, რომლებსაც გააჩნია შესაბამისი სიმძლავრე:
ა) 1-ლ კლასს განეკუთვნება ავტოსადგური, რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 100-ზე მეტ რეისს;
ბ) მე-2 კლასს განეკუთვნება ავტოსადგური, რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 50-დან 100-მდე რეისს;
გ) მე-3 კლასს განეკუთვნება ავტოსადგური, რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 30-დან 50-მდე რეისს;
დ) მე-4 კლასს განეკუთვნება ავტოსადგური, რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 10-დან 30-მდე რეისს;
ე) მე-5 კლასს განეკუთვნება ავტოსადგური, რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 10-მდე რეისს.
2. ავტოსადგურს კლასიფიკაციის და ტექნოლოგიის შესაბამისად უნდა გააჩნდეს სათანადოდ აღჭურვილი შემდეგი სათავსები და საშუალებები:
ა) 1-ლი კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შემნახველი საკანი, სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ბლოკი, ცნობათა ბიურო, ადმინისტრაციულ-ტექნიკური დანიშნულების ოთახები, ბაქნები, სადისპეტჩერო, საინფორმაციო სამსახური, კვების ბლოკი, რეისებს შორის ავტობუსების სადგომი ტერიტორია, მძღოლების დასასვენებელი ოთახი, დედათა და ბავშვთა ოთახი, ავტობუსების წინასარეისო მომსახურების პოსტი და საგზაო მოძრაობიდან იზოლირებული მიმდებარე ტერიტორია საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ავტომობილებისათვის;
ბ) მე-2 კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შემნახველი საკანი, სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ბლოკი, ცნობათა ბიურო, ადმინისტრაციულ-ტექნიკური დანიშნულების ოთახები, ბაქნები, სადისპეტჩერო, საინფორმაციო სამსახური, ბუფეტი, რეისებს შორის ავტობუსების სადგომი ტერიტორია, დედათა და ბავშვთა ოთახი;
გ) მე-3 კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, სადისპეტჩერო, მოსაცდელი დარბაზი, სამომსახურო-ტექნოლოგიური დანიშნულების სათავსები, სანიტარიული მომსახურების ბლოკი და ბაქნები ავტობუსებისათვის;
დ) მე-4 კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი ოთახი (არანაკლებ 15 კვ.მ ფართით და 10 დასაჯდომი სკამით) და საპირფარეშო;
ე) მე-5 კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო;
ვ) მე-4 და მე-5 კლასის ავტოსადგურები ეწყობა სოფლებში და დასახლებულ პუნქტებში მცირე მგზავრთშეყრის ადგილებში, სადაც ეკონომიურად გაუმართლებელია პირველი, მე-2 და მე-3 კლასის ავტოსადგურების მოწყობა, ასევე საავტომობილო მაგისტრალებზე ტრანზიტული მარშრუტების მომსახურებისათვის.
მუხლი 5. მოსაცდელი დარბაზი
12. ავტოსადგურის ტერიტორიის სავალი ნაწილი დაფარული უნდა იყოს ასფალტით, ბეტონით ან სხვა, სამშენებლო ნორმებით დადგენილი, მყარი საფარით.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
მუხლი 4. (ამოღებულია)
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
მუხლი 5. მოსაცდელი დარბაზი
1. მოსაცდელი დარბაზის დანიშნულებაა უზრუნველყოს რეისის მოლოდინში მყოფი მგზავრების მოცდა-დასვენებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების პირობები.
2. მოსაცდელი დარბაზის ფასადის მხარე განთავსებული უნდა იყოს ავტობუსების სადგომი ბაქნების მიმართულებით, რათა მგზავრებს საშუალება ჰქონდეთ ვიზუალურად მიიღონ ინფორმაცია ავტობუსების ბაქანზე ჩამოდგომის შესახებ.
3. მოსაცდელ დარბაზში მგზავრებს უნდა მიეწოდებოდეს ხმოვანი და ვიზუალური ინფორმაცია მარშრუტებზე ავტობუსების მიმოსვლის, განრიგებში ცვლილებების, მგზავრობასთან დაკავშირებული პირობებისა და მომსახურების დამატებითი პირობების შესახებ.
4. მოსაცდელი დარბაზიდან ბაქანზე გასასვლელად მგზავრი არ უნდა კვეთდეს ავტობუსის მანევრირების ტრაექტორიას.
5. მოსაცდელ დარბაზში გამოკრული უნდა იყოს:
ა) სამარშრუტო სქემა;
ბ) მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის განრიგები;
გ) ამონაწერი მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესიდან მგზავრის უფლება-მოვალეობების შესახებ;
დ) მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის ტარიფები;
ე) ცალკეული კატეგორიის პირთა ნუსხა და მათი შეღავათიანი მგზავრობის პირობები;
ვ) ბაქნების, საბილეთო სალაროების, შემნახველი საკნისა და სხვა საყოფაცხოვრებო და ტექნოლოგიური დანიშნულების კვანძების განლაგების საინფორმაციო მაჩვენებლები;
ზ)(ამოღებულია);
ზ) სავარძლები;
თ) ავტობუსების მარშრუტზე მიმოსვლის საინფორმაციო ტაბლო;
ი) საათი.
6. მოსაცდელი დარბაზის კონსტრუქციამ, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებმა უნდა უზრუნველყოს მგზავრებისათვის სასურველი მიკროკლიმატი.
7. მოსაცდელ დარბაზი უნდა იყოს დასუფთავებული და იდგეს სანაგვე ურნები.
8. მოსაცდელი დარბაზი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სატელეფონო კავშირით.
მუხლი 6. საბილეთო სალარო🔗
9. მოსაცდელ დარბაზში განთავსებული უნდა იყოს სკამები, რაოდენობით არანაკლებ მისი მგზავრთტევადობის (დანართი №1) 20%-ისა.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტის
ბრძანება №2-სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 6. საბილეთო სალარო
1. საბილეთო სალაროში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მგზავრებზე ბილეთების გაფორმება, რეალიზაცია და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
2. საბილეთო სალაროები იზოლირებული უნდა იყოს ერთმანეთისაგან და ტექნოლოგიური დანიშნულების სხვა სათავსებისაგან.
3. საბილეთო სალაროს ფართი არ უნდა იყოს 1.8 X 1.8 მ-ზე ნაკლები.
4. საბილეთო სალაროს უნდა გააჩნდეს:
ა) დადგენილი წესით დამზადებული სამგზავრო ბილეთების ბლანკები;
ბ) მაგიდა;
გ) სავარძელი;
დ) დამოუკიდებელი კარი და ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაცია;
ე) მგზავრთან ორმხრივი საინფორმაციო კავშირი.
5. საბილეთო სალაროს მუშაობა შეიძლება ორგანიზებული იქნეს მარშრუტების ,,მიმართულების მიხედვით” ან ,,ყველა სალარო ყველა მიმართულებით” პრინციპით.
6.(ამოღებულია).
6. საბილეთო სალაროში მოლარის სამუშაო ადგილი განათებული უნდა იყოს ლუმინესცენციური
განათების შემთხვევაში არანაკლებ 200-
ვატიანი, ხოლო ვარვარა ნათურის შემთხვევაში – 75-100-
ვატიანი სიმძლავრის ნათურით.
7. სამგზავრო ბილეთისა და საბილეთო უწყისის ბლანკების შევსება, გაცემა და აღრიცხვა წარმოებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №54 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესის” მე-3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
8. საბილეთო სალაროს მოლარის მიერ ავტობუსზე რეალიზებული ბილეთების აღრიცხვის ძირითადი დოკუმენტია საბილეთო უწყისი, რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.
9. საბილეთო სალარო შესაძლებელია ფუნქციონირებდეს ბილეთების წინასწარი და მიმდინარე გაყიდვის რეჟიმში.
10. ბილეთების წინასწარი გაყიდვა იწყება ავტობუსის რეისში გასვლამდე 5 დღით ადრე და წყდება ერთი დღით ადრე.
11. ბილეთების მიმდინარე გაყიდვა იწყება ავტობუსის რეისში გასვლის დღეს და წყდება ავტობუსის რეისში გასვლამდე 5 წუთით ადრე.
12. წინასწარი გაყიდვის სალაროს მოლარე სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ აჯამებს საბილეთო უწყისში რეალიზებულ ბილეთების რაოდენობას, შესაბამის თანხებს, ადასტურებს ხელმოწერით, შტამპით და გადასცემს მიმდინარე გაყიდვის სალაროს.
13. ყოველი დღის ბოლოს ავტოსადგურში დგება საბილეთო უწყისების დღიური ჯამური უწყისი (დანართი 2) და ინახება ბუღალტერიაში.
14. ბილეთების დაჯავშნა, ბინაზე მიტანა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება ხორციელდება გადამზიდველის (ავტოსადგურის) მიერ მომსახურების დადგენილი ტარიფების შესაბამისად, რომელიც გამოკრული უნდა იყოს ავტოსადგურში.
15. (ამოღებულია).
15. საბილეთო სალაროს მოლარეს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია.
16. საბილეთო სალაროს უნდა ჰქონდეს წარწერა ,,საბილეთო სალარო”, ,,№” და გამოკრული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სალაროს მუშაობის რეჟიმი;
ბ) მოლარის გვარი და სახელი;
გ) ავტობუსის სალონში სავარძლების განლაგებისა და მათი ნუმერაციის სქემა;
დ) მარშრუტზე მგზავრობისა და ბარგის გადატანის ღირებულებები;
ე) ,,ხურდა დაითვალეთ სალაროსთან”;
ვ) ,,ბილეთი შეიძინეთ სალაროში”;
ზ) გადამზიდველის მიერ დამატებითი მომსახურების პირობები.
17. ავტოსადგურში საბილეთო სალაროების რაოდენობა კლასიფიკაციის შესაბამისად უნდა იყოს:
ა) 1-ლი კლასის ავტოსადგურში – არანაკლებ 4;
ბ) მე-2 კლასის ავტოსადგურში – არანაკლებ 3;
გ) მე-3 კლასის ავტოსადგურში – არანაკლებ 2;
დ) მე-4 და მე-5 კლასის ავტოსადგურში – 1.
მუხლი 7. ბილეთების უკან დაბრუნების პირობები
გ) მე-3 კლასის ავტოსადგურში არანაკლებ ერთისა.
დ)(ამოღებულია).
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტის
ბრძანება №2-სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
მუხლი 7. ბილეთების უკან დაბრუნების პირობები
1. მგზავრს უბრუნდება ბილეთის სრული ღირებულება, თუ:
ა) რეისი არ შედგება გადამზიდველის მიზეზით ან მგზავრობის ხელშემშლელი საგზაო-კლიმატური თუ სხვა პირობების გამო;
ბ) ბილეთს დააბრუნებს ავტობუსის რეისში გასვლამდე ერთი საათით ადრე;
გ) ავტობუსის რეისში გასვლა დაგვიანდება ნახევარი საათითა და მეტი დროით.
2. ბილეთის დაკარგვის ან რეისზე დაგვიანების შემთხვევაში მგზავრს ბილეთის ღირებულება არ უბრუნდება, არ გაიცემა დუბლიკატი და პრეტენზიები არ მიიღება.
მუხლი 8. ცნობათა ბიუროს ფუნქციონირების წესი და პირობები🔗
მუხლი 8. ცნობათა ბიუროს ფუნქციონირების წესი და პირობები
1. ცნობათა ბიუროს მეშვეობით მგზავრებს დროულად და ამომწურავად უნდა მიეწოდებოდეს მგზავრობასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოქმედი მარშრუტების შესახებ;
ბ) ავტობუსების მიმოსვლის განრიგების შესახებ;
გ) მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის პირობების შესახებ;
დ) ავტობუსის გასვლის დროისა და ბაქნის ნომერის შესახებ;
ე) მგზავრობის ღირებულების შესახებ;
ვ) რეისის შემსრულებელი გადამზიდველის შესახებ;
ზ) მოძრაობის განრიგში ცვლილებებისა და ავტობუსის მიმოსვლის შეფერხების შესახებ;
თ) პირველი კლასის ავტოსადგურში მგზავრებს უნდა მიეწოდებოდეს მათთვის საჭირო ინფორმაცია აღნიშნული სადგურიდან სხვა სატრანსპორტო კვანძებამდე (რკინიგზის სადგური, აეროპორტი, ავტოსადგური, მეტრო) მისვლის თაობაზე.
ზ) მოძრაობის განრიგში ცვლილებებისა და ავტობუსის მიმოსვლის შეფერხების შესახებ.
2. ცნობათა ბიუროს სამუშაო დღის რეჟიმს ადგენს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.
3. ცნობათა ბიუროს ფართი არ უნდა იყოს 1,8 X 1,8 მ-ზე ნაკლები.
მუხლი 9. საინფორმაციო სამსახურის ფუნქციონირების წესი და პირობები
3. ცნობათა ბიუროს ფართი არ უნდა იყოს ნაკლები 3,5 მ2 -ზე.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 9. საინფორმაციო სამსახურის ფუნქციონირების წესი და პირობები
1. საინფორმაციო სამსახურის დანიშნულებაა მგზავრებსა და გადამზიდველებს მიაწოდოს მგზავრობის პროცესთან დაკავშირებული მიმდინარე ინფორმაცია.
2. ინფორმაციის გამოცხადებას აწარმოებს დიქტორი ან დისპეტჩერი რადიო ქსელის მეშვეობით.
3. სავალდებულოა მგზავრებზე შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:
ა) რეისზე ავტობუსში ჩასხდომის დაწყების, ბაქნის ნომრისა და ავტობუსის განრიგით გასვლის დროის შესახებ;
ბ) ავტობუსის გასვლამდე 5 წუთით ადრე განმეორებით უნდა გამოცხადდეს ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია;
გ) მარშრუტზე რეისიდან ავტოსადგურში ჩამოსული ავტობუსის შესახებ;
დ) გადამზიდველის დასახელება, რომელიც ემსახურება მარშრუტს;
ე) დამატებითი რეისის დანიშვნის შესახებ და სხვა;
ვ) მოძრაობის არსებულ განრიგებში და საბილეთო სალაროების მუშაობაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
ზ) ავტობუსის გასვლისა ან მოსვლის დაგვიანების შესახებ.
თ) რეისის გადადების შესახებ, რომელიც უნდა განმეორდეს 30 წუთის ინტერვალით;
ი) ბილეთების სხვა რეისზე გადააფორმების, უკან დაბრუნების ან გადადებული რეისის შესრულების დროის შესახებ;
კ) ავტობუსის ტიპის შესახებ;
ლ) დამატებითი რეისის დანიშვნის, ავტობუსის გასვლის დროის და ბილეთის შესაძენად საბილეთო სალაროს ნომრის შესახებ.
4. საინფორმაციო სამსახური აგრეთვე ახორციელებს ერთჯერადი ინფორმაციის გამოცხადებას.
5. ყველა ინფორმაციის გამოცხადება წარმოებს ქართულ ენაზე, ხოლო საერთაშორისო მარშრუტზე – ერთ-ერთ უცხო ენაზეც.
6. მე-3, მე-4 და მე-5 კლასის ავტოსადგურში მგზავრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას მგზავრებზე აწარმოებს საბილეთო სალაროს მოლარე ან დისპეტჩერი.
7. მარშრუტებზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საინფორმაციო სამსახურმა გადამზიდველს უნდა აცნობოს გარემო ბუნებრივი პირობებისა და საავტომობილო მაგისტრალების მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 10. შემნახველი საკნის ფუნქციონირების წესი და პირობებები
6. მე-3 კლასის ავტოსადგურში მგზავრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას მგზავრებზე აწარმოებს საბილეთო სალარო ან დისპეტჩერი.
7. სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ავტოსადგურმა გადამზიდველი უნდა უზრუნველყოს ინფორმაციით მარშრუტებზე მეტეოროლოგიური პირობების და საავტომობილო მაგისტრალების მდგომარეობის შესახებ.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
მუხლი 10. შემნახველი საკნის ფუნქციონირების წესი და პირობებები
1. მგზავრების კუთვნილი ხელბარგისა და ბარგის დროებითი შენახვა ავტოსადგურებში ორგანიზებული უნდა იყოს შემნახველი საკნის მეშვეობით.
2. შემნახველ საკანში ბარგის ჩაბარებულ და თითოეულ მიღებულ ნაჭერზე მგზავრს ეძლევა ჟეტონი, რომლის დუბლიკატი უნდა დამაგრდეს ბარგზე. ბარგის უკან დაბრუნება ხდება შესაბამისი ჟეტონის წარმოდგენის შემთხვევაში.
3. შემნახველ საკანში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბარგისა და ხელბარგის მიღება, შენახვა, დაცვა და შესაბამისი ჟეტონის წარმოდგენისთანავე და მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ მისი უდანაკარგოდ დაბრუნება.
4. შემნახველი საკნის მუშაობა შესაძლებელია ორგანიზებულ იქნეს თვითმომსახურების პრინციპით – ავტომატური შემნახველი კამერების მეშვეობით.
5. შემნახველ საკანში მიღებული ბარგის დაკარგვისას მისი ანაზღაურება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. მგზავრის მიერ ჟეტონის დაკარგვისას შემნახველ საკანში მიღებულ ბარგს მფლობელს გადასცემენ მას შემდეგ, როდესაც იგი წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ ბარგი მას ეკუთვნის.
7. მგზავრის მიერ დაკარგული ჟეტონის სანაცვლოდ გადასახდელი საფასურის ოდენობა განისაზღვრება ავტოსადგურის ადმინისტრაციის მიერ.
8. შესანახად ჩაბარებული მალეფუჭებადი პროდუქტების ბუნებრივი მიზეზებით გაფუჭებისას შემნახველ საკანს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
9. აკრძალულია ცხოველებისა და ფრინველების, ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი, ცეცხლსაშიში, ადვილაალებადი, მომწამვლელი ნივთიერებების, აგრეთვე იმ ბარგის (ხელბარგის) შესანახად ჩაბარება და მიღება, რომელმაც შეიძლება დააბინძუროს ან დააზიანოს სხვა მგზავრთა ბარგი (ხელბარგი).
10. შემნახველ საკანში ბარგის (ხელბარგის) შენახვისათვის ანაზღაურების ფორმასა და ოდენობას განსაზღვრავს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.
11. შემნახველ საკანის ფუნქციონალური ფართის მნიშვნელობა (მ2 -ში) არ უნდა იყოს ავტოსადგურის სიმძლავრის 2%-ზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 6 მ2 -ისა.
11. ავტოსადგურში შემნახველი საკნის ფართი ყოველ 100 მგზავრზე არ უნდა იყოს 6 მ2-ზე ნაკლები.
12. შემნახველ საკანში უნდა იყოს:
ა) ბარგის მისაღები საოპერაციო მაგიდა;
ბ) ბარგის შესანახი თაროები ადგილების რაოდენობით არანაკლებ ავტოსადგურის სიმძლავრის 5%-ისა;
ბ) ბარგის შესანახი თაროები (თაროებს შორის დაცილება არ უნდა იყოს 0.7 მ-ზე, ხოლო პირველ თაროს იატაკიდან დაცილება 0.2 მ-ზე ნაკლები, თაროებს შორის გასასვლელი არ უნდა იყოს 1.1 მ-ზე ნაკლები);
გ) საათი.
13. შემნახველი საკანი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი საინფორმაციო მაჩვენებლებით:
ა) წარწერა ,,შემნახველი საკანი”;
ბ) ინფორმაცია ბარგის (ხელბარგის) შენახვის ტარიფების შესახებ;
გ) ბარგის და ხელბარგის შენახვის წესი და პირობები;
დ) შემნახველი საკნის მუშაობის რეჟიმი;
ე) მომსახურე პერსონალის გვარი და სახელი.
14. შემნახველი საკნის მუშაობის რეჟიმს აწესებს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.
მუხლი 11. კვების ბლოკის ფუნქციონირების წესი და პირობები🔗
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 11. კვების ბლოკის ფუნქციონირების წესი და პირობები
1. კვების ბლოკში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მგზავრების მინიმალური დროის დანახარჯებით მომსახურება.
2. კვების ბლოკში დაცული უნდა იყოს სანიტარიული ნორმები.
3. კვების ბლოკში გამოკრული უნდა იყოს ინფორმაცია:
ა) სამუშაოს დაწყება-დამთავრების შესახებ;
ბ) მენიუ და ფასები;
გ) მომსახურების პირობები.
მუხლი 12. სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკის ფუნქციონირების წესი და პირობები🔗
მუხლი 12. სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკის ფუნქციონირების წესი და პირობები
1. ავტოსადგურში მგზავრებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საპირფარეშოთი მომსახურება მთელი სამუშაო დღის განმავლობაში.
2. ყოველ 100 მგზავრზე (ავტოსადგურის მგზავრთტევადობიდან გამომდინარე) სანიტარიულ ბლოკში უნდა იყოს მამაკაცებისათვის არანაკლებ 2, ხოლო ქალებისათვის – 3 კაბინა.
2. ყოველ 100 მგზავრზე სანიტარიულ კვანძში უნდა იყოს არანაკლებ მამაკაცებისათვის – 2, ხოლო ქალებისათვის – 3 კაბინა.
3. საპირფარეშოში კაბინის გაბარიტები და ვენტილაცია უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ ნორმებს.
4. საპირფარეშოში უნდა იყოს წყლის ნიჟარა.
5. საპირფარეშოთი სარგებლობისათვის მომსახურების ფორმას აწესებს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.
მუხლი 13. მძღოლების ოთახის ფუნქციონირების წესი და პირობები🔗
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 13. მძღოლების ოთახის ფუნქციონირების წესი და პირობები
მძღოლების ოთახში უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეისებს შორის მათი დასვენების პირობები, მძღოლების დასასვენებელი ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს დასაჯდომი სავარძლებითა (ან სკამებით) და მაგიდით.
მუხლი 14. დედათა და ბავშვთა ოთახის მუშაობის წესი და პირობები🔗
მუხლი 14. დედათა და ბავშვთა ოთახის მუშაობის წესი და პირობები
1. დედათა და ბავშვთა ოთახში უზრუნველყოფილი უნდა იყოს 5 წლამდე ასაკის ბავშვიანი მგზავრების მომსახურება.
2. დედათა და ბავშვთა ოთახში განთავსებული უნდა იყოს საწოლი ბავშვისათვის, მაგიდა და სავარძლები.
3. დედათა და ბავშვთა ოთახი უნდა ფუნქციონირებდეს ავტოსადგურის სამუშაო დღის მთელი პერიოდის განმავლობაში.
4. დედათა და ბავშვთა ოთახის ფართობი 1-ლი კლასის ავტოსადგურში არ უნდა იყოს 15 მ2-ზე ნაკლები, ხოლო მე-2 კლასის ავტოსადგურში – 10 მ2-ზე ნაკლები.
მუხლი 15. სადისპეტჩერო მართვის სამსახურის მუშაობის წესი და პირობები
4. დედათა და ბავშვთა ოთახის ფართობი 1-ლი კლასის ავტოსადგურში არ უნდა იყოს 15 მ2-ზე ნაკლები, ხოლო მე-2 კლასის ავტოსადგურში – 10 მ2-ზე ნაკლები.
მუხლი 15. სადისპეტჩერო მართვის სამსახურის მუშაობის წესი და პირობები
1. სადისპეტჩერო მართვის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს:
ა) ავტოსადგურში ავტობუსების მოძრაობის რეგულირება;
ბ) საგზაო კლიმატური პირობების შესახებ ინფორმაციის მიღება და ამ ინფორმაციის მიწოდება მგზავრებზე და გადამზიდველებზე;
გ) ინფორმაციის მიწოდება საბილეთო სალაროებისთვის ავტობუსის ბაქანზე ჩამოდგომის, მოძრაობის განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ და ა.შ;
დ) ავტობუსების ტექნიკურ გაუმართაობის ან სხვა გარემოებების შემთხვევაში გადამზიდველთან დაკავშირება და მასთან ერთად რეისის ჩაშლის თავიდან აცილების მიზნით ზომების მიღება;
ე) გადამზიდველების მიერ შესრულებული რეისებისა და გადაყვანილი მგზავრების შესახებ ყოველდღიური აღრიცხვის წარმოება;
ვ) ავტოსადგურში მოძრაობის განრიგების დაცვაზე ზედამხედველობა და საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციის გაფორმება დადგენილი წესით;
ზ) მუდმივი კავშირი გადამზიდველებთან გადაზიდვების უზრუნველყოფისა და რეგულირების მიზნით;
თ) აუცილებლობის შემთხვევაში ავტობუსის შეჩერება არა უმეტეს 5 წუთისა და სათანადო ზომების მიღება.
2. სადისპეტჩეროს უნდა გააჩნდეს:
ა) სამარშრუტო სქემა;
ბ) ავტობუსების მოძრაობის განრიგი;
გ) მაინფორმირებელი მოწყობილობა;
დ) ტელეფონი;
ე) სამუშაო მაგიდა და სავარძელი;
ვ) შესაბამისი შტამპი.
ზ) გვერდებდანომრილი, ზონარგაყრილი და ბეჭდით დამოწმებული სადისპეტ ჩერო ჟურნალი, რომელშიც უნდა დაფიქსირდეს:
ზ) გვერდებდანომრილი, ზონარგაყრილი და ბეჭდით დამოწმებული სადისპეტ
ჩერო ჟურნალი, რომელშიც უნდა დაფიქსირდეს:
ზ.ა. მარშრუტის დასახელება;
ზ.ბ. ავტობუსის მარკა და სახელმწიფო ნომერი;
ზ.გ. მძღოლის გვარი;
ზ.დ. გადამზიდველის დასახელება;
ზ.ე. ავტობუსის გასვლის დრო;
ზ.ვ. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ნომერი;
ზ.ზ. საბილეთო უწყისის ნომერი;
ზ.თ. გაყიდული ბილეთების ჯამური რაოდენობა;
ზ.ი. რეალიზებული ბილეთების ჯამური თანხობრივი მაჩვენებელი;
ზ.კ. განსაკუთრებული აღნიშვნები.
3. დისპეტჩერი სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ სადისპეტჩერო ჟურნალში აჯამებს შესრულებულ რეისებს, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას, გაყიდული ბილეთების თანხობრივ სიდიდეებს და ადასტურებს ხელმოწერით.
4. დისპეტჩერს უნდა გააჩნდეს შესაბამისი განათლება ან/და კვალიფიკაცია, რომელიც საჭიროა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.
მუხლი 16. ბაქნების ფუნქციონირების წესი და პირობები🔗
მუხლი 16. ბაქნების ფუნქციონირების წესი და პირობები
1. ავტოსადგურის ტერიტორიაზე ბაქნები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მგზავრების ავტობუსში უსაფრთხო და მოხერხებული ჩასხდომა-ჩამოსხდომა და ავტობუსების თავისუფალი მანევრირება.
2. ბაქნები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ ავტობუსის ბაქანზე შესვლა და გამოსვლა მოხდეს მარჯვნივ მოხვევით, მინიმალური მანევრით.
3. ბაქანთან ავტობუსის მისვლა უნდა განხორციელდეს წინა სვლით.
4. ბაქნები უნდა იყოს დანომრილი.
5. ბაქნები უნდა იყოს დასუფთავებული და იდგეს სანაგვე ურნები.
6. ბაქანი შეიძლება მოეწყოს სწორხაზოვნად და საფეხურებრივად შესაბამისი ზომებისა და პარამეტრების დაცვით.
7.(ამოღებულია) .
7. მგზავრის გადაადგილება და ავტობუსების ავტოსადგურის ტერიტორიაზე მოძრაობის (მანევრირების) ტრაექტორია არ უნდა კვეთდეს ერთმანეთს.
8. მგზავრების ჩასასხდომად ავტობუსის ბაქანზე ჩამოდგომა ხდება მოძრაობის განრიგით განსაზღვრული დროის შესაბამისად.
9. ბაქნის გამტარუნარიანობა განისაზღვრება დამტკიცებული მოძრაობის განრიგების შესაბამისად.
10. ბაქნის სიმაღლე გზის სავალი ნაწილიდან უნდა იყოს 0,15 მ-ით მაღალი.
11. ავტოსადგურში ბაქნების განლაგების სქემები და ზომები განისაზღვრება დანართები 3 და 4-ის შესაბამისად.
მუხლი 17. ავტობუსების სადგომი მოედნის მოწყობის წესი და პირობები
10. ბაქანი გზის სავალი ნაწილიდან ამაღლებული უნდა იყოს 0,15 – 0,20 მ-ით.
11. ავტოსადგურში ბაქნების განლაგების სქემები და ზომები მოცემულია დანართებში №3, №4 და №5.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 17. ავტობუსების სადგომი მოედნის მოწყობის წესი და პირობები
1) ავტობუსების სადგომი მოედნის დანიშნულებაა უზრუნველყოს რეისის მოლოდინში მყოფი ავტობუსების ავტოსადგურის ტერიტორიაზე განთავსება და დგომა.
2) სადგომ მოედანზე შესაძლებელი უნდა იყოს ავტობუსის თავისუფალი მანევრირება.
3. სადგომ მოედანზე ერთი ავტობუსის სადგომის გაბარიტები უნდა იყოს არანაკლებ:
1. ავტობუსების სადგომი მოედნის დანიშნულებაა უზრუნველყოს რეისის მოლოდინში მყოფი ავტობუსების ავტოსადგურის ტერიტორიაზე განთავსება და მოცდა.
2. რეისებს შორის ავტობუსების სადგომ მოედანზე შესაძლებელი უნდა იყოს ავტობუსის თავისუფალი მანევრირება.
3. სადგომ მოედანზე ერთი ავტობუსის სადგომის გაბარიტები უნდა იყოს:
ა) სიგრძე 15 მ;
ბ) სიგანე 3,2 მ;
ბ) სიგანე 3 მ;
გ) პარალელურად მდგომ ავტობუსებს შორის დაცილება 0.8 მ;
დ) ავტობუსის სადგომიდან ავტოსადგურის საზღვრამდე დაცილება 0.5 მ.
მუხლი 18. ავტობუსის წინასარეისო მომსახურების პოსტი
დ) ავტობუსის სადგომიდან ავტოსადგურის საზღვრამდე დაცილება 0.7 მ.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
მუხლი 18. ავტობუსის წინასარეისო მომსახურების პოსტი
1. ავტოსადგურში ავტობუსის წინასარეისო მომსახურების პოსტი ეწყობა რეისებს შორის ავტობუსის დაგვის, დასუფთავების, გარეცხვის და მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
2. წინასარეისო მომსახურების პოსტი განთავსებული უნდა იყოს ავტოსადგურის ტერიტორიაზე და იზოლირებული უნდა იყოს სხვა ობიექტებიდან.
მუხლი 19. ავტოსადგურის მუშაობის რეჟიმი🔗
მუხლი 19. ავტოსადგურის მუშაობის რეჟიმი
1. ავტოსადგურის მუშაობის რეჟიმი განისაზღვრება მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის განრიგის შესაბამისად.
2. ავტოსადგურის მუშაობა იწყება პირველი ავტობუსის გასვლამდე არა უგვიანეს 1/2 საათისა და წყდება ბოლო ავტობუსის გასვლიდან ან მოსვლიდან არა უგვიანეს 1/3 საათისა.
3. ბოლო ავტობუსის დაგვიანების შემთხვევაში ავტოსადგურის სამუშაო დრო შესაბამისად ხანგრძლივდება.
4. მგზავრების მოსაცდელი დარბაზი და საპირფარეშო ღია უნდა იყოს მგზავრებისათვის ავტოსადგურის მთელი სამუშაო დროის განმავლობაში.
5. შემნახველი საკნის, კვების ბლოკის, ცნობათა ბიუროს, საბილეთო სალაროების და სხვა კვანძების მუშაობის რეჟიმს აწესებს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.
მუხლი 20. მომსახურების საპროცენტო განაკვეთი🔗
მუხლი 20. მომსახურების საპროცენტო განაკვეთი
ავტოსადგურის მიერ გადამზიდავის მომსახურებასთან დაკავშირებული ტარიფი განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 21. ავტოსადგურის უფლებები🔗
მუხლი 21. ავტოსადგურის უფლებები
1. ავტოსადგურს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურება წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობების დაცვით;
ბ) მოითხოვოს ავტოსადგურის საქმიანობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
გ) გადამზიდველთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად აწარმოოს სამგზავრო ბილეთების დაჯავშნა, წინასწარი და მიმდინარე გაყიდვის ორგანიზება;
დ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობები;
ე) განახორციელოს ავტოსადგურის ტერიტორიაზე სავაჭრო, სანიტარიული, საყოფაცხოვრებო, კვების და სხვა მომსახურება, თუ ეს ხელს არ უშლის მის ძირითად საქმიანობას;
ე) მიიღოს შემოსავლები კუთვნილ შენობასა და ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო, სანიტარიული, საყოფაცხოვრებო, კვებისა და სხვა მომსახურების ობიექტებიდან;
ვ) დასვას საკითხი საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის წინაშე გადამზიდველის მიერ მარშრუტზე რეისების დადგენილი პირობებით მომსახურების დარღვევების ფაქტებზე რეაგირებისათვის;
ზ) განსაზღვროს მომსახურების საფასური: შემნახველი საკნით, საპირფარეშოთი, დედათა და ბავშვთა ოთახით და მგზავრებისათვის გაწეული სხვა არასავალდებულო მომსახურებისათვის.
მუხლი 22. ავტოსადგურის ვალდებულებები
ზ) განსაზღვროს საფასური შემნახველი საკნით და საპირფარეშოთი მგზავრებისათვის გაწეული სავალდებულო მომსახურებისათვის.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
მუხლი 22. ავტოსადგურის ვალდებულებები
ავტოსადგური ვალდებულია:
ა)(ამოღებულია) ;
ბ) (ამოღებულია) ;
ა) აწარმოოს მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურება მხოლოდ შესაბამისობის სერტიფიკატის მიღების შემდეგ დადგენილი წესით;
ბ) რეგულარულ მარშრუტზე მომსახურება გაუწიოს და ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ იმ გადამზიდველთან, რომელსაც გააჩნია ამ მარშრუტზე საქმიანობის შესაბამისი ნებართვა;
გ) ერთიან საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზე რეისის მომსახურება განახორციელოს საავტომობილი ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული მოძრაობის განრიგის შესაბამისად;
დ) დაიცვას ამ წესით დადგენილი და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები;
ე) დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას და დაინტერესებულ გადამზიდველებს იმ ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ბილეთების რეალიზაციის და გადამზიდველების მომსახურების ტექნოლოგიაზე;
ვ) მიაწოდოს მგზავრებს სამგზავრო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
თ) იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მომხმარებელს:
თ.ა) მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო, საკარანტინო და სხვა მაკონტროლებელი სამსახურების მომსახურების ძირითადი მოთხოვნები;
თ.ბ) გადამზიდველის, მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესის ძირითადი მოთხოვნები.
კ) დაიცვას მარშრუტზე ავტობუსების მიმოსვლის განრიგი და მომსახურების სერვისის სახეობები;
ლ) ხელი შეუწყოს თავისი მოვალეობის შესრულებაში საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის იმ უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ინფრასტრუქტურის ობიექტის საქმიანობაზე ზედამხედველობას და კონტროლს;
მ) ფლობდეს ინფორმაციას საგზაო და მეტეოროლოგიური პირობების შესახებ და აცნობოს გადამზიდველს დროულად.
მუხლი 23. ავტოსადგურის სერტიფიცირება
კ) უზრუნველყოს მარშრუტზე ავტობუსების მიმოსვლის განრიგის დაცვა და მომსახურების ხარისხის სტაბილურობა.
ავტოსადგურების სერტიფიცირებას ახორციელებენ საავტომობილო ტრანსპორტის სერტიფიკაციის სისტემაში აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები დადგენილი წესით.
მუხლი 24. კონტროლი
ლ) ხელი შეუწყოს თავისი მოვალეობის შესრულებაში საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის იმ უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ინფრასტრუქტურის ობიექტის საქმიანობაზე ზედამხედველობას და კონტროლს;
ავტოსადგურების მიერ ამ წესისა და სხვა მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების დაცვაზე კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს ახორციელებს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია.
მ) ფლობდეს ინფორმაციას საგზაო და მეტეოროლოგიური პირობების შესახებ და აცნობოს გადამზიდველს დროულად.
დანართი 1
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს
ავტოსადგურების საექსპლუატაციო-
ტექნიკური პარამეტრები
ავტოსადგუ
-რის
ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
კლასი
მუხლი 23. ავტოსადგურის სერტიფიცირება
სადღეღამისო გამტარუნარია
-ნობა
ავტოსადგურების სერტიფიცირება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
(სიმძლავრე)
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
მგზ/დღ
მუხლი 24. კონტროლი
ავტოსადგურის
ავტოსადგურების მიერ ამ წესისა და სხვა მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების დაცვაზე კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს ახორციელებს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია.
მგზავრთ
-
ტევადობა
დანართი 1
(მგზ)
ავტოსადგურების საექსპლუატაციო-ტექნიკური პარამეტრები
არანაკლები
ავტოსადგუ - რის კლასი
მოსაცდელი
დარბაზის
სადღეღამისო
მგზავრთ
-
გამტარუნარია - ნობა
ტევადობა
(სიმძლავრე) მგზ/დღ
(მგზ)
არანაკლები
ავტოსადგურის
მოსაცდელი დარბაზის ფართობი
მგზავრთტევა - დობა (მგზ)
(კვ.მ)
არანაკლები
სადღეღამისო გასვლებისა და შემოსვლების ჯამური რაოდენობა
მოსაცდელი დარბაზის
(ავტ/დღ)
მგზავრთტევა - დობა (მგზ)
ბაქნების რაოდენობა
არანაკლები
V
მოსაცდელი დარბაზის ფართობი (კვ.მ) არანაკლები
200-მდე
10
სადღეღამისო გასვლე ბ ისა და შემოსვლების ჯამური რაოდენობა (ავტ/დღ)
8
15
ბაქნების
10-მდე
რაოდენობა
1
არანაკლები
IV
400-მდე
25
20
III
30
20-მდე
200-მდე
1
600-მდე
15
50
40
10
60
30-მდე
15
2
III
20-მდე
1000-მდე
75
2
60
95
50-მდე
3
II
2000-მდე
100
80
120
100-მდე
5
I
3000-მდე
3000- მდე
150
120
180
140-მდე
7
4000-მდე
200
160
240
185-მდე
10
6000-მდე
250
200
300
280-მდე
15
8000-მდე
300
240
360
370-მდე
20
10000-მდე
400
320
480
460-მდე
24
15000-მდე
500
400
580
690-მდე
36
20000-მდე
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №6-სსმIII,№148,21.12.2005წ.,მუხ.1647
600
480
680
დანართი 2
920-მდე
-------------------------------------------------------------------------
48 და მეტი
(ავტოსადგურის დასახელება)
20000 და მეტი
600 და მეტი
რეალიზებული ბილეთების დღიური ჯამური უწყისი
480 და მეტი
680 და მეტი
„ --------“ -----------------------------200 წ.
920 და მეტი
დანართი 2
№
-------------------------------------------------------------------------
(ავტოსადგურის დასახელება)
რეალიზებული ბილეთების დღიური ჯამური უწყისი
მ ა რ შ რ უ ტ ი
„--------“
-----------------------------200 წ.
№
მ ა რ შ რ უ ტ ი
გასვლის
დრო (სთ)
უწყისის №
გადამზიდველი
გაყიდული ბილეთები (ცალი)
თანხა
პასუხისმგებელი პირის
ხელმოწერა
დანართი 3
დანართი 4
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 მარტი ს ბრძანება №2 -სსმIII,№34,25.03.2005წ.,მუხ.346
დანართი 3
როგორ დავიმოწმოთ
საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება „,,ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების” დამტკიცების შესახებ“, №2, 30.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 310150000.15(2).225.006549 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1364795-2/