„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების” შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.280.000.11.117.005.610
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №409
2002 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბა ჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს №358 ბრძანებულების მე-4 პუნქტის საფუძველზე და„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულება” (თან ერთვის);
2. ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულება” (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. დებულება განსაზღვრავს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის და მოხელეთა რეზერვის ფორმირების წესებს.
თავი II. საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისია
მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებას, რეზერვის ფორმირებას ახორციელებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია). კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარე ინიშნება სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, ხოლო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, წევრებს და მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას, კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
4. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალისტები.
მუხლი 4. კომისიის მიზანი
1. კომისიის მიზანია კანდიდატთა და მოხელეთა კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარება. ამ მიზნის მისაღწევად კომისია:
ა) უზრუნველყოფს ტესტირებისა და გასაუბრების ჩატარების დადგენილი წესების და პროცედურების დაცვას;
ბ) რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ადასტურებს კანდიდატთა და მოხელეთა სიას და მათ რაოდენობას;
გ) უზრუნველყოფს ტესტური ნამუშევრების გასწორებას;
დ) აფიქსირებს გამოსაცდელის მიერ წესების დარღვევის ფაქტებს და იღებს შესაბამის ზომებს, მათ შორის მოხსნის კანდიდატს ან მოხელეს ტესტირებიდან;
ე) ტესტირების ვადის ამოწურვის შემდეგ ადასტურებს კანდიდატთა ან მოხელეთა ტესტური ნამუშევრების ჩაბარების ფაქტს;
ვ) ადასტურებს ტესტის პასუხების შემოწმებისას კანდიდატის ან მოხელის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობას და წარუდგენს საპრეტენზიო კომისიას პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში;
ზ) ატარებს გასაუბრებას კანდიდატებთან და მოხელეებთან, აფასებს მათ შესაბამისობას თანამდებობით დადგენილ მოთხოვნებთან ამ დებულების 33-ე მუხლის შესაბამისად;
თ) წარადგენს თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კანდიდატურებს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად.;
ი) წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს კონკურსისა და ატესტაციის შედეგებს.
მუხლი 5. კომისიის რეგლამენტი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხოვნებიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული მოსაზრება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
მუხლი 6. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. საჭიროების შემთხვევაში (პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით) კომისიის თავმჯდომარის მიერ შეიძლება შეიქმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპ-ლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 7. საპრეტენზიო კომისია
1. საპრეტენზიო კომისია იქმნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისაგან დამოუკიდებლად. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი.
2. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენ-ტის თავმჯდომარე.
3. საპრეტენზიო კომისიის მიზანია ატესტაცია-კონკურსის ჩატარების დროს პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და კომისიისათვის სამართლებრივად სრულყოფილი დასკვნის წარდგენა.
4. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში ჩასართავად მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. სპეციალისტების მოწვევაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
5. მოწვეულ სპეციალისტთა უფლებამოსილება განისაზღვრება მხოლოდ ტესტებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვით და გამოტანილი დასკვნების წერილობით გადაცემით საპრეტენზიო კომისიაზე.
6. საპრეტენზიო კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
7. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
8. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია და შეუძლია გადაწყვეტილების მიღება ღია კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
9. საპრეტენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება საპრეტენზიო კომისიის სხვა წევრების გადაწყვეტილებას, ვალდებულია თავისი წინადადება და შენიშვნა წერილობით დაურთოს ოქმს.
10. საპრეტენზიო კომისიაში განცხადების (პრეტენზიების) წარდგენა წარმოებს ატესტაცია-კონკურსში მონაწილე ნებისმიერი მოხელისა და კანდიდატის მიერ როგორც ატესტაცია-კონკურსის დაწყებამდე, ასევე მისი მიმდინარეობის პროცესში და ტესტირების შედეგების გაცნობიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, დაგვიანებული პრეტენზიები არ მიიღება.
11. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 დღის ვადაში; ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებების (საქმის დიდი მოცულობა, სირთულე) არსებობისას განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.
12. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება კომისიას გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
13. თუ საპრეტენზიო კომისია მიიჩნევს, რომ განცხადებაში (პრეტენზიაში) მოყვანილი შეკითხვა ბუნდოვანია, დასმულ შეკითხვაზე არ არსებობს სწორი პასუხი, პასუხები არასწორადაა მითითებული, კითხვაზე არსებობს რამდენიმე სწორი პასუხი, კითხვა სცილდება საგამოცდო პროგრამის ფარგლებს, იგი უფლებამოსილია შეადგინოს ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და წარუდგინოს წინადადება კომისიას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
14. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს არ დაეთანხმოს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა.
15. ტესტის კითხვის გაუქმების შემთხვევაში ყველა გამოსაცდელის მიერ ამ კითხვაზე გაცემული პასუხი ჩაითვლება სწორად და დაეწერება შესაბამისი ქულა.
16. კითხვათა გაუქმების შესახებ საპრეტენზიო კომისიის ოქმები გადაეცემა კომისიას. ოქმში მითითებული უნდა იქნეს:
ა) რამდენი კითხვა იქნა გასაჩივრებული კანდიდატთა და მოხელეთა მიერ;
ბ) რამდენი კითხვა იქნა მიჩნეული კომისიის მიერ არასრულყოფილად და შესაბამისად, რამდენი კითხვა გაუქმდა.
თავი III. მოხელის კონკურსი
მუხლი 8. კონკურსის მიზანი
1. კონკურსის მიზანია საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ვაკანტურ თანამდებობაზე (შემდგომში – ვაკანტური თანამდებობების) დასანიშნ პირთა შერჩევა და მათი რეზერვის ფორმირება.
2. კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან – ტესტირებისა და გასაუბრებისაგან.
მუხლი 9. კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში” ან სხვა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით.
2. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 10. კომისიის სამდივნო
1. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხე ლ მძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
2. სამდივნოს უფროსს და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა.
6. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.
მუხლი 11. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წაყენებულ მოხელის კანდიდატს
კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, აკმაყოფილებს კონკურსისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას.
მუხლი 12. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან ორი კვირის ვადაში სამდივნოს უნდა წარუდგინოს:
ა) წერილობითი განცხადება კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) უკვე გაცემული შრომის წიგნაკი;
ე) ორი ფერადი ფოტოსურათი – ზომით 3X4;
2. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა სამდივნოს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნები, რომლის ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ ისინი დაუბრუნდება კანდიდატს.
3. საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კანდიდატები მიიღებენ სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც მითითებული იქნება მისი სარეგისტრაციო ნომერი, კონკურსის ჩატარების დრო, ადგილი და იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც შემოიტანა განცხადება.
მუხლი 13. კანდიდატის უფლება, შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი
კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განაცხადი ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.
თავი IV. მოხელის ატესტაცია
მუხლი 14. ატესტაციის მიზანი
მოხელეთა ატესტაციის მიზანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პირადული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
მუხლი 15. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტირებას ექვემდებარება:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელე 3 წელიწადში ერთხელ;
ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი;
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
2. ატესტირებას არ ექვემდებარება:
ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
მუხლი 16. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც.
მუხლი 17. ატესტაციის ჩატარების წესი
1. კადრების სამმართველო კომისიას წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას და იმ მოხელეთა სიებს, რომლებიც ექვემდებარებიან ატესტაციას.
2. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის სტრუქტურული ხელმძღვანელის მიერ. დახასიათება უნდა ასახავდეს მოხელის ყოველმხრივ შეფასებას (მის პროფესიულ და პირად თვისებებს, მათ შორის – მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა და დაცვა, კომპეტენტურობა, საქმის გაძღოლის უნარი, პატრიოტიზმი, ავტორიტეტი, პასუხისმგებლობის და ინიციატივის გრძნობა და სხვ. დახასიათება ასევე უნდა მოიცავდეს მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზს).
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაცია ტარდება ტესტირების გზით წერილობით და გასაუბრებით.
თავი V. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირება და გასაუბრება
მუხლი 18. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირება
1. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირება კონკურსის და ატესტაციის პირველი ეტაპია და ტარდება სპეციალიზებული ტესტების მიხედვით.
2. ტესტირება ტარდება საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამის შესაბამისად.
მუხლი 19. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამა
1. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამა ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
მუხლი 20. საკონკურსო-საატესტაციო ტესტის მომზადება
1. ტესტის შეკითხვების მომზადებას უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. ექსპერტთა ჯგუფი უზრუნველყოფს ტესტის შეკითხვების მომზადებას ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
4. ტესტები შეიძლება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში, კომისიის გადაწყვეტილებით.
მუხლი 21. საკონკურსო-საატესტაციო ტესტი
1. ტესტი შედგება 50 კითხვისაგან, რომელიც მოიცავს საკონკურსო-საატესტაციო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს, ასევე შესაძლებელია ტესტებში შეტანილ იქნეს ლოგიკური ამოცანები, რომელთა ამოსახსნელადაც აუცილებელია ელემენტარული არითმეტიკული ცოდნა და საქართველოს ისტორიის საკითხები.
2. ტესტის თითოეულ კითხვას აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.
3. ტესტირებისას კანდიდატის ან მოხელის ამოცანაა აღნიშნოს მის მიერ სწორად მიჩნეული პასუხი ტესტში და ტესტის თავფურცელში.
4. თუ ტესტსა და ტესტის თავფურცელში შემოხაზული პასუხი არ ემთხვევა ერთმანეთს, საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისიების მიერ მხედველობაში მიიღება მხოლოდ მათთან არსებული ტესტის თავფურცელში აღნიშნული პასუხი.
მუხლი 22. ტესტირების დრო
1. ტესტირებისათვის კანდიდატს ან მოხელეს ეძლევა 3 ასტრონომიული საათი. დროის გადაცდენის შემთხვევაში კომისიისათვის გადაცემული ტესტი არ გასწორდება და სამუშაო შეფასდება 0 ქულით.
2. კანდიდატები და მოხელეები ტესტირების და დროის ამოწურვის შესახებ გაფრთხილებას მიიღებენ ორჯერ – დროის ამოწურვამდე 30 წუთით და 10 წუთით ადრე.
3. კანდიდატს ან მოხელეს არა აქვს უფლება აუდიტორიიდან გასვლისას თან იქონიოს ტესტი ან აუდიტორია საბოლოოდ დატოვოს ტესტის ჩაბარების გარეშე. მსგავს შემთხვევაში მისი ნამუშევარი შეფასდება 0 ქულით.
მუხლი 23. ტესტის დარიგების წესი
1. ტესტირების დაწყების წინ ყოველ კანდიდატს და მოხელეს გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსდება ტესტი.
2. კონვერტის გახსნამდე თითოეული კანდიდატი და მოხელე ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია ან ლუქი დაზიანებულია, ან სხვაგვარად იწვევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ, ვიდრე დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემას, განაცხადოს ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მას გადაეცემა ახალი კონვერტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.
მუხლი 24. სავალდებულო ინსტრუქტაჟი ტესტირების დაწყებამდე
1. ტესტირების დაწყებამდე კანდიდატს ან მოხელეს ჩაუტარდება ინსტრუქტაჟი ტესტების და ტესტის თავფურცლის შევსების მეთოდიკის, სხვა პროცედურული საკითხების შესახებ.
2. სავალდებულო ინსტრუქტაჟის ტექსტს ამტკიცებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
3. ინსტრუქტაჟის ტექსტი გადაეცემა კანდიდატს ან მოხელეს ტესტის კონვერტთან ერთად.
მუხლი 25. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა
1. ტესტირების მიმდინარეობის განმავლობაში კანდიდატს ან მოხელეს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა მასალის, ასევე აუდიო და სხვა ტექნიკური საშუალებების (მათ შორის მობილური ტელეფონის) შეტანა.
2. კანდიდატი ან მოხელე, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებასა ან სავალდებულო ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების დარღვევაში, მიეცემა გაფრთხილება, რომელიც დაფიქსირდება ოქმში. განმეორებით დადგენილი წესების დარღვევისას კანდიდატი ან მოხელე მოიხსნება ტესტირებიდან და დაეწერება შეფასება 0.
მუხლი 26. ტესტირებაზე გამოცხადების დრო
1. ტესტირების დღეს კანდიდატები და მოხელეები უნდა გამოცხადდნენ ტესტირების ჩატარების ადგილზე წინასწარ დადგენილ დროს. კანდიდატებმა და მოხელეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
2. მოხელე პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ხოლო კანდიდატი სარეგისტრაციო ბარათის და პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე ტესტირებაზე არ დაიშვება.
3. ტესტირების ჩატარების დადგენილი დროის შემდეგ გამოცხადებული, დაგვიანებული პირები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
მუხლი 27. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შედეგები
1. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება გამოუცხადებლობის მოტივის (მათ შორის, საპატიო მიზეზით) მიუხედავად.
მუხლი 28. ტესტირებისას დარბაზში ადგილის დაკავების წესი
1. ტესტირებისას დარბაზში შესვლამდე კანდიდატები და მოხელეები იღებენ ადგილის ბარათებს და ბარათების ნომრების მიხედვით იკავებენ ადგილს ტესტირების დარბაზში.
2. ტესტირებისას დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში კანდიდატი ან მოხელე მოიხსნება ტესტირებიდან.
მუხლი 29. ტესტირებისას დარბაზში შესვლის უფლება
1. ტესტირებისას დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები ან მოხელეები და სპეციალური საშვის მქონე პირები.
2. დარბაზში შესვლის უფლების მინიჭების მიზნით საშვებს გასცემს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო.
მუხლი 30. საჯაროობა ტესტირების ჩატარებისას
1. ტესტირებისას, საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, მეთვალყურეებად დაიშვებიან საზოგადოების წარმომადგენლები.
2. მეთვალყურეების დაშვებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
3. მეთვალყურეები ტესტირების დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. ტესტირების პროცესში ჩარევის უფლება მათ არ აქვთ, ხოლო ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეთვალყურე დათხოვნილ იქნება ტესტირების დარბაზიდან.
მუხლი 31. ტესტების შემოწმება
1. ტესტების პასუხები მოწმდება მოწვეული სპეციალის-ტის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თანამშრომლის თანდასწრებით, კომპიუტერის ან სხვა საშუალებების მეშვეობით.
2. ტესტის გასწორების დროს დაცული უნდა იყოს, როგორც გამოსაცდელის, ასევე გამომცდელის ანონიმურობა. მოწვეული სპეციალისტისათვის და კომისიის წევრისათვის უცნობია, თუ ვის ნაშრომს ამოწმებს, ასევე გამოსაცდელისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწორებს მის ნაშრომს.
2. ტესტირების დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 დღისა კომისია აქვეყნებს ტესტირების შედეგებს.
მუხლი 32. ტესტების შეფასება
1. ტესტის თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.
2. თუ კანდიდატი ან მოხელე ტესტის ერთ კითხვაზე აღნიშნავს ერთზე მეტ პასუხს, ან თუ ტესტის პასუხი გადასწორებულია, მაშინ პასუხი ფასდება 0 ქულით, ანალოგიურად, თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდება 0 ქულით.
3. ტესტირების მინიმალური შეფასებაა 0 ქულა, მაქსიმალური – 50 ქულა.
4. კანდიდატის ან მოხელის მიერ ტესტის 35-ზე და მეტ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მისი ტესტირების შედეგი ფასდება დადებითად. 35-ზე ნაკლებ კითხვაზე სწორი პასუხისას კანდიდატის ან მოხელის შედეგი შეფასდება უარყოფითად.
მუხლი 33. გასაუბრება
1. გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება ეძლევა კანდიდატს ან მოხელეს 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
2. გასაუბრებისას კომისია აფასებს კანდიდატის ან მოხელის პროფესიული მომზადების დონეს, მის კომუნიკაბელურობას, ანალიზისა და მართვის უნარს, პიროვნულ თვისებებს, მონაცემებს განათლების, სამეცნიერო ხარისხის მიხედვით.
3. მოხელეთა ატესტაციისას:
ა) გასაუბრებას ესწრება სტრუქტურული ერთეულის (დანაყოფის) ხელმძღვანელი;
ბ) კომისია ისმენს და ითვალისწინებს ხელმძღვანელის დახასიათებას;
გ) მოხელის თანამდებობასთან შესაფერისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
დ) მოხელის ატესტაციის დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს, თუ რამდენად არის რეალიზებული პრაქტიკაში მისი ცოდნა და უნარი.
მუხლი 34. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
1. კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, კომისია თავის სხდომაზე კანდიდატის დაუსწრებლად განიხილავს კანდიდატურების შერჩევის საკითხს. .
2. კომისიის მიერ კანდიდატთა და მოხელეთა ტესტირების, განათლების, სამეცნიერო ხარისხის, სამუშაო სტაჟის, პროფესიული მომზადების დონის, კომუნიკაბელურობის, ანალიზისა და მართვის უნარის, პიროვნული თვისებების შეფასება ხორციელდება შემდეგი ქულების შეჯამებით:
ა) ტესტირებაზე დაგროვილ ქულათა რაოდენობა;
ბ) განათლება;
უმაღლესი იურიდიული – 1,5;
უმაღლესი ეკონომიკური – 1,5;
უმაღლესი იურიდიული და უმაღლესი ეკონომიკუ-რი – 2,5;
სხვა უმაღლესი განათლება – 1;
გ) სამეცნიერო ხარისხი (იურიდიული ან ეკონომიკური მეცნიერებები):
მეცნიერებათა კანდიდატი – 1,5;
მეცნიერებათა დოქტორი – 2,5;
დ) საბაჟო ორგანოებში მუშაობის სტაჟი:
1 წლამდე – 0,5;
1-დან 3 წლამდე – 1;
3-დან 5 წლამდე – 1,5;
5-დან 8 წლამდე – 2;
8-დან ზევით – 2,5;
ე) პროფესიული მომზადების დონის, კომუნიკაბელურობის, ანალიზის და მართვის უნარის, პიროვნული თვისებების შეფასება ხდება კომისიის მიერ მაქსიმუმ 20 ქულით, კანდიდატზე საშუალო ქულის გამოთვლა ხდება კომისიის ყველა წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამი გაყოფილი კომისიიის წევრების რაოდენობაზე (ვინც მოახდინა შეფასება).
3. კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის ქულების შეჯამება ხდება სპეციალურად მომზადებულ ბლანკებში შესარჩევი კონკურსის მომზადების სამდივნოს მიერ თითოეული კანდიდატის მიღებული ქულის დადგენის მიზნით.
4. ერთნაირი ჯამური შეფასების მიღების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ იმ პირებს, რომელთაც უფრო მაღალი შეფასება აქვთ მიღებული შესაბამისი თანმიმდევ-რობით:
ა) საკონკურსო-საატესტაციო ტესტირებაში;
ბ) საბაჟო სისტემაში მუშაობის სტაჟში;
გ) სპეციალობით მუშაობის სტაჟში;
დ) განათლებაში;
ე) სამეცნიერო ხარისხში.
5. იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზედაც ტესტირება არ ტარდება, კანდიდატის განხილვისას შეფასება ხორციელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტების ქულების შეჯამებით. ერთნაირი ჯამური შეფასების მიღების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ პირებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის ბ), გ), დ) და ე) ქვეპუნქტის თანმიმდევრობით.
თავი VI. ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსისა და მოხელეთა ატესტაციის შედეგები
მუხლი 35. კონკურსის შედეგი
1. კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
2. გადაწყვეტილება მიიღება მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.
3. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებზე იწერება გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.
4. გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს ორი დღისა შედეგები უნდა ეცნობოს კანდიდატს წერილობით.
მუხლი 36. ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის წამოყენება
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატურას ან უარს ამბობს კანდიდატურის წარმოდგენაზე.
2. კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
3. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
მუხლი 37. დამატებითი საკონკურსო პირობები
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილ კანდიდატს უფლება აქვს შეცვალოს საკონკურსო ადგილი ან განმეორებით მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე ჩატარებულ შესარჩევ კონკურსში.
2. კომისიას უფლება აქვს შესთავაზოს კანდიდატს მის განცხადებაში მითითებული ვაკანსიის განსხვავებული ვარიანტი.
მუხლი 38. ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარმოდგენაზე.
მუხლი 39. მოხელეთა ატესტაციის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას;
ბ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება;
გ) უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან;
დ) ექვემდებარება დაწინაურებას.
2. ტესტირებისას მოხელის მიერ მიღებული უარყოფითი შედეგი კომისიისათვის წარმოადგენს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ” ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
3. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის რეგლამენტით გათვალისწინებული წესით.
4. გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს პერსონალურად ყველა მოხელეზე მოტივირებული დასკვნის სახით და შეიტანება საატესტაციო ფურცელში.
5. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 2 დღის ვადაში.
მუხლი 40. ატესტაციის შედეგები
1. ატესტაციის შედეგები დაწესებულების ხელმძღვანელს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
2. დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ.
3. მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო სამსახურიდან მისი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
მუხლი 41. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით
1. ატესტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VII. საჯარო მოხელეთა რეზერვი
მუხლი 42. საჯარო მოხელეთა რეზერვთან დაკავშირებულ საკითხთა რეგულირება
საჯარო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა, რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა, მათი სამართლებრივი სტატუსი, უფლებამოვალეობები და თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 113-120-ე მუხლებით დადგენილი წესით.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.280.000.11.117.005.610
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №409
2002 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს №358 ბრძანებულების მე-4 პუნქტის საფუძველზე და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი” (თან ერთვის).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულება” (თან ერთვის);
2. ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
2.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
3.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 მაისის ბრძანება №363-სსმIII,№67, 02.06.2005წ.,მუხ.718
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გამოყენების სფერო🔗
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულება” (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. დებულება განსაზღვრავს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის და მოხელეთა რეზერვის ფორმირების წესებს.
თავი II. საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისია
მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა🔗
მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებას, რეზერვის ფორმირებას ახორციელებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია). კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარე ინიშნება საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, ხოლო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, წევრებს და მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
2. კომისიის თავმჯდომარე ინიშნება სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, ხოლო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, წევრებს და მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას, კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
4. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალისტები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 4. კომისიის მიზანი🔗
მუხლი 4. კომისიის მიზანი
1. კომისიის მიზანია კანდიდატთა და მოხელეთა კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარება. ამ მიზნის მისაღწევად კომისია:
ა) უზრუნველყოფს ტესტირებისა და გასაუბრების ჩატარების დადგენილი წესების და პროცედურების დაცვას;
ბ) რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ადასტურებს კანდიდატთა და მოხელეთა სიას და მათ რაოდენობას;
გ) უზრუნველყოფს ტესტური ნამუშევრების გასწორებას;
დ) აფიქსირებს გამოსაცდელის მიერ წესების დარღვევის ფაქტებს და იღებს შესაბამის ზომებს, მათ შორის მოხსნის კანდიდატს ან მოხელეს ტესტირებიდან;
ე) ტესტირების დროის ამოწურვის შემდეგ ადასტურებს კანდიდატთა ან მოხელეთა ტესტური ნამუშევრების ჩაბარების ფაქტს;
ე) ტესტირების ვადის ამოწურვის შემდეგ ადასტურებს კანდიდატთა ან მოხელეთა ტესტური ნამუშევრების ჩაბარების ფაქტს;
ვ) ადასტურებს ტესტის პასუხების შემოწმებისას კანდიდატის ან მოხელის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობას და წარუდგენს საპრეტენზიო კომისიას პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში;
ზ) ატარებს გასაუბრებას კანდიდატებთან და მოხელეებთან, აფასებს მათ შესაბამისობას თანამდებობით დადგენილ მოთხოვნებთან ამ დებულების 33-ე მუზლის შესაბამისად;
თ) წარუდგენს თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კანდიდატურებს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად;
ი) წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს კონკურსისა და ატესტაციის შედეგებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
მუხლი 5. კომისიის რეგლამენტი🔗
ზ) ატარებს გასაუბრებას კანდიდატებთან და მოხელეებთან, აფასებს მათ შესაბამისობას თანამდებობით დადგენილ მოთხოვნებთან ამ დებულების 33-ე მუხლის შესაბამისად;
თ) წარადგენს თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კანდიდატურებს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად.;
ი) წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს კონკურსისა და ატესტაციის შედეგებს.
მუხლი 5. კომისიის რეგლამენტი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხოვნებიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული მოსაზრება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
მუხლი 6. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა🔗
მუხლი 6. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. საჭიროების შემთხვევაში (პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით) კომისიის თავმჯდომარის მიერ შეიძლება შეიქმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპ-ლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 7. საპრეტენზიო კომისია🔗
1. საპრეტენზიო კომისია იქმნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომიისაგან დამოუკიდებლად. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს სააკონკურსო-საატესტაციო კომიის წევრი.
2. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 7. საპრეტენზიო კომისია
1. საპრეტენზიო კომისია იქმნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისაგან დამოუკიდებლად. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი.
2. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენ-ტის თავმჯდომარე.
3. საპრეტენზიო კომისიის მიზანია ატესტაცია-კონკურსის ჩატარების დროს პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და კომისიისათვის სამართლებრივად სრულყოფილი დასკვნის წარდგენა.
4. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში ჩასართავად მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. სპეციალისტების მოწვევაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
5. მოწვეულ სპეციალისტთა უფლებამოსილება განისაზღვრება მხოლოდ ტესტებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვით და გამოტანილი დასკვნების წერილობით გადაცემით საპრეტენზიო კომისიაზე.
6. საპრეტენზიო კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
7. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
8. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია და შეუძლია გადაწყვეტილების მიღება ღია კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
9. საპრეტენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება საპრეტენზიო კომისიის სხვა წევრების გადაწყვეტილებას, ვალდებულია თავისი წინადადება და შენიშვნა წერილობით დაურთოს ოქმს.
10. საპრეტენზიო კომისიაში განცხადების (პრეტენზიების) წარდგენა წარმოებს ატესტაცია-კონკურსში მონაწილე ნებისმიერი მოხელისა და კანდიდატის მიერ როგორც ატესტაცია-კონკურსის დაწყებამდე, ასევე მისი მიმდინარეობის პროცესში და ტესტირების შედეგების გაცნობიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, დაგვიანებული პრეტენზიები არ მიიღება.
11. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 დღის ვადაში; ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებების (საქმის დიდი მოცულობა, სირთულე) არსებობისას განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.
12. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება კომისიას გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
13. თუ საპრეტენზიო კომისია მიიჩნევს, რომ განცხადებაში (პრეტენზიაში) მოყვანილი შეკითხვა ბუნდოვანია, დასმულ შეკითხვაზე არ არსებობს სწორი პასუხი, პასუხები არასწორადაა მითითებული, კითხვაზე არსებობს რამდენიმე სწორი პასუხი, კითხვა სცილდება საგამოცდო პროგრამის ფარგლებს, იგი უფლებამოსილია შეადგინოს ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და წარუდგინოს წინადადება კომისიას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
14. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს არ დაეთანხმოს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა.
15. ტესტის კითხვის გაუქმების შემთხვევაში ყველა გამოსაცდელის მიერ ამ კითხვაზე გაცემული პასუხი ჩაითვლება სწორად და დაეწერება შესაბამისი ქულა.
16. კითხვათა გაუქმების შესახებ საპრეტენზიო კომისიის ოქმები გადაეცემა კომისიას. ოქმში მითითებული უნდა იქნეს:
ა) რამდენი კითხვა იქნა გასაჩივრებული კანდიდატთა და მოხელეთა მიერ;
ბ) რამდენი კითხვა იქნა მიჩნეული კომისიის მიერ არასრულყოფილად და შესაბამისად, რამდენი კითხვა გაუქმდა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
თავი III. მოხელის კონკურსი
მუხლი 8. კონკურსის მიზანი🔗
მუხლი 8. კონკურსის მიზანი
1. კონკურსის მიზანია საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ვაკანტურ თანამდებობაზე (შემდგომში – ვაკანტური თანამდებობების) დასანიშნ პირთა შერჩევა და მათი რეზერვის ფორმირება.
2. კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან – ტესტირებისა და გასაუბრებისაგან.
მუხლი 9. კონკურსის გამოცხადება🔗
1. კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში” ან სხვა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
2. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 10. კომისიის სამდივნო🔗
მუხლი 9. კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში” ან სხვა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით.
2. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 10. კომისიის სამდივნო
1. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
2. სამდივნოს უფროსს და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
3. სამდივნო უზრუნველყოფს:
ა) დადგენილ ვადებში კანდიდატთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღებასა და შენახვას; წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის შემოწმებას კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან;
ბ) კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ვაკანტურ თანამდებობაზე დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში კანდიდატთა რეგისტრაციასა და სარეგისტრაციო ბარათის გაცემას;
გ) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და შევსებას;
დ) გაწეული საქმიანობის შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის ანგარიშის წარდგენას;
ე) ტესტირებაში მონაწილე კანდიდატთა იდენტიფიცირებას და რეგისტრირებას მათ მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო ბარათისა და პირადობის მოწმობის მეშვეობით;
ვ) საგამოცდო დარბაზში მონაწილე კანდიდატებისათვის ადგილების მიკუთვნებას, შესაბამისი ნომრის გაცემით;
ზ) საკვალიფიკაციო ტესტების დარიგებასა და ჩაბარებას;
თ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის ან/და საპრეტენზიო კომისიისათვის კანდიდატების საგამოცდო ტესტების გადაცემას და შენახვას;
ი) კანდიდატთა ტესტური გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემთა შეტანას საერთო ბაზაში;
კ) გასაუბრებაში მონაწილე თითოეული კანდიდატის შესახებ არსებული დოკუმენტური მასალის დამუშავებასა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის წარდგენას;
ლ) კონკურსის დამთავრებიდან 2 დღის ვადაში კანდიდატის ინფორმირებას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ;
მ) ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას”.
4. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია კანდიდატის შესახებ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის სისწორეზე.
5. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
მუხლი 11. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კონკურსში მონაწილე კანდიდატს მოხელის თანამდებობაზე🔗
საბაჟო დეპარტამენტში მოხელის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 12. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები🔗
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა, კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან ორი კვირის ვადაში სამდივნოს უნდა წარუდგინოს:
3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა.
6. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.
მუხლი 11. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წაყენებულ მოხელის კანდიდატს
კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, აკმაყოფილებს კონკურსისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას.
მუხლი 12. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან ორი კვირის ვადაში სამდივნოს უნდა წარუდგინოს:
ა) წერილობითი განცხადება კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) უკვე გაცემული შრომის წიგნაკი;
ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი – ზომით 3ჴ4;
2. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა სამდივნოს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ”, „დ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნები, რომლის ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ ისინი დაუბრუნდება კანდიდატს.
ე) ორი ფერადი ფოტოსურათი – ზომით 3X4;
2. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა სამდივნოს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნები, რომლის ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ ისინი დაუბრუნდება კანდიდატს.
3. საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კანდიდატები მიიღებენ სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც მითითებული იქნება მისი სარეგისტრაციო ნომერი, კონკურსის ჩატარების დრო, ადგილი და იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც შემოიტანა განცხადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
მუხლი 13. კანდიდატის უფლება, შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი🔗
მუხლი 13. კანდიდატის უფლება, შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი
კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განაცხადი ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.
მუხლი 14. ატესტაციის მიზანი🔗
ატესტაციის მიზანია მოხელის ცოდნის დონის და კვალიფიკაციის, პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 15. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი🔗
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე, 3 წელიწადში ერთხელ;
ბ) მოხელე რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
თავი IV. მოხელის ატესტაცია
მუხლი 14. ატესტაციის მიზანი
მოხელეთა ატესტაციის მიზანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პირადული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
მუხლი 15. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტირებას ექვემდებარება:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელე 3 წელიწადში ერთხელ;
ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი;
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს.
2. ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელი;
ბ) შტატგარეშე მოსამსახურე;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი პირი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 16. ატესტაციის დრო🔗
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
2. ატესტირებას არ ექვემდებარება:
ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
მუხლი 16. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 17. ატესტაციის ჩატარების წესი🔗
1. ადმინისტრაციული სამმართველო კომისიას წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას და იმ მოხელეთა სიებს, რომლებიც ექვემდებარებიან ატესტაციას.
2. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის სტრუქტურული ხელმძღვანელის მიერ. დახასიათება უნდა ასახავდეს მოხელის ყოველმხრივ შეფასებას (მის პროფესიულ და პირად თვისებებს, მათ შორის – მოქმედი კანონმდებლობის ცოდნას და დაცვას, კომპეტენტურობას, საქმის გაძღოლის უნარს, პატრიოტიზმს, საქმიან რეპუტაციას, პასუხისმგებლობის გრძნობას და ინიციატივიანობას და სხვ.). დახასიათება ასევე უნდა მოიცავდეს მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზს.
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე დადგენილი წესით გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. მოხელის ცოდის დონისა და კვალიფიკაციის შეფასება ხდება ტესტირების ან/და გასაუბრების გზით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით.
5. მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება ხდება სპეციალიზებული მეთოდიკის მიხედვით. მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასების მიზნით შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ექსპერტი ან დაწესებულება.
6. ატესტაცია ტარდება ტესტირების გზით და გასაუბრებით (ორეტაპიანი ატესტაცია) ან მხოლოდ გასაუბრების გზით.
7. ატესტაციის ჩატარების ფორმის (მათ შორის, ატესტაციის ეტაპების და შეფასების მეთოდიკის) თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 17. ატესტაციის ჩატარების წესი
1. კადრების სამმართველო კომისიას წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას და იმ მოხელეთა სიებს, რომლებიც ექვემდებარებიან ატესტაციას.
2. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის სტრუქტურული ხელმძღვანელის მიერ. დახასიათება უნდა ასახავდეს მოხელის ყოველმხრივ შეფასებას (მის პროფესიულ და პირად თვისებებს, მათ შორის – მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა და დაცვა, კომპეტენტურობა, საქმის გაძღოლის უნარი, პატრიოტიზმი, ავტორიტეტი, პასუხისმგებლობის და ინიციატივის გრძნობა და სხვ. დახასიათება ასევე უნდა მოიცავდეს მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზს).
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაცია ტარდება ტესტირების გზით წერილობით და გასაუბრებით.
თავი V. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირება და გასაუბრება
მუხლი 18. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირება🔗
1. ტესტირება წარმოადგენს კონკურსის და ორეტა-პიანი ატესტაციის პირველ ეტაპს.
2. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს:
ა) პროფესიულ ტესტირებას, რომელიც ტარდება მოხელის ცოდნის დონისა და კვალიფიკაციის შეფასე-ბის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით;
ბ) მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების ტესტირებას, რომელიც ტარდება სპეციალიზებული მეთოდიკის მიხედვით.
3. ტესტირების ჩატარების წესს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარისა და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 19. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირებისა და გასაუბრების თემატიკა🔗
1. პროფესიული ტესტირების და/ან გასაუბრების თემატიკას (პროგრამას) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. პროფესიული ტესტირების და/ან გასაუბრების თემატიკა (პროგრამა) ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 20. საკონკურსო-საატესტაციო ტესტის მომზადება🔗
საკონკურსო-საატესტაციო ტესტის მომზადების ორგანიზება ევალება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე საკონკურსო საატესტაციო ტესტის მომზადების მიზნით შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი უფლებამოსილების და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტი (ექსპერტთა ჯგუფი) ან დაწესებულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 21. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 22. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 23. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 24. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 25. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 26. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 27. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შედეგები🔗
მუხლი 18. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირება
1. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირება კონკურსის და ატესტაციის პირველი ეტაპია და ტარდება სპეციალიზებული ტესტების მიხედვით.
2. ტესტირება ტარდება საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამის შესაბამისად.
მუხლი 19. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამა
1. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამა ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
მუხლი 20. საკონკურსო-საატესტაციო ტესტის მომზადება
1. ტესტის შეკითხვების მომზადებას უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. ექსპერტთა ჯგუფი უზრუნველყოფს ტესტის შეკითხვების მომზადებას ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
4. ტესტები შეიძლება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში, კომისიის გადაწყვეტილებით.
მუხლი 21. საკონკურსო-საატესტაციო ტესტი
1. ტესტი შედგება 50 კითხვისაგან, რომელიც მოიცავს საკონკურსო-საატესტაციო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს, ასევე შესაძლებელია ტესტებში შეტანილ იქნეს ლოგიკური ამოცანები, რომელთა ამოსახსნელადაც აუცილებელია ელემენტარული არითმეტიკული ცოდნა და საქართველოს ისტორიის საკითხები.
2. ტესტის თითოეულ კითხვას აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.
3. ტესტირებისას კანდიდატის ან მოხელის ამოცანაა აღნიშნოს მის მიერ სწორად მიჩნეული პასუხი ტესტში და ტესტის თავფურცელში.
4. თუ ტესტსა და ტესტის თავფურცელში შემოხაზული პასუხი არ ემთხვევა ერთმანეთს, საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისიების მიერ მხედველობაში მიიღება მხოლოდ მათთან არსებული ტესტის თავფურცელში აღნიშნული პასუხი.
მუხლი 22. ტესტირების დრო
1. ტესტირებისათვის კანდიდატს ან მოხელეს ეძლევა 3 ასტრონომიული საათი. დროის გადაცდენის შემთხვევაში კომისიისათვის გადაცემული ტესტი არ გასწორდება და სამუშაო შეფასდება 0 ქულით.
2. კანდიდატები და მოხელეები ტესტირების და დროის ამოწურვის შესახებ გაფრთხილებას მიიღებენ ორჯერ – დროის ამოწურვამდე 30 წუთით და 10 წუთით ადრე.
3. კანდიდატს ან მოხელეს არა აქვს უფლება აუდიტორიიდან გასვლისას თან იქონიოს ტესტი ან აუდიტორია საბოლოოდ დატოვოს ტესტის ჩაბარების გარეშე. მსგავს შემთხვევაში მისი ნამუშევარი შეფასდება 0 ქულით.
მუხლი 23. ტესტის დარიგების წესი
1. ტესტირების დაწყების წინ ყოველ კანდიდატს და მოხელეს გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსდება ტესტი.
2. კონვერტის გახსნამდე თითოეული კანდიდატი და მოხელე ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია ან ლუქი დაზიანებულია, ან სხვაგვარად იწვევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ, ვიდრე დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემას, განაცხადოს ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მას გადაეცემა ახალი კონვერტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.
მუხლი 24. სავალდებულო ინსტრუქტაჟი ტესტირების დაწყებამდე
1. ტესტირების დაწყებამდე კანდიდატს ან მოხელეს ჩაუტარდება ინსტრუქტაჟი ტესტების და ტესტის თავფურცლის შევსების მეთოდიკის, სხვა პროცედურული საკითხების შესახებ.
2. სავალდებულო ინსტრუქტაჟის ტექსტს ამტკიცებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
3. ინსტრუქტაჟის ტექსტი გადაეცემა კანდიდატს ან მოხელეს ტესტის კონვერტთან ერთად.
მუხლი 25. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა
1. ტესტირების მიმდინარეობის განმავლობაში კანდიდატს ან მოხელეს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა მასალის, ასევე აუდიო და სხვა ტექნიკური საშუალებების (მათ შორის მობილური ტელეფონის) შეტანა.
2. კანდიდატი ან მოხელე, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებასა ან სავალდებულო ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების დარღვევაში, მიეცემა გაფრთხილება, რომელიც დაფიქსირდება ოქმში. განმეორებით დადგენილი წესების დარღვევისას კანდიდატი ან მოხელე მოიხსნება ტესტირებიდან და დაეწერება შეფასება 0.
მუხლი 26. ტესტირებაზე გამოცხადების დრო
1. ტესტირების დღეს კანდიდატები და მოხელეები უნდა გამოცხადდნენ ტესტირების ჩატარების ადგილზე წინასწარ დადგენილ დროს. კანდიდატებმა და მოხელეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
2. მოხელე პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ხოლო კანდიდატი სარეგისტრაციო ბარათის და პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე ტესტირებაზე არ დაიშვება.
3. ტესტირების ჩატარების დადგენილი დროის შემდეგ გამოცხადებული, დაგვიანებული პირები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
მუხლი 27. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შედეგები
1. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება გამოუცხადებლობის მოტივის (მათ შორის, საპატიო მიზეზით) მიუხედავად.
მუხლი 28. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 29. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 30. საჯაროობა ტესტირების ჩატარებისას🔗
მუხლი 28. ტესტირებისას დარბაზში ადგილის დაკავების წესი
1. ტესტირებისას დარბაზში შესვლამდე კანდიდატები და მოხელეები იღებენ ადგილის ბარათებს და ბარათების ნომრების მიხედვით იკავებენ ადგილს ტესტირების დარბაზში.
2. ტესტირებისას დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში კანდიდატი ან მოხელე მოიხსნება ტესტირებიდან.
მუხლი 29. ტესტირებისას დარბაზში შესვლის უფლება
1. ტესტირებისას დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები ან მოხელეები და სპეციალური საშვის მქონე პირები.
2. დარბაზში შესვლის უფლების მინიჭების მიზნით საშვებს გასცემს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო.
მუხლი 30. საჯაროობა ტესტირების ჩატარებისას
1. ტესტირებისას, საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, მეთვალყურეებად დაიშვებიან საზოგადოების წარმომადგენლები.
2. მეთვალყურეების დაშვებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
3. მეთვალყურეები ტესტირების დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. ტესტირების პროცესში ჩარევის უფლება მათ არ აქვთ, ხოლო ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეთვალყურე დათხოვნილ იქნება ტესტირების დარბაზიდან.
მუხლი 31. ტესტების შემოწმება🔗
მუხლი 31. ტესტების შემოწმება
1. ტესტების პასუხები მოწმდება მოწვეული სპეციალის-ტის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თანამშრომლის თანდასწრებით, კომპიუტერის ან სხვა საშუალებების მეშვეობით.
2. ტესტის გასწორების დროს დაცული უნდა იყოს, როგორც გამოსაცდელის, ასევე გამომცდელის ანონიმურობა. მოწვეული სპეციალისტისათვის და კომისიის წევრისათვის უცნობია, თუ ვის ნაშრომს ამოწმებს, ასევე გამოსაცდელისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწორებს მის ნაშრომს.
2. ტესტირების დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 დღისა კომისია აქვეყნებს ტესტირების შედეგებს.
მუხლი 32. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 33. გასაუბრება🔗
1. კონკურსის ჩატარების შემთხვევაში გასაუბრებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კანდიდატს, რომელმაც დადებითი შეფასება მიიღო ტესტირებისას. ამ შემთხვევაში გასაუბრების მიზანია კანდიდატის კომუნიკაბელურობის, პიროვნული თვისებებისა და მოტივაციის შეფასება.
2. ატესტაციის ჩატარებისას, მოხელეთა გასაუბრების დროს კომისია ისმენს მოხელის სტრუქტურული ხელმძღვანელის დახასიათებას, ანგარიშს მოხელის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ გასაუბრება წარმოადგენს ატესტაციის მეორე ეტაპს და ტარდება პროფესიული ტესტირების შემდეგ, გასაუბრების მიზანია დადგინდეს, თუ რამდენად არის რეალიზებული პრაქტიკაში მოხელის ცოდნა და უნარი.
4. იმ შემთხვევაში, თუ ატესტაციის დროს პროფესიული ტესტირება არ ტარდება, გასაუბრების მიზანია დადგინდეს მოხელის პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის დონე და მისი პრაქტიკაში რეალიზების უნარი.
5. გასაუბრება ტარდება კითხვა-პასუხის ფორმით. დასმული შეკითხვები და გაცემული პასუხები შეიტანება გასაუბრების ოქმში.
6. გასაუბრების მიმდინარეობა აისახება გასაუბრების ოქმში. გასაუბრების მიმდინარეობა შეიძლება აგრეთვე დაფიქსირდეს ვიდეოფირზე.
7. გასაუბრება ტარდება კომისიის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.
8. გასაუბრებაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაუბრება გადაიდება შემდგომი სხდომისათვის.
9. გასაუბრებაზე მოხელის საპატიო მიზეზით განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხდომაზე განხილული და მოსმენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით.
10. არასაპატიო მიზეზით გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს უარყოფით შეფასებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 34. კომისიის მიერ კანდიდატთა და მოხელეთა შეფასება🔗
1. გასაუბრების შემდეგ კომისია ახდენს კანდიდატის ან მოხელის შეფასებას მის დაუსწრებლად.
2. პროფესიული ტესტირების შედეგი გამოიხატება ტესტირებისას დაგროვებული ქულების რაოდენობით.
3. მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება ხდება გამოყენებული მეთოდიკის მიხედვით.
4. კონკურსის ჩატარებისას, გასაუბრების შედეგების მიხედვით კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს აფასებს 20 ბალიანი სისტემით, რის შემდეგაც ხდება საშუალო ქულის გამოთვლა, რომელიც მიენიჭება ამ კანდიდატს.”
5. ორეტაპიანი ატესტაციის (პროფესიული ტესტირებით) ჩატარებისას, გასაუბრების შედეგების მიხედვით, კომისიის თითოეული წევრი მოხელეს აფასებს 5-ბალიანი სისტემით, რის შემდეგაც ხდება საშუალო ქულის გამოთვლა, რომელიც მიენიჭება მოხელეს.
6. ერთეტაპიანი ატესტაციის (პროფესიული ტესტირების გარეშე) ჩატარებისას, კომისიის თითოეული წევრი მოხელეს აფასებს 10-ბალიანი სისტემით, რის შემდეგაც ხდება საშუალო ქულის გამოთვლა, რომელიც მიენიჭება მოხელეს. 10-ბალიანი სისტემა შედგება შემდეგი კომპონენტების ჯამით:
ა) მოხელის პროფესიული ცოდნის დონის შეფასება – მაქსიმუმ 5 ქულა;
ბ) მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ხარისხის და პროფესიული ცოდნის და კვალიფიკაციის რეალიზაციის შეფასება – მაქსიმუმ 5 ქულა.
7. კონკურსის დროს, ერთნაირი ჯამური შეფასების მიღების შემთხვევაში გაითვალისწინება შემდეგი გარემოებები:
ა) საკონკურსო ტესტირების შედეგები;
ბ) პროფესიული ჩვევები, შესაძლებლობების და პიროვნული თვისებები;
გ) საბაჟო სისტემაში მუშაობის სტაჟი;
დ) სპეციალობით მუშაობის სტაჟი;
ე) განათლება;
8. იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზედაც ტესტირება არ ტარდება, კანდიდატის განხილვისას შეფასება ხორციელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტის ქულების შეჯამებით. ერთნაირი ჯამური შეფასების მიღების შემთხვევაში გაითვალისწინება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ” „ე” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი გარემოებები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
მუხლი 35. კონკურსის შედეგი🔗
მუხლი 32. ტესტების შეფასება
1. ტესტის თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.
2. თუ კანდიდატი ან მოხელე ტესტის ერთ კითხვაზე აღნიშნავს ერთზე მეტ პასუხს, ან თუ ტესტის პასუხი გადასწორებულია, მაშინ პასუხი ფასდება 0 ქულით, ანალოგიურად, თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდება 0 ქულით.
3. ტესტირების მინიმალური შეფასებაა 0 ქულა, მაქსიმალური – 50 ქულა.
4. კანდიდატის ან მოხელის მიერ ტესტის 35-ზე და მეტ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მისი ტესტირების შედეგი ფასდება დადებითად. 35-ზე ნაკლებ კითხვაზე სწორი პასუხისას კანდიდატის ან მოხელის შედეგი შეფასდება უარყოფითად.
მუხლი 33. გასაუბრება
1. გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება ეძლევა კანდიდატს ან მოხელეს 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
2. გასაუბრებისას კომისია აფასებს კანდიდატის ან მოხელის პროფესიული მომზადების დონეს, მის კომუნიკაბელურობას, ანალიზისა და მართვის უნარს, პიროვნულ თვისებებს, მონაცემებს განათლების, სამეცნიერო ხარისხის მიხედვით.
3. მოხელეთა ატესტაციისას:
ა) გასაუბრებას ესწრება სტრუქტურული ერთეულის (დანაყოფის) ხელმძღვანელი;
ბ) კომისია ისმენს და ითვალისწინებს ხელმძღვანელის დახასიათებას;
გ) მოხელის თანამდებობასთან შესაფერისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
დ) მოხელის ატესტაციის დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს, თუ რამდენად არის რეალიზებული პრაქტიკაში მისი ცოდნა და უნარი.
მუხლი 34. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
1. კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, კომისია თავის სხდომაზე კანდიდატის დაუსწრებლად განიხილავს კანდიდატურების შერჩევის საკითხს. .
2. კომისიის მიერ კანდიდატთა და მოხელეთა ტესტირების, განათლების, სამეცნიერო ხარისხის, სამუშაო სტაჟის, პროფესიული მომზადების დონის, კომუნიკაბელურობის, ანალიზისა და მართვის უნარის, პიროვნული თვისებების შეფასება ხორციელდება შემდეგი ქულების შეჯამებით:
ა) ტესტირებაზე დაგროვილ ქულათა რაოდენობა;
ბ) განათლება;
უმაღლესი იურიდიული – 1,5;
უმაღლესი ეკონომიკური – 1,5;
უმაღლესი იურიდიული და უმაღლესი ეკონომიკუ-რი – 2,5;
სხვა უმაღლესი განათლება – 1;
გ) სამეცნიერო ხარისხი (იურიდიული ან ეკონომიკური მეცნიერებები):
მეცნიერებათა კანდიდატი – 1,5;
მეცნიერებათა დოქტორი – 2,5;
დ) საბაჟო ორგანოებში მუშაობის სტაჟი:
1 წლამდე – 0,5;
1-დან 3 წლამდე – 1;
3-დან 5 წლამდე – 1,5;
5-დან 8 წლამდე – 2;
8-დან ზევით – 2,5;
ე) პროფესიული მომზადების დონის, კომუნიკაბელურობის, ანალიზის და მართვის უნარის, პიროვნული თვისებების შეფასება ხდება კომისიის მიერ მაქსიმუმ 20 ქულით, კანდიდატზე საშუალო ქულის გამოთვლა ხდება კომისიის ყველა წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამი გაყოფილი კომისიიის წევრების რაოდენობაზე (ვინც მოახდინა შეფასება).
3. კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის ქულების შეჯამება ხდება სპეციალურად მომზადებულ ბლანკებში შესარჩევი კონკურსის მომზადების სამდივნოს მიერ თითოეული კანდიდატის მიღებული ქულის დადგენის მიზნით.
4. ერთნაირი ჯამური შეფასების მიღების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ იმ პირებს, რომელთაც უფრო მაღალი შეფასება აქვთ მიღებული შესაბამისი თანმიმდევ-რობით:
ა) საკონკურსო-საატესტაციო ტესტირებაში;
ბ) საბაჟო სისტემაში მუშაობის სტაჟში;
გ) სპეციალობით მუშაობის სტაჟში;
დ) განათლებაში;
ე) სამეცნიერო ხარისხში.
5. იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზედაც ტესტირება არ ტარდება, კანდიდატის განხილვისას შეფასება ხორციელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტების ქულების შეჯამებით. ერთნაირი ჯამური შეფასების მიღების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ პირებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის ბ), გ), დ) და ე) ქვეპუნქტის თანმიმდევრობით.
თავი VI. ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსისა და მოხელეთა ატესტაციის შედეგები
მუხლი 35. კონკურსის შედეგი
1. კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
2. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.
2. გადაწყვეტილება მიიღება მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.
3. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებზე იწერება გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.
4. გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს ორი დღისა შედეგები უნდა ეცნობოს კანდიდატს წერილობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
მუხლი 36. ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის წამოყენება🔗
მუხლი 36. ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის წამოყენება
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატურას ან უარს ამბობს კანდიდატურის წარმოდგენაზე.
2. კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ დანიშვნის უფლების მქონე პირს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
3. დანიშვნის უფლების მქონე პირი, კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებს პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
4. კომისიას უფლება აქვს შესთავაზოს კანდიდატს მის განცხადებაში მითითებული ვაკანსიის განსხვავებული ვარიანტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
მუხლი 37. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
მუხლი 38. ჩაშლილი კონკურსი🔗
2. კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
3. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
მუხლი 37. დამატებითი საკონკურსო პირობები
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილ კანდიდატს უფლება აქვს შეცვალოს საკონკურსო ადგილი ან განმეორებით მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე ჩატარებულ შესარჩევ კონკურსში.
2. კომისიას უფლება აქვს შესთავაზოს კანდიდატს მის განცხადებაში მითითებული ვაკანსიის განსხვავებული ვარიანტი.
მუხლი 38. ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარმოდგენაზე.
მუხლი 39. მოხელეთა ატესტაციის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება🔗
1. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით კო-მისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) შეეფერება დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობას:
ბ) არ შეეფერება დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობას და ექვემდებარება დაქვეითებას;
მუხლი 39. მოხელეთა ატესტაციის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას;
ბ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება;
გ) უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან;
დ) იმსახურებს თანამდებობრივ დაწინაურებას;
ე) სასურველია სხვა თანამდებობაზე გადაყვანა.
დ) ექვემდებარება დაწინაურებას.
2. ტესტირებისას მოხელის მიერ მიღებული უარყოფითი შედეგი კომისიისათვის წარმოადგენს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ” ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
3. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის რეგლამენტით გათვალისწინებული წესით.
4. გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს პერსონალურად ყველა მოხელეზე მოტივირებული დასკვნის სახით და შეიტანება საატესტაციო ფურცელში.
5. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 2 დღის ვადაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 აპრილის ბრძანება №255-სსმIII,№48, 21.04.2005წ.,მუხ.496
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 მაისის ბრძანება №363-სსმIII,№67, 02.06.2005წ.,მუხ.718
მუხლი 40. ატესტაციის შედეგები🔗
მუხლი 40. ატესტაციის შედეგები
1. ატესტაციის შედეგები დაწესებულების ხელმძღვანელს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
2. დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას:
ა) მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ;
ბ) მოხელის დასაკავებელ თანამდებობაზე დანიშვნის, დასაკავებელ თაბამდებობასთან შეუსაბამობის გამო თანამდებობიდან გათავისუფლების ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.
3. მოხელეს ატესტაციის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო სამსახურიდან მისი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII,№21, 26.02.2004წ.,მუხ.195
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 მაისის ბრძანება №363-სსმIII,№67, 02.06.2005წ.,მუხ.718
მუხლი 41. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით🔗
2. დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ.
3. მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო სამსახურიდან მისი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
მუხლი 41. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით
1. ატესტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 42. საჯარო მოხელეთა რეზერვთან დაკავშირებულ საკითხთა რეგულირება🔗
საჯარო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა, რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა, მათი სამართლებრივი სტატუსი, უფლებამოვალეობები და თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 113-120-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავი VII. საჯარო მოხელეთა რეზერვი
მუხლი 42. საჯარო მოხელეთა რეზერვთან დაკავშირებულ საკითხთა რეგულირება
საჯარო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა, რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა, მათი სამართლებრივი სტატუსი, უფლებამოვალეობები და თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 113-120-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების” შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.10.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების” შესახებ?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების” შესახებ მიღებულია 17.12.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №409. სარეგისტრაციო კოდი — 200280000.11(1).170.005610.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების” შესახებ-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.10.2008.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების” შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების” შესახებ, №409, 17.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 200280000.11(1).170.005610 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1369204/