საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.006.773
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №6
2004 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო” და ,,ს” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება №6-სსმIII,№52, 28.04.2005წ., მუხ.561
საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გენერალური პროკურატურა (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი უმაღლესი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ამ დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) სამართლებრივი აქტებით.
2. გენერალური პროკურატურის იურიდიული მისამართია: 0114, ქ. თბილისი, გორგასალის ქ. №24.
3. გენერალური პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
4. გენერალურ პროკურატურას აქვს საკუთარი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და გენერალური პროკურატურის დასახელებით.
5. გენერალურ პროკურატურას შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც გამოიყენება გენერალური პროკურატურის მუშაკთა სავიზიტო ბარათებზე, გენერალური პროკურატურის ბეჭდვით გამოცემებზე, სხვა დოკუმენტებზე და საგნებზე.
მუხლი 2. გენერალური პროკურატურის საქმიანობის პრინციპები
გენერალური პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონის უზენაესობა;
ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
დ) ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება;
ე) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
მუხლი 3. გენერალური პროკურატურის საქმიანობის სფერო
გენერალური პროკურატურა კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას;
დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე;
ე) ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისას, იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებისას, აგრეთვე დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში;
ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;
თ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ი) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;
კ) სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებას, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემას და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემას;
ლ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება №6-სსმIII,№52, 28.04.2005წ., მუხ.561
მუხლი 4. გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობა
1. გენერალურ პროკურატურას ხელმძღვანელობს საქართველოს გენერალური პროკურორი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.
2. გენერალური პროკურორი ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
3. გენერალურ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
4. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი შეიძლება დაინიშნოს გენერალური პროკურორის მოადგილედ.
5. გენერალური პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე. გენერალური პროკურორის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებათა განაწილების წესი განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით.
6. გენერალური პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა წარმოადგენს მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველს.
მუხლი 5. გენერალური პროკურატურის კოლეგია
1. გენერალური პროკურატურის კოლეგია (შემდგომში – კოლეგია) არის გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი.
2. კოლეგიის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
3. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით კოლეგიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელები და სხვა პირები.
4. კოლეგია განიხილავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობას, საკადრო საკითხებს, გენერალური პროკურორის ბრძანებებისა და ინსტრუქციების პროექტებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ყველა სხვა ქვემდგომი პროკურორის ანგარიშებსა და პროკურატურის საქმიანობის სხვა საკითხებს.
5. გენერალური პროკურორისა და კოლეგიის წევრების აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი.
6. კოლეგიის სხდომის მიმდინარეობა და კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება კოლეგიის სხდომის ოქმით, რომელსაც ადგენს კოლეგიის სხდომის მდივანი და ხელს აწერენ გენერალური პროკურორი და სხდომის მდივანი.
7. კოლეგიის სხდომის მდივნის მოვალეობას ასრულებს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული გენერალური პროკურატურის მუშაკი, რომელიც არ შეიძლება იყოს კოლეგიის წევრი.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება №6-სსმIII,№52, 28.04.2005წ., მუხ.561
მუხლი 6. გენერალური პროკურატურის სტრუქტურა
1. გენერალური პროკურატურის სტრუქტურა შედგება გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან, რომელთა ამოცანები, ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით და გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის დებულებით.
2. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;
ბ) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;
გ) იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;
დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;
ე) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახური (დეპარტამენტი);
ვ) გენერალური პროკურატურის აპარატი (დეპარტამენტი);
ზ) საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი);
თ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) ;
ი) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
კ) საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ლ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
მ) კრიმინალისტიკური სამსახური (სამმართველო).
3. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად, სექტორებად და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად, რომელთა შორის უფლებამოსილებას დებულების შესაბამისად ანაწილებს სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება №6-სსმIII,№52, 28.04.2005წ., მუხ.561
მუხლი 7. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები
1. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა) მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა) და რაიონული პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
2. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:
ფინანსთა სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპოროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარება; ფინანსთა სამინისტროს ორგანოების საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
3. იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია:
იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; იუსტიციის სამინისტროს ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარება და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; იუსტიციის სამინისტროს ორგანოების საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
4. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; თავდაცვის სამინისტროს ორგანოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარება და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; თავდაცვის სამინისტროს ორგანოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული, კონტრდაზვერვის, კონსტიტუციური უსაფრთხოების და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
5. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის (დეპარტამენტის) ამოცანებია:
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების – ქრთამის აღების, კანონით აკრძალუ ლ ი საჩუქრის მიღების, მითვისებისა და გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, კომერციული მოსყიდვის, გადასახადისათვის თავის არიდების ან სხვა ანგარებით დანაშაულთა ფაქტებზე სათანადო რეაგირება, და საჭიროების შემთხვევაში, საქმეებზე წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
6. გენერალური პროკურატურის აპარატის ამოცანებია:
გენერალური პროკურორისათვის საორგანიზაციო და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; გენერალური პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვემდგომი პროკურატურების მიერ გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, განკარგულებების, გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; პროკურატურის სისტემაში საორგანიზაციო-ანალიტიკური და საკანცელარიო საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; პროკურატურის კოლეგიის სხდომების ორგანიზება, გაფორმება და განხილულ საკითხთა შესრულების კონტოლი; მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, გენერალური პროკურორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; პროკურატურის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ხელშეწყობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების საზოგადებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით ან მისი დავალებით ბრიფინგების, პრესკონფერენციების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება.
7. საგამოძიებო ნაწილის ამოცანებია:
პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება; პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება; პროკურატურის ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და წინასწარი გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
8. გენერალური ინსპექციის ამოცანებია:
სამსახურებრივი მოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკთა ისეთ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიცავენ დანაშაულის ნიშნებს და, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; სამსახურებრივი მოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკთა მიერ კორუფციული სამართალდარღვევების ფაქტებზე და მათ მიმართ დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; თავის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; პროკურატურის მუშაკთა მიერ შეუფერებელი საქციელის ჩადენის, მოქალაქეთა კანონიერი უფლებების შელახვის, ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის უგულებელყოფის, საშემსრულებლო და შრომის დისციპლინის უხეში დარღვევების ფაქტების გამოვლენა, შემოწმება და გენერალური პროკურორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე წინადადებების წარდგენა; გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონულ (საქალაქო) და საოლქო სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
9. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:
გენერალური პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ვიზირება; საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდ ო მობის უზრუნველყოფა; პროკურატურის სისტემაში, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდის, იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულების, აგრეთვე დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება; სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა; უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ექსტრადიციის საკითხების განხილვა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა ექსტრადაციის შესახებ შუამდგომოლობების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ გაგზავნა; დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში გენერალური პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; გენერალური პროკურატურის ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბრალდებული თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესის წარმოება; აღნიშნულ საქმეებზე ქვემდგომი საოლქო, რაიონული, საქალაქო პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.
10. საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:
პროკურატურის ორგანოების მაღალპროფესიული კადრებით შევსების უზრუნველყოფა; პროკურატურის მუშაკების პირადი საქმეების წარმოება, მათი სორციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების მომზადება და გაფორმება, პროკურატურის მუკშაკებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის კონტროლი; პროკურატურის მუშაკთა ატესტაცია; პერსონალური ხასიათის ბრძანებების მომზადება და რეგისტრაცია; პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმების სრულყოფა; პროკურატურის ორგანოებში შრომის დისციპლინის კონტროლი; საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესებში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პროკურატურის მოხელეთათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება; სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება.
11. ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებია:
საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება და გამოყოფილ ასიგნებათა გეგმური განაწილება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია; პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის წარმართვა, ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და კონტროლი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფულადი სახსრების მიზნობრივად და დამტკიცებული გეგმის მიხედვით ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; საქართველოს პროკურატურის მიერ ყველა სახის სამეურნეო სამუშაოებზე დადებული ხელშეკრულების მომზადება და შესრულების კონტროლი, გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სანიტარიული დასუფთავებისა და ხანძრასაწინააღმდეგო უსაფრთხოების, ადმინისტრაციულ შენობაში სატელეფონო კავშირის, ელექტრო და სანტექნიკური მეურნეობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; საქართველოს პროკურატურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვის, შენახვის და გაცემის კანონიერებაზე, ასევე ენერგორესურსების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება.
12. კრიმინალისტიკური სამსახურის (სამმართველოს) ამოცანებია:
წინასწარი გამოძიების პროცესში მტკიცებულებათა აღმოჩენა, ფიქსაცია და გამოკვლევა, კრიმინალისტიკურ-ტექნიკური საშუალებების, ხერხებისა და მეთოდების სწორი, მიზნობრივი და ეფექტური გამოყენება და კონტროლი აღნიშნულ საქმიანობაზე; საგამოძიებო პრაქტიკაში, გამოძიების წარმოების მეთოდიკასა და ტაქტიკაში კრიმინალისტიკურ-ტექნიკურ საშუალებათა და მეცნიერული რეკომენდაციების დანერგვა და საგამოძიებო პრაქტიკაში მათი გამოყენების უზრუნველყოფა; ქვემდგომი პროკურატურების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში კრი მი ნალისტიკურ-ტექნიკური საშუალებების, ტაქტიკური ხერხებისა და მეთოდების გამოყენების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვემდგომ პროკურატურებში მომუშავე პროკურორების, გამომძიებლებისა და პროკურორ-კრიმინალისტების საქმიანობაზე საერთო მეთოდური ხელმძღვანელობა; გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით წარმოება; პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულთა – მძიმე, განსაკუთრებით მძიმე და სხვა მნიშვნელოვან გაუხსნელ სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა, კრიმინალისტიკური განზოგადება და მათი გახსნისათვის რეკორმენდაციებისა და ღონისძიებების შემუშავება.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება №6-სსმIII,№52, 28.04.2005წ., მუხ.561
მუხლი 8. საქართველოს გენერალური პროკურატურის მუშაკთა ფორმის ტანსაცმელი
1. პროკურატურის მუშაკები, რომელთაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება, ატარებენ დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელს.
2. ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშებს გენერალური პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 9. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობანი
საქართველოს გენერალური პროკურატურა უფლებამოსილია კავშირი დაამყაროს სხვა ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.006.773
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №6
2004 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო” და ,,ს” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება №6-სსმIII,№52, 28.04.2005წ., მუხ.561
1.საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება №6-სსმIII,№52,28.04.2005წ., მუხ.561
2.საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 13 მაისის ბრძანება №7-სსმIII,№56,13.05.2005წ., მუხ.626
საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს გენერალური პროკურატურა (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი უმაღლესი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ამ დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) სამართლებრივი აქტებით.
2. გენერალური პროკურატურის იურიდიული მისამართია: 0114, ქ. თბილისი, გორგასალის ქ. №24.
3. გენერალური პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
4. გენერალურ პროკურატურას აქვს საკუთარი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და გენერალური პროკურატურის დასახელებით.
5. გენერალურ პროკურატურას შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც გამოიყენება გენერალური პროკურატურის მუშაკთა სავიზიტო ბარათებზე, გენერალური პროკურატურის ბეჭდვით გამოცემებზე, სხვა დოკუმენტებზე და საგნებზე.
მუხლი 2. გენერალური პროკურატურის საქმიანობის პრინციპები🔗
გენერალური პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონის უზენაესობა;
ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
დ) ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება;
ე) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
მუხლი 3. გენერალური პროკურატურის საქმიანობის სფერო🔗
გენერალური პროკურატურა კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას;
დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე;
ე) ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისას, იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებისას, აგრეთვე დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში;
ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;
თ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ი) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;
კ) სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებას, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემას და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემას;
ლ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება №6-სსმIII,№52, 28.04.2005წ., მუხ.561
მუხლი 4. გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობა🔗
1. გენერალურ პროკურატურას ხელმძღვანელობს საქართველოს გენერალური პროკურორი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.
2. გენერალური პროკურორი ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
3. გენერალურ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
4. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი შეიძლება დაინიშნოს გენერალური პროკურორის მოადგილედ.
5. გენერალური პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე. გენერალური პროკურორის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებათა განაწილების წესი განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით.
6. გენერალური პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა წარმოადგენს მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველს.
მუხლი 5. გენერალური პროკურატურის კოლეგია🔗
1. გენერალური პროკურატურის კოლეგია (შემდგომში – კოლეგია) არის გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი.
2. კოლეგიის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
3. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით კოლეგიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელები და სხვა პირები.
4. კოლეგია განიხილავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობას, საკადრო საკითხებს, გენერალური პროკურორის ბრძანებებისა და ინსტრუქციების პროექტებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ყველა სხვა ქვემდგომი პროკურორის ანგარიშებსა და პროკურატურის საქმიანობის სხვა საკითხებს.
5. გენერალური პროკურორისა და კოლეგიის წევრების აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი.
6. კოლეგიის სხდომის მიმდინარეობა და კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება კოლეგიის სხდომის ოქმით, რომელსაც ადგენს კოლეგიის სხდომის მდივანი და ხელს აწერენ გენერალური პროკურორი და სხდომის მდივანი.
7. კოლეგიის სხდომის მდივნის მოვალეობას ასრულებს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული გენერალური პროკურატურის მუშაკი, რომელიც არ შეიძლება იყოს კოლეგიის წევრი.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება №6-სსმIII,№52, 28.04.2005წ., მუხ.561
მუხლი 6. გენერალური პროკურატურის სტრუქტურა🔗
1. გენერალური პროკურატურის სტრუქტურა შედგება გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან, რომელთა ამოცანები, ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით და გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის დებულებით.
2. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;
ბ) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;
ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;
გ) იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;
გ) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;
დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;
დ) იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;
ე) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახური (დეპარტამენტი);
ე) შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;
ვ) გენერალური პროკურატურის აპარატი (დეპარტამენტი);
ვ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახური (დეპარტამენტი);
ზ) საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი);
ზ) გენერალური პროკურატურის აპარატი (დეპარტამენტი);
თ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) ;
თ) საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი);
ი) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ი) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);
კ) საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
კ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ლ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
ლ) საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
მ) კრიმინალისტიკური სამსახური (სამმართველო).
მ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
ნ) კრიმინალისტიკური სამსახური (სამმართველო).
3. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად, სექტორებად და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად, რომელთა შორის უფლებამოსილებას დებულების შესაბამისად ანაწილებს სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება №6-სსმIII,№52, 28.04.2005წ., მუხ.561
საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 13 მაისის ბრძანება №7-სსმIII,№56,13.05.2005წ., მუხ.626
მუხლი 7. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები🔗
1. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა) მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა) და რაიონული პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; აღნიშნული დეპარტამენტების მიერ განხორციელებული წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
2. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:
2. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების) მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების), აგრეთვე რაიონული პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
3. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:
ფინანსთა სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპოროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარება; ფინანსთა სამინისტროს ორგანოების საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
3. იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია:
4. იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია:
იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; იუსტიციის სამინისტროს ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარება და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; იუსტიციის სამინისტროს ორგანოების საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
4. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:
5. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; თავდაცვის სამინისტროს ორგანოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარება და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; თავდაცვის სამინისტროს ორგანოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული, კონტრდაზვერვის, კონსტიტუციური უსაფრთხოების და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; თავდაცვის სამინისტროს ორგანოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარება და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; თავდაცვის სამინისტროს ორგანოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული, კონტრდაზვერვის, კონსტიტუციური უსაფრთხოების და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
5. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის (დეპარტამენტის) ამოცანებია:
6. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის (დეპარტამენტის) ამოცანებია:
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების – ქრთამის აღების, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების, მითვისებისა და გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, კომერციული მოსყიდვის, გადასახადისათვის თავის არიდების ან სხვა ანგარებით დანაშაულთა ფაქტებზე სათანადო რეაგირება, და საჭიროების შემთხვევაში, საქმეებზე წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების – ქრთამის აღების, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების, მითვისებისა და გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, კომერციული მოსყიდვის, გადასახადისათვის თავის არიდების ან სხვა ანგარებით დანაშაულთა ფაქტებზე სათანადო რეაგირება და, საჭიროების შემთხვევაში, საქმეებზე წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
6. გენერალური პროკურატურის აპარატის ამოცანებია:
7. გენერალური პროკურატურის აპარატის ამოცანებია:
გენერალური პროკურორისათვის საორგანიზაციო და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; გენერალური პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვემდგომი პროკურატურების მიერ გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, განკარგულებების, გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; პროკურატურის სისტემაში საორგანიზაციო-ანალიტიკური და საკანცელარიო საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; პროკურატურის კოლეგიის სხდომების ორგანიზება, გაფორმება და განხილულ საკითხთა შესრულების კონტოლი; მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, გენერალური პროკურორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; პროკურატურის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ხელშეწყობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების საზოგადებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით ან მისი დავალებით ბრიფინგების, პრესკონფერენციების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება.
გენერალური პროკურორისათვის საორგანიზაციო და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; გენერალური პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვემდგომი პროკურატურების მიერ გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, განკარგულებების, გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; პროკურატურის სისტემაში საორგანიზაციო-ანალიტიკური და საკანცელარიო საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; პროკურატურის კოლეგიის სხდომების ორგანიზება, გაფორმება და განხილულ საკითხთა შესრულების კონტროლი; მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, გენერალური პროკურორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; პროკურატურის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ხელშეწყობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით ან მისი დავალებით ბრიფინგების, პრესკონფერენციების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება.
7. საგამოძიებო ნაწილის ამოცანებია:
8. საგამოძიებო ნაწილის ამოცანებია:
პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება; პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება; პროკურატურის ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და წინასწარი გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
8. გენერალური ინსპექციის ამოცანებია:
9. გენერალური ინსპექციის ამოცანებია:
სამსახურებრივი მოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკთა ისეთ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიცავენ დანაშაულის ნიშნებს და, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; სამსახურებრივი მოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკთა მიერ კორუფციული სამართალდარღვევების ფაქტებზე და მათ მიმართ დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; თავის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; პროკურატურის მუშაკთა მიერ შეუფერებელი საქციელის ჩადენის, მოქალაქეთა კანონიერი უფლებების შელახვის, ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის უგულებელყოფის, საშემსრულებლო და შრომის დისციპლინის უხეში დარღვევების ფაქტების გამოვლენა, შემოწმება და გენერალური პროკურორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე წინადადებების წარდგენა; გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონულ (საქალაქო) და საოლქო სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
სამსახურებრივი მოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკთა ისეთ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიცავენ დანაშაულის ნიშნებს და, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების ჩატარება; სამსახურებრივი მოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკთა მიერ კორუფციული სამართალდარღვევების ფაქტებზე და მათ მიმართ დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; თავის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; პროკურატურის მუშაკთა მიერ შეუფერებელი საქციელის ჩადენის, მოქალაქეთა კანონიერი უფლებების შელახვის, ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის უგულებელყოფის, საშემსრულებლო და შრომის დისციპლინის უხეში დარღვევების ფაქტების გამოვლენა, შემოწმება და გენერალური პროკურორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე წინადადებების წარდგენა; გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონულ (საქალაქო) და საოლქო სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
9. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:
10. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:
გენერალური პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ვიზირება; საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პროკურატურის სისტემაში, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდის, იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულების, აგრეთვე დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება; სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა; უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ექსტრადიციის საკითხების განხილვა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა ექსტრადაციის შესახებ შუამდგომოლობების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ გაგზავნა; დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში გენერალური პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; გენერალური პროკურატურის ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბრალდებული თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესის წარმოება; აღნიშნულ საქმეებზე ქვემდგომი საოლქო, რაიონული, საქალაქო პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.
10. საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:
11. საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:
პროკურატურის ორგანოების მაღალპროფესიული კადრებით შევსების უზრუნველყოფა; პროკურატურის მუშაკების პირადი საქმეების წარმოება, მათი სორციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების მომზადება და გაფორმება, პროკურატურის მუკშაკებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის კონტროლი; პროკურატურის მუშაკთა ატესტაცია; პერსონალური ხასიათის ბრძანებების მომზადება და რეგისტრაცია; პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმების სრულყოფა; პროკურატურის ორგანოებში შრომის დისციპლინის კონტროლი; საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესებში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პროკურატურის მოხელეთათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება; სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება.
პროკურატურის ორგანოების მაღალპროფესიული კადრებით შევსების უზრუნველყოფა; პროკურატურის მუშაკების პირადი საქმეების წარმოება, მათი სოციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების მომზადება და გაფორმება, პროკურატურის მუშაკებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის კონტროლი; პროკურატურის მუშაკთა ატესტაცია; პერსონალური ხასიათის ბრძანებების მომზადება და რეგისტრაცია; პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმების სრულყოფა; პროკურატურის ორგანოებში შრომის დისციპლინის კონტროლი; საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესებში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პროკურატურის მოხელეთათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება; სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება.
11. ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებია:
12. ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებია:
საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება და გამოყოფილ ასიგნებათა გეგმური განაწილება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია; პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის წარმართვა, ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და კონტროლი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფულადი სახსრების მიზნობრივად და დამტკიცებული გეგმის მიხედვით ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; საქართველოს პროკურატურის მიერ ყველა სახის სამეურნეო სამუშაოებზე დადებული ხელშეკრულების მომზადება და შესრულების კონტროლი, გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სანიტარიული დასუფთავებისა და ხანძრასაწინააღმდეგო უსაფრთხოების, ადმინისტრაციულ შენობაში სატელეფონო კავშირის, ელექტრო და სანტექნიკური მეურნეობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; საქართველოს პროკურატურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვის, შენახვის და გაცემის კანონიერებაზე, ასევე ენერგორესურსების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება.
საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება და გამოყოფილ ასიგნებათა გეგმური განაწილება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია; პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის წარმართვა, ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და კონტროლი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფულადი სახსრების მიზნობრივად და დამტკიცებული გეგმის მიხედვით ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; საქართველოს პროკურატურის მიერ ყველა სახის სამეურნეო სამუშაოებზე დადებული ხელშეკრულების მომზადება და შესრულების კონტროლი, გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სანიტარიული დასუფთავებისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების, ადმინისტრაციულ შენობაში სატელეფონო კავშირის, ელექტრო და სანტექნიკური მეურნეობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; საქართველოს პროკურატურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვის, შენახვის და გაცემის კანონიერებაზე, ასევე ენერგორესურსების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება.
12. კრიმინალისტიკური სამსახურის (სამმართველოს) ამოცანებია:
13. კრიმინალისტიკური სამსახურის (სამმართველოს) ამოცანებია:
წინასწარი გამოძიების პროცესში მტკიცებულებათა აღმოჩენა, ფიქსაცია და გამოკვლევა, კრიმინალისტიკურ-ტექნიკური საშუალებების, ხერხებისა და მეთოდების სწორი, მიზნობრივი და ეფექტური გამოყენება და კონტროლი აღნიშნულ საქმიანობაზე; საგამოძიებო პრაქტიკაში, გამოძიების წარმოების მეთოდიკასა და ტაქტიკაში კრიმინალისტიკურ-ტექნიკურ საშუალებათა და მეცნიერული რეკომენდაციების დანერგვა და საგამოძიებო პრაქტიკაში მათი გამოყენების უზრუნველყოფა; ქვემდგომი პროკურატურების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში კრიმინალისტიკურ-ტექნიკური საშუალებების, ტაქტიკური ხერხებისა და მეთოდების გამოყენების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვემდგომ პროკურატურებში მომუშავე პროკურორების, გამომძიებლებისა და პროკურორ-კრიმინალისტების საქმიანობაზე საერთო მეთოდური ხელმძღვანელობა; გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით წარმოება; პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულთა – მძიმე, განსაკუთრებით მძიმე და სხვა მნიშვნელოვან გაუხსნელ სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა, კრიმინალისტიკური განზოგადება და მათი გახსნისათვის რეკორმენდაციებისა და ღონისძიებების შემუშავება.
წინასწარი გამოძიების პროცესში მტკიცებულებათა აღმოჩენა, ფიქსაცია და გამოკვლევა, კრიმინალისტიკურ-ტექნიკური საშუალებების, ხერხებისა და მეთოდების სწორი, მიზნობრივი და ეფექტური გამოყენება და კონტროლი აღნიშნულ საქმიანობაზე; საგამოძიებო პრაქტიკაში, გამოძიების წარმოების მეთოდიკასა და ტაქტიკაში კრიმინალისტიკურ-ტექნიკურ საშუალებათა და მეცნიერული რეკომენდაციების დანერგვა და საგამოძიებო პრაქტიკაში მათი გამოყენების უზრუნველყოფა; ქვემდგომი პროკურატურების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში კრიმინალისტიკურ-ტექნიკური საშუალებების, ტაქტიკური ხერხებისა და მეთოდების გამოყენების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვემდგომ პროკურატურებში მომუშავე პროკურორების, გამომძიებლებისა და პროკურორ-კრიმინალისტების საქმიანობაზე საერთო მეთოდური ხელმძღვანელობა; გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით წარმოება; პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულთა _ მძიმე, განსაკუთრებით მძიმე და სხვა მნიშვნელოვან გაუხსნელ სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა, კრიმინალისტიკური განზოგადება და მათი გახსნისათვის რეკომენდაციებისა და ღონისძიებების შემუშავება.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება №6-სსმIII,№52, 28.04.2005წ., მუხ.561
საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 13 მაისის ბრძანება №7-სსმIII,№56,13.05.2005წ., მუხ.626
მუხლი 8. საქართველოს გენერალური პროკურატურის მუშაკთა ფორმის ტანსაცმელი🔗
1. პროკურატურის მუშაკები, რომელთაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება, ატარებენ დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელს.
2. ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშებს გენერალური პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 9. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობანი🔗
საქართველოს გენერალური პროკურატურა უფლებამოსილია კავშირი დაამყაროს სხვა ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №6, 22.10.2004, სარეგისტრაციო კოდი 110060010.39.036.006773 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1395906-1/