საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.10.2004 ძალადაკარგული 07.11.2008
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
110060010.39.036.006773
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 119, 22/10/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.006.773

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №6

2004 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო” და ,,ს” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება №6-სსმIII,№52,28.04.2005წ., მუხ.561

2.საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 13 მაისის ბრძანება №7-სსმIII,№56,13.05.2005წ., მუხ.626

3.საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 27 ივნისის ბრძანება №11-სსმIII,№76,27.06.2005წ., მუხ.810

4.საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №17-სსმIII,№115, 30.09.2005წ.,მუხ.1270

5.საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 11 იანვრის ბრძანება №1-სსმIII,№4,11.01.2006წ., მუხ.24

6.საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანება №4-სსმIII,№74,02.06.2006წ., მუხ.929

საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს გენერალური პროკურატურა (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი უმაღლესი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ამ დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) სამართლებრივი აქტებით.

2. გენერალური პროკურატურის იურიდიული მისამართია: 0114, ქ. თბილისი, გორგასალის ქ. №24.

3. გენერალური პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

4. გენერალურ პროკურატურას აქვს საკუთარი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და გენერალური პროკურატურის დასახელებით.

5. გენერალურ პროკურატურას შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც გამოიყენება გენერალური პროკურატურის მუშაკთა სავიზიტო ბარათებზე, გენერალური პროკურატურის ბეჭდვით გამოცემებზე, სხვა დოკუმენტებზე და საგნებზე.

    მუხლი 2. გენერალური პროკურატურის საქმიანობის პრინციპები

გენერალური პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონის უზენაესობა;

ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;

გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

დ) ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება;

ე) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

    მუხლი 3. გენერალური პროკურატურის საქმიანობის სფერო

გენერალური პროკურატურა კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;

ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას;

გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას;

დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე;

ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და აწარმოებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;

ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;

ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;

თ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ი) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;

კ) სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებას, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემას და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემას;

ლ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება №6-სსმIII,№52, 28.04.2005წ., მუხ.561

საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანება №4-სსმIII,№74,02.06.2006წ., მუხ.929

    მუხლი 4. გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობა

1. გენერალურ პროკურატურას ხელმძღვანელობს საქართველოს გენერალური პროკურორი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.

2. გენერალური პროკურორი ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

3. გენერალურ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

4. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი შეიძლება დაინიშნოს გენერალური პროკურორის მოადგილედ.

5. გენერალური პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე. გენერალური პროკურორის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებათა განაწილების წესი განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით.

6. გენერალური პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა წარმოადგენს მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველს.

    მუხლი 5. გენერალური პროკურატურის კოლეგია

1. გენერალური პროკურატურის კოლეგია (შემდგომში – კოლეგია) არის გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი.

2. კოლეგიის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

3. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით კოლეგიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელები და სხვა პირები.

4. კოლეგია განიხილავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობას, საკადრო საკითხებს, გენერალური პროკურორის ბრძანებებისა და ინსტრუქციების პროექტებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ყველა სხვა ქვემდგომი პროკურორის ანგარიშებსა და პროკურატურის საქმიანობის სხვა საკითხებს.

5. გენერალური პროკურორისა და კოლეგიის წევრების აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი.

6. კოლეგიის სხდომის მიმდინარეობა და კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება კოლეგიის სხდომის ოქმით, რომელსაც ადგენს კოლეგიის სხდომის მდივანი და ხელს აწერენ გენერალური პროკურორი და სხდომის მდივანი.

7. კოლეგიის სხდომის მდივნის მოვალეობას ასრულებს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული გენერალური პროკურატურის მუშაკი, რომელიც არ შეიძლება იყოს კოლეგიის წევრი.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება №6-სსმIII,№52, 28.04.2005წ., მუხ.561

    მუხლი 6. გენერალური პროკურატურის სტრუქტურა

1. გენერალური პროკურატურის სტრუქტურა შედგება გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან, რომელთა ამოცანები, ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით და გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის დებულებით.

2. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

გ) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

დ) (ამოღებულია);

ე) შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ვ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახური (დეპარტამენტი);

ზ) გენერალური პროკურატურის  აპარატი (დეპარტამენტი);

თ) საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი);

ი) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);

კ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ლ) საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

მ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ნ) კრიმინალისტიკური სამსახური (სამმართველო).

3. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად, სექტორებად და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად, რომელთა შორის უფლებამოსილებას დებულების შესაბამისად ანაწილებს სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება №6-სსმIII,№52, 28.04.2005წ., მუხ.561

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 13 მაისის ბრძანება №7-სსმIII,№56,13.05.2005წ., მუხ.626

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 27 ივნისის ბრძანება №11-სსმIII,№76,27.06.2005წ., მუხ.810

საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 11 იანვრის ბრძანება №1-სსმIII,№4,11.01.2006წ., მუხ.24

საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანება №4-სსმIII,№74,02.06.2006წ., მუხ.929

     მუხლი 7. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; აღნიშნული დეპარტამენტების და სამმართველოს მიერ განხორციელებული წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

2. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებისა), აგრეთვე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ტერიტორიულ დანაყოფებში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების), აგრეთვე რაიონული პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

3. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ფინანსთა სამინისტროს ორგანოებში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება და ამავე სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; როგორც წესი, ფინანსთა სამინისტროს ორგანოების (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

4. (ამოღებულია).

5. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებსა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა (გარდა ამ დაწესებულებათა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროსა (გარდა ამ დაწესებულებათა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; როგორც წესი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროსა (გარდა ამ დანაყოფების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და იუსტიციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

6. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის (დეპარტამენტის) ამოცანებია:

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების – ქრთამის აღების, კანონით აკრძალუ ლ ი საჩუქრის მიღების, მითვისებისა და გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, კომერციული მოსყიდვის, გადასახადისათვის თავის არიდების ან სხვა ანგარებით დანაშაულთა ფაქტებზე სათანადო რეაგირება და, საჭიროების შემთხვევაში, საქმეებზე წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

7. გენერალური პროკურატურის აპარატის ამოცანებია:

გენერალური პროკურორისათვის საორგანიზაციო და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; გენერალური პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვემდგომი პროკურატურების მიერ გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, განკარგულებების, გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; პროკურატურის სისტემაში საორგანიზაციო-ანალიტიკური და საკანცელარიო საქმიანობის ხელმძღვანელობა  და კოორდინაცია; პროკურატურის კოლეგიის სხდომების ორგანიზება, გაფორმება და განხილულ საკითხთა შესრულების კონტ რ ოლი; მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, გენერალური პროკურორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; პროკურატურის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ხელშეწყობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით ან მისი დავალებით ბრიფინგების, პრესკონფერენციების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება.

8. საგამოძიებო ნაწილის ამოცანებია:

პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება; პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება; პროკურატურის ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და წინასწარი გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

9. გენერალური ინსპექციის ამოცანებია:

სამსახურებრივი მოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკთა ისეთ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიცავენ დანაშაულის ნიშნებს და, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების ჩატარება; სამსახურებრივი მოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკთა მიერ კორუფციული სამართალდარღვევების ფაქტებზე და მათ მიმართ დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; თავის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; პროკურატურის მუშაკთა მიერ შეუფერებელი საქციელის ჩადენის, მოქალაქეთა კანონიერი უფლებების შელახვის, ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის უგულებელყოფის, საშემსრულებლო და შრომის დისციპლინის უხეში დარღვევების ფაქტების გამოვლენა, შემოწმება და გენერალური პროკურორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე წინადადებების წარდგენა; გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონულ (საქალაქო) და საოლქო სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

10. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:

გენერალური პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ვიზირება; საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პროკურატურის სისტემაში, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდის, იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულების, აგრეთვე დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება; სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა; უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ექსტრადიციის საკითხების განხილვა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა ექსტრადაციის შესახებ შუამდგომოლობების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ გაგზავნა; დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში გენერალური პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; გენერალური პროკურატურის ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბრალდებული თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესის წარმოება; აღნიშნულ საქმეებზე ქვემდგომი საოლქო, რაიონული, საქალაქო პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.

11. საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:

პროკურატურის ორგანოების მაღალპროფესიული კადრებით შევსების უზრუნველყოფა; პროკურატურის მუშაკების პირადი საქმეების წარმოება, მათი სოციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების მომზადება და გაფორმება, პროკურატურის მუშაკებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის კონტროლი; პროკურატურის მუშაკთა ატესტაცია; პერსონალური ხასიათის ბრძანებების მომზადება და რეგისტრაცია; პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმების სრულყოფა; პროკურატურის ორგანოებში შრომის დისციპლინის კონტროლი; საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესებში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პროკურატურის მოხელეთათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება; სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება.

12. ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებია:

საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება და გამოყოფილ ასიგნებათა გეგმური განაწილება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია; პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის წარმართვა, ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და კონტროლი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფულადი სახსრების მიზნობრივად და დამტკიცებული გეგმის მიხედვით ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; საქართველოს პროკურატურის მიერ ყველა სახის სამეურნეო სამუშაოებზე დადებული ხელშეკრულების მომზადება და შესრულების კონტროლი, გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სანიტარიული დასუფთავებისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების, ადმინისტრაციულ შენობაში სატელეფონო კავშირის, ელექტრო და სანტექნიკური მეურნეობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; საქართველოს პროკურატურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვის, შენახვის და გაცემის კანონიერებაზე, ასევე ენერგორესურსების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება.

13. კრიმინალისტიკური სამსახურის (სამმართველოს) ამოცანებია:

წინასწარი გამოძიების პროცესში მტკიცებულებათა აღმოჩენა, ფიქსაცია და გამოკვლევა, კრიმინალისტიკურ-ტექნიკური საშუალებების, ხერხებისა და მეთოდების სწორი, მიზნობრივი და ეფექტური გამოყენება და კონტროლი აღნიშნულ საქმიანობაზე; საგამოძიებო პრაქტიკაში, გამოძიების წარმოების მეთოდიკასა და ტაქტიკაში კრიმინალისტიკურ-ტექნიკურ საშუალებათა და მეცნიერული რეკომენდაციების დანერგვა და საგამოძიებო პრაქტიკაში მათი გამოყენების უზრუნველყოფა; ქვემდგომი პროკურატურების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში კრიმინალისტიკურ-ტექნიკური საშუალებების, ტაქტიკური ხერხებისა და მეთოდების გამოყენების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვემდგომ პროკურატურებში მომუშავე პროკურორების, გამომძიებლებისა და პროკურორ-კრიმინალისტების საქმიანობაზე საერთო მეთოდური ხელმძღვანელობა; გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით წარმოება; პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულთა _ მძიმე, განსაკუთრებით მძიმე და სხვა მნიშვნელოვან გაუხსნელ სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა, კრიმინალისტიკური განზოგადება და მათი გახსნისათვის რეკომენდაციებისა და ღონისძიებების შემუშავება.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება №6-სსმIII,№52, 28.04.2005წ., მუხ.561

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 13 მაისის ბრძანება №7-სსმIII,№56,13.05.2005წ., მუხ.626

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 27 ივნისის ბრძანება №11-სსმIII,№76,27.06.2005წ., მუხ.810

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №17-სსმIII,№115, 30.09.2005წ.,მუხ.1270

საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 11 იანვრის ბრძანება №1-სსმIII,№4,11.01.2006წ., მუხ.24

საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანება №4-სსმIII,№74,02.06.2006წ., მუხ.929

    მუხლი 8. საქართველოს გენერალური პროკურატურის მუშაკთა ფორმის ტანსაცმელი

1. პროკურატურის მუშაკები, რომელთაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება, ატარებენ დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელს.

2. ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშებს გენერალური პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 9. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობანი

საქართველოს გენერალური პროკურატურა უფლებამოსილია კავშირი დაამყაროს სხვა ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №6, 22.10.2004, სარეგისტრაციო კოდი 110060010.39.036.006773 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1395906-6/