იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.03.2007 ძალადაკარგული 16.06.2008
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010170000.22.290.010119
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 22/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.010.119

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება №30

2007 წლის 14 მარტი

 ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება განხორციელდეს ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ხელშეკრულების პირობებში დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები ერთ დევნილზე და ლტოლვილზე თვეში განისაზღვროს 4 ლარის ოდენობით, საიდანაც:

ა) დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების ადმინისტრაციის ხარჯი განისაზღვროს 2 ლარის ოდენობით;

ბ) დევნილთა და ლტოლვილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯის ოდენობა განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დადგენილი ტარიფის (მოსაკრებლის) ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს:

ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურებისთვის – 1.50 ლარი (მათ შორის, სასმელი წყლის მიწოდების მომსახურებისთვის – 1.30 ლარი);

ბ.ბ) დასუფთავებისათვის – 0.40 ლარი.

ბ​1) დევნილთა და ლტოლვილთა კომპაქტურად ჩასახლების (განსახლების) ობიექტებში დეზინფექცია-დერატიზაციის ხარჯი განისაზღვროს 0.10 ლარის ოდენობით.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 13 ივნისის  ბრძანება №77 - სსმ Ш, №84, 19.06.2007 წ.,მუხ.907

3. დამტკიცდეს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაციის შემდეგი ნუსხა:

ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან კომპაქტურად განსახლების ობიექტის შესაბამისი იურიდიული პირის ბალანსზე არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ობიექტების ადმინისტრაციებისათვის);

ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (თუ პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას) ან გადამხდელის მოწმობა;

გ) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისი საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ტარიფების დაწესების შესახებ და ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან იმ კომპაქტურად განსახლების ობიექტის (ობიექტების) შესახებ, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს;

ე) კომპაქტურად განსახლების ობიექტების (ობიექტის) ნუსხა, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს (ობიექტების ადმინისტრაციებისთვის);

ვ) ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილებათა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ზ) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 13 ივნისის  ბრძანება №77 - სსმ Ш, №84, 19.06.2007 წ.,მუხ.907

3​1. მომსახურების ხარჯი, რომელიც წარმოადგენს მოსაკრებელს, ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 13 ივნისის  ბრძანება №77 - სსმ Ш, №84, 19.06.2007 წ.,მუხ.907

3​2. ამ ბრძანების 3​1 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების გადარიცხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ხორციელდება თვითმმართველობის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების წარმოდგენის შემდგომ.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 13 ივნისის  ბრძანება №77 - სსმ Ш, №84, 19.06.2007 წ.,მუხ.907

4. დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.           

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხევიაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 13 ივნისის  ბრძანება №77 - სსმ Ш, №84, 19.06.2007 წ.,მუხ.907

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №30, 14.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.290.010119 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1418221-1/