იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.010.119
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №30
2007 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება განხორციელდეს ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ხელშეკრულების პირობებში დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები ერთ დევნილზე და ლტოლვილზე თვეში განისაზღვროს 4 ლარის ოდენობით, საიდანაც:
ა) დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების ადმინისტრაციის ხარჯი განისაზღვროს 2 ლარის ოდენობით;
ბ) საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯის ოდენობა განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დადგენილი ტარიფის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს:
ბ.ა) კანალიზირებულ კომპაქტური ჩასახლების (განსახლების) ობიექტებში:
ბ.ა.ა) მოხმარებული წყლისათვის – 1. 50 ლარისა;
ბ.ა.ბ) ნარჩენების გატანისათვის – 0. 40 ლარისა;
ბ.ა.გ) დეზინფექცია-დერატიზაციისათვის – 0. 10 ლარისა.
ბ.ბ) არაკანალიზირებულ კომპაქტური ჩასახლების (განსახლების) ობიექტებში:
ბ.ბ.ა) მოხმარებული წყლისათვის – 1. 30 ლარისა;
ბ.ბ.ბ) ნარჩენების გატანისათვის – 0. 40 ლარისა;
ბ.ბ.გ) ასენიზაციისათვის – 0. 20 ლარისა;
ბ.ბ.დ) დეზინფექცია-დერატიზაციისათვის – 0. 10 ლარისა.
3. დამტკიცდეს ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შემდეგი ნუსხა:
ა) იურიდიული პირებისათვის:
ა.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ობიექტების ადმინისტრაციებისთვის);
ა.ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (თუ პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას) ან გადამხდელის მოწმობა;
ა.გ) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან, რომ არ ხორციელდება მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ა.დ) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ა.ე) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან იმ კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების (ობიექტის) შესახებ, რომელთა მომსახურებას ახორციელებს;
ა.ვ) კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების (ობიექტის) ნუსხა, რომელთა მომსახურებასაც იგი ახორციელებს (ობიექტების ადმინისტრაციებისთვის);
ა.ზ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისი საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ტარიფების შესახებ;
ა.თ) ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი უფლებამოსილი პირის უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ა.ი) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.
ბ) ფიზიკური პირებისათვის:
ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ობიექტების ადმინისტრაციებისთვის);
ბ.ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (თუ პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას) ან გადამხდელის მოწმობა;
ბ.გ) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე, თუ პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანაობას;
ბ.დ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან იმ კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების (ობიექტის) შესახებ, რომელთა მომსახურებას ახორციელებს;
ბ.ე) კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების (ობიექტის) ნუსხა, რომელთა მომსახურებასაც იგი ახორციელებს;
ბ.ვ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისი საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ტარიფების შესახებ;
ბ.ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ინდმეწარმის რეგისტრაციის საბუთი;
ბ.თ) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.
4. დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხევიაშვილი
+

ბ) დევნილთა და ლტოლვილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯის ოდენობა განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დადგენილი ტარიფის (მოსაკრებლის) ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს:
ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურებისთვის – 1.50 ლარი (მათ შორის, სასმელი წყლის მიწოდების მომსახურებისთვის – 1.30 ლარი);
ბ.ბ) დასუფთავებისათვის – 0.40 ლარი.
ბ1) დევნილთა და ლტოლვილთა კომპაქტურად ჩასახლების (განსახლების) ობიექტებში დეზინფექცია-დერატიზაციის ხარჯი განისაზღვროს 0.10 ლარის ოდენობით.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 13 ივნისის ბრძანება №77 - სსმ Ш, №84, 19.06.2007 წ.,მუხ.907
3. დამტკიცდეს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაციის შემდეგი ნუსხა:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან კომპაქტურად განსახლების ობიექტის შესაბამისი იურიდიული პირის ბალანსზე არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ობიექტების ადმინისტრაციებისათვის);
ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (თუ პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას) ან გადამხდელის მოწმობა;
გ) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისი საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ტარიფების დაწესების შესახებ და ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან იმ კომპაქტურად განსახლების ობიექტის (ობიექტების) შესახებ, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს;
ე) კომპაქტურად განსახლების ობიექტების (ობიექტის) ნუსხა, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს (ობიექტების ადმინისტრაციებისთვის);
ვ) ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილებათა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ზ) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 13 ივნისის ბრძანება №77 - სსმ Ш, №84, 19.06.2007 წ.,მუხ.907
31. მომსახურების ხარჯი, რომელიც წარმოადგენს მოსაკრებელს, ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 13 ივნისის ბრძანება №77 - სსმ Ш, №84, 19.06.2007 წ.,მუხ.907
32. ამ ბრძანების 31 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების გადარიცხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ხორციელდება თვითმმართველობის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების წარმოდგენის შემდგომ.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 13 ივნისის ბრძანება №77 - სსმ Ш, №84, 19.06.2007 წ.,მუხ.907
4. დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
ბ) საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯის ოდენობა განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დადგენილი ტარიფის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს:
ბ.ა) კანალიზირებულ კომპაქტური ჩასახლების (განსახლების) ობიექტებში:
ბ.ა.ა) მოხმარებული წყლისათვის – 1. 50 ლარისა;
ბ.ა.ბ) ნარჩენების გატანისათვის – 0. 40 ლარისა;
ბ.ა.გ) დეზინფექცია-დერატიზაციისათვის – 0. 10 ლარისა.
ბ.ბ) არაკანალიზირებულ კომპაქტური ჩასახლების (განსახლების) ობიექტებში:
ბ.ბ.ა) მოხმარებული წყლისათვის – 1. 30 ლარისა;
ბ.ბ.ბ) ნარჩენების გატანისათვის – 0. 40 ლარისა;
ბ.ბ.გ) ასენიზაციისათვის – 0. 20 ლარისა;
ბ.ბ.დ) დეზინფექცია-დერატიზაციისათვის – 0. 10 ლარისა.
3. დამტკიცდეს ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შემდეგი ნუსხა:
ა) იურიდიული პირებისათვის:
ა.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ობიექტების ადმინისტრაციებისთვის);
ა.ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (თუ პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას) ან გადამხდელის მოწმობა;
ა.გ) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან, რომ არ ხორციელდება მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ა.დ) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ა.ე) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან იმ კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების (ობიექტის) შესახებ, რომელთა მომსახურებას ახორციელებს;
ა.ვ) კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების (ობიექტის) ნუსხა, რომელთა მომსახურებასაც იგი ახორციელებს (ობიექტების ადმინისტრაციებისთვის);
ა.ზ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისი საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ტარიფების შესახებ;
ა.თ) ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი უფლებამოსილი პირის უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ა.ი) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.
ბ) ფიზიკური პირებისათვის:
ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ობიექტების ადმინისტრაციებისთვის);
ბ.ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (თუ პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას) ან გადამხდელის მოწმობა;
ბ.გ) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე, თუ პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანაობას;
ბ.დ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან იმ კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების (ობიექტის) შესახებ, რომელთა მომსახურებას ახორციელებს;
ბ.ე) კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების (ობიექტის) ნუსხა, რომელთა მომსახურებასაც იგი ახორციელებს;
ბ.ვ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისი საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ტარიფების შესახებ;
ბ.ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ინდმეწარმის რეგისტრაციის საბუთი;
ბ.თ) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.
4. დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხევიაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 13 ივნისის ბრძანება №77 - სსმ Ш, №84, 19.06.2007 წ.,მუხ.907
გ. ხევიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.06.2008.
- როდის იქნა მიღებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 14.03.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 010170000.22.290.010119.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.06.2008.
- სად არის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.06.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №30, 14.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.290.010119 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1418221/