უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.03.2006 ძალადაკარგული 20.11.2009
ნომერი
№223
სარეგისტრაციო კოდი
430080000.22.022.008309
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 27/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.22.022.008.309

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №223

2006 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ და ,,ო“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად.

3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულების და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანება (სსმ III, 14.11.2005., №133, მუხ. 1472);

 ბ) ,,აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღებ სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №71 ბრძანება (სსმ III, 03.02.2006, №14, მუხ. 171).

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006  წლის 11 სექტემბრის ბრძანება №811-სსმIII,№128,18.09.2006წ.,მუხ.1690

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

 

დანართი №1

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

     მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

ეს დებულება ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება) ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებს და აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ დაწესებულებებისათვის აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის, აკრედიტაციის პირობით მინიჭების, აკრედიტაციის პირობების შემოწმების, აკრედიტაციის გაუქმებისა და სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის წესს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

თავი II

აკრედიტაციის კრიტერიუმები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

     მუხლი 2. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შესახებ

1. დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭება ხდება 5 წლის ვადით, გარდა აკრედიტაციის პირობით მინიჭებისა.

2. დაწესებულებას ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭება, თუ დასტურდება, რომ სააკრედიტაციო ვიზიტის დროს იგი აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ყველა ძირითად და დამატებით კრიტერიუმს. დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში აკრედიტებულად ითვლება დაწესებულების ფილიალიც.

3. ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში ცენტრი დაწესებულებას განუსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, აკრედიტაციის ვადის განმავლობაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006  წლის 11 სექტემბრის ბრძანება №811-სსმIII,№128, 18.09.2006წ.,მუხ.1690

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 3. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ

1. დაწესებულებას ინსტიტუციური აკრედიტაცია პირობით მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ყველა ძირითად კრიტერიუმს და ვერ აკმაყოფილებს დამატებით კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.

2. ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების პირობის შესრულების წესი.

3. ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შემთხვევაში შემდგომი ინსტიტუციური აკრედიტაცია ტარდება არა უგვიანეს 2 წლის ვადაში, რაც განისაზღვრება ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებით. შემდგომი ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩატარებისას ცენტრის მიერ შეიძლება შემოწმდეს ინსტიტუციური აკრედიტაციის თითოეულ კრიტერიუმთან დაწესებულების შესაბამისობა.

4. ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შემთხვევაში დაწესებულებას არა აქვს აბიტურიენტთა და სტუდენტთა მიღების უფლება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 4. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ

დაწესებულება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე უარს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ძირითადი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.

    მუხლი 5. ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმები

ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმები არის 2 სახის:

ა) ძირითადი კრიტერიუმები;

ბ) დამატებითი კრიტერიუმები.

    მუხლი 6. ინსტიტუციური აკრედიტაციის ძირითადი კრიტერიუმები

1. დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის ძირითადი კრიტერიუმებია:

ა) არანაკლებ 1000 მ​2 ფართი ერთ მისამართზე;

ბ) ერთ სტუდენტზე არანაკლებ 4 მ​2 ფართი, რომელიც გამოიყენება სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის. ფართი აღჭურვილი უნდა იყოს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის აუცილებელი, სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისი ინვენტარით, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური უმაღლესი ან/და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას;

გ) არა უმეტეს 30 სტუდენტზე:

გ.ა) აკადემიური უმაღლესი განათლებისათვის – ერთი პროფესორი (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი);

გ.ბ) პროფესიული უმაღლესი განათლებისათვის – ერთი პროფესორი (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) ან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი;

დ) სრულყოფილი აკადემიური ან/და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (კურიკულუმები) და სასწავლო კურსის პროგრამები (სილაბუსები). ამ მიზნით დაწესებულება ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩასატარებლად ვალდებულია წარმოადგინოს კურიკულუმები და სილაბუსები ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად. საგანმანათლებლო პროგრამებში მიეთითება კრედიტებისა და აკადემიური საათების რაოდენობა, უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის მიხედვით. დაწესებულებას ასევე უნდა გააჩნდეს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისი სპეციალობები, კანონმდებლობის შესაბამისი აკადემიური ხარისხები და კვალიფიკაციები, უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის მიხედვით, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლების მიზნებისთვის – პროფესიული კვალიფიკაციები;

ე) ერთი კომპიუტერი არა უმეტეს 25 სტუდენტზე. დაწესებულების კომპიუტერების საერთო რაოდენობის 30%-ი მაინც უნდა იყოს არანაკლებ 450 მეგა-ჰერცის სიხშირის;

ვ) ბიბლიოთეკა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ვ.ა) ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი არსებობს დაწესებულების საკუთრებაში;

ვ.ბ) არსებობს ბიბლიოთეკარის საშტატო ერთეული;

ვ.გ) ბიბლიოთეკაში არსებობს სტუდენტთა და მასწავლებელთა რაოდენობის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი;

ვ.დ) არსებობს საბიბლიოთეკო პრინციპით მოწესრიგებული კატალოგი (ქაღალდის ან ელეტრონულ მატარებელზე), ინვენტარის წიგნი, სარეგისტრაციო ჟურნალი, მკითხველთა ბარათები;

ვ.ე) დაწესებულია ბიბლიოთეკის სამუშაო განრიგი, რომელიც არ შეიძლება იყოს კვირაში 5 დღეზე ნაკლები;

ვ​1) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების მარეგულირებელი დოკუმენტები;

ზ) ვებგვერდი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ზ.ა) ვებგვერდის ერთ-ერთი ენა აუცილებლად ქართულია;

ზ.ბ)(ამოღებულია);

ზ.გ) ვებგვერდის მისამართს აქვს ,,.edu“ ან ,,.edu.ge“ გაფართოება;

ზ.დ) ვებგვერდზე განთავსებულია დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია;

ზ.ე) ვებგვერდზე გამოყენებული უნდა იყოს ქართული უნიკოდები (,,სილფაენი” ან სხვა);

ზ.ვ) ვებგვერდი უნდა ასრულებდეს საკომუნიკაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ფუნქციას, მასზე უნდა იყოს განთავსებული დაწესებულების სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, წესდება, ფაკულტეტებისა და სპეციალობების ჩამონათვალი, კურიკულუმები და სილაბუსები, მონაცემები სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის შესახებ, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის – აგრეთვე დაწესებულების ბიუჯეტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობა და შესაბამისი ფართის 24-საათიან რეჟიმში სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადის წარმოდგენის მომენტიდან უწყვეტად 6 წლის ვადით გაფორმებული ხელშეკრულებით და ამ ფართზე ხელშეკრულების შესაბამისი მხარის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, რაც დგინდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ფართით სარგებლობის უფლების დროით შეზღუდვას, არ ჩაითვლება სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიურ პერსონალთან, აგრეთვე მასწავლებლებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით/დანიშვნის აქტებით. სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და მასწავლებელი აკრედიტაციის მიზნებისთვის არ შეიძლება მიეკუთვნოს ორზე მეტი დაწესებულების აკადემიურ პერსონალს. დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისი ინფორმაცია აკადემიური პერსონალისა და მასწავლებლების შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 7. ინსტიტუციური აკრედიტაციის დამატებითი კრიტერიუმები

დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის დამატებითი კრიტერიუმებია:

ა) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარი;

ბ)(ამოღებულია);

გ) სრულყოფილი ბიბლიოთეკა, რომელიც გარდა ძირითადი კრიტერიუმებისა აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

გ.ა) ბიბლიოთეკას გააჩნია სამკითხველო დარბაზებისგან გამიჯნული წიგნსაცავი;

გ.ბ) ბიბლიოთეკას აქვს სასწავლო გეგმებისა და სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისი წიგნადი – ერთ სტუდენტზე არანაკლებ 10 დასახელების სახელმძღვანელო ერთეული და არაწიგნადი ფონდი ინფორმაციის აუდიო, ვიდეო და ციფრული მატარებლების სახით;

გ.გ) ბიბლიოთეკას აქვს სასწავლო გეგმისა და სამეცნიერო პროგრამების შესაბამისი პერიოდიკა და ამ პერიოდიკაზე გაფორმებული მიმდინარე ხელმოწერები;

გ.დ)(ამოღებულია);

დ) სრულყოფილი ვებგვერდი, რომელიც გარდა ძირითადი კრიტერიუმებისა აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

დ.ა) ვებ-გვერდიდან უნდა ირკვეოდეს ვებგვერდის მესაკუთრე, მასზე განთავსებული უნდა იყოს დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია და ვებგვერდის შექმნის თარიღი, ვებგვერდს უნდა გააჩნდეს სტუმართა მრიცხველი;

დ.ბ)(ამოღებულია);

დ.გ)(ამოღებულია);

დ.დ) მოთავსებული ინფორმაციის რელევანტურობის მიზნით, უნდა ხდებოდეს ვებგვერდის ხშირი და რეგულარული განახლება;

დ.ე) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს დომენური სახელისა და ,,ჰოსტინგის” (ვებსივრცის) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაცია:

ე.ა)(ამოღებულია);

ე.ბ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული ორგანიზაციული და საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის მარეგულირებელი შიდასამართლებრივი აქტები;

ე.გ) დაწესებულებაში უნდა წარმოებდეს ნებისმიერი სახის შიდასამართლებრივი აქტების სანდო აღრიცხვიანობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

თავი III

ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩატარების წესი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 8. ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩატარების პრინციპები

1. დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაცია ემყარება ურთიერთშეთანხმების პრინციპს, რაც გულისხმობს ინსტიტუციური აკრედიტაციის ნებაყოფლობითობას და დადგენილი წესით აკრედიტაციის ექსპერტთა კანდიდატურების შეთანხმებას აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებასთან.

2. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა მუშაობას, წარუდგინოს მათ ინსტიტუციური აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

3. ცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესის გამჭვირვალობა, აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებაში სააკრედიტაციო ვიზიტის მონიტორინგი.

4. დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაცია გულისხმობს აგრეთვე მისი ფილიალის/ფილიალების პირობების შესაბამისობის დადგენას ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან. ფილიალი უფლებამოსილია განახორციელოს აბიტურიენტთა და სტუდენტთა მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი პირობები სრულად შეესაბამება ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებს.

5. აკრედიტებული დაწესებულებების შერწყმის/მიერთების გზით რეორგანიზაციის შემთხვევაში, რეორგანიზებული დაწესებულება ითვლება აკრედიტებულად და ამ დაწესებულების მაქსიმალურ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა წარმოადგენს რეორგანიზაციამდე არსებული თითოეული დაწესებულებისათვის დადგენილ მაქსიმალურ სტუდენტთა ადგილების რაოდენობების ჯამს.

6. აკრედიტებული დაწესებულებისათვის არააკრედიტებული დაწესებულების მიერთების ან მათი გაერთიანების შემთხვევაში, რეორგანიზებული დაწესებულება საჭიროებს ხელახალ აკრედიტაციას ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში. ცენტრის მიერ აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არა უგვიანეს ცენტრის მიერ დადგენილი ვადისა, დაწესებულება ითვლება აკრედიტებულად.

7. აკრედიტებული დაწესებულების გაყოფის შემთხვევაში რეორგანიზებული დაწესებულებები ითვლებიან არააკრედიტებულებად.

8. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მისი ნაწილის ცალკე დაწესებულებად გამოყოფის შემთხვევაში, აკრედიტაცია უნარჩუნდება მხოლოდ ძირითად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 9. დაწესებულების განაცხადი

1. დაწესებულებამ ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩატარების მიზნით ცენტრს დადგენილ ვადაში უნდა წარუდგინოს განაცხადი ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ და ინსტიტუციური აკრედიტაციის განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) დადგენილი ფორმის შესაბამისი თვითშეფასების კითხვარი;

ბ) დაწესებულების წესდების დამოწმებული ასლი, ხოლო კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის შემთხვევაში – სარეგისტარციო მონაცემები;

გ) დაწესებულების საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის დოკუმენტის დამოწმებული ასლი;

დ) საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოწმობის დამოწმებული ასლი, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით საქმიანობდნენ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე;

ე) შენობა-ნაგებობისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სანოტარო წესით დამოწმებული ასლები;

ვ) საინვენტარიზაციო აქტის სათანადო წესით დამოწმებული ასლი;

ზ) კომპიუტერული ტექნიკის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

თ) სტუდენტთა სახელობითი სია ფაკულტეტის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალობის, სასწავლო კურსის, სწავლების ფორმის მითითებით როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით;

ი) დადგენილი ფორმის შესაბამისი მონაცემები აკადემიური პერსონალის ან/და მასწავლებლების შესახებ, რომელიც დასტურდება აკადემიური პერსონალის ან/და მასწავლებლების ხელმოწერით;

კ) დომენური სახელის და ,,ჰოსტინგის” (ვებსივრცის) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

3. თვითშეფასების კითხვარის, აგრეთვე აკადემიური პერსონალისა და მასწავლებლების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 10. აკრედიტაციის მაძიებლად ცნობა

1. დაწესებულების მიერ განაცხადის წარდგენის შემდეგ ცენტრი ამოწმებს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. დაწესებულებამ განაცხადთან ერთად უნდა წარადგინოს ინსტიტუციური აკრედიტაციის განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. თუ დაწესებულება ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ცენტრი დაწესებულებას განუსაზღვრავს 5 დღის ვადას, რომლის განმავლობაშიც დაწესებულებამ უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში დაწესებულების მიერ დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, თუ ეს დოკუმენტი ან ინფორმაცია შეესაბამება მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება განაცხადთან ერთად არ წარადგენს ინსტიტუციური აკრედიტაციის განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე დადგენილ ვადაში არ წარადგენს ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 11. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა

1. დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ, ცენტრი აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებას შესათანხმებლად წარუდგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურებს.

2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატურის მიღებაზე თანხმობა უნდა განაცხადოს აკრედიტაციის მაძიებელმა დაწესებულებამ. აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებას უფლება აქვს არაუმეტეს ორჯერ მისცეს აცილება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და ექსპერტთა ჯგუფის წევრობის თითოეულ კანდიდატურას.

3. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრობის კანდიდატურების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრობის კანდიდატურის ამ დებულებით და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა.

4. კერძო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტაციის მაძიებლის მიერ განცხადებული დაუსაბუთებელი აცილება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრობის კანდიდატის მიმართ, ჩაითვლება ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცედურის ჩატარებაზე უარის თქმად, რომლის საფუძველზეც ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულებისათვის აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსის გაუქმების შესახებ.

5. აკრედიტაციის მაძიებელთან შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს დირექტორი, თუ ტარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინსტიტუციური აკრედიტაცია.

6. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ.

7. სააკრედიტაციო ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება ცენტრის მიერ, დაწესებულების რესურსების მოცულობის შესაბამისად და აისახება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 12. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა

1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს როგორც საქართველოს, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და კერძო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენელი, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირი.

2. აკრედიტაციის ექსპერტის კანდიდატურის წარდგენა შეუძლია საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებას, საზოგადოებრივ გაერთიანებას, პროფესიულ ასოციაციას, საერთაშორისო და უცხო ქვეყნის ორგანიზაციას.

3. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი შედგება თავმჯდომარისა და არანაკლებ 2 ექსპერტისაგან. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ შესამოწმებელი დაწესებულების რესურსების მოცულობის შესაბამისად და აისახება დებულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 13. აკრედიტაციის ექსპერტის სტატუსი

1. აკრედიტაციის ექსპერტი უნდა იყოს დამოუკიდებელი იმ დაწესებულებისაგან, რომლის შეფასებასაც ახორციელებს იგი. აკრედიტაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე და იმ დაწესებულების ყოფილი ან მოქმედი თანამშრომელი, რომლის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენასაც ახორციელებს იგი.

2. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია იცნობდეს აკრედიტაციის ჩატარების კრიტერიუმებს, წესს, აგრეთვე ჰქონდეს უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ შესაბამისი ცოდნა.

3. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია იცავდეს საქართველოს კანონმდებლობით და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსით დადგენილ ნორმებს და მოქმედებდეს მის ფარგლებში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 14. აკრედიტაციის ექსპერტის მიერ ეთიკური ნორმების დაცვის ვალდებულება

1. ექსპერტი უნდა მოქმედებდეს სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით და იცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

2. ექსპერტი ვალდებულია დაიცვას ეთიკური ნორმები, პატივი სცეს მათ და სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას იმოქმედოს ეთიკური ნორმების ფარგლებში.

3. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების პირობების შეფასებისა და დადასტურებისას ექსპერტი ვალდებულია იყოს ობიექტური.

4. ექსპერტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იყოს კომპეტენტური და ვალდებულია დეტალურად იცნობდეს აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 15. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრის უფლებები და მოვალეობები

1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე და წევრი ვალდებულია სააკრედიტაციო ვიზიტის დროს იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობისა და ცენტრის დირექტორის ან სათანადოდ უფლებამოსილი პირის მითითებების შესაბამისად.

2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სააკრედიტაციო ვიზიტს, უზრუნველყოფს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა შორის მოვალეობათა განაწილებას. იგი ვალდებულია:

ა) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე შეისწავლოს აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების თვითშეფასების კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია, შეაფასოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მოახდინოს მათი ანალიზი;

ბ) აწარმოოს მოლაპარაკება აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებასთან სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ და ცენტრის დირექტორისა და აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების შეთანხმების შესაბამისად განახორცილოს სააკრედიტაციო ვიზიტი;

გ) უზრუნველყოს შეხვედრების ორგანიზაცია აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებასთან;

დ) შეამოწმოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელ დასკვნასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

3. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში თემატური დასკვნის მომზადებას. იგი ვალდებულია:

ა) სააკრედიტაციო ვიზიტის დროს მიიღოს მონაწილეობა მასალების შეგროვებაში, შემოწმებასა და თვითშეფასების კითხვარის შინაარსის განხილვაში;

ბ) ჩაატაროს სტუდენტთა, აკადემიური და დამხმარე პერსონალის, მასწავლებლების, აგრეთვე სხვა პირების ინტერვიუირება;

გ) შეამოწმოს აკრედიტაციის ექსპერტის თემატური დასკვნის შედგენასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 16. აკრედიტაციის ექსპერტთა მონაცემთა ბაზა

1. ცენტრი ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა მონაცემთა ბაზას.

2. კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებს ადგენს და აქვეყნებს ცენტრი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 17. აკრედიტაციის ექსპერტთა ტრენინგი

1. აკრედიტაციის ექსპერტებს შეიძლება ჩაუტარდეთ ტრენინგი ცენტრის მიერ დადგენილი წესით.

2. ტრენინგის დროს ექსპერტმა უნდა შეისწავლოს ჯგუფური მუშაობის ძირითადი პრინციპები, ინტერვიუირება, თვითშეფასების კითხვარის და აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, მიღებული მასალების შეფასება, აკრედიტაციის ექსპერტის თემატური და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის შედგენა, აგრეთვე აკრედიტაციასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა.

3. ცენტრის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების გარდა შეიძლება განისაზღვროს დამატებითი საკითხები, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აკრედიტაციის ექსპერტთა ტრენინგში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 18. აკრედიტაციის ექსპერტთა შრომის ანაზღაურება

აკრედიტაციის ექსპერტთა შრომისა და მივლინების ანაზღურების წესს განსაზღვრავს ცენტრი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 19. სააკრედიტაციო ვიზიტი

1. სააკრედიტაციო ვიზიტის ძირითადი მიზანია საშუალება მისცეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს დაადგინოს აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების ფაქტობრივი პირობები, აგრეთვე თვითშეფასების კითხვართან და აკრედიტაციის კრიტერიუმებთან დაწესებულების პირობების შესაბამისობა.

2. აკრედიტაციის ექსპერტები ამოწმებენ დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტაციას, ახორციელებენ დაწესებულებაში დასაქმებული პირების, სტუდენტების და სხვა დაინტერესებული პირების ინტერვიუირებას და შენობა-ნაგებობის და ინვენტარის ადგილზე დათვალიერებას. აკრედიტაციის პირობების გადამოწმების მიზნით აკრედიტაციის ექსპერტები უფლებამოსილნი არიან მოიძიონ და გადაამოწმონ კონკრეტული მონაცემები.

3. სააკრედიტაციო ვიზიტის კვალიფიციურად განხორციელების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგი.

4. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტებს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 20. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თემატური და შემაჯამებელი დასკვნა

1. სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად დგება აკრედიტაციის ექსპერტის თემატური დასკვნა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნა.

2. თემატური დასკვნა წარმოადგენს აღწერას თვითშეფასების კითხვარში მოყვანილ მონაცემებთან და ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების შესაბამისობის შესახებ. თემატური დასკვნის შედგენა წარმოებს აკრედიტაციის ექსპერტის მიერ აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების კონკრეტული პირობის ან/და პირობების გადამოწმების დროს.

3. შემაჯამებელი დასკვნა დგება თემატური დასკვნის საფუძველზე და წარმოადგენს აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების ფაქტობრივი პირობების აღწერას და ანალიზს. შემაჯამებელი დასკვნით დგინდება აკრედიტაციის მაძიებლის პირობების შესაბამისობა ამ დებულებით დადგენილ აკრედიტაციის კრიტერიუმებთან. შემაჯამებელი დასკვნის შედგენა წარმოებს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის მიერ აკრედიტაციის ექსპერტის თემატური დასკვნების საფუძველზე.

4. სააკრედიტაციო ვიზიტის დასრულებისას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულების წარმომადგენელს აცნობს თემატურ და შემაჯამებელ დასკვნებს, რაც დასტურდება თემატურ დასკვნაზე აკრედიტაციის ექსპერტისა და აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების წარმომადგენლის, ხოლო შემაჯამებელ დასკვნაზე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებისა და დაწესებულების წარმომადგენლის ხელმოწერით.

5. აკრედიტაციის ექსპერტის თემატური დასკვნისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის ფორმა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 21. გადაწყვეტილება აკრედიტაციის შესახებ

1. ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – საბჭო) აკრედიტაციის ექსპერტის თემატური დასკვნისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;

ბ) აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ;

გ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

2. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში.

3. საბჭომ შეიძლება განსაზღვროს აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დრო.

4. სახელმწიფო აღიარებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების შესაბამისად ჩარიცხულ პირზე აკრედიტებული დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს მხოლოდ აკრედიტაციის ვადის განმავლობაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის მიერ გავლილი საგანმათლებლო პროგრამა კანონმდებლობით დადგენილი წესით ითვლება აკრედიტებულად.

5. არააკრედიტებული ლიცენზირებული დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვის შემთხვევაში, ათვისებულად ჩაუთვალოს ამ დაწესებულებაში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 22. დაწესებულებისათვის სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრა

1. გადაწყვეტილება სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ მიიღება საბჭოს მიერ. დაწესებულებას სტუდენთა ადგილები განესაზღვრება:

ა) ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებისას;

ბ) ლიცენზიის მიღების შემთხვევაში;

გ) სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში.

2. სტუდენტთა ადგილების განსაზღვრა გულისხმობს დაწესებულებისათვის სტუდენტთა მაქსიმალური ტევადობის განსაზღვრას, რომლის ფარგლებშიც დაწესებულება უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა.

3. აკრედიტებული დაწესებულებისა და ამ დაწესებულების ფილიალის სტუდენტთა რაოდენობები დგინდება ცალ-ცალკე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულება დადგენილ ვადაში ცენტრში წარადგენს განაცხადს სტუდენტთა ადგილების განსაზღვრის შესახებ. ამ შემთხვევაში სტუდენტთა ადგილების განსაზღვრა ხდება ლიცენზიის მისაღებად და ფლობისათვის დაწესებულების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. სამინისტრო დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემის შემდეგ, ცენტრს წარუდგენს სტუდენტთა ადგილების განსაზღვრისათვის საჭირო ინფორმაციას და შესაბამისი დოკუმენტაციის დამოწმებულ ასლებს.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტუდენტთა ადგილების რაოდენობა განისაზღვრება დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

6. ცენტრის ინიციატივით დაწესებულების სტუდენტთა ადგილების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი წესით დაწესებულების შესაბამისი პირობების შემოწმების შედეგად და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 22​1.. ვადა ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესში

1. ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადის და სტუდენტთა ადგილების განსაზღვრის შესახებ განაცხადის წარდგენის ვადას, ცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადებების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ცენტრი, დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ და დებულების 22-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში.

3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულება ცენტრს ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნით მიმართავს აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში.

4. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრს მიმართოს აკრედიტაციის მოთხოვნით აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არა უადრეს 1 წლისა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

თავი IV

აკრედიტაციის პირობების შესრულებაზე კონტროლი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 23. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა

1. დაწესებულება, რომელსაც მინიჭებული აქვს ინსტიტუციური აკრედიტაცია, ვალდებულია ცენტრს ყოველწლიურად, ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში, წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ.

2. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

   

მუხლი 24. დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება და ინსტიტუციური აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლები

1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ ცენტრი უფლებამოსილია შეამოწმოს დაწესებულების შესაბამისობა ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დაწესებულება დადგენილ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასების ანგარიშს;

ბ) თვითშეფასების ანგარიშში მოყვანილი მონაცემების შესაბამისად დაწესებულება აღარ აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებს ან მონაცემები წარმოშობენ ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის ეჭვს;

გ) არსებობს ინფორმაცია იმისა, რომ დაწესებულება არ შეესაბამება აკრედიტაციის კრიტერიუმებს;

დ) არსებობს ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში აბიტურიენტის ან/და სტუდენტის ჩარიცხვა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.

2. ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან დაწესებულების პირობების შესაბამისობის შემოწმების განხორციელება ცენტრის მიერ შესაძლებელია წელიწადში მხოლოდ ერთხელ. ხოლო სტუდენტთა ადგილების რაოდენობის დაცვისა და დაწესებულებაში აბიტურიენტთა/სტუდენტთა ჩარიცხვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესრულების შემოწმების მიზნით, შემოწმება შეიძლება განხორციელდეს არა უმეტეს 2-ჯერ კალენდარული წლის განმავალობაში ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. დაწესებულების შემოწმების შედეგად, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების საფუძველზე, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი სახის გადაწყვეტილება:

ა) ინსტიტუციური აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არ შეესაბამება ძირითადი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც, აგრეთვე თუ დაწესებულებამ დაარღვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი აბიტურიენტის ან/და სტუდენტის ჩარიცხვის წესი;

ბ) დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ, თუ ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე დაწესებულების პირობები არ შეესაბამება ინსტიტუციური აკრედიტაციის დამატებითი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 25. დაწესებულების შემოწმების ჩატარების წესი

1. დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელდება ამ დებულების მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

2. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის დაცვისა და დაწესებულებაში აბიტურიენტთა/სტუდენტთა ჩარიცხვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესრულების შემოწმების შემთხვევაში, შემოწმების დრო, პერიოდი და აკრედიტაციის ექსპერტთა ვინაობა არ ექვემდებარება შეთანხმებას შესაბამის დაწესებულებასთან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

თავი V

გარდამავალი დებულებანი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

     მუხლი 26. გარდამავალი დებულებანი

1. ამ დებულების 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი არ ვცელდება იმ პირებზე, რომლებიც დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე.

2. ის დაწესებულებები, რომლებსაც 2007-2008 სასწავლო წლიდან მიენიჭათ ინსტიტუციური აკრედიტაცია და რომლებსაც სურთ 2007-2008 სასწავლო წელს განახორციელონ სტუდენტების მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, უფლებამოსილნი არიან დადგენილ ვადაში მიმართონ ცენტრს პროფესიული უმაღლესი განათლების ნაწილში აკრედიტაციის ჩატარების მოთხოვნით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრის მიერ მოწმდება დაწესებულების ის პირობები, რომლებიც არ შემოწმებულა 2006 წელს განხორციელებული ინსტიტუციური აკრედიტაციის დროს და რომლის შემოწმების გარეშეც შესაძლოა ვერ იქნეს უზრუნველყოფილი პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული შედეგის მიღწევა.

4. ის ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულება, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება მიენიჭა ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2007 წლის 28 მარტის №4529 საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე, უფლებამოსილია პროფესიული უმაღლესი განათლების ნაწილში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სტუდენტების მიღების მიზნით, პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები წარუდგინოს სამინისტროს ლიცენზირების სამსახურს.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს ლიცენზირების სამსახური ცენტრს წარუდგენს სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრისათვის საჭირო ინფორმაციას.

6. იმ დაწესებულების პირობების შემოწმება, რომელსაც ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭა პირობით, ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი შეცვლილი პირობების შესაბამისად.

7. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაუსწრებელი ფორმით სწავლებისათვის ჩარიცხულ სტუდენტებთან მიმართებით, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას განაგრძობენ დაუსწრებელი ფორმით, ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმთან დაწესებულების შესაბამისობის დადგენისას იანგარიშება დაუსწრებელი სწავლების ფორმის სტუდენტების საერთო რაოდენობის მხოლოდ 1/5-ი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

დანართი №2

ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის  ინსტრუქცია

    მუხლი 1. ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის გადახდის წესი

1. ამ ინსტრუქციით დადგენილ ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურს იხდის აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება, აგრეთვე აკრედიტებული დაწესებულება, რომლებიც ახორციელებენ აკადემიურ ან/და პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის ან გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

2.(ამოღებულია).

3.(ამოღებულია).

4. აკრედიტაციის საფასურის გადახდა წარმოებს როგორც განაცხადის შემოტანისას, ასევე აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ აკრედიტაციის პროცედურის დაწყებამდე.

5. აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ განმცხადებელს ევალება გადაიხადოს აკრედიტაციის პროცედურის განსახორციელებლად შესაბამისი საფასური, რის შემდეგაც იგი დაექვემდებარება დადგენილი წესით გადამოწმებას.

6. აკრედიტაციის საფასური განმცხადებელს არ უბრუნდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 2. ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ნიხრები

1. განაცხადის წარდგენის დროს განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს ინსტიტუციური აკრედიტაციის განაცხადის საფასური 500 ლარის ოდენობით.

2. აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში დაწესებულება იხდის აკრედიტაციის პროცედურის საფასურის ზღვრულ ოდენობას, რომელიც განისაზღვრება შემდეგი სამი პარამეტრით:

ა) დაწესებულებაში არსებულ სტუდენტთა რაოდენობით;

ბ) დაწესებულების მიერ დაკავებული საერთო ფართით;

გ) სხვადასხვა მისამართზე არსებული ფართებისა და შენობა-ნაგებობების რაოდენობით.

2​1. აკრედიტებული დაწესებულება, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, იხდის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პარამეტრით/პარამეტრებით განსაზღვრულ საფასურს.

3. საფასურის საერთო რაოდენობა დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისი ჯამით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

     მუხლი 3. დაწესებულების სტუდენტთა არსებული რაოდენობით აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განასაზღვრის წესი და ოდენობა

1. დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს აკრედიტაციის პროცედურის საფასური შემდეგი ოდენობით:

ა) 100-მდე სტუდენტის არსებობისას – 590 ლარი;

ბ) 101-დან 300-მდე სტუდენტის არსებობისას – 1180 ლარი;

გ) 301-დან 500-მდე სტუდენტის არსებობისას – 1534 ლარი;

დ) 501-დან 1000-მდე სტუდენტის არსებობისას – 2360 ლარი;

ე) 1001-დან 5000-მდე სტუდენტის არსებობისას – 3540 ლარი;

ვ) 5001-დან 10000-მდე სტუდენტის არსებობისას – 5900 ლარი.

2. დაწესებულება 10000-ზე მეტ ყოველ 1000 სტუდენტზე იხდის აკრედიტაციის პროცედურის საფასურს 590 ლარის დამატებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

    მუხლი 4. დაწესებულების მიერ საერთო ფართის მიხედვით გადასახდელი აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესი და ოდენობა

1. დაწესებულება ვალდებულია ფართის მიხედვით გადაიხადოს აკრედიტაციის პროცედურის საფასური შემდეგი ოდენობით:

ა) 1000-დან 3000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 590 ლარი;

ბ) 3001-დან 5000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 1180 ლარი;

გ) 5001-დან 10000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 2006 ლარი;

დ) 10001-დან 20000-კვ.მ მდე ფართობის დროს – 2714 ლარი;

ე) 20001-დან 30000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 3186 ლარი.

2. დაწესებულება 30000 კვ.მზე მეტ ყოველ 10000 კვ.მზე იხდის აკრედიტაციის პროცედურის საფასურს 236 ლარის დამატებით.”;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

     მუხლი 5. დაწესებულებისათვის სხვადასხვა მისამართზე არსებული ფართისა და შენობა-ნაგებობების მიხედვით აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესი და ოდენობა

დაწესებულება ვალდებულია ყოველ ერთ მისამართზე არსებული 1 შენობა-ნაგებობისა ან შენობის ნაწილის ფლობის შემთხვევაში გადაიხადოს აკრედიტაციის პროცედურის საფასური 177 ლარის ოდენობით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

     მუხლი 6. პროფესიული უმაღლესი განათლების აკრედიტაციის საფასური

დაწესებულება ვალდებულია პროფესიული უმაღლესი განათლების ნაწილში აკრედიტაციის მიზნით გადაიხადოს აკრედიტაციის საფასური 2000 ლარის ოდენობით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №223, 27.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 430080000.22.022.008309 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1419971-2/