უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.22.022.008.309
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №223
2006 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად.
3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:
ა) „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულების და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანება (სსმ III, 14.11.2005., №133, მუხ. 1472);
ბ) „აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღებ სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №71 ბრძანება (სსმ III, 03.02.2006, №14, მუხ. 171).
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
დანართი №1
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება) ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებს და აწესრიგებს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ დაწესებულებებისათვის აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის, პირობითი აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის პირობების შემოწმების, აკრედიტაციის გაუქმებისა და მისაღებ სტუდენთა კონტინგენტის განსაზღვრის პირობებს, აგრეთვე ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრულ ოდენობებს.
თავი II
აკრედიტაციის კრიტერიუმები
მუხლი 2. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შესახებ
1. დაწესებულებისთვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭება ხდება 5 წლის ვადით, გარდა პირობითი აკრედიტაციის მინიჭებისა.
2. დაწესებულებას ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ყველა ძირითად და დამატებით კრიტერიუმს.
3. ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება აგრეთვე დაწესებულების მიერ მომდევნო კალენდარულ წელს და აკრედიტაციის ვადის განმავლობაში მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტის რაოდენობა.
მუხლი 3. გადაწყვეტილება პირობითი ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შესახებ
1. დაწესებულებას პირობითი ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ყველა ძირითად კრიტერიუმს და ვერ აკმაყოფილებს დამატებითი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.
2. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს აკრედიტაციის მინიჭების პირობის შესრულების წესი.
3. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში შემდგომი აკრედიტაცია ტარდება არა უგვიანეს 2 წლის ვადაში, რაც განისაზღვრება პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებით.
4. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში დაწესებულებას არ აქვს სტუდენტთა მიღების უფლება.
მუხლი 4. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ
დაწესებულება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე უარს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ძირითადი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.
მუხლი 5. ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმები
ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმები არის 2 სახის:
ა) ძირითადი კრიტერიუმები;
ბ) დამატებითი კრიტერიუმები.
მუხლი 6. ინსტიტუციური აკრედიტაციის ძირითადი კრიტერიუმები
1. დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) არანაკლებ 1000 მ2 ფართი ერთ მისამართზე;
ბ) ერთ სტუდენტზე არანაკლებ 4 მ2 ფართი, რომელიც გამოიყენება სასწავლო და კვლევითი მიზნებისათვის და აღჭურვილია სტუდენტთა განთავსებისათვის აუცილებელი ინვენტარით;
გ) ერთი პროფესორი (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) არა უმეტეს 30 სტუდენტზე;
დ) დაწესებულების მიერ სპეციალობების ჩამონათვალის (ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით) წარმოდგენა. ბაკალავრიატის სპეციალობები შეესაბამება „საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის №633 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2005., №136, მუხ. 1514) დამტკიცებულ სპეციალობათა ჩამონათვალს;
ე) ერთი კომპიუტერი არა უმეტეს 25 სტუდენტზე;
ვ) ბიბლიოთეკა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ვ.ა) ბიბლიოთეკა არსებობს დაწესებულების ბალანსზე;
ვ.ბ) არსებობს ბიბლიოთეკარის საშტატო ერთეული;
ვ.გ) ბიბლიოთეკაში არსებობს სტუდენტთა და მასწავლებელთა რაოდენობის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი;
ვ.დ) არსებობს საბიბლიოთეკო პრინციპით მოწესრიგებული კატალოგი (ქაღალდის ან ელეტრონულ მატარებელზე), ინვენტარის წიგნი, სარეგისტრაციო ჟურნალი, მკითხველთა ბარათები;
ვ.ე) დაწესებულია ბიბლიოთეკის სამუშაო განრიგი.
ზ) ვებ-გვერდი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ზ.ა) ვებ-გვერდის ერთ-ერთი ენა აუცილებლად ქართულია;
ზ.ბ) არსებობს დაწესებულების მიერ დომეინური სახელის ყიდვის ხელშეკრულება და „ჰოსტინგის“ (ვებ-სივრცის) ფლობის დამადასტურებელი დოკუნეტი;
ზ.გ) ვებ-გვერდის მისამართს აქვს „.edu“ ან „.edu.ge“ გაფართოება;
ზ.დ) ვებ-გვერდზე განთავსებულია დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობა და შესაბამისი ფართის 24 საათიან რეჟიმში სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყვეტად 6 წლის ვადით გაფორმებული ხელშეკრულებით და ამ ფართზე ხელშეკრულების შესაბამისი მხარის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, რაც დგინდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ფართით სარგებლობის უფლების დროით შეზღუდვას, არ ჩაითვლება სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით/დანიშვნის აქტით. პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტპროფესორი აკრედიტაციის მიზნებისთვის არ შეიძლება მიეკუთვნოს ორზე მეტი დაწესებულების აკადემიურ პერსონალს. დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს თითოეული პროფესორის წერილობითი თანხმობა, სადაც მითითებული იქნება, თუ რომელი ერთი ან ორი დაწესებულების აკადემიურ პერსონალად სურს რომ იყოს მიკუთვნებული.
მუხლი 7. ინსტიტუციური აკრედიტაციის დამატებითი კრიტერიუმები
დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის დამატებითი კრიტერიუმებია:
ა) სასწავლო და სამეცნიერო პროცესისთვის აუცილებელი ინვენტარი;
ბ) სრულყოფილი სასწავლო გეგმები. ამ მიზნით, დაწესებულება აკრედიტაციის ჩასატარებლად ვალდებულია წარმოადგინოს სასწავლო გეგმები (სასწავლო პროგრამის აღწერა, მოდული, კურიკულუმი სათანადო კრედიტებისა და აკადემიური საათების მითითებით, სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა) ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად, სადაც სწავლების პირველ საფეხურზე გათვალისწინებული 240 კრედიტი გადანაწილებული იქნება 4 სასწავლო წელზე, თითოეულ წელზე 60 კრედიტი;
გ) სრულყოფილი ბიბლიოთეკა, რომელიც გარდა ძირითადი კრიტერიუმებისა აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
გ.ა) ბიბლიოთეკას გააჩნია სამკითხველო დარბაზებისგან გამიჯნული წიგნსაცავი;
გ.ბ) ბიბლიოთეკას აქვს სასწავლო გეგმებისა და სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისი წიგნადი – ერთ სტუდენტზე არანაკლებ 10 დასახელების სახელმძღვანელო ერთეული და არაწიგნადი ფონდი ინფორმაციის აუდიო, ვიდეო და ციფრული მატარებლების სახით;
გ.გ) ბიბლიოთეკას აქვს სასწავლო გეგმისა და სამეცნიერო პროგრამების შესაბამისი პერიოდიკა და ამ პერიოდიკაზე გაფორმებული მიმდინარე ხელმოწერები;
გ.დ) ბიბლიოთეკა მუშაობს არანაკლებ 5 დღისა კვირის განმავლობაში;
დ) სრულყოფილი ვებგვერდი, რომელიც გარდა ძირითადი კრიტერიუმებისა აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
დ.ა) ვებგვერდიდან უნდა ირკვეოდეს ვებგვერდის მესაკუთრე და მასზე განთავსებული უნდა იყოს მესაკუთრის კოორდინატები და მისი შექმნის თარიღი, უნდა გააჩნდეს ვებგვერდს სტუმართა მოქმედი სანდო მრიცხველი;
დ.ბ) ვებგვერდზე გამოყენებული უნდა იყოს ქართული უნიკოდები („სილფაენი“ ან სხვა);
დ.გ)ვებგვერდი უნდა ასრულებდეს საკომუნიკაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ფუნქციას, კერძოდ, მასზე უნდა იყოს განთავსებული დაწესებულების სტრუქტურა, წესდება, სასწავლო გეგმები, პროგრამები, მონაცემები სტუდენტთა და პროფესორთა შესახებ, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის – აგრეთვე დაწესებულების ბიუჯეტი;
დ.დ) მოთავსებული ინფორმაციის რელევანტურობის მიზნით, უნდა ხდებოდეს ვებგვერდის ხშირი და რეგულარული განახლება.
ე) დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაცია:
ე.ა) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს ნათლად ჩამოყალიბებული სტრუქტურა;
ე.ბ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული ორგანიზაციული და საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის მარე-გულირებელი შიდასამართლებრივი აქტები;
ე.გ) დაწესებულებაში უნდა წარმოებდეს ნებისმიერი სახის შიდასამართლებრივი აქტების სანდო აღრიცხვიანობა.
თავი III
აკრედიტაციის ჩატარების წესი
მუხლი 8. აკრედიტაციის ჩატარების პრინციპები
1. დაწესებულების აკრედიტაცია ემყარება ურთიერთშეთანხმების პრინციპს, რაც გულისხმობს აკრედიტაციის ნებაყოფლობითობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპერტთა კანდიდატურების შეთანხმებას აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებასთან.
2. დაწესებულების აკრედიტაცია გულისხმობს აგრეთვე მისი ფილიალის/ფილიალების პირობების შესაბამისობის დადგენას ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან.
3. აკრედიტაციის შედეგად განისაზღვრება დაწესებულების სტუდენტთა მისაღები კონტინგენტი. აკრედიტებული დაწესებულებისა და ამ დაწესებულების ფილიალის/ფილიალების მისაღებ სტუდენტთა რაოდენობები დგინდება ცალ-ცალკე.
4. რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – დაწესებულებები ექვემდებარებიან ხელახალ აკრედიტაციას. ხელახალი აკრედიტაციის გავლამდე რეორგანიზაციის მომდევნო სასწავლო წელს გაერთიანების/შერწყმის გზით რეორგანიზებული დაწესებულების მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა წარმოადგენს გაერთიანებამდე არსებული თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობების ჯამს.
მუხლი 9. ექსპერტთა ჯგუფი
1. სამსახური დაწესებულების აკრედიტაციის ჩატარების მიზნით ქმნის ექსპერტთა ჯგუფებს. კონკრეტული დაწესებულების აკრედიტაციის მიზნით ექსპერტთა ჯგუფის შექმნა იწყება დაწესებულების მიერ განაცხადის წარმოდგენის დღიდან.
2. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ როგორც საქართველოს, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, საგანმანათლებლო, კვლევითი, პროფესიული დაწესებულებების და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები, სხვა პირები.
3. ექსპერტთა ჯგუფი შედგება თავმჯდომარისა და არანაკლებ 2 ექსპერტისაგან. ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება სამსახურის მიერ შესამოწმებელი დაწესებულების სტუდენტთა რაოდენობის, სტრუქტურული ერთეულების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიდიდით.
4. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობას აკრედიტაციის მაძიებელ მხარესთან შეთანხმების საფუძველზე ამტკიცებს სამსახურის დირექტორი.
მუხლი 10. ექსპერტის სტატუსი
1. ექსპერტი უნდა იყოს დამოუკიდებელი იმ დაწესებულებისაგან, რომლის აკრედიტაციასაც ახორციელებს ექსპერტთა ჯგუფი.
2. ექსპერტის კანდიდატურა უნდა იყოს მოწონებული შესამოწმებელი დაწესებულების მიერ. დაწესებულებას უფლება აქვს ორჯერ მისცეს აცილება როგორც ექსპერტთა ჯგუფს მთლიანობაში, ასევე მის თითოეულ ექსპერტს.
3. ექსპერტი ვალდებულია იცნობდეს აკრედიტაციის ჩატარების კრიტერიუმებს, წესს, აგრეთვე ჰქონდეს უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ შესაბამისი ცოდნა.
მუხლი 11. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის სტატუსი
1. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე არ უნდა იყოს საჯარო მოხელე და იმ დაწესებულების ყოფი-ლი ან მოქმედი თანამშრომელი, რომლის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობასაც იგი ამოწ-მებს.
2. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს გამოცდილება უმაღლესი განათლების დარგში.
მუხლი 12. ექსპერტთა რეესტრი
1. სამსახური ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა და ექსპერტთა კანდიდატების მონაცემთა ბაზას. მონაცემათა ბაზაში შეიძლება შეტანილ იქნეს მონაცემები ექსპერტთა შესახებ საზოგადოებრივი აზრის და პროფესიულ საზოგადოებებში კანდიდატების შეფასების შესახებ რეიტინგული კვლევის საფუძველზე.
2. ექსპერტთა კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, პროფესიულ ასოციაციებს, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებს. ექსპერტი შეიძლება იყოს აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს.
3. კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებს ადგენს და აქვეყნებს სამსახური.
მუხლი 13. ექსპერტთა ტრენინგი
1. ექსპერტებს შეიძლება ჩაუტარდეთ ტრენინგი სამსახურის მიერ დადგენილი წესით.
2. ტრენინგის დროს ექსპერტმა უნდა ისწავლოს ჯგუფური მუშაობის ძირითადი პრინციპები, ინტერვიუირება, თვითშეფასების ანგარიშის ანალიზი, მიღებული მასალების შეფასება, სააკრედიტაციო დასკვნის წერა, აკრედიტაციასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა.
3. სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების გარდა შეიძლება განისაზღვროს დამატებითი საკითხები, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნას ექსპერტთა ტრენინგში.
მუხლი 14. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვალდებულია:
ა) აწარმოოს წინასწარი მოლაპარაკება საგანმანათლებლო დაწესებულებასთან სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ და სამსახურის დირექტორისა და დაწესებულების შეთანხმების შესაბამისად განახორციელოს სააკრედიტაციო ვიზიტი;
ბ) უხელმძღვანელოს აკრედიტაციის პროცესს, უზრუნველყოს კომისიის წევრთა შორის მოვალეობათა განაწილება და ანგარიშის ჩაბარება;
გ) უზრუნველყოს შეხვედრების ორგანიზაცია და კავშირები დაწესებულებასთან;
დ) უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის მომზადება.
მუხლი 15. ექსპერტთა შრომის ანაზღაურება
ექსპერტთა შრომის ანაზღურების, მათი მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სამსახური.
მუხლი 16. ექსპერტთა ჯგუფის პასუხისმგებლობა
ექსპერტთა ჯგუფი ვალდებულია:
ა) სააკრედიტაციო ვიზიტის წინ მოახდინოს თვითშეფასების ანგარიშისა და სხვა წარმოდგენილი მასალების ანალიზი;
ბ) ვიზიტის დროს მიიღოს მონაწილეობა მასალების შეგროვებაში, აზრების გაზიარებაში, შემოწმებასა და თვითშეფასების ანგარიშის შინაარსის განხილვაში;
გ) ჩაატაროს სტუდენტთა, აკადემიური და დამხმარე პერსონალის, აგრეთვე სხვა პირების ინტერვიუი-რება;
დ) შეამოწმოს სააკრედიტაციოდ გამოტანილი ყველა საკითხი;
ე) მონაწილეობა მიიღოს ვიზიტის შემდგომი დასკვნის შემუშავებაში.
მუხლი 17. დაწესებულების თვითშეფასება
1. დაწესებულების აკრედიტაციის პროცესი იწყება დაწესებულების მიერ თვითშეფასების კითხვარის წარ-მოდგენით. კითხვარის ფორმას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. თვითშეფასების კითხვარის ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება სამსახურის მიერ.
მუხლი 18. ინსტიტუციური აკრედიტაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია
დაწესებულებამ ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ;
ბ) შევსებული თვითშეფასების კითხვარი;
გ) განმცხადებლის მიერ აკრედიტაციის განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) დაწესებულების სათანადოდ დამტკიცებული წესდების ასლი;
ე) დაწესებულების დაფუძნების ასლი;
ვ) საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოწმობის ასლი, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით საქმიანობდნენ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე;
ზ) შენობა-ნაგებობის კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ეს უფლება დაწესებულებას უნდა ჰქონდეს გაფორმებული საბუთის წარმოდგენის მომენტისათვის არანაკლებ 6 წლის ვადით;
თ) საინვენტარიზაციო აქტი/სააუდიტორო დასკვნა;
ი) კომპიუტერების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
კ) სტუდენტთა სახელობითი სიები კურსის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და სწავლების ფორმის მითითებით როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით;
ლ) აკადემიური პერსონალის მიერ შევსებული სპეციალური ფორმა;
მ) საგადასახადო ინსპექციიდან ქონების გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ნ) დომენური სახელის და „ჰოსტინტის“ (ვებ-სივრცის) ფლობის ხელშეკრულების ასლი;
ო) დოკუმენტაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსების, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების, სასწავლო გრანტის ოდენობის, ფასიანი სექტორიდან შემოსავლის შესახებ.
მუხლი 19. სააკრედიტაციო ვიზიტი
1. სააკრედიტაციო ვიზიტის ძირითადი მიზანია საშუალება მისცეს ექსპერტებს დაადგინოს დაწესებულების აკრედიტაციის პირობებთან შესაბამისობა და გადაამოწმონ თვითშეფასების კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია.
2. სააკრედიტაციო ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაწესებულების რესურსების მოცულობის შესაბამისად.
3. აკრედიტაციის მიზნით ექსპერტები ამოწმებენ დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტაციას, ახორციელებენ დაწესებულებაში დასაქმებული პირების, სტუდენტების და სხვა დაინტერესებული პირების ინტერვიუირებას და შენობა-ნაგებობის და ინვენტარის ადგილზე დათვალიერებას. აკრედიტაციის პირობების გადამოწმების მიზნით ექსპერტები უფლებამოსილნი არიან მოიძიონ და გადაამოწმონ კონკრეტული მონაცემები და ინფორმაცია სხვა დაინტერესებულ პირებთან.
მუხლი 20. აკრედიტაციის დასკვნა
1. სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად დგება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომლის ფორმაც განისაზღვრება სამსახურის მიერ. დასკვნა წარმოადგენს აღწერასა და ანალიზს დაწესებულების თვითშეფასების კითხვარი მოყვანილ მონაცემებთან და ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ.
2. სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ დასკვნას ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე წერილობითი სახით წარუდგენს სამსახურს.
მუხლი 21. გადაწყვეტილება აკრედიტაციის შესახებ
1. დირექტორი ექსპერტთა დასკვნისა და აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;
ბ) პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;
გ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
2. დირექტორი ექსპერტთა დასკვნისა ან/და აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
3. გადაწყვეტილება ფორმდება დირექტორის ბრძანებით, რომელშიც განისაზღვრება მისი ძალაში შესვლის დრო.
მუხლი 22. მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტის განსაზღვრა
1. გადაწყვეტილება კონტინგენტის განსაზღვრის შესახებ, გარდა ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა, შესაძლებელია მიღებულ იქნეს მისაღები კონტინგენტის განაცხადის წარდგენის ვადის დაცვით დაწესებულების, მათ შორის ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულების, მიმართვის საფუძველზე.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მისაღები კონტინგენტი განსაზღვროს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციის შემოწმების საფუძველზე ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. მისაღები კონტინგენტის განსაზღვრის ვადას სამსახურისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადებების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულებისათვის მისაღები კონტინგენტის განსაზღვრა ხდება ლიცენზიის ფარგლებში დაწესებულების მიერ სამინისტროში წარდგენილი მონაცემების შესაბამისად. ამ შემთხვევაში მისაღები კონტინგენტის განსაზღვრას ახორციელებს სამსახური სამინისტროდან მიღებული მონაცემების საფუძველზე.
5. სამსახურის ინიციატივით მისაღები კონტინგენტის რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი წესით აკრედიტაციის კრიტერიუმების შემოწმების შედეგად და მის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე, რაც ფორმდება ბრძანებით, რომელშიც მიეთითება გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დრო.
6. დაწესებულების მიერ განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის რაოდენობის დაცვისა და დაწესებულებაში აბიტურიენტთა/სტუდენტთა ჩარიცხვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესრულების შემოწმების მიზნით, სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს დაწესებულება არა უმეტეს 2-ჯერ კალენდარული წლის განმავლობაში სამსახურის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ შემთხვევაში შემოწმების დრო, პერიოდი და შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის/პირების ვინაობა არ ექვემდებარება შეთანხმებას შესაბამის დაწესებულებასთან.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრუ-ლების შემოწმების მიზნით სამსახური აწარმოებს აკრედიტებული დაწესებულებების სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა რეესტრს.
თავი IV
აკრედიტაციის პირობების შესრულებაზე კონტროლი
მუხლი 23. დაწესებულების თვითშეფასების ყოველწლიური ანგარიში
დაწესებულება, რომელსაც მინიჭებული აქვს აკრედიტაცია ან პირობითი აკრედიტაცია, ვალდებულია სამსახურში წარადგინოს თვითშეფასების ყოველწლიური ანგარიში აკრედიტაციის პირობებთან შესაბამისობის შესახებ სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 24. დაწესებულების აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება და გადაწყვეტილების მიღება
1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს დაწესებულების შესაბამისობა აკრედიტაციის კრიტერიუმებთან იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დაწესებულება არ წარადგენს ამ დებულების მე-17 მუხლით განსაზღვრულ ყოველწლიურ თვითშე-ფასების ანგარიშს;
ბ) თვითშეფასების წარმოდგენილ კითხვარში მოყვანილი მონაცემების შესაბამისად დაწესებულება აღარ აკმაყოფილებს აკრედიტაციის კრიტერიუმებს ან მონაცემები წარმოშობენ აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის ეჭვს;
გ) არსებობს ინფორმაცია ან დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ დაწესებულება არ შეესაბამება აკრედიტაციის კრიტერიუმებს ან არსებობს აკრედიტაციის ჩამორთმევის საფუძველი.
2. სამსახურს დაწესებულების აკრედიტაციის შემოწმების განხორციელება შეუძლია წელიწადში მხოლოდ ერთხელ.
3. დაწესებულების შემოწმების შედეგად ექსპერტთა დასკვნისა და აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება იყოს შემდეგი სახის:
ა) აკრედიტაციის უცვლელად დატოვების შესახებ;
ბ) აკრედიტაციის ნაცვლად პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;
გ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ფორმდება დირექტორის ბრძანებით, რომელშიც განისაზღვრება მისი ძალაში შესვლის დრო.
5. აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია ამ დებულებით განსაზღვრული აკრედიტაციის კრიტერიუმებთან დაწესებულების შეუსაბამობის დადგენა, აგრეთვე დაწესებულების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით დადგენილი წესის, აგრეთვე უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის დარღვევა.
მუხლი 25. დაწესებულების შემოწმების ჩატარების წესი
დაწესებულების აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელდება ამ დებულების მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
თავი V
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 26. გარდამავალი დებულებანი
სამსახურის მიერ პირველი აკრედიტაცია 2006 წელს ხორციელდება სამინისტროს მიერ დადგენილი ვადების შესაბამისად.
დანართი №2
ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქცია
მუხლი 1. ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის გადახდის წესი
1. აკრედიტაციის საფასურს იხდის დაწესებულება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.
2. დაწესებულებათა აკრედიტაციის სამსახური განაცხადთან დაკავშირებით იღებს შემდეგ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
ა) განაცხადის მიღების შესახებ;
ბ) განაცხადის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
3. განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს ენიჭება აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსი.
4. აკრედიტაციის საფასურის გადახდა წარმოებს როგორც განაცხადის შემოტანისას, ასევე აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ აკრედიტაციის პროცედურის დაწყებამდე.
5. აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ განმცხადებელს ევალება გადაიხადოს აკრედიტაციის პროცედურის განსახორციელებლად შესაბამისი საფასური, რის შემდეგაც იგი დაექვემდებარება დადგენილი წესით გადამოწმებას.
6. აკრედიტაციის საფასური განმცხადებელს არ უბრუნდება.
მუხლი 2. ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ნიხრები
1. აკრედიტაციის განაცხადის შემოტანის დროს ყველა განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს აკრედიტაციის განაცხადის საფასური 250 ლარის ოდენობით.
2. აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში დაწესებულება იხდის აკრედიტაციის პროცედურის საფასურის ზღვრულ ოდენობას, რომელიც განისაზღვრება შემდეგი სამი პარამეტრით:
ა) დაწესებულებაში არსებულ სტუდენტთა რაოდენობით;
ბ) დაწესებულების მიერ დაკავებული საერთო ფართით;
გ) სხვადასხვა მისამართზე არსებული ფართებისა და შენობა-ნაგებობების რაოდენობით.
3. საფასურის საერთო რაოდენობა დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისი ჯამით.
მუხლი 3. დაწესებულებებში სტუდენტთა არსებული რაოდენობით აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესი და ოდენობა
1. დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს აკრედიტაციის პროცედურის საფასური შემდეგი ოდენობით:
ა) 100-მდე სტუდენტის არსებობისას – 500 ლარი;
ბ) 101-დან 300-მდე სტუდენტის არსებობისას – 1000 ლარი;
გ) 301-დან 500-მდე სტუდენტის არსებობისას – 1300 ლარი;
დ) 501-დან 1000-მდე სტუდენტის არსებობისას – 2000 ლარი;
ე) 1001-დან 5000-მდე სტუდენტის არსებობისას – 3000 ლარი;
ვ) 5001-დან 10000-მდე სტუდენტის არსებობისას – 5000 ლარი.
2. დაწესებულება 10000-ზე მეტ ყოველ 1000 სტუდენტზე იხდის აკრედიტაციის პროცედურის საფასურს 500 ლარის დამატებით.
მუხლი 4. დაწესებულების მიერ საერთო ფართის მიხედვით გადასახდელი აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესი და ოდენობა
1. დაწესებულება ვალდებულია ფართის მიხედვით გადაიხადოს აკრედიტაციის პროცედურის საფასური შემდეგი ოდენობით:
ა) 1000-დან 3000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 500 ლარი;
ბ) 3001-დან 5000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 1000 ლარი;
გ) 5001-დან 10000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 1700 ლარი;
დ) 10001-დან 20000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 2300 ლარი;
ე) 20001-დან 30000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 2700 ლარი.
2. დაწესებულება 30000 კვ.მ-ზე მეტ ყოველ 10000 კვ.მ-ზე იხდის აკრედიტაციის პროცედურის საფასურს 200 ლარის დამატებით.
მუხლი 5. დაწესებულებისათვის სხვადასხვა მისამართზე არსებული ფართებისა და შენობა-ნაგებობების მიხედვით აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესი და ოდენობა
დაწესებულება ვალდებულია ყოველ ერთ მისამართზე არსებული 1 შენობა-ნაგებობისა ან შენობის ნაწილის ფლობის შემთხვევაში გადაიხადოს აკრედიტაციის პროცედურის საფასური 150 ლარის ოდენობით.
+

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ და ,,ო“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად.
3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:
ა) ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულების და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანება (სსმ III, 14.11.2005., №133, მუხ. 1472);
ბ) ,,აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღებ სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №71 ბრძანება (სსმ III, 03.02.2006, №14, მუხ. 171).
ა) „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულების და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანება (სსმ III, 14.11.2005., №133, მუხ. 1472);
ბ) „აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღებ სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №71 ბრძანება (სსმ III, 03.02.2006, №14, მუხ. 171).
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №811-სსმIII,№128,18.09.2006წ.,მუხ.1690
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
დანართი №1
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო🔗
ეს დებულება ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება) ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებს და აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ დაწესებულებებისათვის აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის, აკრედიტაციის პირობით მინიჭების, აკრედიტაციის პირობების შემოწმების, აკრედიტაციის გაუქმებისა და სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის წესს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება) ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებს და აწესრიგებს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ დაწესებულებებისათვის აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის, პირობითი აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის პირობების შემოწმების, აკრედიტაციის გაუქმებისა და მისაღებ სტუდენთა კონტინგენტის განსაზღვრის პირობებს, აგრეთვე ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრულ ოდენობებს.
თავი II
აკრედიტაციის კრიტერიუმები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 2. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შესახებ🔗
1. დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭება ხდება 5 წლის ვადით, გარდა აკრედიტაციის პირობით მინიჭებისა.
2. დაწესებულებას ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭება, თუ დასტურდება, რომ სააკრედიტაციო ვიზიტის დროს იგი აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ყველა ძირითად და დამატებით კრიტერიუმს. დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში აკრედიტებულად ითვლება დაწესებულების ფილიალიც.
3. ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში ცენტრი დაწესებულებას განუსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, აკრედიტაციის ვადის განმავლობაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №811-სსმIII,№128, 18.09.2006წ.,მუხ.1690
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 3. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ🔗
1. დაწესებულებას ინსტიტუციური აკრედიტაცია პირობით მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ყველა ძირითად კრიტერიუმს და ვერ აკმაყოფილებს დამატებით კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.
2. ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების პირობის შესრულების წესი.
3. ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შემთხვევაში შემდგომი ინსტიტუციური აკრედიტაცია ტარდება არა უგვიანეს 2 წლის ვადაში, რაც განისაზღვრება ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებით. შემდგომი ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩატარებისას ცენტრის მიერ შეიძლება შემოწმდეს ინსტიტუციური აკრედიტაციის თითოეულ კრიტერიუმთან დაწესებულების შესაბამისობა.
4. ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შემთხვევაში დაწესებულებას არა აქვს აბიტურიენტთა და სტუდენტთა მიღების უფლება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 4. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ🔗
მუხლი 2. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შესახებ
1. დაწესებულებისთვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭება ხდება 5 წლის ვადით, გარდა პირობითი აკრედიტაციის მინიჭებისა.
2. დაწესებულებას ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ყველა ძირითად და დამატებით კრიტერიუმს.
3. ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება აგრეთვე დაწესებულების მიერ მომდევნო კალენდარულ წელს და აკრედიტაციის ვადის განმავლობაში მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტის რაოდენობა.
მუხლი 3. გადაწყვეტილება პირობითი ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შესახებ
1. დაწესებულებას პირობითი ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ყველა ძირითად კრიტერიუმს და ვერ აკმაყოფილებს დამატებითი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.
2. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს აკრედიტაციის მინიჭების პირობის შესრულების წესი.
3. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში შემდგომი აკრედიტაცია ტარდება არა უგვიანეს 2 წლის ვადაში, რაც განისაზღვრება პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებით.
4. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში დაწესებულებას არ აქვს სტუდენტთა მიღების უფლება.
მუხლი 4. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ
დაწესებულება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე უარს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ძირითადი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.
მუხლი 5. ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმები🔗
მუხლი 5. ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმები
ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმები არის 2 სახის:
ა) ძირითადი კრიტერიუმები;
ბ) დამატებითი კრიტერიუმები.
მუხლი 6. ინსტიტუციური აკრედიტაციის ძირითადი კრიტერიუმები🔗
მუხლი 6. ინსტიტუციური აკრედიტაციის ძირითადი კრიტერიუმები
1. დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) არანაკლებ 1000 მ2 ფართი ერთ მისამართზე;
ბ) ერთ სტუდენტზე არანაკლებ 4 მ2 ფართი, რომელიც გამოიყენება სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის. ფართი აღჭურვილი უნდა იყოს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის აუცილებელი, სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისი ინვენტარით, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური უმაღლესი ან/და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას;
გ) არა უმეტეს 30 სტუდენტზე:
გ.ა) აკადემიური უმაღლესი განათლებისათვის – ერთი პროფესორი (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი);
გ.ბ) პროფესიული უმაღლესი განათლებისათვის – ერთი პროფესორი (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) ან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი;
დ) სრულყოფილი აკადემიური ან/და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (კურიკულუმები) და სასწავლო კურსის პროგრამები (სილაბუსები). ამ მიზნით დაწესებულება ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩასატარებლად ვალდებულია წარმოადგინოს კურიკულუმები და სილაბუსები ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად. საგანმანათლებლო პროგრამებში მიეთითება კრედიტებისა და აკადემიური საათების რაოდენობა, უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის მიხედვით. დაწესებულებას ასევე უნდა გააჩნდეს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისი სპეციალობები, კანონმდებლობის შესაბამისი აკადემიური ხარისხები და კვალიფიკაციები, უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის მიხედვით, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლების მიზნებისთვის – პროფესიული კვალიფიკაციები;
ე) ერთი კომპიუტერი არა უმეტეს 25 სტუდენტზე. დაწესებულების კომპიუტერების საერთო რაოდენობის 30%-ი მაინც უნდა იყოს არანაკლებ 450 მეგა-ჰერცის სიხშირის;
ა) არანაკლებ 1000 მ2 ფართი ერთ მისამართზე;
ბ) ერთ სტუდენტზე არანაკლებ 4 მ2 ფართი, რომელიც გამოიყენება სასწავლო და კვლევითი მიზნებისათვის და აღჭურვილია სტუდენტთა განთავსებისათვის აუცილებელი ინვენტარით;
გ) ერთი პროფესორი (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) არა უმეტეს 30 სტუდენტზე;
დ) დაწესებულების მიერ სპეციალობების ჩამონათვალის (ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით) წარმოდგენა. ბაკალავრიატის სპეციალობები შეესაბამება „საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის №633 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2005., №136, მუხ. 1514) დამტკიცებულ სპეციალობათა ჩამონათვალს;
ე) ერთი კომპიუტერი არა უმეტეს 25 სტუდენტზე;
ვ) ბიბლიოთეკა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ვ.ა) ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი არსებობს დაწესებულების საკუთრებაში;
ვ.ა) ბიბლიოთეკა არსებობს დაწესებულების ბალანსზე;
ვ.ბ) არსებობს ბიბლიოთეკარის საშტატო ერთეული;
ვ.გ) ბიბლიოთეკაში არსებობს სტუდენტთა და მასწავლებელთა რაოდენობის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი;
ვ.დ) არსებობს საბიბლიოთეკო პრინციპით მოწესრიგებული კატალოგი (ქაღალდის ან ელეტრონულ მატარებელზე), ინვენტარის წიგნი, სარეგისტრაციო ჟურნალი, მკითხველთა ბარათები;
ვ.ე) დაწესებულია ბიბლიოთეკის სამუშაო განრიგი, რომელიც არ შეიძლება იყოს კვირაში 5 დღეზე ნაკლები;
ვ1) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების მარეგულირებელი დოკუმენტები;
ზ) ვებგვერდი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ზ.ა) ვებგვერდის ერთ-ერთი ენა აუცილებლად ქართულია;
ზ.ბ)(ამოღებულია);
ზ.გ) ვებგვერდის მისამართს აქვს ,,.edu“ ან ,,.edu.ge“ გაფართოება;
ზ.დ) ვებგვერდზე განთავსებულია დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია;
ზ.ე) ვებგვერდზე გამოყენებული უნდა იყოს ქართული უნიკოდები (,,სილფაენი” ან სხვა);
ზ.ვ) ვებგვერდი უნდა ასრულებდეს საკომუნიკაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ფუნქციას, მასზე უნდა იყოს განთავსებული დაწესებულების სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, წესდება, ფაკულტეტებისა და სპეციალობების ჩამონათვალი, კურიკულუმები და სილაბუსები, მონაცემები სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის შესახებ, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის – აგრეთვე დაწესებულების ბიუჯეტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობა და შესაბამისი ფართის 24-საათიან რეჟიმში სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადის წარმოდგენის მომენტიდან უწყვეტად 6 წლის ვადით გაფორმებული ხელშეკრულებით და ამ ფართზე ხელშეკრულების შესაბამისი მხარის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, რაც დგინდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ფართით სარგებლობის უფლების დროით შეზღუდვას, არ ჩაითვლება სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიურ პერსონალთან, აგრეთვე მასწავლებლებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით/დანიშვნის აქტებით. სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და მასწავლებელი აკრედიტაციის მიზნებისთვის არ შეიძლება მიეკუთვნოს ორზე მეტი დაწესებულების აკადემიურ პერსონალს. დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისი ინფორმაცია აკადემიური პერსონალისა და მასწავლებლების შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 7. ინსტიტუციური აკრედიტაციის დამატებითი კრიტერიუმები🔗
ვ.ე) დაწესებულია ბიბლიოთეკის სამუშაო განრიგი.
ზ) ვებ-გვერდი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ზ.ა) ვებ-გვერდის ერთ-ერთი ენა აუცილებლად ქართულია;
ზ.ბ) არსებობს დაწესებულების მიერ დომეინური სახელის ყიდვის ხელშეკრულება და „ჰოსტინგის“ (ვებ-სივრცის) ფლობის დამადასტურებელი დოკუნეტი;
ზ.გ) ვებ-გვერდის მისამართს აქვს „.edu“ ან „.edu.ge“ გაფართოება;
ზ.დ) ვებ-გვერდზე განთავსებულია დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობა და შესაბამისი ფართის 24 საათიან რეჟიმში სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყვეტად 6 წლის ვადით გაფორმებული ხელშეკრულებით და ამ ფართზე ხელშეკრულების შესაბამისი მხარის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, რაც დგინდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ფართით სარგებლობის უფლების დროით შეზღუდვას, არ ჩაითვლება სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით/დანიშვნის აქტით. პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტპროფესორი აკრედიტაციის მიზნებისთვის არ შეიძლება მიეკუთვნოს ორზე მეტი დაწესებულების აკადემიურ პერსონალს. დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს თითოეული პროფესორის წერილობითი თანხმობა, სადაც მითითებული იქნება, თუ რომელი ერთი ან ორი დაწესებულების აკადემიურ პერსონალად სურს რომ იყოს მიკუთვნებული.
მუხლი 7. ინსტიტუციური აკრედიტაციის დამატებითი კრიტერიუმები
დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის დამატებითი კრიტერიუმებია:
ა) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარი;
ბ)(ამოღებულია);
ა) სასწავლო და სამეცნიერო პროცესისთვის აუცილებელი ინვენტარი;
ბ) სრულყოფილი სასწავლო გეგმები. ამ მიზნით, დაწესებულება აკრედიტაციის ჩასატარებლად ვალდებულია წარმოადგინოს სასწავლო გეგმები (სასწავლო პროგრამის აღწერა, მოდული, კურიკულუმი სათანადო კრედიტებისა და აკადემიური საათების მითითებით, სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა) ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად, სადაც სწავლების პირველ საფეხურზე გათვალისწინებული 240 კრედიტი გადანაწილებული იქნება 4 სასწავლო წელზე, თითოეულ წელზე 60 კრედიტი;
გ) სრულყოფილი ბიბლიოთეკა, რომელიც გარდა ძირითადი კრიტერიუმებისა აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
გ.ა) ბიბლიოთეკას გააჩნია სამკითხველო დარბაზებისგან გამიჯნული წიგნსაცავი;
გ.ბ) ბიბლიოთეკას აქვს სასწავლო გეგმებისა და სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისი წიგნადი – ერთ სტუდენტზე არანაკლებ 10 დასახელების სახელმძღვანელო ერთეული და არაწიგნადი ფონდი ინფორმაციის აუდიო, ვიდეო და ციფრული მატარებლების სახით;
გ.გ) ბიბლიოთეკას აქვს სასწავლო გეგმისა და სამეცნიერო პროგრამების შესაბამისი პერიოდიკა და ამ პერიოდიკაზე გაფორმებული მიმდინარე ხელმოწერები;
გ.დ)(ამოღებულია);
გ.დ) ბიბლიოთეკა მუშაობს არანაკლებ 5 დღისა კვირის განმავლობაში;
დ) სრულყოფილი ვებგვერდი, რომელიც გარდა ძირითადი კრიტერიუმებისა აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
დ.ა) ვებ-გვერდიდან უნდა ირკვეოდეს ვებგვერდის მესაკუთრე, მასზე განთავსებული უნდა იყოს დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია და ვებგვერდის შექმნის თარიღი, ვებგვერდს უნდა გააჩნდეს სტუმართა მრიცხველი;
დ.ბ)(ამოღებულია);
დ.გ)(ამოღებულია);
დ.დ) მოთავსებული ინფორმაციის რელევანტურობის მიზნით, უნდა ხდებოდეს ვებგვერდის ხშირი და რეგულარული განახლება;
დ.ე) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს დომენური სახელისა და ,,ჰოსტინგის” (ვებსივრცის) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ.ა) ვებგვერდიდან უნდა ირკვეოდეს ვებგვერდის მესაკუთრე და მასზე განთავსებული უნდა იყოს მესაკუთრის კოორდინატები და მისი შექმნის თარიღი, უნდა გააჩნდეს ვებგვერდს სტუმართა მოქმედი სანდო მრიცხველი;
დ.ბ) ვებგვერდზე გამოყენებული უნდა იყოს ქართული უნიკოდები („სილფაენი“ ან სხვა);
დ.გ)ვებგვერდი უნდა ასრულებდეს საკომუნიკაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ფუნქციას, კერძოდ, მასზე უნდა იყოს განთავსებული დაწესებულების სტრუქტურა, წესდება, სასწავლო გეგმები, პროგრამები, მონაცემები სტუდენტთა და პროფესორთა შესახებ, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის – აგრეთვე დაწესებულების ბიუჯეტი;
დ.დ) მოთავსებული ინფორმაციის რელევანტურობის მიზნით, უნდა ხდებოდეს ვებგვერდის ხშირი და რეგულარული განახლება.
ე) დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაცია:
ე.ა)(ამოღებულია);
ე.ბ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული ორგანიზაციული და საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის მარეგულირებელი შიდასამართლებრივი აქტები;
ე.ა) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს ნათლად ჩამოყალიბებული სტრუქტურა;
ე.ბ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული ორგანიზაციული და საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის მარე-გულირებელი შიდასამართლებრივი აქტები;
ე.გ) დაწესებულებაში უნდა წარმოებდეს ნებისმიერი სახის შიდასამართლებრივი აქტების სანდო აღრიცხვიანობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
თავი III
ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩატარების წესი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 8. ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩატარების პრინციპები🔗
1. დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაცია ემყარება ურთიერთშეთანხმების პრინციპს, რაც გულისხმობს ინსტიტუციური აკრედიტაციის ნებაყოფლობითობას და დადგენილი წესით აკრედიტაციის ექსპერტთა კანდიდატურების შეთანხმებას აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებასთან.
2. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა მუშაობას, წარუდგინოს მათ ინსტიტუციური აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
3. ცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესის გამჭვირვალობა, აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებაში სააკრედიტაციო ვიზიტის მონიტორინგი.
4. დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაცია გულისხმობს აგრეთვე მისი ფილიალის/ფილიალების პირობების შესაბამისობის დადგენას ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან. ფილიალი უფლებამოსილია განახორციელოს აბიტურიენტთა და სტუდენტთა მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი პირობები სრულად შეესაბამება ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებს.
5. აკრედიტებული დაწესებულებების შერწყმის/მიერთების გზით რეორგანიზაციის შემთხვევაში, რეორგანიზებული დაწესებულება ითვლება აკრედიტებულად და ამ დაწესებულების მაქსიმალურ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა წარმოადგენს რეორგანიზაციამდე არსებული თითოეული დაწესებულებისათვის დადგენილ მაქსიმალურ სტუდენტთა ადგილების რაოდენობების ჯამს.
6. აკრედიტებული დაწესებულებისათვის არააკრედიტებული დაწესებულების მიერთების ან მათი გაერთიანების შემთხვევაში, რეორგანიზებული დაწესებულება საჭიროებს ხელახალ აკრედიტაციას ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში. ცენტრის მიერ აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არა უგვიანეს ცენტრის მიერ დადგენილი ვადისა, დაწესებულება ითვლება აკრედიტებულად.
7. აკრედიტებული დაწესებულების გაყოფის შემთხვევაში რეორგანიზებული დაწესებულებები ითვლებიან არააკრედიტებულებად.
8. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მისი ნაწილის ცალკე დაწესებულებად გამოყოფის შემთხვევაში, აკრედიტაცია უნარჩუნდება მხოლოდ ძირითად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 9. დაწესებულების განაცხადი🔗
1. დაწესებულებამ ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩატარების მიზნით ცენტრს დადგენილ ვადაში უნდა წარუდგინოს განაცხადი ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ და ინსტიტუციური აკრედიტაციის განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დადგენილი ფორმის შესაბამისი თვითშეფასების კითხვარი;
ბ) დაწესებულების წესდების დამოწმებული ასლი, ხოლო კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის შემთხვევაში – სარეგისტარციო მონაცემები;
გ) დაწესებულების საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
დ) საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოწმობის დამოწმებული ასლი, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით საქმიანობდნენ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე;
ე) შენობა-ნაგებობისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სანოტარო წესით დამოწმებული ასლები;
ვ) საინვენტარიზაციო აქტის სათანადო წესით დამოწმებული ასლი;
ზ) კომპიუტერული ტექნიკის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
თ) სტუდენტთა სახელობითი სია ფაკულტეტის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალობის, სასწავლო კურსის, სწავლების ფორმის მითითებით როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით;
ი) დადგენილი ფორმის შესაბამისი მონაცემები აკადემიური პერსონალის ან/და მასწავლებლების შესახებ, რომელიც დასტურდება აკადემიური პერსონალის ან/და მასწავლებლების ხელმოწერით;
კ) დომენური სახელის და ,,ჰოსტინგის” (ვებსივრცის) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. თვითშეფასების კითხვარის, აგრეთვე აკადემიური პერსონალისა და მასწავლებლების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 10. აკრედიტაციის მაძიებლად ცნობა🔗
1. დაწესებულების მიერ განაცხადის წარდგენის შემდეგ ცენტრი ამოწმებს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. დაწესებულებამ განაცხადთან ერთად უნდა წარადგინოს ინსტიტუციური აკრედიტაციის განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. თუ დაწესებულება ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ცენტრი დაწესებულებას განუსაზღვრავს 5 დღის ვადას, რომლის განმავლობაშიც დაწესებულებამ უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში დაწესებულების მიერ დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, თუ ეს დოკუმენტი ან ინფორმაცია შეესაბამება მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება განაცხადთან ერთად არ წარადგენს ინსტიტუციური აკრედიტაციის განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე დადგენილ ვადაში არ წარადგენს ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 11. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა🔗
1. დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ, ცენტრი აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებას შესათანხმებლად წარუდგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურებს.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატურის მიღებაზე თანხმობა უნდა განაცხადოს აკრედიტაციის მაძიებელმა დაწესებულებამ. აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებას უფლება აქვს არაუმეტეს ორჯერ მისცეს აცილება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და ექსპერტთა ჯგუფის წევრობის თითოეულ კანდიდატურას.
3. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრობის კანდიდატურების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრობის კანდიდატურის ამ დებულებით და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
4. კერძო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტაციის მაძიებლის მიერ განცხადებული დაუსაბუთებელი აცილება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრობის კანდიდატის მიმართ, ჩაითვლება ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცედურის ჩატარებაზე უარის თქმად, რომლის საფუძველზეც ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულებისათვის აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსის გაუქმების შესახებ.
5. აკრედიტაციის მაძიებელთან შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს დირექტორი, თუ ტარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინსტიტუციური აკრედიტაცია.
6. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ.
7. სააკრედიტაციო ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება ცენტრის მიერ, დაწესებულების რესურსების მოცულობის შესაბამისად და აისახება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 12. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა🔗
1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს როგორც საქართველოს, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და კერძო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენელი, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირი.
2. აკრედიტაციის ექსპერტის კანდიდატურის წარდგენა შეუძლია საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებას, საზოგადოებრივ გაერთიანებას, პროფესიულ ასოციაციას, საერთაშორისო და უცხო ქვეყნის ორგანიზაციას.
3. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი შედგება თავმჯდომარისა და არანაკლებ 2 ექსპერტისაგან. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ შესამოწმებელი დაწესებულების რესურსების მოცულობის შესაბამისად და აისახება დებულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 13. აკრედიტაციის ექსპერტის სტატუსი🔗
1. აკრედიტაციის ექსპერტი უნდა იყოს დამოუკიდებელი იმ დაწესებულებისაგან, რომლის შეფასებასაც ახორციელებს იგი. აკრედიტაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე და იმ დაწესებულების ყოფილი ან მოქმედი თანამშრომელი, რომლის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენასაც ახორციელებს იგი.
2. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია იცნობდეს აკრედიტაციის ჩატარების კრიტერიუმებს, წესს, აგრეთვე ჰქონდეს უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ შესაბამისი ცოდნა.
3. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია იცავდეს საქართველოს კანონმდებლობით და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსით დადგენილ ნორმებს და მოქმედებდეს მის ფარგლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 14. აკრედიტაციის ექსპერტის მიერ ეთიკური ნორმების დაცვის ვალდებულება🔗
1. ექსპერტი უნდა მოქმედებდეს სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით და იცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
2. ექსპერტი ვალდებულია დაიცვას ეთიკური ნორმები, პატივი სცეს მათ და სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას იმოქმედოს ეთიკური ნორმების ფარგლებში.
3. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების პირობების შეფასებისა და დადასტურებისას ექსპერტი ვალდებულია იყოს ობიექტური.
4. ექსპერტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იყოს კომპეტენტური და ვალდებულია დეტალურად იცნობდეს აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 15. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრის უფლებები და მოვალეობები🔗
1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე და წევრი ვალდებულია სააკრედიტაციო ვიზიტის დროს იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობისა და ცენტრის დირექტორის ან სათანადოდ უფლებამოსილი პირის მითითებების შესაბამისად.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სააკრედიტაციო ვიზიტს, უზრუნველყოფს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა შორის მოვალეობათა განაწილებას. იგი ვალდებულია:
ა) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე შეისწავლოს აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების თვითშეფასების კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია, შეაფასოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მოახდინოს მათი ანალიზი;
ბ) აწარმოოს მოლაპარაკება აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებასთან სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ და ცენტრის დირექტორისა და აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების შეთანხმების შესაბამისად განახორცილოს სააკრედიტაციო ვიზიტი;
გ) უზრუნველყოს შეხვედრების ორგანიზაცია აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებასთან;
დ) შეამოწმოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელ დასკვნასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
3. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში თემატური დასკვნის მომზადებას. იგი ვალდებულია:
ა) სააკრედიტაციო ვიზიტის დროს მიიღოს მონაწილეობა მასალების შეგროვებაში, შემოწმებასა და თვითშეფასების კითხვარის შინაარსის განხილვაში;
ბ) ჩაატაროს სტუდენტთა, აკადემიური და დამხმარე პერსონალის, მასწავლებლების, აგრეთვე სხვა პირების ინტერვიუირება;
გ) შეამოწმოს აკრედიტაციის ექსპერტის თემატური დასკვნის შედგენასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 16. აკრედიტაციის ექსპერტთა მონაცემთა ბაზა🔗
1. ცენტრი ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა მონაცემთა ბაზას.
2. კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებს ადგენს და აქვეყნებს ცენტრი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 17. აკრედიტაციის ექსპერტთა ტრენინგი🔗
1. აკრედიტაციის ექსპერტებს შეიძლება ჩაუტარდეთ ტრენინგი ცენტრის მიერ დადგენილი წესით.
2. ტრენინგის დროს ექსპერტმა უნდა შეისწავლოს ჯგუფური მუშაობის ძირითადი პრინციპები, ინტერვიუირება, თვითშეფასების კითხვარის და აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, მიღებული მასალების შეფასება, აკრედიტაციის ექსპერტის თემატური და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის შედგენა, აგრეთვე აკრედიტაციასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა.
3. ცენტრის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების გარდა შეიძლება განისაზღვროს დამატებითი საკითხები, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აკრედიტაციის ექსპერტთა ტრენინგში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 18. აკრედიტაციის ექსპერტთა შრომის ანაზღაურება🔗
აკრედიტაციის ექსპერტთა შრომისა და მივლინების ანაზღურების წესს განსაზღვრავს ცენტრი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 19. სააკრედიტაციო ვიზიტი🔗
1. სააკრედიტაციო ვიზიტის ძირითადი მიზანია საშუალება მისცეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს დაადგინოს აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების ფაქტობრივი პირობები, აგრეთვე თვითშეფასების კითხვართან და აკრედიტაციის კრიტერიუმებთან დაწესებულების პირობების შესაბამისობა.
2. აკრედიტაციის ექსპერტები ამოწმებენ დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტაციას, ახორციელებენ დაწესებულებაში დასაქმებული პირების, სტუდენტების და სხვა დაინტერესებული პირების ინტერვიუირებას და შენობა-ნაგებობის და ინვენტარის ადგილზე დათვალიერებას. აკრედიტაციის პირობების გადამოწმების მიზნით აკრედიტაციის ექსპერტები უფლებამოსილნი არიან მოიძიონ და გადაამოწმონ კონკრეტული მონაცემები.
3. სააკრედიტაციო ვიზიტის კვალიფიციურად განხორციელების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგი.
4. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტებს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 20. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თემატური და შემაჯამებელი დასკვნა🔗
1. სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად დგება აკრედიტაციის ექსპერტის თემატური დასკვნა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნა.
2. თემატური დასკვნა წარმოადგენს აღწერას თვითშეფასების კითხვარში მოყვანილ მონაცემებთან და ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების შესაბამისობის შესახებ. თემატური დასკვნის შედგენა წარმოებს აკრედიტაციის ექსპერტის მიერ აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების კონკრეტული პირობის ან/და პირობების გადამოწმების დროს.
3. შემაჯამებელი დასკვნა დგება თემატური დასკვნის საფუძველზე და წარმოადგენს აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების ფაქტობრივი პირობების აღწერას და ანალიზს. შემაჯამებელი დასკვნით დგინდება აკრედიტაციის მაძიებლის პირობების შესაბამისობა ამ დებულებით დადგენილ აკრედიტაციის კრიტერიუმებთან. შემაჯამებელი დასკვნის შედგენა წარმოებს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის მიერ აკრედიტაციის ექსპერტის თემატური დასკვნების საფუძველზე.
4. სააკრედიტაციო ვიზიტის დასრულებისას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულების წარმომადგენელს აცნობს თემატურ და შემაჯამებელ დასკვნებს, რაც დასტურდება თემატურ დასკვნაზე აკრედიტაციის ექსპერტისა და აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების წარმომადგენლის, ხოლო შემაჯამებელ დასკვნაზე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებისა და დაწესებულების წარმომადგენლის ხელმოწერით.
5. აკრედიტაციის ექსპერტის თემატური დასკვნისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის ფორმა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 21. გადაწყვეტილება აკრედიტაციის შესახებ🔗
1. ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – საბჭო) აკრედიტაციის ექსპერტის თემატური დასკვნისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
აკრედიტაციის ჩატარების წესი
მუხლი 8. აკრედიტაციის ჩატარების პრინციპები
1. დაწესებულების აკრედიტაცია ემყარება ურთიერთშეთანხმების პრინციპს, რაც გულისხმობს აკრედიტაციის ნებაყოფლობითობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპერტთა კანდიდატურების შეთანხმებას აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებასთან.
2. დაწესებულების აკრედიტაცია გულისხმობს აგრეთვე მისი ფილიალის/ფილიალების პირობების შესაბამისობის დადგენას ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან.
3. აკრედიტაციის შედეგად განისაზღვრება დაწესებულების სტუდენტთა მისაღები კონტინგენტი. აკრედიტებული დაწესებულებისა და ამ დაწესებულების ფილიალის/ფილიალების მისაღებ სტუდენტთა რაოდენობები დგინდება ცალ-ცალკე.
4. რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – დაწესებულებები ექვემდებარებიან ხელახალ აკრედიტაციას. ხელახალი აკრედიტაციის გავლამდე რეორგანიზაციის მომდევნო სასწავლო წელს გაერთიანების/შერწყმის გზით რეორგანიზებული დაწესებულების მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა წარმოადგენს გაერთიანებამდე არსებული თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობების ჯამს.
მუხლი 9. ექსპერტთა ჯგუფი
1. სამსახური დაწესებულების აკრედიტაციის ჩატარების მიზნით ქმნის ექსპერტთა ჯგუფებს. კონკრეტული დაწესებულების აკრედიტაციის მიზნით ექსპერტთა ჯგუფის შექმნა იწყება დაწესებულების მიერ განაცხადის წარმოდგენის დღიდან.
2. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ როგორც საქართველოს, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, საგანმანათლებლო, კვლევითი, პროფესიული დაწესებულებების და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები, სხვა პირები.
3. ექსპერტთა ჯგუფი შედგება თავმჯდომარისა და არანაკლებ 2 ექსპერტისაგან. ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება სამსახურის მიერ შესამოწმებელი დაწესებულების სტუდენტთა რაოდენობის, სტრუქტურული ერთეულების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიდიდით.
4. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობას აკრედიტაციის მაძიებელ მხარესთან შეთანხმების საფუძველზე ამტკიცებს სამსახურის დირექტორი.
მუხლი 10. ექსპერტის სტატუსი
1. ექსპერტი უნდა იყოს დამოუკიდებელი იმ დაწესებულებისაგან, რომლის აკრედიტაციასაც ახორციელებს ექსპერტთა ჯგუფი.
2. ექსპერტის კანდიდატურა უნდა იყოს მოწონებული შესამოწმებელი დაწესებულების მიერ. დაწესებულებას უფლება აქვს ორჯერ მისცეს აცილება როგორც ექსპერტთა ჯგუფს მთლიანობაში, ასევე მის თითოეულ ექსპერტს.
3. ექსპერტი ვალდებულია იცნობდეს აკრედიტაციის ჩატარების კრიტერიუმებს, წესს, აგრეთვე ჰქონდეს უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ შესაბამისი ცოდნა.
მუხლი 11. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის სტატუსი
1. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე არ უნდა იყოს საჯარო მოხელე და იმ დაწესებულების ყოფი-ლი ან მოქმედი თანამშრომელი, რომლის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობასაც იგი ამოწ-მებს.
2. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს გამოცდილება უმაღლესი განათლების დარგში.
მუხლი 12. ექსპერტთა რეესტრი
1. სამსახური ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა და ექსპერტთა კანდიდატების მონაცემთა ბაზას. მონაცემათა ბაზაში შეიძლება შეტანილ იქნეს მონაცემები ექსპერტთა შესახებ საზოგადოებრივი აზრის და პროფესიულ საზოგადოებებში კანდიდატების შეფასების შესახებ რეიტინგული კვლევის საფუძველზე.
2. ექსპერტთა კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, პროფესიულ ასოციაციებს, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებს. ექსპერტი შეიძლება იყოს აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს.
3. კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებს ადგენს და აქვეყნებს სამსახური.
მუხლი 13. ექსპერტთა ტრენინგი
1. ექსპერტებს შეიძლება ჩაუტარდეთ ტრენინგი სამსახურის მიერ დადგენილი წესით.
2. ტრენინგის დროს ექსპერტმა უნდა ისწავლოს ჯგუფური მუშაობის ძირითადი პრინციპები, ინტერვიუირება, თვითშეფასების ანგარიშის ანალიზი, მიღებული მასალების შეფასება, სააკრედიტაციო დასკვნის წერა, აკრედიტაციასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა.
3. სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების გარდა შეიძლება განისაზღვროს დამატებითი საკითხები, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნას ექსპერტთა ტრენინგში.
მუხლი 14. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვალდებულია:
ა) აწარმოოს წინასწარი მოლაპარაკება საგანმანათლებლო დაწესებულებასთან სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ და სამსახურის დირექტორისა და დაწესებულების შეთანხმების შესაბამისად განახორციელოს სააკრედიტაციო ვიზიტი;
ბ) უხელმძღვანელოს აკრედიტაციის პროცესს, უზრუნველყოს კომისიის წევრთა შორის მოვალეობათა განაწილება და ანგარიშის ჩაბარება;
გ) უზრუნველყოს შეხვედრების ორგანიზაცია და კავშირები დაწესებულებასთან;
დ) უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის მომზადება.
მუხლი 15. ექსპერტთა შრომის ანაზღაურება
ექსპერტთა შრომის ანაზღურების, მათი მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სამსახური.
მუხლი 16. ექსპერტთა ჯგუფის პასუხისმგებლობა
ექსპერტთა ჯგუფი ვალდებულია:
ა) სააკრედიტაციო ვიზიტის წინ მოახდინოს თვითშეფასების ანგარიშისა და სხვა წარმოდგენილი მასალების ანალიზი;
ბ) ვიზიტის დროს მიიღოს მონაწილეობა მასალების შეგროვებაში, აზრების გაზიარებაში, შემოწმებასა და თვითშეფასების ანგარიშის შინაარსის განხილვაში;
გ) ჩაატაროს სტუდენტთა, აკადემიური და დამხმარე პერსონალის, აგრეთვე სხვა პირების ინტერვიუი-რება;
დ) შეამოწმოს სააკრედიტაციოდ გამოტანილი ყველა საკითხი;
ე) მონაწილეობა მიიღოს ვიზიტის შემდგომი დასკვნის შემუშავებაში.
მუხლი 17. დაწესებულების თვითშეფასება
1. დაწესებულების აკრედიტაციის პროცესი იწყება დაწესებულების მიერ თვითშეფასების კითხვარის წარ-მოდგენით. კითხვარის ფორმას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. თვითშეფასების კითხვარის ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება სამსახურის მიერ.
მუხლი 18. ინსტიტუციური აკრედიტაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია
დაწესებულებამ ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ;
ბ) შევსებული თვითშეფასების კითხვარი;
გ) განმცხადებლის მიერ აკრედიტაციის განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) დაწესებულების სათანადოდ დამტკიცებული წესდების ასლი;
ე) დაწესებულების დაფუძნების ასლი;
ვ) საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოწმობის ასლი, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით საქმიანობდნენ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე;
ზ) შენობა-ნაგებობის კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ეს უფლება დაწესებულებას უნდა ჰქონდეს გაფორმებული საბუთის წარმოდგენის მომენტისათვის არანაკლებ 6 წლის ვადით;
თ) საინვენტარიზაციო აქტი/სააუდიტორო დასკვნა;
ი) კომპიუტერების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
კ) სტუდენტთა სახელობითი სიები კურსის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და სწავლების ფორმის მითითებით როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით;
ლ) აკადემიური პერსონალის მიერ შევსებული სპეციალური ფორმა;
მ) საგადასახადო ინსპექციიდან ქონების გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ნ) დომენური სახელის და „ჰოსტინტის“ (ვებ-სივრცის) ფლობის ხელშეკრულების ასლი;
ო) დოკუმენტაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსების, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების, სასწავლო გრანტის ოდენობის, ფასიანი სექტორიდან შემოსავლის შესახებ.
მუხლი 19. სააკრედიტაციო ვიზიტი
1. სააკრედიტაციო ვიზიტის ძირითადი მიზანია საშუალება მისცეს ექსპერტებს დაადგინოს დაწესებულების აკრედიტაციის პირობებთან შესაბამისობა და გადაამოწმონ თვითშეფასების კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია.
2. სააკრედიტაციო ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაწესებულების რესურსების მოცულობის შესაბამისად.
3. აკრედიტაციის მიზნით ექსპერტები ამოწმებენ დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტაციას, ახორციელებენ დაწესებულებაში დასაქმებული პირების, სტუდენტების და სხვა დაინტერესებული პირების ინტერვიუირებას და შენობა-ნაგებობის და ინვენტარის ადგილზე დათვალიერებას. აკრედიტაციის პირობების გადამოწმების მიზნით ექსპერტები უფლებამოსილნი არიან მოიძიონ და გადაამოწმონ კონკრეტული მონაცემები და ინფორმაცია სხვა დაინტერესებულ პირებთან.
მუხლი 20. აკრედიტაციის დასკვნა
1. სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად დგება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომლის ფორმაც განისაზღვრება სამსახურის მიერ. დასკვნა წარმოადგენს აღწერასა და ანალიზს დაწესებულების თვითშეფასების კითხვარი მოყვანილ მონაცემებთან და ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ.
2. სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ დასკვნას ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე წერილობითი სახით წარუდგენს სამსახურს.
მუხლი 21. გადაწყვეტილება აკრედიტაციის შესახებ
1. დირექტორი ექსპერტთა დასკვნისა და აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;
ბ) აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ;
ბ) პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;
გ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
2. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში.
3. საბჭომ შეიძლება განსაზღვროს აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დრო.
4. სახელმწიფო აღიარებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების შესაბამისად ჩარიცხულ პირზე აკრედიტებული დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს მხოლოდ აკრედიტაციის ვადის განმავლობაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის მიერ გავლილი საგანმათლებლო პროგრამა კანონმდებლობით დადგენილი წესით ითვლება აკრედიტებულად.
5. არააკრედიტებული ლიცენზირებული დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვის შემთხვევაში, ათვისებულად ჩაუთვალოს ამ დაწესებულებაში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 22. დაწესებულებისათვის სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრა🔗
1. გადაწყვეტილება სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ მიიღება საბჭოს მიერ. დაწესებულებას სტუდენთა ადგილები განესაზღვრება:
ა) ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებისას;
ბ) ლიცენზიის მიღების შემთხვევაში;
გ) სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში.
2. სტუდენტთა ადგილების განსაზღვრა გულისხმობს დაწესებულებისათვის სტუდენტთა მაქსიმალური ტევადობის განსაზღვრას, რომლის ფარგლებშიც დაწესებულება უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა.
3. აკრედიტებული დაწესებულებისა და ამ დაწესებულების ფილიალის სტუდენტთა რაოდენობები დგინდება ცალ-ცალკე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულება დადგენილ ვადაში ცენტრში წარადგენს განაცხადს სტუდენტთა ადგილების განსაზღვრის შესახებ. ამ შემთხვევაში სტუდენტთა ადგილების განსაზღვრა ხდება ლიცენზიის მისაღებად და ფლობისათვის დაწესებულების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. სამინისტრო დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემის შემდეგ, ცენტრს წარუდგენს სტუდენტთა ადგილების განსაზღვრისათვის საჭირო ინფორმაციას და შესაბამისი დოკუმენტაციის დამოწმებულ ასლებს.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტუდენტთა ადგილების რაოდენობა განისაზღვრება დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
6. ცენტრის ინიციატივით დაწესებულების სტუდენტთა ადგილების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი წესით დაწესებულების შესაბამისი პირობების შემოწმების შედეგად და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 221.. ვადა ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესში
1. ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადის და სტუდენტთა ადგილების განსაზღვრის შესახებ განაცხადის წარდგენის ვადას, ცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადებების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ცენტრი, დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ და დებულების 22-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში.
3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულება ცენტრს ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნით მიმართავს აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში.
4. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრს მიმართოს აკრედიტაციის მოთხოვნით აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არა უადრეს 1 წლისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
2. დირექტორი ექსპერტთა დასკვნისა ან/და აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
3. გადაწყვეტილება ფორმდება დირექტორის ბრძანებით, რომელშიც განისაზღვრება მისი ძალაში შესვლის დრო.
მუხლი 22. მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტის განსაზღვრა
1. გადაწყვეტილება კონტინგენტის განსაზღვრის შესახებ, გარდა ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა, შესაძლებელია მიღებულ იქნეს მისაღები კონტინგენტის განაცხადის წარდგენის ვადის დაცვით დაწესებულების, მათ შორის ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულების, მიმართვის საფუძველზე.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მისაღები კონტინგენტი განსაზღვროს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციის შემოწმების საფუძველზე ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. მისაღები კონტინგენტის განსაზღვრის ვადას სამსახურისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადებების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულებისათვის მისაღები კონტინგენტის განსაზღვრა ხდება ლიცენზიის ფარგლებში დაწესებულების მიერ სამინისტროში წარდგენილი მონაცემების შესაბამისად. ამ შემთხვევაში მისაღები კონტინგენტის განსაზღვრას ახორციელებს სამსახური სამინისტროდან მიღებული მონაცემების საფუძველზე.
5. სამსახურის ინიციატივით მისაღები კონტინგენტის რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი წესით აკრედიტაციის კრიტერიუმების შემოწმების შედეგად და მის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე, რაც ფორმდება ბრძანებით, რომელშიც მიეთითება გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დრო.
6. დაწესებულების მიერ განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის რაოდენობის დაცვისა და დაწესებულებაში აბიტურიენტთა/სტუდენტთა ჩარიცხვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესრულების შემოწმების მიზნით, სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს დაწესებულება არა უმეტეს 2-ჯერ კალენდარული წლის განმავლობაში სამსახურის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ შემთხვევაში შემოწმების დრო, პერიოდი და შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის/პირების ვინაობა არ ექვემდებარება შეთანხმებას შესაბამის დაწესებულებასთან.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრუ-ლების შემოწმების მიზნით სამსახური აწარმოებს აკრედიტებული დაწესებულებების სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა რეესტრს.
თავი IV
აკრედიტაციის პირობების შესრულებაზე კონტროლი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 23. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა🔗
1. დაწესებულება, რომელსაც მინიჭებული აქვს ინსტიტუციური აკრედიტაცია, ვალდებულია ცენტრს ყოველწლიურად, ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში, წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ.
2. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 24. დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება და ინსტიტუციური აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლები🔗
1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ ცენტრი უფლებამოსილია შეამოწმოს დაწესებულების შესაბამისობა ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დაწესებულება დადგენილ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასების ანგარიშს;
ბ) თვითშეფასების ანგარიშში მოყვანილი მონაცემების შესაბამისად დაწესებულება აღარ აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებს ან მონაცემები წარმოშობენ ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის ეჭვს;
გ) არსებობს ინფორმაცია იმისა, რომ დაწესებულება არ შეესაბამება აკრედიტაციის კრიტერიუმებს;
დ) არსებობს ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში აბიტურიენტის ან/და სტუდენტის ჩარიცხვა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.
2. ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან დაწესებულების პირობების შესაბამისობის შემოწმების განხორციელება ცენტრის მიერ შესაძლებელია წელიწადში მხოლოდ ერთხელ. ხოლო სტუდენტთა ადგილების რაოდენობის დაცვისა და დაწესებულებაში აბიტურიენტთა/სტუდენტთა ჩარიცხვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესრულების შემოწმების მიზნით, შემოწმება შეიძლება განხორციელდეს არა უმეტეს 2-ჯერ კალენდარული წლის განმავალობაში ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. დაწესებულების შემოწმების შედეგად, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების საფუძველზე, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი სახის გადაწყვეტილება:
ა) ინსტიტუციური აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არ შეესაბამება ძირითადი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც, აგრეთვე თუ დაწესებულებამ დაარღვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი აბიტურიენტის ან/და სტუდენტის ჩარიცხვის წესი;
ბ) დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ, თუ ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე დაწესებულების პირობები არ შეესაბამება ინსტიტუციური აკრედიტაციის დამატებითი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 25. დაწესებულების შემოწმების ჩატარების წესი🔗
1. დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელდება ამ დებულების მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
2. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის დაცვისა და დაწესებულებაში აბიტურიენტთა/სტუდენტთა ჩარიცხვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესრულების შემოწმების შემთხვევაში, შემოწმების დრო, პერიოდი და აკრედიტაციის ექსპერტთა ვინაობა არ ექვემდებარება შეთანხმებას შესაბამის დაწესებულებასთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 23. დაწესებულების თვითშეფასების ყოველწლიური ანგარიში
დაწესებულება, რომელსაც მინიჭებული აქვს აკრედიტაცია ან პირობითი აკრედიტაცია, ვალდებულია სამსახურში წარადგინოს თვითშეფასების ყოველწლიური ანგარიში აკრედიტაციის პირობებთან შესაბამისობის შესახებ სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 24. დაწესებულების აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება და გადაწყვეტილების მიღება
1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს დაწესებულების შესაბამისობა აკრედიტაციის კრიტერიუმებთან იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დაწესებულება არ წარადგენს ამ დებულების მე-17 მუხლით განსაზღვრულ ყოველწლიურ თვითშე-ფასების ანგარიშს;
ბ) თვითშეფასების წარმოდგენილ კითხვარში მოყვანილი მონაცემების შესაბამისად დაწესებულება აღარ აკმაყოფილებს აკრედიტაციის კრიტერიუმებს ან მონაცემები წარმოშობენ აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის ეჭვს;
გ) არსებობს ინფორმაცია ან დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ დაწესებულება არ შეესაბამება აკრედიტაციის კრიტერიუმებს ან არსებობს აკრედიტაციის ჩამორთმევის საფუძველი.
2. სამსახურს დაწესებულების აკრედიტაციის შემოწმების განხორციელება შეუძლია წელიწადში მხოლოდ ერთხელ.
3. დაწესებულების შემოწმების შედეგად ექსპერტთა დასკვნისა და აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება იყოს შემდეგი სახის:
ა) აკრედიტაციის უცვლელად დატოვების შესახებ;
ბ) აკრედიტაციის ნაცვლად პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;
გ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ფორმდება დირექტორის ბრძანებით, რომელშიც განისაზღვრება მისი ძალაში შესვლის დრო.
5. აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია ამ დებულებით განსაზღვრული აკრედიტაციის კრიტერიუმებთან დაწესებულების შეუსაბამობის დადგენა, აგრეთვე დაწესებულების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით დადგენილი წესის, აგრეთვე უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის დარღვევა.
მუხლი 25. დაწესებულების შემოწმების ჩატარების წესი
დაწესებულების აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელდება ამ დებულების მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
თავი V
გარდამავალი დებულებანი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 26. გარდამავალი დებულებანი🔗
1. ამ დებულების 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი არ ვცელდება იმ პირებზე, რომლებიც დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე.
2. ის დაწესებულებები, რომლებსაც 2007-2008 სასწავლო წლიდან მიენიჭათ ინსტიტუციური აკრედიტაცია და რომლებსაც სურთ 2007-2008 სასწავლო წელს განახორციელონ სტუდენტების მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, უფლებამოსილნი არიან დადგენილ ვადაში მიმართონ ცენტრს პროფესიული უმაღლესი განათლების ნაწილში აკრედიტაციის ჩატარების მოთხოვნით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრის მიერ მოწმდება დაწესებულების ის პირობები, რომლებიც არ შემოწმებულა 2006 წელს განხორციელებული ინსტიტუციური აკრედიტაციის დროს და რომლის შემოწმების გარეშეც შესაძლოა ვერ იქნეს უზრუნველყოფილი პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული შედეგის მიღწევა.
4. ის ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულება, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება მიენიჭა ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2007 წლის 28 მარტის №4529 საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე, უფლებამოსილია პროფესიული უმაღლესი განათლების ნაწილში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სტუდენტების მიღების მიზნით, პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები წარუდგინოს სამინისტროს ლიცენზირების სამსახურს.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს ლიცენზირების სამსახური ცენტრს წარუდგენს სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრისათვის საჭირო ინფორმაციას.
6. იმ დაწესებულების პირობების შემოწმება, რომელსაც ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭა პირობით, ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი შეცვლილი პირობების შესაბამისად.
7. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაუსწრებელი ფორმით სწავლებისათვის ჩარიცხულ სტუდენტებთან მიმართებით, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას განაგრძობენ დაუსწრებელი ფორმით, ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმთან დაწესებულების შესაბამისობის დადგენისას იანგარიშება დაუსწრებელი სწავლების ფორმის სტუდენტების საერთო რაოდენობის მხოლოდ 1/5-ი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 26. გარდამავალი დებულებანი
სამსახურის მიერ პირველი აკრედიტაცია 2006 წელს ხორციელდება სამინისტროს მიერ დადგენილი ვადების შესაბამისად.
დანართი №2
ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქცია
მუხლი 1. ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის გადახდის წესი🔗
1. ამ ინსტრუქციით დადგენილ ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურს იხდის აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება, აგრეთვე აკრედიტებული დაწესებულება, რომლებიც ახორციელებენ აკადემიურ ან/და პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის ან გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.
2.(ამოღებულია).
3.(ამოღებულია).
მუხლი 1. ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის გადახდის წესი
1. აკრედიტაციის საფასურს იხდის დაწესებულება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.
2. დაწესებულებათა აკრედიტაციის სამსახური განაცხადთან დაკავშირებით იღებს შემდეგ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
ა) განაცხადის მიღების შესახებ;
ბ) განაცხადის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
3. განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს ენიჭება აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსი.
4. აკრედიტაციის საფასურის გადახდა წარმოებს როგორც განაცხადის შემოტანისას, ასევე აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ აკრედიტაციის პროცედურის დაწყებამდე.
5. აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ განმცხადებელს ევალება გადაიხადოს აკრედიტაციის პროცედურის განსახორციელებლად შესაბამისი საფასური, რის შემდეგაც იგი დაექვემდებარება დადგენილი წესით გადამოწმებას.
6. აკრედიტაციის საფასური განმცხადებელს არ უბრუნდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 2. ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ნიხრები🔗
1. განაცხადის წარდგენის დროს განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს ინსტიტუციური აკრედიტაციის განაცხადის საფასური 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 2. ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ნიხრები
1. აკრედიტაციის განაცხადის შემოტანის დროს ყველა განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს აკრედიტაციის განაცხადის საფასური 250 ლარის ოდენობით.
2. აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში დაწესებულება იხდის აკრედიტაციის პროცედურის საფასურის ზღვრულ ოდენობას, რომელიც განისაზღვრება შემდეგი სამი პარამეტრით:
ა) დაწესებულებაში არსებულ სტუდენტთა რაოდენობით;
ბ) დაწესებულების მიერ დაკავებული საერთო ფართით;
გ) სხვადასხვა მისამართზე არსებული ფართებისა და შენობა-ნაგებობების რაოდენობით.
21. აკრედიტებული დაწესებულება, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, იხდის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პარამეტრით/პარამეტრებით განსაზღვრულ საფასურს.
3. საფასურის საერთო რაოდენობა დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისი ჯამით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 3. დაწესებულების სტუდენტთა არსებული რაოდენობით აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განასაზღვრის წესი და ოდენობა🔗
1. დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს აკრედიტაციის პროცედურის საფასური შემდეგი ოდენობით:
ა) 100-მდე სტუდენტის არსებობისას – 590 ლარი;
ბ) 101-დან 300-მდე სტუდენტის არსებობისას – 1180 ლარი;
გ) 301-დან 500-მდე სტუდენტის არსებობისას – 1534 ლარი;
დ) 501-დან 1000-მდე სტუდენტის არსებობისას – 2360 ლარი;
ე) 1001-დან 5000-მდე სტუდენტის არსებობისას – 3540 ლარი;
ვ) 5001-დან 10000-მდე სტუდენტის არსებობისას – 5900 ლარი.
2. დაწესებულება 10000-ზე მეტ ყოველ 1000 სტუდენტზე იხდის აკრედიტაციის პროცედურის საფასურს 590 ლარის დამატებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 4. დაწესებულების მიერ საერთო ფართის მიხედვით გადასახდელი აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესი და ოდენობა🔗
მუხლი 3. დაწესებულებებში სტუდენტთა არსებული რაოდენობით აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესი და ოდენობა
1. დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს აკრედიტაციის პროცედურის საფასური შემდეგი ოდენობით:
ა) 100-მდე სტუდენტის არსებობისას – 500 ლარი;
ბ) 101-დან 300-მდე სტუდენტის არსებობისას – 1000 ლარი;
გ) 301-დან 500-მდე სტუდენტის არსებობისას – 1300 ლარი;
დ) 501-დან 1000-მდე სტუდენტის არსებობისას – 2000 ლარი;
ე) 1001-დან 5000-მდე სტუდენტის არსებობისას – 3000 ლარი;
ვ) 5001-დან 10000-მდე სტუდენტის არსებობისას – 5000 ლარი.
2. დაწესებულება 10000-ზე მეტ ყოველ 1000 სტუდენტზე იხდის აკრედიტაციის პროცედურის საფასურს 500 ლარის დამატებით.
მუხლი 4. დაწესებულების მიერ საერთო ფართის მიხედვით გადასახდელი აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესი და ოდენობა
1. დაწესებულება ვალდებულია ფართის მიხედვით გადაიხადოს აკრედიტაციის პროცედურის საფასური შემდეგი ოდენობით:
ა) 1000-დან 3000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 590 ლარი;
ბ) 3001-დან 5000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 1180 ლარი;
გ) 5001-დან 10000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 2006 ლარი;
დ) 10001-დან 20000-კვ.მ მდე ფართობის დროს – 2714 ლარი;
ე) 20001-დან 30000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 3186 ლარი.
2. დაწესებულება 30000 კვ.მზე მეტ ყოველ 10000 კვ.მზე იხდის აკრედიტაციის პროცედურის საფასურს 236 ლარის დამატებით.”;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 5. დაწესებულებისათვის სხვადასხვა მისამართზე არსებული ფართისა და შენობა-ნაგებობების მიხედვით აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესი და ოდენობა🔗
დაწესებულება ვალდებულია ყოველ ერთ მისამართზე არსებული 1 შენობა-ნაგებობისა ან შენობის ნაწილის ფლობის შემთხვევაში გადაიხადოს აკრედიტაციის პროცედურის საფასური 177 ლარის ოდენობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
მუხლი 6. პროფესიული უმაღლესი განათლების აკრედიტაციის საფასური🔗
დაწესებულება ვალდებულია პროფესიული უმაღლესი განათლების ნაწილში აკრედიტაციის მიზნით გადაიხადოს აკრედიტაციის საფასური 2000 ლარის ოდენობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №617-სსმIII,№114,14.08.2007წ.,მუხ.1263
ა) 1000-დან 3000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 500 ლარი;
ბ) 3001-დან 5000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 1000 ლარი;
გ) 5001-დან 10000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 1700 ლარი;
დ) 10001-დან 20000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 2300 ლარი;
ე) 20001-დან 30000-კვ.მ-მდე ფართობის დროს – 2700 ლარი.
2. დაწესებულება 30000 კვ.მ-ზე მეტ ყოველ 10000 კვ.მ-ზე იხდის აკრედიტაციის პროცედურის საფასურს 200 ლარის დამატებით.
მუხლი 5. დაწესებულებისათვის სხვადასხვა მისამართზე არსებული ფართებისა და შენობა-ნაგებობების მიხედვით აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესი და ოდენობა
დაწესებულება ვალდებულია ყოველ ერთ მისამართზე არსებული 1 შენობა-ნაგებობისა ან შენობის ნაწილის ფლობის შემთხვევაში გადაიხადოს აკრედიტაციის პროცედურის საფასური 150 ლარის ოდენობით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.11.2009.
- როდის იქნა მიღებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.03.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №223. სარეგისტრაციო კოდი — 430080000.22.022.008309.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.11.2009.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.11.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №223, 27.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 430080000.22.022.008309 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1419971/