1. ეს კოდექსი განსაზღვრავს:
ა) სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ეკონომიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ტექნოლოგიურ საფუძვლებს, საქართველოს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში მის ადგილსა და როლს, აწესრიგებს რკინიგზის მომსახურებით სარგებლობისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს და ადგენს მათ მონაწილეთა უფლება- მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას;
ბ) საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს, აგრეთვე საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს.
2. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება რკინიგზის სისტემაზე, რკინიგზით მგზავრთა გადაყვანაზე, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვაზე, აგრეთვე რკინიგზის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
3. სახელმწიფო ხელს უწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებას და, მისი სტრატეგიული და სოციალური როლიდან გამომდინარე, ტრანსპორტის ამ დარგის ფუნქციონირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6355 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.04.2025 კანონი №508
- 23.06.2020 კანონი №6355
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კოდექსის მიზანი და მოქმედების სფერო. სახელმწიფოს ხელშეწყობა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისათვის 1. ეს კოდექსი განსაზღვრავს: ა) სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ეკონომიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ტექნოლოგიურ საფუძვლებს, საქართველოს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში მის ადგილსა და როლს, აწესრიგებს რკინიგზის მომსახურებით სარგებლობისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს და ადგენს მათ მონაწილეთა უფლება- მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას; ბ) საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს, აგრეთვე საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს. 2. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საერთორკინიგზის სარგებლობისსისტემაზე, სარკინიგზორკინიგზით ლიანდაგებით მგზავრთა გადაყვანაზე, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვაზე.გადაზიდვაზე, აგრეთვე რკინიგზის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. 3. სახელმწიფო ხელს უწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებას და, მისი სტრატეგიული და სოციალური როლიდან გამომდინარე, ტრანსპორტის ამ დარგის ფუნქციონირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1160-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2024
სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლი, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის პირველი მუხლი, მე-2 მუხლის „ჟ”, „ქ”, „ჰ12”, „ჰ15” ქვეპუნქტები, 31-ე მუხლის მე-10, მე-12 ნაწილები, სს „ს.რ–ის” დირქტორთა საბჭოს 29.11.2016წ.
- საქმე №ბს-875-837(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.03.2008
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 1-ლი მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ეს კოდექსი განსაზღვრავს სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირებისათვის ეკონომიკურ, სამართლებრივ,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება