1. სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირება წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
2. სამხედრო სარკინიგზო გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზება და განხორციელება წესრიგდება შესაბამისი ნორმატიული აქტები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.12.2002).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-888-862(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.02.2011
ამასთან, “ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა და ამჟამად მოქმედი,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნეკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის,,ი” და,,ნ” ქვეპუნქტების თანახმად, აღნიშნული მიწა განეკუთვნება რკინიგზას და მისი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის საკუთრებაში (სარგებლობაში) გადაცემა დაუშვებელია.
- საქმე №ას-1172-1418ა-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2006
…არსებობა თავისთავად ნიშნავს მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობას. აღნიშნული გამომდინარეობს როგორც სამოქალაქო, ასევე‚ სარკინიგზო კოდექსის ნორმებიდან. სკ-ის 672-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების სახით. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად კი „ზედნადები“ არის გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელიც წერილობით ფორმდება რკინიგზასა და ტვირთის გამგზავნს შორის, თან ახლავს ტვირთს მისი მსვლელობის მთელ გზაზე და შეიცავს სკ-ისა და ამ კანონით გათვალისწინებულ მონაცემებს ტვირთის გადაზიდვის შესახებ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება