1. რკინიგზის მფლობელობაში არსებულ მიწას განეკუთვნება სარკინიგზო ლიანდაგებისა და რკინიგზის სტრუქტურული ერთეულებისათვის გამოყოფილი მიწა, გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის ჩათვლით.
2. გასხვისების ზოლი განისაზღვრება დადგენილი ნორმებისა და საპროექტო დოკუმენტების შესაბამისად, ისე, რომ საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგის განაპირა ორივე მხარეს იყოს არანაკლებ 20-20 მეტრისა. დადგენილი ნორმებისა და საპროექტო დოკუმენტების შესაბამისად, რკინიგზა უფლებამოსილია განსაზღვროს გასხვისების ზოლი საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგის განაპირა ორივე მხარეს 20-20 მეტრზე ნაკლები მანძილით.
3. დამცავი ზონის დადგენის წესი და მისით სარგებლობის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №5000 - სსმI, №26 11.07.2007წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.12.2002).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.03.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. რკინიგზის მფლობელობაში არსებული მიწა 1. რკინიგზის მფლობელობაში არსებულ მიწას განეკუთვნება სარკინიგზო ლიანდაგებისა და რკინიგზის სტრუქტურული ერთეულებისათვის გამოყოფილი მიწა, გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის ჩათვლით. 2. გასხვისების ზოლი განისაზღვრება დადგენილი ნორმებისა და საპროექტო დოკუმენტების შესაბამისად, ისე, რომ საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგის განაპირა ორივე მხარეს იყოს არანაკლებ 20-20 მეტრისა. დადგენილი ნორმებისა და საპროექტო დოკუმენტების შესაბამისად, რკინიგზა უფლებამოსილია განსაზღვროს გასხვისების ზოლი საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგის განაპირა ორივე მხარეს 20-20 მეტრზე ნაკლები მანძილით. 3. დამცავი ზონის დადგენის წესი და მისით სარგებლობის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №5000 - სსმსსმI, I,№26 №26, 11.07.2007წ., მუხ.234მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-952(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა,,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-51 მუხლები, საქართველოს კანონის „საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“ მე-5 მუხლი, მიუთითა კომისიის 2022 წლის 26 ივლისის №1740 განკარგულებაში მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უარი თქმის საფუძველზე, სს „ს...ს“…
- საქმე №ბს-300(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2025
…ნაკვეთი მთლიანად ხვდება სამშენებლო შეზღუდვის ბუფერში, სადაც დაუშვებელია ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობა, რის გამოც სს „ს...მ“ წინააღმდეგობა გამოთქვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, (1) რკინიგზის მფლობელობაში არსებულ მიწას განეკუთვნება სარკინიგზო ლიანდაგებისა და რკინიგზის სტრუქტურული ერთეულებისათვის გამოყოფილი მიწა, გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის ჩათვლით.
- საქმე №ბს-1163(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2020
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონის „საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“ მე-5 მუხლის მიხედვით, გასხვისების ზოლი განისაზღვრება დადგენილი ნორმებისა და საპროექტო დოკუმენტების შესაბამისად, ისე რომ საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგის განაპირა ორივე მხარეს იყოს არანაკლებ 20-20 მეტრისა.
- საქმე №ას-318-303-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2016
სადავო უძრავი ქონება ლიანდაგის უშუალო სიახლოვეს 3-5 მეტრის მანძილზე მდებარეობს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ რეგულაციას. ამ ტერიტორიაზე უძრავი ქონების არსებობა კანონშეუსაბამოა და აღნიშნულის გამოსწორებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფოსათვის გაუთვალისწინებელი დანახარჯი.
- საქმე №ბს-888-862(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.02.2011
ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ უგულვებელყოფილ იქნა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნები, ვინაიდან ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ…
- საქმე №ას-1235-1370-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2005
- საქმე №140310017001855974 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 08.04.2020
- საქმე №140310019003187773 · გორის რაიონული სასამართლო · 09.01.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება