თავი VIII — მოძრაობის უსაფრთხოება, ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვა, განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის ორგანიზება
1. რკინიგზის სადგურების, ვაგზლების, სამგზავრო ბაქნების და სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიები და სარკინიგზო ლიანდაგები, რომლებზედაც მოძრაობენ მატარებლები და სრულდება სამანევრო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, წარმოადგენს მომეტებული საშიშროების ზონებს. ამ ზონებში უცხო პირთა ყოფნა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული, აკრძალულია. მომეტებული საშიშროების ზონაში ყოფნის, იქ სამუშაოების შესრულების, სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრაობისა და გადასვლის წესებს ადგენს რკინიგზა.
2. მგზავრთა მომსახურება, აგრეთვე მოძრავი შემადგენლობა (მათ შორის, სპეციალიზებული), კონტეინერები, ლიანდაგის ზედნაშენის ელემენტები, სხვა ტექნიკური საშუალებები და მექანიზმები უნდა შეესაბამებოდეს მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოების, შრომისა და ეკოლოგიური სისუფთავის დაცვის მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია რკინიგზის ტექნიკური ექსპლუატაციის წესებით.
3. სარკინიგზო მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევათა კლასიფიკაციის, სამსახურებრივი მოკვლევისა და აღრიცხვის წესს განსაზღვრავს რკინიგზა.
4. სარკინიგზო მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბრალეულ პირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.12.2002).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-348-348-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2018
…უსაფრთხოება, ტვირთის, ვაგონებისა და კონტეინერების დაცულობა, მათი ტვირთამწეობისა და ტევადობის ოპტიმალური გამოყენება. ტვირთის ტარა, შეფუთვა და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რკინიგზის სადგურების, ვაგზლების, სამგზავრო ბაქნების და სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიები და სარკინიგზო ლიანდაგები,…
- საქმე №330210014514587 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.04.2018
…უსაფრთხოება, ტვირთის, ვაგონებისა და კონტეინერების დაცულობა, მათი ტვირთამწეობისა და ტევადობის ოპტიმალური გამოყენება. ტვირთის ტარა, შეფუთვა და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რკინიგზის სადგურების, ვაგზლების, სამგზავრო ბაქნების და სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიები და სარკინიგზო ლიანდაგები,…
- საქმე №330210014514587 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2018
…უსაფრთხოება, ტვირთის, ვაგონებისა და კონტეინერების დაცულობა, მათი ტვირთამწეობისა და ტევადობის ოპტიმალური გამოყენება. ტვირთის ტარა, შეფუთვა და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად რკინიგზის სადგურების, ვაგზლების, სამგზავრო ბაქნების და სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიები და სარკინიგზო ლიანდაგები,…
- საქმე №330210016001355555 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.08.2018
…წარმოადგენს მგზავრთათვის უსაფრთხო და ხარისხიანი მომსახურების გაწევა. თუ დამსაქმებელი ვერ უზრუნველყოფს მომსახურე პერსონალისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, საფრთხის ქვეშ დადგება მგზავრთა უსაფრთხოების საკითხიც. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "რკინიგზის სადგურების, ვაგზლების, სამგზავრო ბაქნების და სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიები და სარკინიგზო ლიანდაგები, რომლებზედაც მოძრაობენ მატარებლები და სრულდება სამანევრო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, წარმოადგენს მომეტებული საშიშროების ზონებს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება