თავი VIII — მოძრაობის უსაფრთხოება, ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვა, განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის ორგანიზება
1. სარკინიგზო ქსელზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთსა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტებს იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომ − დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) რკინიგზასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ მუშაობას, სახანძრო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობასა და ხანძრების ლიკვიდაციას უზრუნველყოფს რკინიგზა.
2. იმ ტვირთის ნუსხას, აგრეთვე სარკინიგზო ტრანსპორტის იმ ობიექტებს, რომელიც/რომლებიც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაცვასა და თანხლებას მოითხოვს, ადგენს/განსაზღვრავს რკინიგზა დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვისთვის სათანადო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. იმ ტვირთს, რომელიც განსაკუთრებული პირობებით გადაიზიდება, იცავს და აცილებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებისა“ და „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის“ შესაბამისად.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1402 – ვებგვერდი, 24.03.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.03.2026 კანონი №1402
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 61. ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვა 1. მსვლელობისსარკინიგზო გზაზექსელზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთისატვირთსა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტებისობიექტებს დაცვასიცავს ახორციელებსსაქართველოს რკინიგზაშინაგან სატრანსპორტოსაქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის მეშვეობით,დეპარტამენტი (შემდგომ − დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) რკინიგზასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ მუშაობას, სახანძრო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობასა და ხანძრების ლიკვიდაციას უზრუნველყოფს რკინიგზისრკინიგზა. შესაბამისი სამსახური. 2. იმ ტვირთის ნუსხას, რომელიცაგრეთვე მოითხოვსსარკინიგზო ტრანსპორტის იმ ობიექტებს, რომელიც/რომლებიც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაცვასა და თანხლებას,თანხლებას მოითხოვს, ადგენს/განსაზღვრავს რკინიგზა ადგენსდაცვის სატრანსპორტოპოლიციის პოლიციასთანდეპარტამენტთან შეთანხმებით. სატრანსპორტოდაცვის პოლიციაპოლიციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვაზე.დაცვისთვის სათანადო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 3. იმ ტვირთს, რომელიც გადაიზიდება განსაკუთრებული პირობებით,პირობებით გადაიზიდება, იცავს და აცილებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“წესებისა“ და „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის“ შესაბამისად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება