თავი VIII — მოძრაობის უსაფრთხოება, ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვა, განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის ორგანიზება
1. სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა. შ.) უზრუნველყოფენ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, მატარებლებისა და სხვა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოებას (მათ შორის, სამანევრო სამუშაოების შესრულების უსაფრთხოებას), აგრეთვე შრომის პირობებისა და გარემოს დაცვას.
2. რკინიგზა მოძრაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შემდეგი პრინციპების საფუძველზე:
ა) მოძრაობისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მართვისა და დაგეგმვისადმი სისტემური მიდგომით;
ბ) ნორმატიულ აქტებთან გადაყვანა-გადაზიდვის პროცესისა და ტექნიკური საშუალებების ტექნოლოგიის შესაბამისობით;
გ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის კანონიერი ინტერესების დაცვით;
დ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ურთიერთპასუხისმგებლობით.
3. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება სათანადო ნორმატიული აქტებით.
4. სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტი, რომლის ტერიტორიაზედაც ხდება სახიფათო ტვირთის წარმოება, შენახვა, დატვირთვა, ტრანსპორტირება და გადატვირთვა, საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგისა და ნაგებობისგან იმ მანძილით უნდა იყოს დაშორებული, რომელიც რკინიგზის უსაფრთხოდ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამ მანძილს, აგრეთვე სარკინიგზო ლიანდაგების გადაკვეთის ადგილსა და მასთან მიახლოებულ ადგილზე ობიექტის მშენებლობისა და შენახვის ნორმებს ადგენს რკინიგზა.
5. სარკინიგზო ლიანდაგების გადამკვეთი ან მათ უშუალო სიახლოვეს არსებული გაზსადენის, ნავთობსადენისა და სხვა კომუნიკაციების მშენებლობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ კომუნიკაციების მფლობელებს.
6. სახიფათო ტვირთის გამგზავნი ან მიმღები საწარმო (ორგანიზაცია და სხვა) და რკინიგზა ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის უსაფრთხოება, ჰქონდეთ ტექნიკური საშუალებები და ჰყავდეთ ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა ავარიული სიტუაციისა და ავარიის შედეგების ლიკვიდაციისთვის.
7. სარკინიგზო ლიანდაგის სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაკვეთა დასაშვებია მხოლოდ სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის სხვადასხვა დონეზე. სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის ერთ დონეზე გადაკვეთა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
8. პასუხისმგებლობა სარკინიგზო ლიანდაგის საავტომობილო გზით ერთ დონეზე გადაკვეთისას უსაფრთხოების დაცვაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
9. მაგისტრალური ნავთობსადენითა და გაზსადენით რკინიგზის ლიანდაგების გადაკვეთის ადგილები ნაგებობათა ექსპლუატაციის წესების თანახმად აღინიშნება შესაბამისი მაჩვენებლებით. ამ ნაგებობათა მფლობელები ვალდებულნი არიან, დროულად მიაწოდონ რკინიგზას ინფორმაცია იმ ავარიული სიტუაციების წარმოშობის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას.
10. გადაკვეთის ადგილებში მატარებლის გასვლისა და ტექნიკური საშუალებების მომსახურების ოპერაციების შესრულებისას რკინიგზის მუშაკები მოქმედებენ შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №2998
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 60. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზების ზოგადი პრინციპები 1. სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა. შ.) უზრუნველყოფენ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, მატარებლებისა და სხვა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოებას (მათ შორის, სამანევრო სამუშაოების შესრულების უსაფრთხოებას), აგრეთვე შრომის პირობებისა და გარემოს დაცვას. 2. რკინიგზა მოძრაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შემდეგი პრინციპების საფუძველზე: ა) მოძრაობისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მართვისა და დაგეგმვისადმი სისტემური მიდგომით; ბ) ნორმატიულ აქტებთან გადაყვანა-გადაზიდვის პროცესისა და ტექნიკური საშუალებების ტექნოლოგიის შესაბამისობით; გ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის კანონიერი ინტერესების დაცვით; დ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ურთიერთპასუხისმგებლობით. 3. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება სათანადო ნორმატიული აქტებით. 4. სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტები, რომელთა ტერიტორიაზედაც ხორციელდება საფრთხეშემცველი ტვირთის წარმოება, შენახვა, დატვირთვა, ტრანსპორტირება და გადატვირთვა, საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგებისა და ნაგებობებისაგან დაშორებული უნდა იყოს იმ მანძილით, რომელიც უზრუნველყოფს რკინიგზის უსაფრთხო ფუნქციონირებას. ამ მანძილს, აგრეთვე სარკინიგზო ლიანდაგების გადაკვეთისა და მასთან მიახლოებულ ადგილებზე ობიექტების მშენებლობისა და შენახვის ნორმებს ადგენს რკინიგზა. [ 4. სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტი, რომლის ტერიტორიაზედაც ხდება სახიფათო ტვირთის წარმოება, შენახვა, დატვირთვა, ტრანსპორტირება და გადატვირთვა, საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგისა და ნაგებობისგან იმ მანძილით უნდა იყოს დაშორებული, რომელიც რკინიგზის უსაფრთხოდ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამ მანძილს, აგრეთვე სარკინიგზო ლიანდაგების გადაკვეთის ადგილსა და მასთან მიახლოებულ ადგილზე ობიექტის მშენებლობისა და შენახვის ნორმებს ადგენს რკინიგზა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 5. სარკინიგზო ლიანდაგების გადამკვეთი ან მათ უშუალო სიახლოვეს არსებული გაზსადენის, ნავთობსადენისა და სხვა კომუნიკაციების მშენებლობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ კომუნიკაციების მფლობელებს. 6. საფრთხეშემცველი ტვირთის გამგზავნი (მიმღები) საწარმო (ორგანიზაცია და ა.შ.) და რკინიგზა ვალდებულნი არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის უსაფრთხოება, იქონიონ ტექნიკური საშუალებანი და ჰყავდეთ ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა ავარიული სიტუაციებისა და ავარიების შედეგების სალიკვიდაციოდ. [ 6. სახიფათო ტვირთის გამგზავნი ან მიმღები საწარმო (ორგანიზაცია და სხვა) და რკინიგზა ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის უსაფრთხოება, ჰქონდეთ ტექნიკური საშუალებები და ჰყავდეთ ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა ავარიული სიტუაციისა და ავარიის შედეგების ლიკვიდაციისთვის. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 7. სარკინიგზო ლიანდაგის სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაკვეთა დასაშვებია მხოლოდ სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის სხვადასხვა დონეზე. სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის ერთ დონეზე გადაკვეთა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. 8. პასუხისმგებლობა სარკინიგზო ლიანდაგის საავტომობილო გზით ერთ დონეზე გადაკვეთისას უსაფრთხოების დაცვაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 9. მაგისტრალური ნავთობსადენითა და გაზსადენით რკინიგზის ლიანდაგების გადაკვეთის ადგილები ნაგებობათა ექსპლუატაციის წესების თანახმად აღინიშნება შესაბამისი მაჩვენებლებით. ამ ნაგებობათა მფლობელები ვალდებულნი არიან, დროულად მიაწოდონ რკინიგზას ინფორმაცია იმ ავარიული სიტუაციების წარმოშობის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას. 10. გადაკვეთის ადგილებში მატარებლის გასვლისა და ტექნიკური საშუალებების მომსახურების ოპერაციების შესრულებისას რკინიგზის მუშაკები მოქმედებენ შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. [მუხლი 601 . უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირება 1. სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლება აქვს სარკინიგზო საწარმოს, რომელიც ფლობს უსაფრთხოების სერტიფიკატს. 2. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირების უფლება აქვს ინფრასტრუქტურის მენეჯერს, რომელსაც სააგენტომ უსაფრთხოების ავტორიზაცია მიანიჭა. 3. სააგენტოს მიერ უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა და უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება ხდება სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. სააგენტო უფლებამოსილია: ა) გასცეს/მიანიჭოს, განაახლოს, შეაჩეროს და გააუქმოს უსაფრთხოების სერტიფიკატი და უსაფრთხოების ავტორიზაცია; ბ) სააგენტოს მიერ დამტკიცებული ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის შესაბამისად განახორციელოს ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირება, მონიტორინგი და ზედამხედველობა. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს უნდა მიეცეს ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან სარკინიგზო საწარმოს ნებისმიერ ინფორმაციასთან, შენობა-ნაგებობასთან, დანადგართან, მოწყობილობასა და აღჭურვილობასთან დაშვების უფლება. 6. უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმები მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-348-348-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2018
ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რკინიგზის სადგურების, ვაგზლების, სამგზავრო ბაქნების და სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიები და სარკინიგზო ლიანდაგები, რომლებზედაც მოძრაობენ მატარებლები და სრულდება სამანევრო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, წარმოადგენს მომეტებული საშიშროების ზონებს და, მე-60 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა.შ.) უზრუნველყოფენ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, მატარებლებისა…
- საქმე №330210014514587 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.04.2018
ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რკინიგზის სადგურების, ვაგზლების, სამგზავრო ბაქნების და სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიები და სარკინიგზო ლიანდაგები, რომლებზედაც მოძრაობენ მატარებლები და სრულდება სამანევრო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, წარმოადგენს მომეტებული საშიშროების ზონებს და, მე-60 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა.შ.) უზრუნველყოფენ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, მატარებლებისა…
- საქმე №330210014514587 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2018
ამავე კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად რკინიგზის სადგურების, ვაგზლების, სამგზავრო ბაქნების და სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიები და სარკინიგზო ლიანდაგები, რომლებზედაც მოძრაობენ მატარებლები და სრულდება სამანევრო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, წარმოადგენს მომეტებული საშიშროების ზონებს და მე-60 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა.შ.) უზრუნველყოფენ მგზავრთა გადაყვანის,ტვირთის გადაზიდვის, მატარებლებისა და…
- საქმე №330210016001355555 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.08.2018
…სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტს, რომლის უსაფრთხოება და გამართულად ფუნქციონირება უდიდეს როლს ასრულებს ისეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულების დაცვის უზრუნველყოფაში, როგორიცაა პიროვნების თავისუფალი მიმოსვლის უფლება. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება