1. სამოქალაქო იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო და ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებასა და ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად და ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი ან/და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
2. სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაში აუცილებელია მიღებულ იქნეს ზომები ირგვლივ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში იარაღის გამოყენების შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს.
5. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის აღება სავალდებულოა იმ იურიდიული პირისთვის/ინდივიდუალური მეწარმისთვის, რომელიც ორგანიზებას უწევს ნებისმიერი ფორმის (სახეობის) პნევმატური იარაღიდან სროლას, გარდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწყობილი ატრაქციონებისა.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4304 – ვებგვერდი, 09.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4304
- 31.05.2023 კანონი №3100
- 24.04.2012 კანონი №6058
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. იარაღის გამოყენება 1. სამოქალაქო იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო და ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებასა და ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად და ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი დაან/და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას. 2. სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 3. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაში აუცილებელია მიღებულ იქნეს ზომები ირგვლივ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში იარაღის გამოყენების შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს. 5. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის აღება სავალდებულოა იმ იურიდიული პირისთვის/ინდივიდუალური მეწარმისთვის, რომელიც ორგანიზებას უწევს ნებისმიერი ფორმის (სახეობის) პნევმატური იარაღიდან სროლას, გარდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწყობილი ატრაქციონებისა. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №2კ-681აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2021
…მუხლს, იგი არეგულირებს იარაღის გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნას; მე-3 პუნქტი კი უშუალოდ მხოლოდ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელის მიერ იარაღის გადატანას (და არა ტარებას) შეეხება. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც აუცილებელი მოგერიებისას და უკიდურესი აუცილებლობისას იარაღის გამოყენების უფლებას იძლევა, აგრეთვე მხოლოდ სამოქალაქო იარაღს შეეხება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იარაღის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 14, 03/06/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება