1. იარაღის ჩამორთმევა ხდება:
ა) ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) არარსებობისას;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებისას;
გ) იარაღის ბრუნვის წესების დარღვევის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
დ) სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ე) მოძალადისათვის მის მიმართ გამოცემული დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით;
[
ე
) ამ კანონის 27
მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
ვ) საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით.
3. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი მსჯავრდებულს განუსაზღვრავს 30 დღის ვადას იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასხვისებისთვის.
5. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ეცნობება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა კარგავს იურიდიულ ძალას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო ახორციელებს იარაღის ჩამორთმევას.
[
5. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა კარგავს იურიდიულ ძალას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო მსჯავრდებულს ჩამოართმევს იარაღს. ჩამორთმეული იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
6. ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების ფოსტის მეშვეობით 2-ჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო გამოქვეყნების წესი. საჯარო გამოქვეყნების წესი და შესაბამისი პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511
საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5455 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1143 – ვებგვერდი, 15.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 09.12.2025 კანონი №1143
- 31.05.2023 კანონი №3100
- 22.06.2016 კანონი №5455
- 27.09.2013 კანონი №1360
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. იარაღის ჩამორთმევა 1. იარაღის ჩამორთმევა ხდება: ა) ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) არარსებობისას; ბ) ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებისას; გ) იარაღის ბრუნვის წესების დარღვევის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა; ე) მოძალადისათვის მის მიმართ გამოცემული დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით; [ ე 1 ) ამ კანონის 27 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] ვ) საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით. 3. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი მსჯავრდებულს განუსაზღვრავს 30 დღის ვადას იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასხვისებისთვის. 5. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ეცნობება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა კარგავს იურიდიულ ძალას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო ახორციელებს იარაღის ჩამორთმევას. [ 5. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა კარგავს იურიდიულ ძალას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო მსჯავრდებულს ჩამოართმევს იარაღს. ჩამორთმეული იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] 6. ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების ფოსტის მეშვეობით 2-ჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო გამოქვეყნების წესი. საჯარო გამოქვეყნების წესი და შესაბამისი პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №2კ-900აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2022
სასამართლო ასევე ითვალისწინებს, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტსაც, რომლის თანახმად, „იარაღის ჩამორთმევა ხდება მოძალადისათვის მის მიმართ გამოცემული დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იარაღის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 14, 03/06/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება