თავი VI — იარაღის დამამზადებლისა და მესაკუთრის, იარაღით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი
1. იარაღით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს და ატაროს იარაღი.
2. იარაღით მოსარგებლე ვალდებულია:
ა) გამოიყენოს იარაღი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნულებისამებრ;
ბ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;
გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა;
დ) იარაღის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
ე) პოლიციელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სასიგნალო იარაღი.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 04.04.2025 კანონი №448
- 31.05.2023 კანონი №3100
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. იარაღით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი 1. იარაღით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს და ატაროს იარაღი. 2. იარაღით მოსარგებლე ვალდებულია: ა) გამოიყენოს იარაღი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნულებისამებრ; ბ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები; გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა; [გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] დ) იარაღის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს; ე) პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი. [ე) პოლიციელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სასიგნალო იარაღი. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-890აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2024
…კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ა“ ქვეპუნქტი); იარაღის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია უზრუნველყოს, მათ შორის, საბრძოლო მასალის დაცვა (,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის,,დ“ ქვეპუნქტი; 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის,,გ“ ქვეპუნქტი); საბრძოლო მასალის ისეთ მდგომარეობასა და პირობებში შენახვა, რომლებშიც უზრუნველყოფილი იქნება, მათ შორის, როგორც საბრძოლო მასალის დაცვა და უსაფრთხოება, ასევე არ მოხდება საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვება (,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი).
- საქმე №2კ-266აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.06.2023
…იარაღის შეტანა, გარდა პატიმრობის კოდექსის 572-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის და ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაცვის განხორციელების შემთხვევებისა. 2.5. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იარაღით მოსარგებლე უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იარაღის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 14, 03/06/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება