1. ვეტერანის აღრიცხვაზე აყვანის დროს მის შესახებ საანკეტო მონაცემები შეიტანება დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ ანკეტაში:
ა) ომის მონაწილეებისათვის;
ბ) ომის შშმპ-ისათვის;
გ) ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირებისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის;
დ) ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და მარჩენალდაკარგულებისათვის.
2. ანკეტირების მიზანია:
ა) „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ”, აგრეთვე „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკუდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებით დადგენილი პირების ზუსტი აღრიცხვა;
ბ) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი ადმინისტრირება (განახლება, სრულყოფა)
მუხლი 4. ვეტერანის აღრიცხვაზე აყვანა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ბს-392-377(კ-08)
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფდა ვეტერანებისათვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად სახსრების გამოყოფას.
- საქმე №ბს-83-80(კ-06)
…პირები _ მოხალისეები (1.2“ა” მუხლი), რომლებიც დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის (1.2 “ბ” მუხლი), საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას (1.2.“გ” მუხლი), ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის,…
სხვა აქტები, რომლებიც ამ მუხლზე უთითებენ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 2. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა
- მუხლი 45. საერთაშორისო შვილად აყვანას დაქვემდებარებული საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შესახებ ანგარიში
- მუხლი 42. კონტროლს ექვემდებარება შესასრულებელი დოკუმენტები. შესრულების კონტროლი მოიცავს დოკუმენტის კონტროლზე აყვანას, შემსრულებლისათვის მისი დროული მიწოდების შემოწმებას, შესრულების მიმდინარეობის შემოწმებასა და
- მუხლი 52. გადასაცემი პირის პატიმრობაში აყვანა
- მუხლი 16. შშმ პირების, მათ შორის ბავშვების, ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებულ პირების, ომში დაღუპულ ოჯახის წევრების, მარჩენალ დაკარგულების, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების და მარტოხელა მშობლები
- მუხლი 9. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანების და საქართვე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ვეტერანის მოწმობის გამცემი ორგანო
- მუხლი 3. ვეტერანთა მოწმობების სახეები
- მუხლი 5. ანკეტის შევსების წესი
- მუხლი 6. ანკეტირებისათვის წარსადგენი დოკუმენტები
- მუხლი 7. ვეტერანის მოწმობის გაცემა
- მუხლი 8. ანგარიშის წარდგენა
- მუხლი 9. სარეგისტრაციო ჟურნალი
- მუხლი 10. სხვა დებულებები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2013. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111114005, 14/11/2011.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 4, №871, 14.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016088 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1508478/muxli-4/