1. ვეტერანის ანკეტაში შეიტანება მასში მოთხოვნილი შესაბამისი მონაცემები.
2. ვეტერანის საანკეტო მონაცემები ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა და ინახება დეპარტამენტში, ხოლო მეორე რჩება შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.
3. ვეტერანის საანკეტო მონაცემებში შესწორების შეტანის შემთხვევაში ტერიტორიული ორგანოს უფროსის მიერ ანკეტის მეორე გვერდზე კეთდება შესაბამისი ჩანაწერი შესწორების შეტანის შესახებ და მოწმდება სათანადო ბეჭდით.
4. ვეტერანი ვალდებულია ანკეტაში შეტანილი მონაცემების ყოველი შემდგომი ცვლილებებისას აღნიშნულის თაობაზე ერთი თვის ვადაში განცხადებით აცნობოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. ასეთ შემთხვევაში ხელახლა შეივსება ვეტერანის შესახებ მონაცემები ცვლილებების გათვალისწინებით და წარედგინება დეპარტამენტს. ვეტერანის შეცვლილ მონაცემებს მიენიჭება ახალი საიდენტიფიკაციო კოდი და მასვე დაერთვება ადრე შევსებული მონაცემები, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ახალი ანკეტის განუყოფელ ნაწილს.
5. წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე შევსებული ანკეტა ხელმოწერილ უნდა იქნეს ტერიტორიული ორგანოს უფროსის მიერ და დამოწმდეს ბეჭდით.
6. ტერიტორიული ორგანოს მიერ შევსებული, ამ ინსტრუქციის მიხედვით ხელმოწერილი და დამოწმებული ვეტერანის ანკეტა, ვეტერანის ფოტოსურათი ზომით 3X4სმ. თანდართულ საბუთებთან ერთად წარედგინება დეპარტამენტს.
7. დეპარტამენტი ახდენს შემოსული ანკეტებისა და თანდართული საბუთების შეჯერებას, ანკეტას ანიჭებს საიდენტიფიკაციო კოდს, რასაც შესაბამისი თანამდებობის პირი ადასტურებს თავისი ხელმოწერით, რის შემდეგაც ანკეტური მონაცემები შედის კომპიუტერულ ბაზაში.
8. საანკეტო მონაცემებსა და წარმოდგენილ დოკუმენტებს შორის უზუსტობების ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მასალები, დაზუსტების მიზნით, უბრუნდება შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-1766-1721(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2011
…მქონე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე საქართველოს მოქალაქეები. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის “გ” პუნქტით, 2.3 მუხლით, მე-5 მუხლით, 24.1, 24.2, მუხლებით, საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის “ბ” პუნქტით, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის 1058 ბრძანებულებით, რომლითაც…
- საქმე №ბს-1132-1100(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2011
…საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრებოდა მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდებოდა იმ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილნი იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად ან ცნობილნი იყვნენ ვეტერანებად ამ კანონის შესაბამისად.
- საქმე №ბს-64-64(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2008
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მოთხოვნილი ბრძანებების ამონაწერების გაუცემლობა უხეშად არღვევს “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლს, რომლის თანახმადაც ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილნი იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად, ან ცნობილნი არიან ამ კანონის შესაბამისად.
- საქმე №ბს-1006-960(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2007
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ცნობილნი არიან ვეტერანებად აღნიშნული კანონის შესაბამისად.
- საქმე №ბს-328-312(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2006
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-5 და მე-10 მუხლების თანახმად ვ. მ-ი წარმოადგენს სამხედრო ძალების ვეტერანს. ვ. მ-ი 1986 წლიდან საბჭოთა კავშირის დროს არსებული კანონმდებლობის საფუძველზე აღიარებული იყო სამხედრო ძალების ვეტერანად, გააჩნია წელთა ნამსახურობის 21 წელი და 6 თვე და დაჯილდოებულია საუწყებო წარჩინების სამივე ხარისხის ნიშნით;
- საქმე №330310018002558121 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.06.2019
- საქმე №330310017002162611 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.06.2018
- საქმე №330310016001580892 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.03.2018
- საქმე №330310018002392185 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №330310018002558121 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2013.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111114005, 14/11/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება