ვეტერანის მოწმობა კატეგორიების მიხედვით გაიცემა:
ა) ომის მონაწილის მოწმობა – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა”–”დ”, „ვ”–„თ” ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე;
ბ) ომის შშმპ მოწმობა – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებულ პირებზე;
გ) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირის მოწმობა – „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ე”, „ი”, „კ”, „ლ”, „მ”, „ნ” (გარდა იძულებით პატიმრობაში მყოფი მეომრებისა) ქვეპუნქტებით, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე;
დ) სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებულ პირებზე;
ე) ომში დაღუპულის ოჯახის წევრის მოწმობა – „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-4 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე;
ვ) მარჩენალდაკარგულის მოწმობა – „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე
მუხლი 7. ვეტერანის მოწმობის გაცემა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ბს-83-80(კ-06)
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლით ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა ევალებოდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, რაც ამავე კანონის 7.2 მუხლით გულისხმობდა საპენსიო უზრუნველყოფას, კანონმდებლობის შესაბამისად დახმარების მიღებას (ს.ფ.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 2. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა
- მუხლი 6. ვეტერანთა კატეგორიები
- მუხლი 7. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დახმარება
- მუხლი 17. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
- მუხლი 13. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა პენსია
- მუხლი 10. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული და მარჩენალდაკარგული პირების სარიტუალო მომსახურება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ვეტერანის მოწმობის გამცემი ორგანო
- მუხლი 3. ვეტერანთა მოწმობების სახეები
- მუხლი 4. ვეტერანის აღრიცხვაზე აყვანა
- მუხლი 5. ანკეტის შევსების წესი
- მუხლი 6. ანკეტირებისათვის წარსადგენი დოკუმენტები
- მუხლი 8. ანგარიშის წარდგენა
- მუხლი 9. სარეგისტრაციო ჟურნალი
- მუხლი 10. სხვა დებულებები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2013. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111114005, 14/11/2011.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 7, №871, 14.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016088 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1508478/muxli-7/