შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №440
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2261 მუხლის შესაბამისად:
1. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტისათვის განისაზღვროს მომსახურების ტარიფი შემდეგი მოცულობით:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა) ექსპორტისათვის – 160 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;
ბ) შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის – 40 ლარის ოდენობით 1 ტონაზე.
2. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა) მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშვება ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო.
3. შავი ლითონის წარმოების ნარჩენად მიიჩნევა ლითონის მაღალი (20% და მეტი) შემცველობის მქონე ნარჩენი.
4. მომსახურების ტარიფის გადახდის გარეშე დაუშვებელია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის განხორციელება.
5. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა) ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003289 სახაზინო კოდზე, ხოლო შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003290 სახაზინო კოდზე და შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარედგინება ექსპორტის დეკლარაციასთან ერთად.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №496 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
6. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ადმინისტრირება უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა.
მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის №210 დადგენილება.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №496 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
1
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №440
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2261 მუხლის შესაბამისად:🔗
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2261 მუხლის შესაბამისად:🔗
1. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტისათვის განისაზღვროს მომსახურების ტარიფი შემდეგი მოცულობით:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა) ექსპორტისათვის – 160 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;
ბ) შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის – 40 ლარის ოდენობით 1 ტონაზე.
2. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა) მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშვება ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო.
3. შავი ლითონის წარმოების ნარჩენად მიიჩნევა ლითონის მაღალი (20% და მეტი) შემცველობის მქონე ნარჩენი.
4. მომსახურების ტარიფის გადახდის გარეშე დაუშვებელია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის განხორციელება.
5. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა) ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003289 სახაზინო კოდზე, ხოლო შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003290 სახაზინო კოდზე და შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარედგინება ექსპორტის დეკლარაციასთან ერთად.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №496 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
3. შავი ლითონის წარმოების ნარჩენად მიიჩნევა ლითონის მაღალი (20% და მეტი) შემცველობის მქონე ნარჩენი.
4. მომსახურების ტარიფის გადახდის გარეშე დაუშვებელია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის განხორციელება.
5. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003289 სახაზინო კოდზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარედგინება ექსპორტის დეკლარაციასთან ერთად.
6. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ადმინისტრირება უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა.
მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის №210 დადგენილება.🔗
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №496 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“, №440, 01.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 300230000.10.003.016600 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1520038-1/