შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №440
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე
მუხლი1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის2261მუხლის შესაბამისად:
1. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტისათვის განისაზღვროს მომსახურების ტარიფი შემდეგი მოცულობით:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა) ექსპორტისათვის –160 ლარის ოდენობით1 ტონაზე;
ბ) შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის – 40ლარის ოდენობით1ტონაზე.
2.შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა)მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშვება ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო.
3. შავი ლითონის წარმოების ნარჩენად მიიჩნევა ლითონის მაღალი (20% და მეტი) შემცველობის მქონე ნარჩენი.
4. მომსახურების ტარიფის გადახდის გარეშე დაუშვებელია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის განხორციელება.
5. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება302003289სახაზინო კოდზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარედგინება ექსპორტის დეკლარაციასთან ერთად.
6. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ადმინისტრირება უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა–შემოსავლების სამსახურმა.
მუხლი2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“საქართველოს მთავრობის2011წლის13მაისის№210დადგენილება.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური
1
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №440
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2261 მუხლის შესაბამისად:🔗
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2261 მუხლის შესაბამისად:🔗
1. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტისათვის განისაზღვროს მომსახურების ტარიფი შემდეგი მოცულობით:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა) ექსპორტისათვის – 160 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;
ბ) შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის – 40 ლარის ოდენობით 1 ტონაზე.
2. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა) მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშვება ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო.
3. შავი ლითონის წარმოების ნარჩენად მიიჩნევა ლითონის მაღალი (20% და მეტი) შემცველობის მქონე ნარჩენი.
4. მომსახურების ტარიფის გადახდის გარეშე დაუშვებელია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის განხორციელება.
5. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა) ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003289 სახაზინო კოდზე, ხოლო შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003290 სახაზინო კოდზე და შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარედგინება ექსპორტის დეკლარაციასთან ერთად.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №496 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
3. შავი ლითონის წარმოების ნარჩენად მიიჩნევა ლითონის მაღალი (20% და მეტი) შემცველობის მქონე ნარჩენი.
4. მომსახურების ტარიფის გადახდის გარეშე დაუშვებელია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის განხორციელება.
5. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003289 სახაზინო კოდზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარედგინება ექსპორტის დეკლარაციასთან ერთად.
6. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ადმინისტრირება უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა.
მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის №210 დადგენილება.🔗
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №496 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 01.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №440. სარეგისტრაციო კოდი — 300230000.10.003.016600.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.02.2012.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“, №440, 01.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 300230000.10.003.016600 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1520038/