კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში 2008 წლის 1 იანვრამდე ექიმის ფუნქციის შესრულება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში ასპირანტს, თუ მანამდე არ ჰქონდა მიღებული საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი, უფლება აქვს შეასრულოს ექიმის ფუნქცია შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის პროგრამით, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) კლინიკურ ასპირანტურაში სწავლა გათანაბრებულია შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურაში მომზადებასთან. თუ რეზიდენტურაში მომზადების ვადა აღემატება ასპირანტურაში სწავლის ხანგრძლივობას, ასპირანტურაში სწავლის წლები ჩაითვლება რეზიდენტურის ხანგრძლივობის შემადგენელ ნაწილად;
გ) პირს, რომელმაც კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული საექიმო სპეციალობით.
საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ
. 3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10021002. . 2008 წლის 1 იანვრამდე ექიმის ფუნქციის შესრულება კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში 2008 წლის 1 იანვრამდე ექიმის ფუნქციის შესრულება ხორციელდება შემდეგი წესით: ა) კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში ასპირანტს, თუ მანამდე არ ჰქონდა მიღებული საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი, უფლება აქვს შეასრულოს ექიმის ფუნქცია შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის პროგრამით, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) კლინიკურ ასპირანტურაში სწავლა გათანაბრებულია შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურაში მომზადებასთან. თუ რეზიდენტურაში მომზადების ვადა აღემატება ასპირანტურაში სწავლის ხანგრძლივობას, ასპირანტურაში სწავლის წლები ჩაითვლება რეზიდენტურის ხანგრძლივობის შემადგენელ ნაწილად; გ) პირს, რომელმაც კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული საექიმო სპეციალობით. საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055-სსმI,№2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ . 3233
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება