თავი XIII — დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სოციალური და სამართლებრივი უფლებები
1. საექიმო საქმიანობის განხორციელებისას ექიმისათვის, სხვა სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებისათვის მიყენებულ ფიზიკურ თუ მატერიალურ ზიანს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურებს ზიანის მიმყენებელი.
2. ექიმს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
3. ექიმის მიმართ პაციენტის ან მისი ახლობლის საჩივარი სამინისტროს შესაბამისი საბჭოს მიერ განხილვამდე დასკვნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციას (ასოციაციებს).
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5868 - სსმI, №6, 25.03.2008წ., მუხ
. 23
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის
კანონი №3110
-
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3110
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 94. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სამართლებრივი დაცვა 1. საექიმო საქმიანობის განხორციელებისას ექიმისათვის, სხვა სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებისათვის მიყენებულ ფიზიკურ თუ მატერიალურ ზიანს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურებს ზიანის მიმყენებელი. 2. ექიმს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. 3. ექიმის მიმართ პაციენტის ან მისი ახლობლის საჩივარი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი საბჭოს მიერ განხილვამდე დასკვნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციას (ასოციაციებს). საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5868 - სსმI, №6, 25.03.2008წ., მუხ . 23
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-962(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2021
…გაფორმებული ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ა(ა)იპ „...ასთან“, ხელშეკრულების თანახმად ეს უკანასკნელი ახორციელებდა სააგენტოსთვის სამედიცინო პრაქტიკასთან დაკავშირებული საექსპერტო/სარეცენზიო მომსახურების გაწევას. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ექიმის მიმართ პაციენტის ან მისი ახლობლის საჩივარი სამინისტროს შესაბამისი საბჭოს მიერ განხილვამდე დასკვნისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციას (ასოციაციებს).
- საქმე №330310018002529375 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.05.2019
…სააგენტოს გაფორმებული ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება მომსახურებაზე:,,საექსპერტო-სარეცენზიო მომსახურება’’) გადაგზავნის სამართლებრივი საფუძველია,,საექიმო საქმიანობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 66-ე, 94-ე მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისის N122/ნ ბრძანების პირველი მუხლის, მე-4 და მე-6 პუნქტები.
- საქმე №330310018002529375 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.10.2018
…სააგენტოს გაფორმებული ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება მომსახურებაზე:,,საექსპერტო-სარეცენზიო მომსახურება’’) გადაგზავნის სამართლებრივი საფუძველია,,საექიმო საქმიანობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 66-ე, 94-ე მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისის N122/ნ ბრძანების პირველი მუხლის, მე-4 და მე-6 პუნქტები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება