თავი XI — დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა
1. თუ საბჭო მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ექსპერტიზა, მას უფლება აქვს მიიღოს განმარტებები შესაბამისი პირებისაგან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ექსპერტიზის ჩამტარებელი პირისათვის ანაზღაურების საკითხი გადაწყდება საბჭოსა და ექსპერტს შორის დადებული ხელშეკრულებით.
3. შესაბამის საექიმო სპეციალობის ექიმთა პროფესიულ ასოციაციას, მოპასუხის თანხმობის შემთხვევაში ან მისი მოთხოვნით, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს განცხადების ან საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტილების გამოტანაშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1064(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
…რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პაციენტის მდგომარეობის დამძიმება გამოწვეული იყო მისი შეცდომით ან/და უყურადღებობით.,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 81-ე, 84-ე, 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისი №122/ნ ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული განვითარების საბჭოს…
- საქმე №ას-622-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2023
კასატორმა მოიხმო „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე, 67-ე, 86-ე მუხლები და განმარტა შემდეგი: სადავო არ არის, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მიმდინარეობდა და დღემდე მიმდინარეობს…
- საქმე №ბს-229-226(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2014
…რომ რეცენზია არ ითვალისწინებს მკაცრად განსაზღვრულ ფორმატს, არ არის სავალდებულო მეცნიერული დასაბუთების არსებობა, ა. ბ-ის კომპეტენციაში ეჭვის შეტანისათვის სააპელაციო პალატას არ გააჩნდა სხვა სპეციალისტის აზრი ან მტკიცებულება. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 86.1 მუხლის შესაბამისად თუ საბჭო მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ექსპერტიზა, მას უფლება აქვს მიიღოს განმარტებები შესაბამისი პირებისაგან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება