თავი X — დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა
1. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა მის პროფესიულ მოვალეობასთან;
ბ) (ამოღებულია);
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს;
დ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ამ კანონით დადგენილი ვადის გასვლა, თუ მანამდე სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელმა ვერ მოახერხა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულება;
ე) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, თუ ამ უკანასკნელს მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება ან სიკვდილი ანდა პაციენტისათვის მატერიალური ზიანის მიყენება;
ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელისათვის თავისუფლების აღკვეთის ან მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
ზ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ იღებს საბჭო.
3. (ამოღებულია);
4. საბჭო ვალდებულია:
ა) 7 დღის ვადაში წერილობით აცნობოს სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე, შესაბამისი საფუძვლების მითითებით;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიტანოს შესაბამისი მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში.
5. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
. 162
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ
.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 79. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება 1. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა მის პროფესიულ მოვალეობასთან; ბ) (ამოღებულია); გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს; დ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ამ კანონით დადგენილი ვადის გასვლა, თუ მანამდე სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელმა ვერ მოახერხა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულება; ე) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, თუ ამ უკანასკნელს მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება ან სიკვდილი ანდა პაციენტისათვის მატერიალური ზიანის მიყენება; ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელისათვის თავისუფლების აღკვეთის ან მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. ზ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ იღებს საბჭო. 3. (ამოღებულია); 4. საბჭო ვალდებულია: ა) 7 დღის ვადაში წერილობით აცნობოს სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე, შესაბამისი საფუძვლების მითითებით; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიტანოს შესაბამისი მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში. 5. (ამოღებულია). საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434-სსმI,№1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2008 წლის21წლის 21 მარტის კანონი №5999-სსმI,№5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
- საქმე №ბს-1064(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
…(საოქმო განჩინება). სააპელაციო პალატის განმარტებით, პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 12 სექტემბრის №9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით ე.გ-ასა და ნ.კ-ას სახელმწიფო სერტიფიკატი, სპეციალობაში „...“, გაუუქმდათ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ე“ ქვეპუნქტის საფუძვლით. აპელანტი ნ.კ-ა სადავოდ ხდის მითითებული გადაწყვეტილებას იმაზე…
- საქმე №ბს-283(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2025
ხოლო ამავე კანონის 79-ე მუხლით რეგლამენტირებულია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება, კერძოდ: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა მის პროფესიულ მოვალეობასთან;
- საქმე №ბს-1143(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2025
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება, სახეზე უნდა იყოს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. პასუხისმგებლობის დაკისრებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, გამოყენებული…
- საქმე №ბს-416(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2024
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 6 მარტის სხდომის №3 ოქმის გადაწყვეტილებით, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის შესაბამისად, ექიმ რ. ყ-ის, სპეციალობაში „....“ გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი, რაც გასაჩივრებულ იქნა რ.
- საქმე №ბს-682(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2022
მოსარჩელის მოსაზრებით, მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი და მისი ქმედება უნდა შეფასებულიყო „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევად. ამასთანავე, პროფესიული პასუხისმგებლობის სახედ გამოყენებული უნდა…
- საქმე №ბს-475(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2021
- საქმე №ბს-518(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2021
- საქმე №ბს-530(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2020
- საქმე №ას-601-601-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.07.2018
- საქმე №ბს-744-740(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2018
- საქმე №ბს-82-77(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2007
- საქმე №ბს-359-288-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2005
- საქმე №010210016001276457 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 27.07.2018
- საქმე №330310014507872 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 05.04.2018
- საქმე №330310116001361519 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.12.2018
- საქმე №010210016001276457 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება