თავი X — დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა
1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია:
ა) მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიღებული წერილობითი გაფრთხილება.
2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს არა უმეტეს 6 თვისა.
3. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ ერთი კვირის ვადაში წერილობით ეცნობება მის მფლობელს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლის მითითებით; ამასთან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში.
4. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.03.2008 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 77. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველი 1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია: ა) მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიღებული წერილობითი გაფრთხილება. 2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს არა უმეტეს 36 თვით.თვისა. 3. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ ერთი კვირის ვადაში წერილობით ეცნობება მის მფლობელს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლის მითითებით; ამასთან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში. 4. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.სასამართლოშ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ბს-380(კ-კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლებსა და ვადებს განსაზღვრავს დასახელებული კანონის 77-ე მუხლი. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2019 წლის 15 მაისს შედგა საქართველოს ოკუპირებული…
- საქმე №ბს-283(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2025
…შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. ამავე კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და "ბ" ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო…
- საქმე №ბს-756(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2024
…პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისთვის უცნობია სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლები, ასევე უცნობია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საფუძველზეც საბჭომ გადაცდომის არსებობა დაადგინა. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 77-ე მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო სერტიფიკატის შეჩერების საფუძვლები.
- საქმე №ბს-250(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2024
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული ჰქონდა თუ არა ადგილი ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე შემთხვევას, ასევე, ჩადენილი დარღვევებისთვის ექიმის მიმართ გამოყენებული…
- საქმე №ას-970-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
…განმარტებით, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება არის სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დროებითი აკრძალვა. ამავე კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია: ა) მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა;
- საქმე №ბს-893(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ბს-682(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2022
- საქმე №ბს-853(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.07.2021
- საქმე №ბს-257-257(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2018
- საქმე №ბს-744-740(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2018
- საქმე №ბს-229-226(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2014
- საქმე №ას-585-968-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2007
- საქმე №330310115001002360 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №330310014507872 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 05.04.2018
- საქმე №330310118002468425 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2019
- საქმე №330310018002476925 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.03.2019
- საქმე №330310118002468425 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება