თავი XI — დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა
1. განცხადების ან საჩივრის მიღების შემთხვევაში საბჭო მის ასლს ერთი კვირის ვადაში უგზავნის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი.
2. შეტყობინების გაგზავნა არ არის სავალდებულო, თუ ცნობილია, რომ ამ კანონის 83‑ ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 84. შეტყობინების აუცილებლობა 1. განცხადების ან საჩივრის მიღების შემთხვევაში საბჭო მის ასლს ერთი კვირის ვადაში უგზავნის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი. 2. შეტყობინების გაგზავნა არ არის სავალდებულო, თუ ცნობილია, რომ ამ კანონის 83‑ ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადება ან საჩივარი არ განიხილება. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434-სსმI,№1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 1621
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1064(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
…წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პაციენტის მდგომარეობის დამძიმება გამოწვეული იყო მისი შეცდომით ან/და უყურადღებობით.,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 81-ე, 84-ე, 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისი №122/ნ ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული…
- საქმე №ბს-176(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2024
…რეესტრის მონაცემების თანახმად, ნ.ე-ი სერტიფიცირებული იყო სპეციალობებში:,,ზ/პე ექიმი...“ (1 ა 01.7 N031715 09/08/2002) და „...“ (1 ა 12 N001339 08/07/2008) და მის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების ან საჩივრის მიღების შემთხვევაში საბჭო მის ასლს ერთი კვირის ვადაში უგზავნის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება