1. ექიმის ფუნქციის შესრულება არის იმ პირის საექიმო საქმიანობა, რომელსაც არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.
2. ექიმის ფუნქციის შესრულების უფლება აქვს:
ა) უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტს, მხოლოდ საუნივერსიტეტო კლინიკაში ან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არსებობს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის შესაბამისი კათედრა, კლინიკური მედიცინის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი პედაგოგის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე;
ბ) რეზიდენტს და საექიმო სპეციალობის მაძიებელს, მხოლოდ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სამედიცინო დაწესებულებაში, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ექიმი-სპეციალისტის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) უმცროს ექიმს.
3. პირს, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში.
4. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სასწავლო პროგრამის ფარგლებში რეზიდენტს და საექიმო სპეციალობის მაძიებელს არა აქვთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია ან მას ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.
5. უმცროს ექიმს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.
6. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
. 162
საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ
. 3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. ექიმის ფუნქციის შესრულება 1. ექიმის ფუნქციის შესრულება არის იმ პირის საექიმო საქმიანობა, რომელსაც არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. 2. ექიმის ფუნქციის შესრულების უფლება აქვს: ა) უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტს, მხოლოდ საუნივერსიტეტო კლინიკაში ან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არსებობს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის შესაბამისი კათედრა, კლინიკური მედიცინის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი პედაგოგის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე; ბ) რეზიდენტს და საექიმო სპეციალობის მაძიებელს, მხოლოდ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სამედიცინო დაწესებულებაში, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ექიმი-სპეციალისტის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) უმცროს ექიმს. 3. პირს, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში. 4. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სასწავლო პროგრამის ფარგლებში რეზიდენტს და საექიმო სპეციალობის მაძიებელს არა აქვთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია ან მას ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა. 5. უმცროს ექიმს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა. 6. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434-სსმI,№1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055-სსმI,№2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ . 3233
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-1064(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
…სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს. ამ თანამდებობაზე დანიშნული პირი ექიმის ფუნქციას ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უმცროს ექიმს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.
- საქმე №ბს-539(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2023
N36 დადგენილების მე-11, მე-14, მე-15, 22.5, 23.20 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე დაწესებულების მიერ გაცემული საბუთების შესწავლისას შეუძლებელია დადასტურდეს გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების მოცემულობა, შესაბამისად კასატორის მითითებით სახეზეა N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემადგენლობა.
- საქმე №ბს-1037(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
№36 დადგენილების მე-11, მე-14 და მე-15 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პაციენტები ე.მ-ე და ნ.ა-ი 2017 წლის ნოემბრის თვეში მკურნალობდნენ შპს „მ...ში.“ მიმწოდებლის მიერ შემთხვევები მიწოდებულია გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში პროგრამული კოდით ინტოქსიკაციები/დეზინტოქსიკაცია/ინფუზიური თერაპია.
- საქმე №ას-655-1305-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2003
“საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-14, მე-17 და 98-ე მუხლები. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან შკკ-ს 34-ე მუხლი არ ითვალისწინებს შტატის არარსებობის გამო მუშაკის სამუშაოდან დათხოვნას, ამიტომ გასაჩივრებული ბრძანება უკანონოა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება