1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა მიიღო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატი ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, ამ კანონით დადგენილი წესით.
2. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატი ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად, ამ კანონით დადგენილი წესით, მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებს იმიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. სამინისტრო განსაზღვრავს:
ა) იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე;
ბ) იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
. 162
საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ
. 3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება იმ პირისათვის, რომელმაც ასეთი უფლება მიიღო ან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა უცხო ქვეყანაში 1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა მიიღო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატი ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, ამ კანონით დადგენილი წესით. 2. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატი ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად, ამ კანონით დადგენილი წესით, მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებს იმიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. სამინისტრო განსაზღვრავს: ა) იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე; ბ.ბ) იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434-სსმI,№1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055-სსმI,№2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ . 3233
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-605-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
არ არის მიღებული „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N108/ნ (19.03.2009წ) ბრძანებით გათვალისწინებული ( მე-9 და მე-10 მუხლები), პაციენტის ნათესავის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე (ექ.
- საქმე №330310013330591 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.04.2019
კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლებით მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ციხის უფროსები უმალავდნენ ლოცვანსა და ხატებს ციხის ახალ საავადმყოფოში გადაყვანისას და ასევე უარი განუცხადეს გაზეთებისა და რადიოს მიცემაზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება