საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) განსაზღვრავს:
ა) საექიმო სპეციალობათა ნუსხას;
ბ) მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხას;
გ) იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხას, რომლებშიც ეკრძალება მუშაობა ამა თუ იმ დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის
კანონი №3110 -
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3110
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. საექიმო სპეციალობათა ნუსხა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში–(შემდგომ – სამინისტრო) განსაზღვრავს: ა) საექიმო სპეციალობათა ნუსხას; ბ) მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხას; გ) იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხას, რომლებშიც ეკრძალება მუშაობა ამა თუ იმ დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №2კ-917აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2026
…ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 10 ნოემბრის №01-45/ნ ბრძანებით დამტკიცდა ექიმ „ალერგოლოგ-იმუნოლოგის“ (25-ე დანართი) პროფესიული კომპეტენციები, რომლის თანახმად (მე-3 მუხლის „ჭ“, „ჰ3“, „ჰ4“, „ჰ5-პუნქტები; მე-4 მუხლი, მე-5 მუხლის „ა.ჰ1“, „ა.ჰ2, „ბ.ვ“-პუნქტები), სამედიცინო ჩარევის – კანის დიაგნოსტიკური და მგრძნობელობითი სინჯების (Z01.5), მედიკამენტებზე ალერგოდიაგნოსტიკის,…
- საქმე №ბს-82-77(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2007
კასატორმა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა:,,პაციენტის უფლებებისა და მედიცინის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის მე-4 და 24-ე მუხლები,,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის,,ო" ქვეპუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები, 413-ე, 414-ე,…
- საქმე №330210016001598621 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.11.2019
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მისაღებად ყველა იმ საექიმო სპეციალობაში, რომელიც სამინისტროს მიერ შეტანილია ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობებში, აუცილებელია სერტიფიცირება, გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა (18.2.
- საქმე №330210016001598621 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.10.2018
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მისაღებად ყველა იმ საექიმო სპეციალობაში, რომელიც სამინისტროს მიერ შეტანილია ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობებში, აუცილებელია სერტიფიცირება, გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა (მე-18.2.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება