საექიმო სპეციალობა, რომელშიც პირს ეძლევა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, უნდა შეესაბამებოდეს მისთვის უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით (დიპლომით) მინიჭებულ კვალიფიკაციას. პროფესიული განათლების შესაბამისობას სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებასთან განსაზღვრავს სამინისტრო.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. საექიმო სპეციალობის შესაბამისობა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის საგანმანათლებლო კურსთან (ფაკულტეტთან) საექიმო სპეციალობა, რომელშიც პირს ეძლევა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, უნდა შეესაბამებოდეს მისთვის უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით (დიპლომით) მინიჭებულ კვალიფიკაციას. პროფესიული განათლების შესაბამისობას სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებასთან განსაზღვრავს სამინისტრო. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434-სსმI,№1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 1621
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1099(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
მათ შორის, მე–13 მუხლში მითითებული წესით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით შემთხვევათა რეესტრით წარმოდგენის გზით, რომელიც წარედგინება სააგენტოს, რიგ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც მოიცავს პაციენტის დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება