1. სახელმწიფო სერტიფიკატი:
ა) არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;
ბ) განსაზღვრავს საექიმო სპეციალობას.
2. სახელმწიფო სერტიფიკატი სავალდებულოა მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის.
3. სახელმწიფო სერტიფიკატის ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აკრძალულია ამავე აქტით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის უფლებების შეზღუდვა, ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა ინფორმაციის ან ხარჯების გაწევის მოთხოვნა.
4. სახელმწიფო სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები.
5. სახელმწიფო სერტიფიკატის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.
6. სახელმწიფო სერტიფიკატი უქმდება მისი გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენის შემთხვევაში.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
. 162
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ
.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. სახელმწიფო სერტიფიკატი 1. სახელმწიფო სერტიფიკატი: ა) არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა; ბ) განსაზღვრავს საექიმო სპეციალობას. 2. სახელმწიფო სერტიფიკატი სავალდებულოა მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის. 3. სახელმწიფო სერტიფიკატის ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აკრძალულია ამავე აქტით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის უფლებების შეზღუდვა, ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა ინფორმაციის ან ხარჯების გაწევის მოთხოვნა. 4. სახელმწიფო სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები. 5. სახელმწიფო სერტიფიკატის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია. 6. სახელმწიფო სერტიფიკატი უქმდება მისი გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენის შემთხვევაში. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434-სსმI,№1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2008 წლის21წლის 21 მარტის კანონი №5999-სსმI,№5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-1064(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
…განათლებისა და შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობის აუცილებლობას, რაც პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი წინაპირობაა, ხოლო ასეთი საქმიანობის არასწორად წარმართვის შემთხვევაში დგება ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, (1) სახელმწიფო სერტიფიკატი: ა) არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;
- საქმე №ბს-756(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2024
…საქმიანობის უფლებას (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 15.08.2018წ. №01-9/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განვითარების საბჭოს“ დებულების მე-4 მუხ.). „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 19.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ექიმები ექვემდებარებიან სახელმწიფო სასერთიფიკატო პროგრამების გავლას, სახელმწიფო სერთიფიკატი განსაზღვრავს საექიმო სპეციალობას.
- საქმე №ბს-327-309(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
…კანონის 56-ე მუხლის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებს ეკრძალებოდა სამედიცინო საქმიანობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო საქმიანობის სფერო განისაზღვრებოდა ლიცენზიაში მითითებული ჩამონათვალით. ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატი იყო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც განსაზღვრავდა საექიმო სპეციალობას და რომლითაც პირი უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა.
- საქმე №ბს-744-740(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2018
…მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირს აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნული სპეციალობით (სპეციალობებით), გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო სერტიფიკატი სავალდებულოა მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის.
- საქმე №ას-512-789-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2004
…არის გათვალისწინებული, ხოლო მეორე მხარე-მუშაკი ვალდებულებას იღებს შეასრულოს გარკვეული სამუშაო სპეციალობის, კვალიფიკაციისა და თანამდებობის გათვალისწინებით, დაიცვას შრომის ხელშეკრულების პირობები, დაემორჩილოს შრომის შინაგანაწესს. კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, შრომის ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და ძალაშია მხარეების მიერ ხემოწერის დღიდან, თუ შრომის ხელშეკრულების პირობებში სხვა რამ არ არის მითითებული.
- საქმე №330310014507872 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 05.04.2018
- საქმე №330210016001598621 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.11.2019
- საქმე №330210016001598621 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება