1. საბჭო წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის შესახებ ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვისა.
3. საბჭო ვალდებულია წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგები აცნობოს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში.
4. თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს 70 დღეში არ გაეგზავნა შეტყობინება სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ, მას უფლება აქვს ამ ვადის გასვლისთანავე შეუდგეს განცხადებაში აღნიშნულ საქმიანობას.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვა 1. საბჭო წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის შესახებ ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. 2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვისა. 3. საბჭო ვალდებულია წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგები აცნობოს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში. 4. თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს 70 დღეში არ გაეგზავნა შეტყობინება სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ, მას უფლება აქვს ამ ვადის გასვლისთანავე შეუდგეს განცხადებაში აღნიშნულ საქმიანობას. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434-სსმI,№1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 1621
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-539(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2023
N36 დადგენილების მე-11, მე-14, მე-15, 22.5, 23.20 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე დაწესებულების მიერ გაცემული საბუთების შესწავლისას შეუძლებელია დადასტურდეს გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების მოცემულობა, შესაბამისად კასატორის მითითებით სახეზეა N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემადგენლობა.
- საქმე №190310018002643912 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.12.2019
…არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.“ მოცემულ მუხლთან ერთად, მთავრობის 36-ე დადგენილების დანართის # 1, 22-ე მუხლის, მე-5 პუნქტსაც, „მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება