1. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ფორმებია:
ა) რეზიდენტურა;
ბ) რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება).
2. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, რომელმაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოიპოვა ქულების დადგენილი რაოდენობა. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საბჭო. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.
3. რეზიდენტურაში მზადება ხორციელდება სარეზიდენტო პროგრამით, რომელსაც საბჭოს მიერ სარეზიდენტო პროგრამის აკრედიტაციის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამინისტრო. რეზიდენტურაში მზადებას, საჭიროების შესაბამისად, აფინანსებს სახელმწიფო.
31. სარეზიდენტო პროგრამების აკრედიტაციის კრიტერიუმებსა და წესს შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ერთობლივი ნორმატიული აქტით.
32. რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესს შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნორმატიული აქტით.
33. რეზიდენტურაში მზადების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხება რეზიდენტურაში.
4. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული რეზიდენტების მზადების ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სისტემის შესაბამისი სამსახური საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სარეზიდენტო პროგრამა შედგება მოდულებისაგან, რომლებშიც მოცემულია მზადების მიზანი, ასათვისებელი საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, მზადების ფორმები, მეთოდები და ხანგრძლივობა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები. პროგრამაში აგრეთვე ასახულია მზადების ორგანიზაციული და მეთოდური უზრუნველყოფის საკითხები. სარეზიდენტო პროგრამის მოდულებად დაყოფას კოორდინაციას უწევს საბჭო.
6. რეზიდენტურაში მისაღებ პირთა რაოდენობას საექიმო სპეციალობების მიხედვით ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის საჭიროებებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით ყოველწლიურად განსაზღვრავს სამინისტრო.
7. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) გულისხმობს სარეზიდენტო პროგრამის ყველა მოდულის გავლას ცალკეული მოდულებისა და მთლიანად პროგრამის ხანგრძლივობის ზუსტად განსაზღვრის გარეშე. ამასთანავე, რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მაქსიმალური ჯამური ვადა არ უნდა იყოს შესაბამის სპეციალობაში სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს მას 2-ჯერ. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ფინანსდება კერძო პირის მიერ მოძიებული სახსრებით.
8. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის უფლების მისანიჭებლად დიპლომისშემდგომი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციას ახორციელებს საბჭო. დიპლომისშემდგომმა სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აკრედიტაცია შეიძლება მიიღონ ცალკეული საექიმო სპეციალობების ერთი ან რამდენიმე მოდულის ფარგლებში.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ. 162
საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ. 323
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ. 74
საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5383 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3110 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №360 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3846 – ვებგვერდი, 15.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3846
- 16.03.2021 კანონი №360
- 05.07.2018 კანონი №3110
- 08.06.2016 კანონი №5383
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) 1. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ფორმებია: ა) რეზიდენტურა; ბ) რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება). 2. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, რომელმაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოიპოვა ქულების დადგენილი რაოდენობა. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საბჭო. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. 3. რეზიდენტურაში მზადება ხორციელდება სარეზიდენტო პროგრამით, რომელსაც საბჭოს მიერ სარეზიდენტო პროგრამის აკრედიტაციის საფუძველზე, საქართველოს განათლებისაგანათლების, მეცნიერებისა და მეცნიერებისახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამინისტრო. რეზიდენტურაში მზადებას, საჭიროების შესაბამისად, აფინანსებს სახელმწიფო. 31. სარეზიდენტო პროგრამების აკრედიტაციის კრიტერიუმებსა და წესს შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს განათლებისაგანათლების, მეცნიერებისა და მეცნიერებისახალგაზრდობის მინისტრი ერთობლივი ნორმატიული აქტით. 32. რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესს შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნორმატიული აქტით. 33. რეზიდენტურაში მზადების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხება რეზიდენტურაში. 4. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული რეზიდენტების მზადების ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სისტემის შესაბამისი სამსახური საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. სარეზიდენტო პროგრამა შედგება მოდულებისაგან, რომლებშიც მოცემულია მზადების მიზანი, ასათვისებელი საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, მზადების ფორმები, მეთოდები და ხანგრძლივობა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები. პროგრამაში აგრეთვე ასახულია მზადების ორგანიზაციული და მეთოდური უზრუნველყოფის საკითხები. სარეზიდენტო პროგრამის მოდულებად დაყოფას კოორდინაციას უწევს საბჭო. 6. რეზიდენტურაში მისაღებ პირთა რაოდენობას საექიმო სპეციალობების მიხედვით ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის საჭიროებებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით ყოველწლიურად განსაზღვრავს სამინისტრო. 7. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) გულისხმობს სარეზიდენტო პროგრამის ყველა მოდულის გავლას ცალკეული მოდულებისა და მთლიანად პროგრამის ხანგრძლივობის ზუსტად განსაზღვრის გარეშე. ამასთანავე, რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მაქსიმალური ჯამური ვადა არ უნდა იყოს შესაბამის სპეციალობაში სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს მას 2-ჯერ. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ფინანსდება კერძო პირის მიერ მოძიებული სახსრებით. 8. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის უფლების მისანიჭებლად დიპლომისშემდგომი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციას ახორციელებს საბჭო. დიპლომისშემდგომმა სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აკრედიტაცია შეიძლება მიიღონ ცალკეული საექიმო სპეციალობების ერთი ან რამდენიმე მოდულის ფარგლებში. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ. 162 საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ. 323 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ. 74
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-1106(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) არის დიპლომამდელი სამედიცინო განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო სპეციალობის დაუფლება (,,ფ’’ ქვეპუნქტი). მითითებული კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტით, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ფორმებია: ა) რეზიდენტურა;
- საქმე №ბს-539(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2023
N36 დადგენილების მე-11, მე-14, მე-15, 22.5, 23.20 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე დაწესებულების მიერ გაცემული საბუთების შესწავლისას შეუძლებელია დადასტურდეს გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების მოცემულობა, შესაბამისად კასატორის მითითებით სახეზეა N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემადგენლობა.
- საქმე №ბს-1037(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
№36 დადგენილების დანართი N 1, 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირ,,...ას’’ 19.10.2018წ.
- საქმე №190310018002643912 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.12.2019
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, როდესაც მოპასუხე მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად იყენებს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართის N 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „კ“ ქვეპუნქტს, „ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას.
- საქმე №330310017002043835 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.08.2018
სასამართლო, ასევე, მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუქნტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ერთ-ერთ ფორმას განეკუთვნება რეზიდენტურა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება